"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 20 მარტს რუსეთთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

„ესპანეთთან მატჩის შემდეგ შემადგენლობაში დიდი როტაცია არ გაგვიკეთებია. ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე ტრავმის გამო რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა. სამწუხაროდ, ვერ გამოჯანმრთელდა ბექა საღინაძე. ასევე დაგვაკლდება ვასილ ლობჟანიძე, რომლის გამოცდილება ფასდაუდებელია. ტრავმირებულია დემე თაფლაძეც. ამ ფონზე, ფაქტობრივად, დიდი არჩევანი არც გვქონდა და არსებული რესურსით, მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა დავაყენეთ.

„გუნდში მრავლად არიან ახალგაზრდა მორაგბეები, რომლებმაც ეს ტვირთი უნდა იტვირთონ. ბევრი მათგანისთვის ესაა შანსი, რომელსაც გამოყენება უნდა და არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ასეთ ფონზე დაწინაურებულ მოთამაშეს ძირითადში დაუმკვიდრებია ადგილი. გუნდის შემართება მაღალ დონეზეა და მათი შესაძლებლობები სწორედ ასეთ თამაშებში გამოიცდება“ – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრა კალინინგრადში საქართველოს დროით 15 საათზე დაიწყება. ბორჯღალოსნები „დათვებს“ 25-ედ ეთამაშებიან, პირველად კალინინგრადში და მიჯრით მე-20 მოგებას ეცდებიან. აქამდე გამართული 24 მატჩიდან რუსეთმა პირველი მოიგო (1993 წელს), 2002 წელს შეხვედრა ფრედ დასრულდა, 22 შემთხვევაში კი გამარჯვებული საქართველო იყო.

სამი ცვლილება შერკინებაში

ესპანეთთან მატჩის შემდეგ შერკინების ხაზში სამი ცვლილებაა. წლევანდელ რაგბი ევროპაზე პირველ თამაშს ატარებს და ძირითადშია კვაჭი გიორგი ჭყოიძე. ბექა გიგაშვილმა ადგილი შეინარჩუნა და ამჯერად მას გიორგი მელიქიძე შეუწყვილდება.

მეორე ხაზის წყვილი უცვლელი დარჩა – ლაშა ჯაიანი და დავით გიგაური. მესამე ხაზში ძირითადში დაწინაურდა გიორგი (კოკი) თხილაიშვილი, ახალბედა ირაკლი ცხადაძემ კი მარქაფაში გადაინაცვლა. მეორე ფლანკერის პოზიციაზე კვლავ მიხეილ გაჩეჩილაძეს, ხოლო შერკინების შემკვრელად თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ.

კვაჭის მარქაფაშია ჯაბა ბრეგვაძე, ხოლო ბურჯების პოზიციაზე შეცვლაზე გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი შემოვლენ. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილს ვიხილავთ.

„პირველ ხაზში, ტაქტიკური მონახაზიდან გამომდინარე, მუდმივად მივმართავთ როტაციას. ჭყოიძე რუსეთთან მატჩში (თებერვალში) შეცვლაზე ეფექტურად შემოვიდა. ის კარგია როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და ლოგიკურია, რომ მატჩის დაწყება მას ვანდეთ, შეცვლაზე კი გამოცდილი ჯაბა ბრეგვაძე გვყავს“.

„მეორე ხაზი უცვლელად დავტოვეთ. გიგაურმა წინა თამაში კარგად ჩაატარა და ჯაიანს კვლავ ის შევუწყვილეთ. მესამე ხაზში თხილაიშვილი დაწინაურდა, რომელიც უფრო გამოცდილია და ამ ეტაპზე არჩევანი მასზე შევაჩერეთ“ – ამბობს შერკინებასთან დაკავშირებით მაისაშვილი.

ერთი ცვლილება ხაზში

წინა თამაშის შემდეგ ერთი იძულებითი ცვლილებაა ხაზში. ესპანეთში, მატჩის დებიუტში დაშავდა დემე თაფლაძე და მის ნაცვლად მოედანზე სანდრო თოდუა შევიდა, რომელიც ახლა ძირითადშია. მარქაფაში გამოჩნდა სოსო მათიაშვილი, ხოლო სასტარტოში კვლავ ახალგაზრდა დავით ნინიაშვილია.

მაისაშვილის თქმით:

„ნინიაშვილი კარგია საჰაერო ორთაბრძოლებისას და ფეხით თამაშისას. მას აქვს პატარ-პატარა შეცდომები, მაგრამ ამ ბიჭმა დაგვანახა, რომ მისთვის წნეხი უცხო არაა და ასეთ თამაშებში კიდევ უფრო გაიზრდება. გადაზღვევის მიზნით შეცვლაზეა გამოცდილი მათიაშვილი. კვლავ მარქაფაშია გიორგი ბაბუნაშვილი. სამწუხაროდ, წინა შეხვედრები ისე წარიმართა, მისი თამაშში ჩართვა ვერ მოხერხდა, თუმცა ის ძალიან ბევრს მუშაობს, ელოდება შანსს და ეს დასაფასებელია“.

რეზერვი

"ბორჯღალოსნები" კალინინგრადში 30-კაციანი შემადგენლობით მიფრინავს და იქ მათ ორი ლეგიონერი – ილია სპანდერაშვილი და ნიკო აფციაური შეუერთდებიან. საქმე ისაა, რომ თამაშის წინა დღეს გუნდს კოვიდ 19-ზე სწრაფი ტესტები ჩაუტარდება და სამი ან ნაკლები დადებითი პასუხის შემთხვევაში მატჩი შედგება. სწორედ ამიტომ, გუნდს ყველა პოზიციაზე თითო სარეზერვო მოთამაშე ჰყავს:

„ახალი რეგულაციებით, კვირაში 2-3-ჯერ ვიტესტებით. მატჩის წინა დღეს სწრაფი ტესტი გვიწევს და ყოველი შემთხვევისთვის, ყველა პოზიციაზე თითო სარეზერვო მოთამაშე მიგვყავს. მესამე ხაზში არჩევანი, ფაქტობრივად, არ გვქონდა. სპანდერაშვილი და აფციაური რუსეთში არიან და მათ არ მოუწევთ ვიზის ლოდინი. ორივე მათგანი კარგ ფიზიკურ ფორმაშია და ვიცით მათი შესაძლებლობები. ისინი გუნდთან ერთად იქნებიან და პრობლემის შექმნის შემთხვევაში დაგვაზღვევენ. ნაკრებთან ერთად ყოფნა მათთვისაც კარგია“.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი

III ტური

20 მარტი. კალინინგრადი. 15:00 (საქ. დრო)

რუსეთი – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (4 კეპი), 14. აკა ტაბუცაძე (9 კეპი, 35 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (31 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (74 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (91 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (22 კეპი, 139 ქულა), 9. გელა აფრასიძე (32 კეპი, 24 ქულა);

შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), 2. გიორგი ჭყოიძე (14 კეპი, 5 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (25 კეპი, 15 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (9 კეპი), 5. დავით გიგაური (9 კეპი, 5 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (14 კეპი, 10 ქულა), 7. გიორგი თხილაიშვილი (63 კეპი, 60 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (7 კეპი, 10 ქულა);

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (64 კეპი, 25 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (20 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (2 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (28 კეპი), 20. ირაკლი ცხადაძე (2 კეპი); 21. მიხეილ ალანია (3 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. სოსო მათიაშვილი (31 კეპი, 156 ქულა).

rugby.ge

კობი
მამუკაშვილზე არაფერი წერია...
SLR
რას ფოკუზნიკობს და მუდმივი როტაციით ტვინი გაბურღა უკვე, დაწერე აბა, თუ იცი ჩვენი ნაკრების ძირითადი შემადგენლობა?
SL
და რას ფოკუზნიკობს? შენ რა იცი აბა თქვი ....
ლუკა
წარმატება, მშვიდად თავდაჯერებით და ურაპატრიოტიზმის გარეშე. მტერია და ზედმეტ ანთებას თქვენგან არ იმსახურებს.
niko
მაისაშვილო რას ფოკუზნიკობ? როდემდე უნდა იმართლო თავი ექსპერიმენტებით? რა შემადგენლობაა? მაინცადამაინც უნდა წააგო რუსეთთან? წარმატება ბიჭებს...
გიორგი
წარმატებები ბიჭები, გადაუარეთ!
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით იაპონიასთან
[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა