ხვალ, 25 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ ეტაპს ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში დაიწყებს - ვილი სანიოლი გუნდს სტოკჰოლმის მახლობლად, სოლნას მუნიციპალიტეტში მდებარე "ფრენდ არენაზე" გაიყვანს.

წინამძღვარი ისე მოჰყვა ფრანგ დამრიგებელს, რომ შემტევი ფეხბურთის მოყვარულიაო, თუმცა მისი გაწვრთნილი "ბორდო" ბევრ გოლს ნამდვილად ვერ იტანდა. მაგრამ, არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ გუნდს ყრუ დაცვიდან ათამაშებს, ეს გამორიცხულია. სანიოლი შეტევის მოყვარული, თუმცა პრაგმატული მწვრთნელია. ნაკლებად სავარაუდოა, ობიექტურად, ჩვენზე ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ გასვლაზე თამაშისას ავანტიურისტული ნაბიჯი გადადგას და შემტევი ფეხბურთის თამაში სცადოს. თან, შვედეთის გუნდი ჩამოყალიბებული კოლექტივია, ჩვენი ნაკრები კი ვილის ხელში პირველად გუშინ შეიკრიბა. ამიტომ, რასაკვირველია, მეტი ყურადღება დაცვაში უშეცდომო თამაშზე გაკეთდება, წინ, კი სავარაუდოდ, ღმერთისა და მეტწილად, ხვიჩა კვარაცხელიას იმედად უნდა ვიყოთ. ამაზე კი ქვევით.

ამ ტექსში ჩვენს ვარაუდს შემოგთავაზებთ, ცხადია, ჩვენივე არგუმენტებით, თუ რას ვფიქრობთ, ვის დააყენებს სანიოლი ძირითად შემადგენლობაში "ვიკინგების" წინააღმდეგ.

სათამაშო სქემად 4-3-3 იქნება. ამ სქემას ძალიან ბევრი ვარიაცია აქვს და თამაშის მიმდინარეობისას მრავალფეროვნად შეიძლება მისი შეცვლა.

მეკარე - ეს ის პოზიციაა, რომელშიც ვილის ხელთ არსებული ვარიანტებიდან არჩევანის გაკეთება ყველაზე მარტივია. არც გიორგი მამარდაშვილი და მით უმეტეს, არც ლაზარე კუპატაძე ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ მზად არ არიან, თან ასეთ საპასუხისმგებლო მატჩში. თუ რამე არ შეემთხვა, არა მხოლოდ შვედეთთან, საბერძნეთსა და ესპანეთთანაც კარში გიორგი ლორია იდგება.

მარჯვენა მცველი - ცხადია, აქ ასე გამოკვეთილად არ არის საქმე, მაგრამ უპირატესობა მაინც ოთარ კაკაბაძეს აქვს. ქართველ მცველს სეგუნდა დივიზიონში კარგა ხნის მანძილზე არ ჰქონდა ნათამაშები, თუმცა წინა ტურში სრული მატჩი ჩაატარა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, იქამდე კი 1 ტაიმი დაჰყო მოედანზე და კარგად გამოიყურებოდა. მისი ალტერნატივა გრიგოლ ჩაბრაძეა (ვაისის მსგავსად, ნაკლებსავარაუდოა, მარჯვენა მცველად ჯაბა ჯიღაური დააყენოს), რომელიც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს და თანამედროვე ფეხბურთში, როცა განაპირა მცველები ყველაზე მეტს დარბიან, სამწუხაროდ, გრიგოლს ფიზიკურად ძლიერ შვედებთან თამაში გაუჭირდება. ამიტომ, დიდი ალბათობით, მარჯვენა მცველი "ტენერიფეს" რაითბექი კაკაბაძე იქნება.

მარჯვენა ცენტრალური მცველი - აქ არჩევანი უფრო მეტია. ამ პოზიციაზე, ზოგადად, გურამ კაშია და დავით ხოჭოლავა დგანან. ხოჭოლავას დიდი ხანია არ უთამაშია. ბოლოს როცა ითამაშა, უკრაინის პირველ ლიგაში მოთამაშე 2-მეტრიანმა ფორვარდმა გაასწრო… იმ თამაშში წითელი ბარათიც მიიღო და მარტივად რომ ვთქვათ, ფორმაში არაა, თან კორონავირუსიც დაუდასტურდა და… კაშია კი ეროვნულ ლიგაში თამაშობს, მაგრამ ჯაბა კანკავას "ჩუმი" კაპიტნობის ფონზე, დაცვის ორგანიზებაში მთავარი როლი სწორედ გურამ აქვს. თან საქართველოს ნაკრებში მყოფი მცველებიდან ერთადერთია, ვისაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ უთამაშია, თან არცთუ ურიგოდ. ამიტომ, სწორიც იქნება და სავარაუდოც არის, რომ მარჯვენა ცენტრალური მცველი გურამ კაშია იქნება.

მარცხენა ცენტრალური მცველი - ამ პოზიციაზე ნაკრებში სამი არჩევანია - ლაშა დვალი, გია გრიგალავა და ჯიმი ტაბიძე. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ჩემპიონატი უფრო მაღალი დონის შეჯიბრებაა უნგრეთის ლიგასთან შედარებით, ლაშა დვალს შემადგენლობაში ყოფნის ყველაზე ნაკლები შანსი აქვს. რაც შეეხებათ გრიგალავასა და ტაბიძეს, ორივე მათგანი რუსეთის ჩემპიონატში თამაშობს და მათი გუნდებისაგან განსხვავებით, საკმაოდ კარგადაც. ჯიმიმ "რუბინის" ფორვარდ დესპოტოვიჩს ფეხი არ გააქანებინა, გრიგალავამ სოლომონ რონდონი გაანეიტრალა. ობიექტურად, ორივე კარგი არჩევანია, მაგრამ გრიგალავას ერთი პლუსი აქვს - ჯიმიზე ფიზიკურად გაცილებით ძლიერია და საერთოდაც, ალბათ, ნაკრებში ფიზიკურად ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია. ასეთი ჯანის პატრონი კი ზლატანის წინააღმდეგ ძალიან დაგვჭირდება - შვედი ლეგენდა სწრაფი არ არის, ზოგადი "კლასის" გარდა, უპირატესობების მოპოვებას სხეულის სწორი გამოყენებით ახერხებს. სტატიკურ ორთაბრძოლაში კი ზლატანს გრიგალავაზე უფრო ძლიერ წინააღმდეგობას საქართველოს ნაკრებში ვერავინ გაუწევს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გრიგალავას ცენტრალურ მცველებს შორის ყველაზე კარგი საწყისი პასი აქვს (wyscout-ის ერთ-ერთი ყველაზე უტყუარი სტატისტიკით). სწორედ ამიტომ, დაცვის ცენტრში კაშიას გრიგალავა უნდა შეუწყვილდეს.

მარცხენა მცველი - აქ უფრო რთულად არის საქმე. გურამ გიორბელიძე ამპლუით ერთადერთი მარცხენა მცველია - სწრაფი, შეტევის მოყვარული ფეხბურთელი, თუმცა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა "ვოლფსბერგერში" არ აქვს. ალტერნატივა ჯიმი ტაბიძეა, თუმცა ჯიმი სწრაფი ვერ არის და შეტევაში ჩართვა გაუჭირდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ფლანგზე, დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს, რომელიც მარტო არ უნდა დარჩეს და ენერგია ძლიერ შვედებთან მუდმივ ჭიდაობაში არ უნდა დახარჯოს. სწორედ ამიტომ, ალბათ, მარცხენა მცველის პოზიციაზე დებიუტანტ გიორბელიძეს უნდა ველოდოთ, რომელიც ავსტრიაში თამაშს ასე თუ ისე შეჩვეულია, ფიზიკურადაც კარგად უნდა იყოს მზად და არც შეტევაში წასვლაზე იტყვის უარს.

პირველი საყრდენი (6 ნომერი) - აქაც, მეკარის პოზიციის მსგავსად, კაპიტანი ჯაბა კანკავა ალტერნატივას არ გვიტოვებს. საქართველოს ნაკრებში მასზე უკეთ ბურთის წართმევა არავის შეუძლია და ნაკლებსავარაუდოა, "სამპდორიას" საყრდენმა ალბინ ეკდალმა შეაშინოს. ლორიას მსგავსად, ჯაბა სამივე თამაშს ძირითადში დაიწყებს.

მეორე საყრდენი (8 ნომერი) - ამ პოზიციაზე უფრო მეტი არჩევანია. აქ თამაში შეუძლია ნიკა კვეკვესკირს, რომელიც ვაისის ნაკრებში ხიდის ფუნქციას ასრულებდა და დაცვიდან შეტევაში ბურთი სწორედ მას აჰქონდა. რამდენჯერაც კვეკვესკირი დაგვაკლდა, დაცვიდან-შეტევაში გადასვლა ძალიან დიდ პრობლემად იქცა (ნუ, არც იქამდე დაფრინავდა ჩვენი ნაკრები, მაგრამ უკვეკვესკიროდ ამ ფაზაში უარესები გავხდით). მაგრამ ნიკას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ფიზიკურადაც ძლიერი არაა და შვედებთან ჯახი გაუჭირდება. მეორე ვარიანტი ოთარ კიტეიშვილია. "კიტე" მრავალმხრივი ფეხბურთელია - შეუძლია ითამაშოს 8 და 10 ნომრებზე, მარცხენა შემტევის პოზიციაზეც კი. ვაისმა რამდენჯერაც დააყენა, იმდენჯერ ერთ-ერთი საუკეთესო იყო (კარგად გვახსოვს დანიელების წინააღმდეგ მის მიერ ჩატარებული ბრწყინვალე მატჩი). თუმცა ოთარს 1 თვე გაუცდა და პირველი შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ჩაატარა. მესამე ვარიანტი კი გიორგი აბურჯანიაა. გიორგის სეგუნდა დივიზიონში პრაქტიკა აქვს, სულ ცოტა ხნის წინ ულამაზესი გოლი შეაგდო, ფიზიკურად ძლიერია, რაც შვედებთან თამაშისას დაგვჭირდება. მეტოქის სტილიდან გამომდინარე, ალბათ, ამ პოზიციას გიორგი აბურჯანია დაიკავებს.

გამთამაშებელი - ამ პოზიციაზე თამაში ოთარ კიტეიშვილსა და ვაკო გვილიას შეუძლიათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ გვილია ნაკრებში ოქრიაშვილის ტრავმის გამო მოხვდა, ლოგიკურია, რომ "ლეგიას" ნახევარმცველი პირველი არჩევანი არცერთ პოზიციაზე არაა. აქედან გამომდინარე, ყველაზე ლოგიკური იქნება, ორი საყრდენის წინ კიტეიშვილმა რომ ითამაშოს, რომელსაც დაცვითი ფუნქციების შესრულებაც კარგად შეუძლია და შეტევაშიც კარგად თამაშობს.

