უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს:

"ერმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ ლამაზი, მდიდარი და წარმატებული კაცი ვერ იქნება მოძალადე და იქვე დაასკვნა, რომ ლამაზი, მდიდარი და წარმატებული ქალიც ვერ იქნება მსხვერპლი.

ტაში, ქალებოოო, ელისაშვილი ცეკვავს!" - წერს ბაია პატარაია.

ცნობისთვის, ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბასილაშვილს ყატარის ღია ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მას ბასილაშვილის მოძალადეობის არ სჯერა.

"ამ ტრიბუნიდანაც მსურს მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს, ნიკოლოზ ბასილაშვილს. შეიძლება დიდ ქვეყნებში არც არაფერია, ბევრი წარმატება აქვთ ხოლმე იქაურ სპორტსმენებს, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს სპორტიც არის, პოლიტიკაც არის, ხელოვნებაც არის და კულტურაც არის ერთბაშად. როგორც ერთმა მოქალაქემ ერთ მოქალაქეს, როგორც ერთმა ქართველმა ერთ ქართველს, მსურს, დიდი მადლობა ვუთხრა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და წარმატებისთვის, რომ საქართველოს სახელი, ჩვენი ერის სახელი ასე გაიტანა მთელ მსოფლიოში, მით უფრო, იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა,

როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა ხოლმე, მერე მზად ვართ, რომ დავკორტნოთ ყველამ, განსაკუთრებული ჟინით და შემართებით და ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი.

ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას. არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდევაც, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში, თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი და ალბათ, ყველანი ამის მოსმენით გულაჩუყებულნი ვიყავით.

მადლობა ნიკოლოზ ბასილაშვილს თავგანწირული ბრძოლისთვის, შრომისთვის და წარმატებისთვის" - აღნიშნა ელისაშვილმა.

წყარო: AMBEBI

daviti
ბაბუცა პატარაიასთვის ყველა მამაკაცი აპრიორი დამნაშავეა. ასეთი ადამიანი თუ არ შეგაქებს პირიქით უნდა გაუხარდეს ელისაშვილს. მაინტერესებს ერთი ბაბუცა პატარაიას თუ დაუცავს კაცის უფლებები, როდესაც ქალი ძალადობს კაცზე, არადა თუნდაც ეს ბასილაშვილის საქმე არის აშკარა ძალადობა და ტერორი კაცის მიმართ, იმის გამო რომ მან გაბედა და ყოფილი ცოლთან განშორების შემდეგ სხვა ქალი გაიჩინა, მის ყოფილ ცოლზე უფრო ლამაზი და უკეთესი.
მახო
ეჰ. გეუბნებოდა ის კაცი ალეკო და არ დაუჯერე. ხედავ ვისი საღლაბუცო გახდი? იჯექი ეხლა პარლამენტში და უყურე მაგათ.
ტატო
ეს ეტყობა მაგარი აზაბოჩენია.
N
ხალხო, ხომ გეუბნებით, არ ღირს ამ ადამიანთან შეუთანხმებლად კომენტარების კეთება. ჯერ კომენტარის პროექტი მას უნდა გადავუგზავნოთ, ის გაგვისწორებს თან ჭკუასაც დაგვარიგებს, რა უნდა ვთქვათ/დავწეროთ და რა არა. აი, ამის შემდეგ კი შეიძლება ამგვარად შესწორებული ტექსტის გამოქვეყნება გინდა ზეპირად და გინდა წერილობით. ასეა ეს!
მარიმე
ეს ადამიანი გვიწვევს,რომ რაიმე არასასიამოვნო დავწეროთ მასზე.ასე ფიქრობს წარმატების მიღწევას და ბევრი გრანტის მიღებას?! რატომ აძლევს თავს უფლებას, გაგვისაზღვროს რა გაგვიხარდეს და რა გვეწყინოს,რა მოვიწონოთ და რა დავიწუნოთ.მისივე სიტყვებით რომ ვთქვა-რატომ გვაბულიმგებს?!
კახა ქ.
როცა ჩვეულებრივი ადამიანები ხდებიან მართლა ძალადობის მსხვერპლი,მაშინ სად არიან ესენი,სადაც დიდი ფულის სუნი რომაა,უმალ იქ რომ ჩნდებიან.თან პა ხოდუ პიარსაც იკეთებენ,იმის არ იყოს, ქალთა ფეხბურთის გუნდი რომ გამოესარჩლა-მართვე.სასაცილოები ხართ რა.....
სოსო
არ გადასულა ბაბაია,ეგ სულ დაუკრეფავშია.
ბაბუცას
სად გინდა?
გია
მოაშორეთ აქაურობას მორიგი სარეველა ბალახი (სახელს არ დავწერ, იმიტომ რომ მიაზანი აქვს სახელი გაითქვას) ქალთა უფლებების დამცველი. მარტო წარმატებულ და განთქმულ მამაკაცზე პარაზიტობით რომ "იცავს" ქალების უფლებას. ბევრ უბრალო ოჯახი აქვს ბევრი საქმე (თუ სამე აინტერესებს), მაგრამ პოპულარულ და სახელგანთქმულებზე იკეთებს პიარს და "იჭერს ჰაიპს". პარაზიტი და სარეველა მოაშორეთ აქაურობას. არა და სპორტის მოყვარულებს მოიშორებთ ძალაუნებურად. P.S. მკითხველებს გთოხვთ დავივიწყოთ ამისი სახელი. მოვიხსენიოთ უსახელოდ!საქართველოს მავნებელს სახელი უნდა გავუუქმოთ!
kane
სპორტალზე ბაია პატარაიაზე უფრო მეტს წერთ, ვიდრე ბასილაშვილის შედეგებზე.
Levani
Mamuka areshidze ras ambobs neta.
santo
პატარაიას საქმე ეგაა ფულს მაგაში იღებს თავისი არასამთავრობოს პონტში, კენტავრტის უფლებებსაც დაიცავს :)))
Levan
ამ გოგოს სხვა ფუნქცია არც გააჩნია,მარტო სტატუსების წერა (რაც არც კი გამოდის) და პროვოკატორობაა.მეცოდება ლუკასი და ნეკაც,აშკარად იყენებს მათ ოჯახურ კონფლიქტს,რომ მან და მისმა დამქაშებმა საქმეში დიდი ფული აიღონ.წესიერი უფლებადამცველი გაითვალისწინებდა ბავშვის მდგომარეობას.ერთი საქმით ვითომ ნეკას იცავს,მეორეთი კი მათ და განსკუთრებით ბავშვის უფლებებს თელავს.ნეკას მეტი დაფიქრება მართებს,აშკარად განწირულია მისი საქმე წასაგებათ და მერე ვეღარ უშველის ბაიას წიკვინი და სატუსები.
ლშა
ამ ქალმა ხო წაიღო ტვინი ,ამ შემტხვევაში ჩვენ სპორტი გვაინტერესებს და არა მისი ჰუმანურობა თუ მოძალადეობა
დემური
ესე ეფლირტავება ეტყობა ბაია ბასილას. ახლა მივხვდი რაში ყოფილა საქმე
llcl
მძიმე წონაში, პროფესიონალებში რომ მოკრივე მინიმუმ 60 შეხვედრას ჩაატარებს, ისეთი სახე აქვს ბაბუცას
ჰაიაბუსა
ვინ ერი? ერთუ მუჭა ლიბერასტები ერის 1% საც არ შეადგენენ ერი ზუსტადაც რომ ერთაზრზეა
ვა ჰაა ჰაა
ბაბუც
kaxi
ელისაშვილს გენიალური სახელი შეარქვა კალაძემ: ნაცარქექია!
მეგრელი
აუ ეს გოგო გაიტანეთ რა, თხოვნაა
Bbb
Masxara elisashvili
რა გინდა რომ ქნა
აუცილებელია ეს სისულელეები წეროთ? ათასი კაცი იტყვის რაღაცას და ყველა უნდა გამოაქვეყნოთ? მოითმინეთ, საბოლოოდ დადგინდება სიმართლე და დაწერეთ მერე. აბა აქეთ ბაიამ რა თქვა, იქით ადვოკატმა, და ქალებმა და ძმაკაცებმა რა დააშავეს, მათი აზრიც დაწერეთ ბარემ.
ბაბაია
ბაია ! მშვენიერი სახელი გაქვს და თითქმის ჩემი სეხნიაც ხარ და რათ გინდა რომ ბოლოს ბაია კი არა ბაბაიაგა შეგრჩეს სახელად ?რას ეჩრები ამ საქმეში ? რა დაჟინებული ახირებით ჩასაფრებიხარ ნიკოს ? უაზროდ აჟიტირებული უკვე ვეღარ გრძნობ რომ დაუკრეფავში გადახვედი ? არც თქვენი პატრონაჟი სჭირდება ვინმეს , არაა ისეთი "საწყალი" თქვენი პროტეჟე თავი რომ ვინმეს დააჩაგვრინოს
gio
ვეთანხმები ელისაშვილს! ქართველები მართლა სვავებივით ვართ, ოღონდ ვკორტნოთ და ამით ვტკბებით! იმის ნაცვლად გავიხაროთ ამ პატარა და გაჭირვებულ ქვეყანაში თუ კი ვინმემ გვასახელა და კარგი კუთხით წარმოგვაჩინა!
Irakli
ამდენი ხანი რა ვერ დააგა საშველი ამ პროკურატურამ დასასამართლომ, რომ გადაწყვეტილებ მიიღოს და გაირკვეს მტყუან მართალი. ოე პროკურატურა, სასამართლო გაიღვიძეთ თორმე გადავეკიდეთ ერი ერთმანეთს, სანამ თქვენ თვლემთ თუ არ ვიცი რას შვებით!
ვაჟა ფშაველა
ბაბუც ტაშს რაც ერითმება შენც კარგად იცი.. ხოდა შენ ჯანში იყოს..
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