"ბორჯღალოსანთა" მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.

25 წლის მორაგბემ დაზიანება 3 იანვარს, "სტად ფრანსესთან" მატჩში მიიღო. იყო შანსი, რომ გიორგაძეს მკურნალობის და სპეციალური პროცედურების შემდეგ თამაში მალევე გაეგრძელებინა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ის მუდმივი საფრთხის ქვეშ იქნებოდა და ამიტომ, ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა:

„დაზიანება სრულიად უწყინარ სიტუაციაში, კონტაქტამდე მივიღე და თამაში ვეღარ გავაგრძელე. ოპერაციამდე ფეხის მდგომარეობა უმჯობესდებოდა და ტკივილებმაც გამიარა. გაჩნდა ვარაუდი, მუხლი გამემაგრებინა და თამაში ისე გამეგრძელებინა, მაგრამ უკანა ჯვარედინი მყესი დაზიანებული მქონდა და გაწყვეტის დიდი რისკი იყო. ამიტომ, ბევრი ფიქრის შემდეგ ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე და სწორად მოვიქეცი“.

„ოპერაცია 23 იანვარს, კლერმონში უძლიერეს მუხლის სპეციალისტთან და ქირურგთან გავიკეთე. მეორე დღესვე გამომწერეს და კლუბის ექიმების მეთვალყურებით, კუნთის „გაღვიძების“ მიზნით ელემენტარული ვარჯიშები დავიწყე. რეაბილიტაცია კარგად მიდის და პროტოკოლს ვუსწრებ კიდეც, თუმცა გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ფეხს ზედმეტად არ ვტვირთავ. უკვე გადასული ვარ ველოსიპედზე და სავარაუდოდ, აგვისტო-სექტემბერში დავბრუნდები. წინ კიდევ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი მაქვს და იმედია, ყველაფერი კარგად გაგრძელდება“ – ამბობს ოთია.

რადგან მორაგბე მუხლმა იძულებით შეაჩერა, მორაგბემ სხვა პრობლემების მოგვარებისთვისაც მოიცალა, რაც დიდი ხანია აწუხებს:

„ამ პერიოდში აუცილებლად უნდა აღმოვფხვრა წელის პრობლემა, რაც დიდი ხანია მაწუხებს. მიმდინარე სეზონისთვის მზადება დავიწყე თუ არა, წელის ძლიერი ტკივილები დამეწყო. ახლა მინდა ეს პერიოდი გამოვიყენო, ეს პრობლემა მოვაგვარო და ახალ სეზონში ახალი ძალით და ენერგიით დავბრუნდე“.

ოთარ გიორგაძის ანგარიშზე 29 სანაკრებო კეპია (6 ლელო). ბოლოს მან "ბორჯღალოსნების" რიგებში „შემოდგომის ერთა თასზე“ ითამაშა. ის თვლის, რომ მეტი ზრდისთვის ბევრი ასეთი თამაშის ჩატარებაა საჭირო:

„როგორც გუნდი, გავიზარდეთ. „შემოდგომის ერთა თასმა“ ინდივიდუალურად და გუნდურად ბევრი რამ შემატა. ჰაერივით გვჭირდება ასეთი დონის თამაშები, რათა ჩვენი თავი ვიპოვოთ და დავიმკვიდროთ ადგილი ამ დიდ არენაზე. ცუდი ისაა, რომ ამის შემდეგ კვლავ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გვიწევს დაბრუნება…“.

წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, გიორგაძე "ბორჯღალოსნებს" ტრავმის გამო ვერ ეხმარება, თუმცა თამაშებს თვალს ადევნებს და გუნდის შენების პროცესით კმაყოფილია. ის იმედოვნებს, რომ მსოფლიო თასს საქართველო მომზადებული შეხვდება:

„რუსეთთან თამაში ყოველთვის დიდი წნეხია, რადგან ვიცით, მათთან წაგება არ შეიძლება! მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში მცირე სხვაობა დაფიქსირდა, არც მე და არც სხვა მოთამაშეებს არ გვქონდა განცდა, რომ შეიძლებოდა ვერ მოგვეგო. პორტუგალიასთანაც გვქონდა ხარვეზები, მაგრამ მთლიანობაში ცუდად არ გვითამაშია. ფაქტობრივად, ახალი გუნდის შენების პროცესში ვართ და ჩემი აზრით, ეს პროცესი კარგად მიდის, ხარვეზები კი აუცილებლად გამოსწორდება“.

„დარწმუნებული ვარ, მსოფლიო თასის შესარჩევ ციკლს წარმატებით გავივლით და იქ იმ გუნდებთან მოგვიწევს შეხვედრა, რომლებთან თამაშის გამოცდილებაც უკვე გვაქვს. ყველა ცდილობს, რომ მსოფლიო თასს ფორმის პიკში შეხვდეს. ასე ვართ ჩვენც და თუ ყველანი ერთი მიზნისკენ ვივლით, შედეგიც აუცილებლად მოვა“.

rugby.ge

გიორგი
მალე გამოჯანმრთელდი ოთია, გუნდს აკლიხარ!
gogia
რუსებთან თუ არ შეიძლება წაგება სხვასთან რატომ უნდა წააგო შენი ნათქვამიდან ეს აზრი გამოვიტანე.
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
"არასწორი ინფორმაციაა" - სფფ საქართველო-ბელარუსის უმაყურებლოდ ჩატარებას უარყოფს
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
ოთარ გიორგაძე: საფრანგეთში ქართველებს კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით გვაქვს - სახლში ყოფნა რთულია