მარჯვენა გარემარბი - როგორც მარჯვნივ, ისე შეტევის მარცხენა ფლანგზე თამაში ნაკრებში გამოძახებულ 4 ფეხბურთელს შეუძლია - ხვიჩა კვარაცხელიას, საბა ლობჟანიძეს, ლევან შენგელიასა და გიორგი ბერიძეს. სამწუხაროდ, ლევან შენგელია ფორმაში ნამდვილად არ არის და ბოლო დროს ცოტას თამაშობს. არადა, მისი ცაცია დარტყმები და ჩაწოდებები ნაკრებს გამოადგებოდა. ნაკლებსავარაუდოა ლევანის ძირითად შემადგენლობაში ხილვა. კიდევ ერთი ვარიანტი გიორგი ბერიძე გახლავთ, რომელიც უნგრეთის ჩემპიონატში კარგად თამაშობს და მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი (ნაკრების ფეხბურთელებს შორის ქვილითაიას შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია). არაა გამორიცხული, ხვიჩა კვარაცხელია ამ ფლანგზე ვიხილოთ - "რუბინის" მცველი კარლ სტარფელდი "შვედეთის" ნაკრებშია გამოძახებული და მწვრთნელისთვის ხვიჩას შესაძლებლობებზე ინფორმაციის მიწოდება არ გაუჭირდებოდა. "რუბინში" კვარა სულ მარცხნიდან თამაშობს და შეიძლება სიურპრიზიც იყოს. თან, შვედებს დაცვის მარცხენა ფლანგზე დანიის არცთუ საუკეთესო გუნდ "ვეილეს" მცველი პიერ ბენგტსონი ჰყავთ, მარჯვნივ გამოცდილი ლუსტიგი ან "ნიუკასლის" უკანახაზელი ემილ კრაფტი იქნება. ცხადია, დანიის ჩემპიონატის დაბალი დონის გუნდის მცველის წინააღმდეგ თამაში უფრო ადვილია, ვიდრე პრემიერლიგის მოთამაშის დაჩაგვრა (თუმცა, ხვიჩას გაჩერება ვერც "ლიდსის" ეჟჯან ალიოსკიმ მოახერხერხა). კიდევ ერთი და უფრო სავარაუდო ვარიანტი ამ პოზიციაზე საბა ლობჟანიძის თამაშია, რომელიც თურქეთის სუპერლიგაში კარგ სეზონს ატარებს და მშვენიერ ფორმაშია. ყველაზე დიდი შანსი, მარჯვენა გარემარბად თამაშის დაწყების, საბა ლობჟანიძეს აქვს.

მარცხენა გარემარბი - აქ იგივე არჩევანია, რაც მარჯვნივ, ოღონდ ლევან შენგელიას გამოკლებით. თუ ხვიჩა მარჯვნივ არ იქნა, მარცხნივ დადგება. თუ სანიოლმა კვარაცხელია მარჯვნივ დააყენა, მარცხნივ ისევ ყველაზე მეტი შანსი საბა ლობჟანიძეს აქვს. მაგრამ ხვიჩას მარცხენა ფლანგზე დაყენება საუკეთესო არჩევანი იქნება.

ცენტრფორვარდი - ამ პოზიციაზე საქართველოს ნაკრებში 3 ფეხბურთელი გვყავს - გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ქვილითაია. სანიოლს მაღალი ფორვარდით თამაში უყვარს, "ბორდოში" ყველა თამაშში 1 მაღალი მაინც ჰყავდა შეტევის წინა ფლანგზე. გემოვნების ამ ხაზით, ძირითადში ქვილითაია უნდა იდგეს, თან გიორგის ფორვარდებს შორის საკლუბო დონეზე (უმაღლეს ლიგებში) წელს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი და წინა ტურშიც კარგი ბურთი შეაგდო. თუმცა ქვილითაიას ფიზიკურად ძალიან ძლიერ გრანკვისტსა და ლინდელოფთან ჭიდილი რამდენად შედეგიანი იქნება?! ბუდუ ზივზივაძეც საკმაოდ მაღალია, თან ქვილითაიაზე უფრო სწრაფი, გოლებიც გააქვს, საგოლე გადაცემებსაც აკეთებს. მაგრამ ამ პოზიციაზე ყველაზე მეტად სავარაუდო გიორგი მიქაუტაძის ხილვაა. გიორგი მაღალი და ფიზიკურად ძლიერი არაა, თუმცა ბუდუსა და ქვილითაიაზე გაცილებით სწრაფია, რაც მაღალ და შედარებით ზანტ მცველებთან დიდი პლუსია. მიქაუტაძე ორივე ფეხით კარგად თამაშობს, მშვნიერი დრიბლინგი აქვს, სწრაფია, ტექნიკური - ამ ტიპის ფორვარდს შვედების მაღალ და ძლიერ დაცვასთან უფრო მეტი ხიფათის მოტანა შეუძლია. თუმცა მიქაუტაძეს ჯერ ნაკრებში არც უთამაშია, გუნდელებსაც არ იცნობს, არც ამ დონის შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს (ზივზივაძის მსგავსად). მისი დაყენება რისკი იქნება, თუმცა ისეთი რისკი, რომელიც შეიძლება ღირდეს. გვაქვს ასეთი მოცემულობა - ქვილითაია, მაღალი და უფრო ძლიერი ფორვარდია, მიქაუტაძე უფრო სწრაფი, ზივზივაძე თითქოს ჰიბრიდული სტილის თავდამსხმელია. ჩვენი აზრით, გარისკვა ღირს და შემადგენლობაში მიქაუტაძის დაყენებას გუნდისთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია.

სავარაუდო ძირითადი შემადგენლობის ჩვენი ვარიანტი ასე გამოიყურება:

ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია, კიტეიშვილი, კვარაცხელია, ლობჟანიძე, მიქაუტაძე.

შეტევითი ხასიათის რა ტიპის გუნდს მივიღებთ ამ შემადგენლობით: კონტრშეტევაზე მოთამაშე შემადგენლობას, რომლის სამ ფორვარდს (კვარაცხელია, ლობჟანიძე, მიქაუტაძე) სწრაფ კონტშეტევაზე გაქცევა შეეძლება, ნახევარდაცვისა (აბურჯანია) და დაცვის (გრიგალავა-კაშია) ცენტრიდან გრძელი პასის გაკეთება იქნება შესაძლებელი, სწრაფ განაპირა მცველებს ფლანგზე თამაშის გამწვავება შეეძლებათ.

დაცვაში როგორ დავდგებით: დაცვისას წინ მიქაუტაძე დარჩება, ფლანგები უკან დაიხევენ, დაცვისას პრესინგის მეორე კაც(ებ)ი აბურჯანია და კიტეიშვილი იქნებიან (პირველი, ცხადია, მიქაუტაძე), კანკავა მცველებს წინ დადგება და მიქაუტაძის უკან სამზონიანი დაცვა გვექნება: კიტეიშვილი-აბურჯანია, მათ უკან ცენტრში კანკავა და ფლანგებზე კვარა-საბა, მათ უკან კი - 4 მცველი.

რამდენად იმუშავებს ეს სქემა, რამდენად გაართმევენ ფეხბურთელები დავალებებს თავს, ეს სხვა საქმეა, თუმცა მოცემულ რეალობაში საუკეთესო ვარიანტი ჩანს.

თავადი
წინასწარ ვუზიარებ საქართველოს ნაკრებს მწუხარებას.
Levani
მიქაუტაძე რა მოხეტიალე ფორვარდად..ახალი ჩამოსულია ჩვენთან,ბიჭები ახლა გაიცნო და შვედეთში თუ იხეტიალა სადმე არ დაიკარგოს..ისე ფრანგული იცის და აეროპორტს გაიკითხავს ალბათ
tk
კაშიას საქართველოს ნაკრებში გამოძახებას არ იმსახურებს
Au ra
რა მიკვირს იცით... ზოგიერთის ეს პრიბლატნოი დგომა რას ნიშნავს? რაის პროფესიონალ ფეხბურთელობაზე აქვთ პრეტენზია ამის მერე
Malkhaz Bolkvadze
საბა ლობჟანიძე ძალიან მიყვარს, მაგრამ დღეს ცენტრფორვარდზე უნდა დავაყენოთ ზივზივაძე, ხოლო მიქაუტაძე ვათამაშოთ მოხეტიალე ფორვარდად. ასეთი განლაგება საშუალებას მისცემს კვარაცხელიას მუდმივად იქონიოს ორი არჩევანი, პასი მისცეს ზივზივაძეს ან მიქაუტაძეს, სიტუაციის მიხედვით. რაც უფრო მეტი არჩევანია შეტევაში, მით უფრო დიდია აგრესია.
semi
ნეტავ ზივზივაძე დააყენოს, ვაისი მაგიტომ გააგდეთ და დაინახავთ მაგის კლასს რა შეუძლია.
digela
ნტვ სპორტული პაკეტი აჩვენებს მეგობარო.
kaxi
და როდის ითამაშა ბოლოს? თუმცა უმრავლესობა ეგრეა. განაცხადში მოხვედრა უხარიათ.
ამატაკი
წარმატებები ნაკრებს! მინდა ჩემეული ნაკრები წარვადგინო, მაგრამ თავდაპირველად ორიოდე სიტყვა: ყველამ ვიცით რომ გვყავს კარგი, ნუ ნორმალური მაინც, ცენტრალური მცველები. ხოლო განაპირა მცველებში კარგა ხანია პრობლემები გვაქვს. აქედან გამომდინარე რატომ არ უნდა მოგვესინჯა 3 მცველით თამაში– მაგალითად 3–4–2–1 ამ სქემაში შეცვლების პრობლემაც არ გვექნებოდა. ჩვენ მდგომარეობაში სწორედ ამ სქემას ავირჩევდი: მაკარიძე ტაბიძე ლოჩოშვილი დვალი ჯიღაური კანკავა აბუჯანია კიტეიშვილი ლობჯანიძე კვარაცხელია მიქაუტაძე
tngh
გამოუცდელი გიორბელიძის ნაცვლად, ტაბიძეს დავაყენებდი სასტარტოში.
მეც ხაშურელი
მეც ვუყურე ტვ დიაზე, ეგრე მთავრდება:))
Hoda
მეგობარო, ფერგიუსონის ცნობილი გამოთქმაა: შეტევა იგებს თამაშს, დაცვა იგებს ტურნირებს. ერთი ვის მოუგია მარტო შეტევის ხარჯზე. ან გაიხსენეთ, რამდენი თამაში გვინახავს (გინდ მსოფლიოზე და გინდ ჩემპიონთა თასზე) დაცვაში დგას გუნდი და ერთი დარტყმით (ერთი შეტევით) იგებს.
Vasili
სად ვუყურო ამ თამშს მე ეგ უფრო მადარდებს ეხლა ამ მომენტში !!! ეს პირველი არხი დასაკეტია მართლა, არ აჩვენებს საზღვარგარეთ, წელიწადში სულ ნაკრებს მაქსიმუმ 6 თამაში ქონდეს და მაგის ჩვენების ერთი ადგილიც კი არ აქვთ! რუსული არხები უფრო აშუქებენ ჩვენი ნაკრების თამაშებს ვიდრე ეს ჩემისეეეები!
გოჩა
კარგი ანალიზია,გმადლობთ
Fsiuuu
23:30 პირველ არხზე იქნება
ხაშურელი
23-45წთ საზოგადოებრივი მაუწყებელი (პირველი არხი)
ხაშურელი
შვედეთი-საქართველო 1-1. ნაყურები მაქვს
თბილისელი
МАТЧ АРЕНА 23:35
Georgien
dges vigebt, davtot bechebze vikingebi,tin sakartvelo!!!
123 321
რისკია მარა ვინც არ რისკავს, არც შამპანურს სვამს. როდის გამოიღო ზედმეტმა დაცვამ შედეგი რო ახლა გამოიღოს? თუ მაინც წაგებაა წესიერი თამაშით მაინც წავაგოთ. თან ვინ იცის ბურთი მრგვალია
გივი
დაწყების დრო რო მიაწეროთ არა?და რომელ არხზე იქნება ჩვენება
Hoda
ვითომ ჩემი კომენტარი რატომ არ დაბეჭდეთ? რადგან განსვავებული აზრი გამოვთქვი? ხომ არ გამილანძღიხართ. ვთქვი 4X3X3-ს უფრო დაცვითი ტაქტიკა ჯობია თქო. მაგალითად 4X5X1 ან სულაც გამოკვეთილი ცენტრის გარეშე. ბოლო, ბოლო 4X4X2 სადაც წინა ორი კვარა და ლობჟანიძე იქნება, რადგან უკანაც ეხმარებიან. 4X3X3 როცა ფიზიკურად ნაკლები გუნდი გყავს, მინიმუმ მაგარი რისკია.
KUTAISELI
magari statiaa, gundi momecona, ori pegburtelis garda, bodichi kvelastan magram raga dros kachiaa, kvirkvelia mainc atamachet magis magivtad , da kvilitaias budu jobia, sad kviprosis chempionati da sad ungretis, isedac budus unda mieces chansi , tu dacvam gauzlo ar cavagebt, araa chvedeti uchecdomo gundi,kvelaze saxipato mainc pensioneri zlatania, magi tu chevacheret ar cavagebt.
1_2
ვანჩოპე
ფრე არაო ვილიმ
გიო
ამ სტატიის ავტორს დავნიშნავდი მე ნაკრების მწვრთნელად, წელიწადში მივცემდი 150000, იმედია დამთანხმდებოდა
კარგია
ისეთი მაგარი ანალიზია მეშინია შვედებმა არ ნახონ:)))
ამი
კარგი ანალიზია. ალბათ წაიკითხავს ზურა ხიზანიშვილიც და შეაჯერებს სანიოლთან განსახილველ ვარიანტთან,
ვანჩოპე
ამ ანალიზით 9 ქულას ავიღებთ. P. S. ვაითუ ეს შვედებმაც წაიკითხონ. წარმატებები ბიჭებს
დემური
ბერიძეს 13 გოლი აქვს და არა 8. 5 გოლი - თასის თამაშებში 8 - ჩემპიონატში. აბურჯანიას სახით გვეყოლება ესეიგი სტანდარტის შემსრულებელი, ისე ნინუა როგორ დაიჩაგრა, 21 წლამდელებში არ არის და ვერ იქნება ისე, რომ იცოდეთ ვერც ნინუა ვერც ლოჩოშვილი იმიტორო 22 წლისები ხდებიან. ლოჩოშვილი მგონი 23 წლის ხდება საერთოდ. ამიტომ ნუ იგონებთ რაღაცებს, ფანებს ეხება ეს. 21 წლამდელებში ნაკრების პოტენციური წევრებიდან მარტო დავითაშვილია
zura
თუ შვედებმა ზლატანა მოტივაციისთვის გამოიძახა ჩვენ გუცაევი გამოვიძახოთ და მოტივაციაში ჩავხდით!
მწრთვნელი
ესე იგი დავდო 20 ლარი ხომ ფრეზე?
ბასკი
უმაგრესი ანალიზია ასი პროცენტით ვეთანხმები.. წარმატება ვილის ბიჭებს
KA
100 პროცენტით გეთანხმებით. სუპერ სტატიაა
ზაზა
ვეთანხმები წინა კომენტარებს, მართლა ძალიან კარგი ანალიზია გაკეთებული. ისე დაცვაში ეროვნული ლიგიდანაც რომ იყოს ფეხბურთელები კარგი იქნებოდა. მაგალითად, ლოკომოტივის "სტოპერები", ასევე ტაბატაძე, მარცხენა მცველი, აღარ მახსოვს გუნდი. ძალიან ტექნიკკურია. ქოჩორაშვილსაც უნდა მიეცეს შანსი...
darabi
რატომღაც მჯერა რომ შვედეთმა ზლატანი გამოიძახა მოტივაციის ასამაღლებლად და თუ ჩვენ მოვახერხეთ და ზლატანა გავთიშეთ შვედეთს მინიმუმ გაუჭირდება და მაქსიმუმ არ წავაგებთ . ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო.
გულშემატკივარი
თქვენ თქვენი აზრი დააფიქსირეთ შემადგენლობის შერჩევასთან დაკავშირებით და ფეხბურთელების შეურაცხყოფას თავი დაანებეთ
100%
კარში, მამარდაშვილს ვისურვებდი.
ირაკლი
ასეთი კარგი ანალიზი დიდი ხანია არ წამიკითხავს, მადლობა სტატიის ავტორს!
ფრიდონ
გრიგალავა სანამ დუმებს გააქნევს, ზლატანი გავა დამკაში
aburjga
მიქაუტაძეს ამდენი ეხვეწნენ? იჩალიჩეს, ჩამოიყვანეს.. ნაღდად დააყენებენ. ასეც უნდა იყოს, მაგრამ პირველ ტაიმში 2 ბურთს თუ მაინც ვერ გაიტანს მეორეში უნდა გამოცვალონ! ))) ისე მე ქვილითაია მომწონს. ბოლო თამაშში რაც ბურთი გაიტანა მხოლოდ ესაა საკმარისი, ყველაფერი დამტკიცებულია!
ნუკრი
თუ დაცვამ გაქაჩა,კარგია.ზედმეტ ოპტიმიზმში ნუ ჩამითვლით და მჯერა,რომ მინიმუმ არ წავაგებთ.სანიოლი ჭკვიანი ტაქტიკოსი და კარგი მოტივატორი მგონია.როგორც ეხლა ტრენდშია გამოთქმა "მენტალქოუჩინგი" ნამეცადინები აქვს მგონი. წარმატებები ბიჭებს ხვალაც და მერეც ყველგან სადაც ითამაშებენ!!!
riva
გრიგალავა ყველაზე კარგათ გაუწევს ზლატანს წინააღმდეგობასო თქვენც ესე წაიკითხეთ?:D
qomagi
kashia grigalavas tkvils, kverkvelia lochoshvilis tandemi ajobebda, magram xizana egre ar fikrobs((( gagvichirdeba zalian dazvashi!
svani!
ძალიან კარგი ანალიზია და ზოგადად რომ ვკითხულობდი ასეთი აზრი დამებადა: მწვრთნელმა შემოიღოს წესი, რის მიხედვითაც სპორტულ მედიას მიეცეს დავალება წარმოადგინონ მსგავსი ანალიზები და ტაქტიკური მონახაზების მიცემა მწვრთნელსთვის, ანუ ყველა სპორტულმა გამოცემამ(რათქმაუნდა რეიტიმგულებმა, მაქსიმუმ 3, ან 4) წარუდგინონ მწვრთნელს განსახილველი ვარიანტების სახით მათი ანალიზი. შემდეგ მწვრთნელი ამ ანალიზებიდან რა გადაწყვეტილებას მიიღებს მისი საქმეა, მაგრამ გამოჩნდება, რომ უფრო "სახალხო"გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და არ იქნება ჩაკეტილი სისტემები და უცნაური გადაწყვეტილებები. ასევე აღსანიშნავია, რომ სპორტული მედია თავის ვარიანტში ან კომენტარების სახით ან რაიმე ფორმით ხალხს მისცემს საშუალებას აზრის გამოხატვის, რაც ასევე მეტ ჩართულობას გაზრდის და ხალხს მიეცემა საშუალება ეროვნული ნაკრების რაღაც ნაწილად იგრძნოს თავი... რავი, მგონი რამე კანონს არ ეწინააღმდეგება რაც დავწერე:)
კარგია
რომ მინდომებთ, გცოდნიათ ფეხბურთი :) რას გაგვავსევთ ხოლმე კაცო ყვითელი პრესის სტატიებით :))
Lasha
კარგია ნამდვილად, მომწონს ეს შემადგენლობა. მარა კვირკველია-ლოჩოშვილი რომ გამოეძახა, დაცვის ცენტრში მაგათ ვისურვებდი.
beqa
გადაწყვიტეს ყველაფერი ბარემ ანგარიშიც დაგეწერათ და სხა თამაშს ვუყურებდი :))))))
გიორგიპირველი
კარგი სტატიაა, "ნუ"-ს და "რაითბექს" თუ არ ჩავთვლით :-)
emigranti
ოღონდ კაშია არა და დანარჩენი ცუდი არ უნდა იყოს.
გიო-გოლი
ყოჩაღ! მომწონს და გეთანხმები
ყოჩაღ
კარგი ტაქტიკური ანალიზია.
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ბელგიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩი აღარ განახლდება
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
იონ-დალ ტომასონი შვედეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
ბელგიისა და შვედეთის მატჩი არ განახლდა - მაყურებლები სტადიონიდან გაიყვანეს
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ტრაგედია ბრიუსელში - ტერაქტის გამო ბელგიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩი შეწყდა [VIDEO]
იბრაჰიმოვიჩი: მე ვარ აწმყო, წარსული და მომავალი
აგუერო - იბრაჰიმოვიჩს: გშურს, რომ მესი მსოფლიო ჩემპიონი გახდა