გიორგი შერმადინის წინამძღოლობით, "ლენოვო ტენერიფემ" ფიბას ჩემპიონთა ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ესპანურმა კლუბმა ლატვიურ "ვეფ რიგას" უმასპინძლა და 77:64 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მატჩის MVP-ის ტიტულიც დამსახურებულად მიიღო. შერმადინმა ჩვეული და ბევრისთვის საოცნებო შედეგიანობა გამოავლინა: 23 წუთში 25 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა ისე მიითვალა, არ დაჯარიმებულა და ბურთი ერთადერთხელ დაკარგა. ტენერიფელთა ქართველი ცენტრი ფარქვეშ შეუჩერებელი იყო. რიგელები მასზე 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შერმადინმა 14-დან 9 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31 შეადგინა და ამ შედეგთან ყველაზე ახლოს 22 ერთეულის მიმთვლელი "ვეფის" მოთამაშე აიზია პინეირო მივიდა. ტენერიფელთაგან გიორგის კვალზე 14 ქულით სასუ სალინი გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს, სადაც 16 გუნდი 4 ჯგუფშია განაწილებული. შერმადინის გუნდი თითო მოგება-წაგებით მეორე ადგილზეა ესპანური “ბურგოსის” უკან და და ბოსნიური “იგოკეასა” და რიგის "ვეფის" წინ. ტენერიფელები მორიგ საჩემპიონთალიგო შეხვედრას 23 მარტს, შინ “იგოკეასთან” გამართავენ. შემდეგ ეტაპზე, ანუ 8-თა ფინალში, 2 წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო გადის.

GBF.GE

შოთა
შერმა მგელია! ბრავო ქართველოოო!!!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში