უმაღლესი ლიგის კლუბებს ჩემპიონატში სამონაწილეოდ 40 ათასი ლარი, ხოლო პირველლიგელებს 20 ათასი ლარი დაუწესდათ
როგორც გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გია ფირცხალავასგან შევიტყვეთ, უმაღლესი ლიგის კლუბებს ჩემპიონატში სამონაწილეოდ 40 ათასი ლარი, ხოლო პირველლიგელებს 20 ათასი ლარი დაუწესდათ.

თუმცა რეალურად უმაღლესლიგელებს 60 ათასის გადახდა უწევთ, რადგან ვალდებულნი არიან, გუნდები დუბლშემადგენლობათა და ჭაბუკთა გათამაშებებზეც გაიყვანონ და საამისოდ ცალკე 20 ათასის გადახდაა საჭირო. კლუბებმა სამონაწილეო თანხა 1 ივლისამდე უნდა დაფარონ.

უმაღლესლიგელებს შარშანაც 40 ათასის გადახდა ევალებოდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ეროვნული ჩემპიონატი პროფლიგისგან ფედერაციამ გადაიბარა, სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ საწევრო განახევრებულია. "საწევრო უკვე განახევრებულია და კლუბებმა 20 ათასი ლარი უნდა დაფარონ. დანარჩენი ნახევრის გადახდა კი სახელმწიფომ ითავა", - ეს თქვა სიჭინავამ გასული წლის 6 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, კლუბებს კი შეხვედრაზე სამონაწილეოს გაუქმებასაც კი დაჰპირდა...

რამდენიმე დღის წინ ამ თემას სტატია მივუძღვენით და გამოვთქვით ვარაუდი, რომ სამონაწილეო თანხის გადახდა არაერთ უმაღლესლიგელს გაუჭირდებოდა. ისიც ლოგიკური იქნება, თუ დაპირებული შეღავათების ვერმიღებით ზოგიერთი კლუბი უკმაყოფილო დარჩება, თუმცა ამას საჯაროდ ყველა არ იტყვის...

თუმცა არის განსხვავებული პოზიციაც. ფედერაციის გადაწყვეტილებას "ვიტ ჯორჯია" გამოეხმაურა.

მალხაზ კაკაურიძე, "ვიტ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი: "კლუბებმა მივიღეთ დაპირება, რომ მომავალი სეზონისთვის უმაღლეს ლიგაში ყოველგვარი გადასახადის გარეშე ვითამაშებდით. ჩვენი კლუბი არ აპროტესტებს დუბლებისა და ჭაბუკების შესატანის 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე გაზრდას, საუმაღლესლიგო ტარიფით კი უკმაყოფილონი ვართ.

პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ჩვენთვის უსიამოვნო სიურპრიზია. კლუბში საგანგებო კრება ჩავატარეთ და ყველას აზრია, რომ ეს 60 ათასი "ვიტ ჯორჯიას" ბიუჯეტს სერიოზულ ზიანს აყენებს და იძულებული ვხდებით, ხარჯები მნიშვნელოვნად შევამციროთ. ამ თანხის გადახდა გამართული ბიუჯეტის კლუბებისთვისაც არ იქნება იოლი, ზოგ უმაღლესლიგელს კი საამისო სახსრები საერთოდ არ გააჩნია.

ისიც ითქვა, მსაჯების ფულს სახელმწიფო გადაიხდისო, იქნებ ეს საქმე აღარ გამოდის და მსაჯებმა ხელფასი კლუბების მიერ გადახდილი თანხიდან უნდა მიიღონ?

როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივებს მხარს ვუჭერდით, პრეზიდენტის კანდიდატურის წარმდგენებს შორის "ვიტ ჯორჯიაც" იყო, ახლა კი ისეთი ფაქტის წინაშე დავდექით, რომ ვფიქრობთ, რა ვქნათ...

25 ივნისს ფედერაციის ყრილობაა და იქ ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ. შესაძლოა, ფედერაციის ხელმძღვანელობას მანამდეც შევხვდეთ."

კიდევ რამდენიმე კლუბს შევეხმიანეთ, რომელთა წარმომადგენლებმაც 60 ათასის გადასახდელად მზადყოფნა გამოთქვეს.

ცხინვალის "სპარტაკის" მესვეურთა პოზიცია ასეთია: "ამ თანხის ოდენობასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი არსებობს, ზოგს ეს თანხა ნორმალურად მიაჩნია, ზოგს კი ებევრება. "სპარტაკი" ფინანსური სიძლიერით რამდენიმე ქართულ კლუბს ვერ შეედრება, მაგრამ, ჩვენი აზრით, მთავარი, დუბლებისა და ჭაბუკთა გუნდების საერთო შესატანი თანხა, 60 ათასი ლარი ნორმალური და მისაღები თანხაა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფეხბურთის ფედერაცია სწორედ საწევრო შესატანიდან იხდის მსაჯების მომსახურების ფულსა და სხვა საჭირო თანხებს."

მიხეილ აფხაზავა, "გაგრას" იურიდიული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი: "ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბებს გარკვეული შეღავათები დაუწესდებოდათ, რაც უთუოდ კარგი და მისასალმებელი იქნებოდა. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ასე არ მოხდა, "გაგრა" უმაღლეს ლიგაში აუცილებლად ითამაშებს."

მალხაზ ჟვანია, "მერანის" მთავარი მწვრთნელი: "პრობლემა არ გვაქვს, დაწესებულ თანხას აუცილებლად დროულად გადავიხდით."

"სიონის", "ბაიასა" და "კოლხეთის" მესვეურთათვის კი ამ კითხვის დასმა დღეს ყოველგვარ აზრსაა მოკლებული - სამივე კლუბი დღეისთვის სრულ გაურკვევლობაშია, არც დაფინანსების საკითხია გარკვეული და არც ახალი სეზონისთვის მზადება დაწყებულა.

გუშინ, 16 ივნისს ზვიად სიჭინავა სამეგრელოში იმყოფებოდა და ფოთის სტადიონზე ახალი მოედნის დაგების პირობა დადო. რა თქმა უნდა, სტადიონის რეაბილიტაცია ძალიან კარგია, მაგრამ ეს კლუბის ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების გარანტიას არ იძლევა. ამას ზუგდიდში ვიზიტი მოჰყვა, სადაც უთუოდ გაიმართებოდა მსჯელობა "ბაიას" მომავალზე, ისევე, როგორც ფოთში - "კოლხეთის" ბედზე. თუ ფედერაციის თავკაცის მეგრულ ვოიაჟს ამ კლუბებისთვის სასიკეთო შედეგები მოჰყვა, ოპერატიულად გაცნობებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

daviti
მინდვრების და სტადიონების რეკონსტრუციაში ფულს აკეთებენ და ამიტომაც კეთდება,ზუსტად ამიტო გაზარდეს გუნდების რაოდენობაც.დანარჩენი ძველებურად დარჩება,უპატრონო გუნდებიც კვლავ იქნება და ჩაწყობილ-მაიმუნური ჩემპიონატიც.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა