საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

პირველ სამუშაო დღეს ის კავშირის თანამშრომლებს შეხვდა და საკუთარი გეგმები გააცნო:

"დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა საქართველოს რაგბის კავშირში. სიკეთის მეტი არსად არაფერი შემიტანია და ვიმედოვნებ, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. დამხვდა საოცარი გუნდი, იმედებით, შემართებით და კრეატიული იდეებით აღსავსე. გამიჩნდა კითხვა, რატომ აჩერებდნენ ამ იდეებს ამდენ ხანს? პრინციპში, მიზეზები ყველამ კარგად ვიცით - მძიმე და ნეგატიური ფონი, რაც აქამდე სუფევდა. მჯერა ყველაფერი მალე დალაგდება და ამის იმედს მაძლევს ის სამუშაო განწყობა, რასაც თანამშრომლებში ვხედავ და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგებს.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ის ძალიან მძიმეა. დეტალურად შევისწავლე სიტუაცია და ვალი 6 მილიონ ლარს აღემატება. ასევე პრობლემურია ბიუჯეტი, რომელიც მოთხოვნილზე თითქმის 40%-ით ნაკლებია. ჯერჯერობით კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გზები არ მაქვს, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ და სიტუაცია მალე გამოსწორდება. ასევე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ მოვიდნენ და ჩაერთონ სამუშაო პროცესში!

ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს მთავრობასთან. მაქვს სპონსორებისა და ჩემი მეგობრების იმედი. ასევე - ყველა იმ გულანთებული ადამიანის, რომელთაც სურთ, რომ ის ბედნიერება, რაც რამდენიმე დღის წინ რუსეთთან გამარჯვებით განვიცადეთ, განმეორდეს კიდევ უფრო მაღალი დონის გუნდებთან შეხვედრებში".

rugby.ge

giorgi
არალეგიტიმური პრეზიდენტია რაგბი უკან წავა
zviads
წინასწარ ნუ ილანძღებით.. გავა დრო დაინახავთ ვინ რისი გამკეთებელია..
სოსო
ყველაზე წესიერი საქციელი იქნება,თუ ოპონენტები იურიული გზებით გააგრძელებენ,საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და ამავე დროს,ყველანაირად ეცდებიან რაგბის კრიზისიდან გამოყვანის გზების პოვნას.დასაკარგი დრო აღარ გვაქვს.იქნებ როგორმე ფრანჩიზის შექმნა მოვახერხოთ.ეს ყველას საზრუნავი უნდა იყოს
ტვინი წაიღეს
მოეშვით ამ მთავრობას. სადაა თქვენი მოსაცემი ფული! რა შეგვჭამეთ. მთავრობა მაგ ფულს მერე ხალხის ჯიბიდან იღებს
status quo
ესეც ყვარყვარეა,რომ იყო ისიც და ვისაც მოსვლა უნდოდა ეგეც.ყველას ფულის კეთება უნდა...
შოთა
ა კაცი))) იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
ყველაზე ძვირადღირებული მცველი ისტორიაში? - "ლივერპული" ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა
ცუდი შედეგების მიუხედავად, სპალეტის "იუვენტუსში" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
იმედს არ კარგავენ - "ბენფიკამ" პრესტიანი მადრიდში მაინც ჩაიყვანა
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
"სპორტინგი" მზადაა ქოჩორაშვილი გაასხვისოს - ფასიც დასახელდა
უეფას სამართალი - "რეალთან" მატჩის წინ პრესტიანი და შესაბამისად "ბენფიკაც" დასაჯეს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისის თანამშრომლობა კიდევ 4 წლით გაგრძელდა
"ედი ჯონსი? - მაისაშვილზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღეთ წინადადებები" - იოსებ ტყემალაძე
იოსებ ტყემალაძე: "შავი ლომის" მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
იოსებ ტყემალაძე MARCA-სთან - "2027 წელს ჩვენს ხმას ბევრი გაიგონებს"