საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" საკუთარ ვებ გვერდზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მოგეხსენებათ “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განცხადება გააკეთა პროფესიული ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე, რასაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი შემდეგი კომენტარით გამოეხმაურა:

“ხეჩიკაშვილი არის ერთ-ერთი დამფუძლებელი ამ კლუბის. ეს კლუბი ცალკე იურიდიული პირია და მას უნდა ჰკითხოთ, რატომ წყვეტს დაფინანსებას. შეიძლება, ფინანსური პრობლემები აქვს. გასაგებია, რომ კრიზისია, პანდემიაა და, შესაძლოა, რაიმე ფინანსური პრობლემა ჰქონდეს ბინზესიდან გამომდინარე. დიდია ხანი ფედერაციის დავალიანება აქვთ, ასი ათასობით ლარი. ჩვენს ინფრასტრუქტურას იყენებენ, რადგან არ გააჩნიათ საკუთარი სტადიონი და ამის გადასახადს არ იხდიან”.

საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად და ობიექტური სურათის წარმოსაჩენად გვინდა კონკრეტული ფაქტებით გამოვეხმაუროთ ზემოთ აღნიშნულ კომენტარს:

საბურთალოსა და ტარიელ ხეჩიკაშვილის თანამშრომლობა უკვე ორ ათეულ წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში არაერთი კრიზისისა თუ კატაკლიზმების გადატანა მოუხდა ჩვენს ქვეყანას და მიუხედავად ამისა, არც წარსულში და არც ახლა

პანდემიისა და გლობალური კრიზისის ჟამს, კლუბის დაფინანსება არ შეუწყვეტია ბ-ნ ტარიელს, ასე რომ აპელირება რაიმე სავარაუდო კრიზისზე არ მიგვაჩნია მართებულად.

საფეხბურთო საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ საბურთალოს აკადემია ერთ-ერთი საუკეთესოა, არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც. ამ მიზნის მისაღწევად კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა, გადამზადდნენ მწვრთნელები, ჩატარდა არაერთი საერთაშორისო ტურნირი. ბუნებრივია, ყოველივე ეს მრავალ მილიონიანი ინვესტიციების შედეგად გახდა შესაძლებელი. ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი და აკადემიის განვითარება კვლავ რჩება კლუბის პრიორიტეტულ საკითხად, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ძირითადი პარტნიორების შენარჩუნება.

რაც შეეხება საშინაო არენას – მთავარი გუნდი სარგებლობს “მიხეილ მესხის” არენით, რაშიც იჯარით დაკისრებულ თანხას კლუბი წლებია პატიოსნად იხდის. მოიჯარის და მეიჯარის ურთიერთობა სტანდარტული პროცესის ფარგლებს არ გაცდენია, მაგალითისთვის მოვიყვანთ ბოლო ორი თვის მონაცემებს – იანვარში დასაფარი იყო 70,089 ლარი რაც თებერვლისთვის შევამცირეთ 42,856 ლარამდე. იჯარით გადასახდელი თანხის ზრდა და კლება სტანდარტული პროცესია და მართვას ექვემდებარება. ხოლო საბურთალო წლებია ინარჩუნებს კეთილსინდისიერი მოიჯარის და გადამხდელის სტატუსს. ასე რომ კომენტარში მოყვანილი ფაქტი თითქოს ფედერაციის ინფრასტრუქტურით უფასოდ ვსარგებლობთ და რამოდენიმე ასეულ ათასი ლარი გვაქვს დავალიანება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ვფიქრობთ, “საბურთალო” იყო კერძო ინვესტორსა და საფეხბურთო ოჯახს შორის თანამშრომლობის წარმატებული მოდელი და მაგალითი, როგორც სხვა გუნდებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის. თუმცა, დღეს შექმნილი მდგომარეობა ერთნაირად აზიანებს, როგორც ჩვენს კლუბს, ასევე მთლიანად ქართულ ფეხბურთს. ამიტომ, აუცილებლად მიგვაჩნია დიალოგის რეჟიმში, კონცენტრირება გაკეთდეს იმ პრობლემების განხილვაზე, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში არსებობს."

ტარიელ
რამე თამაშს კიდევ გაყიდით, იყავი ჯერ, ნუ ჩქარობ :)
მინდია
კოკაია გავაქციეთ ეხლა ტარიელის ჯერია.არ შეიძლება ესე
beqa
გამიკვირდა ხოიცი :))
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა