"საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას განაცხადა, რომ კლუბის დაფინანსებას წყვეტს.

ამის მიზეზად მან ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემები დაასახელა, რომლის გადაჭრაც მარტოს არ შეუძლია.

"რა თქმა უნდა, რაც მოხდა და რაც ხდება საერთოდ, ცუდია. ერთ კონკრეტულ თამაშს ნამდვილად არ გამოუწვევია ჩემი ეს ნაბიჯი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი განცხადების გაკეთება მომიწევდა. ჩემი ამოსავალი წერტილი მუდამ იყო და არის ქართული ფეხბურთის სამსახური. "საბურთალომ" მოიგო ტიტულები, კლუბი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია საქართველოს ნაკრებებში ფეხბურთელების მიწოდების კუთხით...

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ უკავშირდება ერთ თამაშს. მივიღე გადაწყვეტილება, რომ ავიღო პაუზა, წავიდე პროფესიული ფეხბურთიდან და ინვესტიციები აღარ განვახორციელო ძირითად გუნდში. მე ფეხბურთი მიყვარს, ჩემთვის ყველაფერია ფეხბურთი და ეს სისუსტედ არ უნდა იქნას აღქმული.

ჩემს ძალას, ენერგიას, საერთაშორისო კავშირებს მოვახმარ საკლუბო აკადემიის განვითარებას, ახალგაზრდების წინსვლას. აქ არ არის საქმე მხოლოდ მსაჯებში, არის საფეხბურთო მოხელეებშიც. ჩვენ ვაყენებდით მათ საქმის კურსში და ველოდით რეაგირებას. რაც ხდება, ყველა ხედავს!..

ეს არ ნიშნავს, რომ "საბურთალო" აღარ გააგრძელებს ასპარეზობას. ის გააგრძელებს განვითარებას. იქ არიან ჩემი პარტნიორები, ძალიან კვალიფიციური კადრები, კლუბის თანამშრომლები... იმედი მაქვს, იმ ხალხს ამის შემდეგ მაინც გაუფრთხილდებიან, ვინც არის ქართულ ფეხბურთში და ხარჯავს ფინანსებს. მზად ვარ, ყველანაირ ფორმატში ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რომელიც არის დღეს ქართულ ფეხბურთში", - თქვა ხეჩიკაშვილმა.

წყარო: Lelo.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა