მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთთან 0:1 დამარცხდა.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძე ჩამოიცილა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ სანიოლმა ცოტა არ იყოს უცნაური ცვლილება განახორციელა, კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე კიტეიშვილი შეუშვა. მართალია, ხვიჩა ჩვეულად ვერ აქტიურობდა, მაგრამ მოწინააღმდეგე კონტრიერიშებზე სივრცეებს ტოვებდა და თუ რამ სხვა მიზეზი არ იყო, სწრაფი გარემარბის გაყვანა მთლად მართებული არ გახლდათ.

მეორე ტაიმი პირველზე უფრო დუნედ მიმდინარეობდა, მეტოქე თამაშის გამწვავებას არ ცდილობდა, ჩვენი გუნდი კი სახიფათოდ ვერ უტევდა და „ჯვაროსანთა“ თავკაცმა საყრდენების (კანკავა და კვეკვესკირი) ნაცვლად გვილია და შენგელია შეუშვა, რაც შეტევის ხაზის გაძლიერების სურვილით იყო ნაკარნახევი. თუმცა ამით არაფერი შეიცვალა. შვედების პრაგმატული სტრატეგია თვალსაჩინო შეიქნა - იგებდნენ, ჩვენს გუნდს უნდა შეეტია და მშვიდად შანსის მოლოდინში იყვნენ.

კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ბერიძე, რომლის სახიფათო გარღვევას შედეგი არ მოჰყვა, შემდეგ კი შენგელიას დარტყმული ნორდფელდტმა მოიგერია. მერე მიქაუტაძემ ქვილითაია შეცვალა და ეგ იყო და ეგ.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩით ძნელია დასკვნების გამოტანა, მაგრამ დაპირებული რისკიანი თამაში რომ ვერ ვიხილეთ, ფაქტია.

სოლნა.“ფრენდს არენა“

შვედეთი - საქართველო 1:0

გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი (კრაფტი 83) , ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი (ეკდალი 68) (სვანბერგი 74) , კლასონი (ფორსბერგი 74), ისაკი, იბრაჰიმოვიჩი (ქუაისონი 83)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა (გვილია 59), კვეკვესკირი (შენგელია 59), აბურჯანია, ლობჟანიძე (ბერიძე 78), კვარაცხელია (კიტეიშვილი 46), ქვილითაია (მიქაუტაძე 84)

space-x
ახალი მინისტრი ჩადგება კარებში და მოვიგებთ! 35 წელი აღარ გითამაშიათ ფეხბურთი,წადით და სადგაც თუნდაც ერაყში,მიწაზე მაიც იმუშავეთ და ნიორი მაინც მოიყვანეთ! ვაი თქვენს პატრონს! სირცხვილიც აღარ გაქვთ! ამდენი წაგების მერე საერთოდ აღარ გავიხედებოდი ბურთისკენ! სინდისიც აღარ გაქვთ!
გიორგი გორგაძე
ასი კომენტარი = ასი განსხვავებული აზრი. ვაისს უკვე აჯობა, მიუხედავად წაგების.
ჯოგი.
არა.
დებილები ხართ ფედერაციან ჟურნალისტებიან კუჭშემატკივრებიანად. გეტირებათ ყოფა არაფრის ღირსი არა ხართ
giogri
ჩემო ძმაო კვარას შეუძლოდ გახდა
I
არ დაიღალეთ?
დ.დ.
იაშკას და ხიზანას გემოვნებით შერჩეულმა "სასტავმა" მაქსიმალური შედეგი დადო ! სანამ იაშკა ნაკრების კურატორია, არც კი იოცნებოთ რაიმე შედეგზე !
გოგა
აქ ბევრს კითხვა გაუჩნდა რატომ გაიყვანა სანიოლმა მოედნიდან კვარაცხელია და კანკავა, ჩემი აზრით არის ამაში ლოგიკა შვედებმა რადგან გოლი გაიტანეს პირველ ტაიმშიც გამოჩნდა რომ უკან დაიხიეს და ბურთი დაგვითმეს აქიდან გამომდინარე მეორე ტაიმშიც უკნიდან უნდა ეთამაშათ, ჯაბას არ გაიყვანდა ანგარიში რომ ჩვენი ყოფილიყო, ჩამშლელი და დაცვის სტილის მოთამაშეს კი პოზიციური შემტევი ამჯობინა უფრო სწრაფი შენგელია კვარაცხელიაზეც იგივე ითქმის კვარა უფრო კონტრშეფევებზე მორბენალი ფეხბურთელია ამიტომ პოზიციურად ბურთის დამჭერი და მეპასე კიტეიშვილი ივარაუდა რომ უფრო სასარგებლო იქნებოდა, ქვილითაიას იმედი კი ბოლომდე ქონდა მგონია რომ მწვრთნელები ერთადერთი მიზეზით ენდობიან ქვილითაიას რადგან სიმაღლე აქვს სხვა დანარჩენი ნოლი ფეხები უკანკალებს ერთი ერთზე მეკარესთან
სოსო
თამაშის ბედი,საბოლოოდ მაინც ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა.იბრაგიმოვიჩმა საკუთარი ზურგის უკან,ისეთი პასი მისცა,რომ ვერც კაშიამ და ვერც ჩაბრაძემ,ვერ იფიქრეს,რომ ასეთი რამის გაკეთება შეიძლებოდა(მართლაც ძალიან მაგარი და ტექნიკურად რთული პასი გააკეთა).გოლის გატანა კი,უკვე ტექნიკის საქმე იყო და არც უმტყუნა,შვედს.ჩვენ ორჯერ უნდა გაგვეტანა,ჯერ ქვილითაიას და შემდეგ,შენგელიას,თუმცა ორივემ სუსტად და არასაკმაოდ ზუსტად დაარტყეს.აცდენის შიშით,ვერ გაბედეს უფრო ძლიერად,ან კუთხეში დაერტყათ.შვედებმა ანგარიშის გაზრდაზე,თავი აღარ მოიკლეს.ჩვენ თუ წინ წავიდოდით,კონტრშეტევაზე ეცდებოდნენ,მაგრამ რაკი არც ჩვენ გავიქეცით,მათაც წყნარად ჩაამთავრეს თამაში.ძალიან მჭიდრო გრაფიკია და ენერგია,მოდევნო თამაშებისათვის შეინახეს.ჩვენ გუნდში კი გამოჩნდა,რომ კვლავაც გვაქვს ლიდერის პრობლემა,უფრო მეტად შეტევაში(დაცვაში კაშია,საკმაოდ კარგად ხელმძღვანელობდა ბიჭებს).ასეთი დონის თამაშებისათვის ახალგაზრდა ბიჭები,მაინც ვერ არიან ბოლომდე მზად.უფრო ფსიქოლოგიურად.ვინც ვეტერანების გაშვებაზე ლაპარაკობს,იმათ კი,იბრას შეხედონ.39 წლისა დააბრუნეს და მატჩის ბედიც,მისმა ბრწყინვალე პასმა გადაწყვიტა.კი ლაპარაკობდა სანიოლი,რისკზე,მაგრამ სწორედ გარისკვა უჭირდათ ჩვენ ბიჭებს,ყველაზე მეტად.თუმცა ჩვენი ნაკრების შესაძლებლობებიდან გამომდინარე,ვერ ვიტყვი,რომ ნაკრებმა ცუდად ითამაშა.რაც შეეძლოთ,თითქმის მთლიანად დაიხარჯნენ.ახლა ალბათ პრიორიტეტი გვაქვს ასარჩევი,თბილისში დადონ თავები ესპანეთთან,თუ საბერძნეთისათვის შეინახონ თავები.ვფიქრობ როტაციას აუცილებლად მოახდენს მწვრთნელი და ვისი თამაშიც საბერძნეთში,ძირითადში არ მოიაზრება,მათ ზურგზე გადაატარებს,ესპანეთთან თამაშის სიმძიმეს.თუ რაიმე შანსი გამოგვივარდა,რა თქმა უნდა სხვებიც ბოლომდე ეცდებიან.

კანკავა იყო ზუსტად გასაყვანი. დიდი პატივისცემის მიუხედავად, ნამდვილად არ ჰქონდა საუკეთესო თამაში.
მგელი
ეხლა ამბობენ ტრავმირებულია ხვიჩაო, მე ეს არ მჯერა, მე ვფიქრობ თამაშში კვარაცხელიას სანიოლმა რაღაც შეზღუდვები დაუწესა და სხვა მოთამაშეებთანაც ვერ გამონახა საერთო ენა და ამ წვალებას არჩია მე 2 ტაიმში არ გამოსულიყო ნეტა ვცდებოდე მაგრამ არა მგონი, თუ ვინმე უყურებს რუბინის თამაშს როგორ ურტყამენ ხვიჩას ფეხებში ნახეთ, მაგრამ შეცვლა არ მოუთხოვია იმიტომ, რომ იქ როგორც სახლში ისე გრძნობს თავს და პატივს ცემენ და ესეც უფასებს, მე მეორედ უყურე შვეციასთან თამაშის პირველ ტაიმს და ვერ მოვიძიე სად მიიღო ხვიჩამ ტრავმა
ქართველი
ფლანგის მცველებს ყოჩაღ. ბერიძე კარგად შემოვიდა შენგელიაც. კვარას ამბავი მე მგონი ყველას აინტერესებს რატომ შეცვალეს. ესპანეთთან და საბერძნეთთან უნდა გამოიკეთოს ტუ გვინდა რამე. თუ არა ბოლო ადგილს ვინ შეგვეცილება.
tngh
ვერაფრით ვერ გავიგე ხვიჩას შეცვლა... შეიძლება მისი საუკეთესო თამაში არ იყო, მაგრამ II ტაიმში 15 წუთს მაინც იმსახურებდა. რა ვიცით, რას გააკეთებდა???
გივი-გია
მწვრთნელების ცვლა საქმეს ვერ უშველის,ვერა. ბავშვთა ფეხბურთია მისახედი სრული მოცულობით.ეეხ...ბავშვები სადაა...
აგლაგლა
დანიშნეთ, ქართველი ასაკიანი კაცი მწვრთნელად და ათამაშეთ ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშები, ტყუილად იხარჯება ამდენი ფული უცხოურ მწვრთნელებში,
sss
daiqneb mitxra ratom irbins xvicham 8 kilometri 45 wutshi da qvilitaiam 6.5 mtel tamashshi? saniolma xvicha dacvashi daayena vitom mcodneebi rom wert mokled razea saertod laparaki yvela fexburtze wers da gartymashi aravin araa
ccc
gamodi xizan gicani. marto qvilitaiaa avtoriteti imitom atamashebs yvela mwvrtneli
nnn
mainc ram gagaoca shvedeti iyo gushin somxetze susti. mis adgilas nebismieri rom yofiliyo tugind saberdzneti amogvtenidnen. kvaracxelia rogor unda sheecvala da qvilitaia daetovebina. beridze tavdasxmashi kvaracxelias kide vinme wesieri damxmare unda rogorc centrshi ise marcxena mcveli. aburjania kvekveskiri saertod arunda atamasho vitom xavi da iniesta iyvnen ise teqnikurad cdiloben tamashs arada burts ver achereben da 2metrian pass ver awvdian. kankava 40 wlisac rom iyos centrshi mainc gaaketebs tavis saqmes. kiteishvili faqtia formashi araa. gvilia wlidan wlamde uklebs nakrebis kaci araa. mokled am taqtikit yvela tamashs wavagebt. saniolma xvicha da jaba gaiyvana ragha unda elaparako tipi gartymashi araa...
ქომაგი
დიდი ხანია ნაკრები განახლებას საჭიროებს (ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი არ გვაქვს და ახალი გუნდი მაინც გავაკეთოდ). ახალგაზრდებს მეტი შანსი უნდა მიეცეს, მიქაუტაძეს, კიტეიშვილს, შენგელიას, ბერიძეს, ზივზივაძეს, ჩაკვეტაძე იმედია ფორმაში შევა, ლოჩოშვილს და ნინუასაც უნდა მიეცეთ შანსი... ქვილითაიას რატომ ათამაშებენ ძირითადში გაუგებარია.
kargi ra
kvaracxelia amwvavebda gushin tu vinme rames qmnida. tu fexburtshi ver erkvevi saertod nu wer. qvilitaia mekarestan vin gaiyvana. saniolma xvicha damcvelad dagviyena roca piriqit vinme wesieri damxmare morbenali unda daeyenebina wvilitaia dagvido tavdasxmashi. xvicham gushin yvelaze meti irbina tu tamashs uyure. gushin saqartvelos nakrebma xvichas gamocvlit qulebi am jgufshi ertert sust gundtan dakarga. shvedeti araferi gundi araa da amas naxavt jgufshi rom charcheba. me saertod ar momewona saniolis taqtika tu amas taqtika qvia. aset tamasshi wesieri gundi minimum 5 burts gagvitans. xvicha rom yofiliyo meore taimshi minimum ar wavagebdit. an shvedebs rom braxabruxs etamashebi ajobeb tu ver gavige qvilitaia saertod ratom unda atamasho. siswrafe noli. burtis gachereba noli. gamdzleoba noli. kargit ra. saqartvelom utavdasxmelod unda itamashos. xvicha lobjanidze da shengelia an miqautadze. chveni pliusi siswrafe unda iyos da vitom chawodebebi sadac shvedebma yvela burti moiges. vaisi am tamashs moigebda. xvichas mainc adzlevda sivrces. an es mcvelebi rom mogwont amas utamashebeli kakabadze jobda tavis mxares lobjanidzes mainc exmareboda. xvichas saertod ar exmareboda marcxena mcveli. ar gamomixtet axla laghi fexburtis moyvarulebi anu ucodinrebi.
ჩორნა
უკაცრავად რუსოფობია ნუ დაგვემართება ხვიჩას გამო იქნებ აცალოთ მასაც.. ისე ჩვენში დარჩეს ეგ კლეასონი თუ ვიღც გადანაჭერაა კრასნოდარის ფეხბურთელია ოქრიაშვილი და ეგ ერთად ჩაირიცხენ თავის დროზე მანდ. რუსეთი ოკუპანტია მეც ვაფიქსირებ! ოღონდაც ფეხბურთელები არ ყავს ოკუპირებული:)
jango
არც ქვილითაია ვარგოდა და არც ფიცხად მაგრამ უშედეგოდ მორბენალი ფუსფუსა კვარაცხელია, რომელმაც პირველ ნახევარში მთელი ენერგია გახარჯა და სანიოლმა დროულად შეცვალა რომ მინდორზე გამოწურული ლიმონივით არ ყოფილიყო. ისე კი გუნდს დრაივი და ცეცხლი აკლდა, თუმცა გამოიკვეთა რაღაც წყობა და ტიკი-ტაკას გარკვეული სისტემურობა. შეიძლებოდა შვედების დამარცხება თუკი ქვილითაია და კავარცხელია საერთოდ არ იქნებოდნენ მინდორზე. შვედების გოლი კანონზომიერი იყო თუმცა ვიზუალურად უფრო შემთხვევითობას წეააგავდა როდესაც მათ გაუმართლათ ქართველთა 10 წამიანი შეცდომის გამო. შვედებს ესპანეთი გადაუვლის ასეთ თამაშში, თუმცა ჩვენ ესპანეთთან რას ვიზამთ არ ვიცი, მთავარია რომ პირველ ტაიმში მინიმუმ არ დაგვანახონ ქვილითაია და კვარაცხელია.ლობჟანიძე და შენგელია კარგად იმუშავებენ.
Master
გამოჩნდა რომ რადიკალურად განსხვავებული მწვრთნელია სანიოლი ვაისისგან.მისთვის შეუცვლელია არავინაა,რაც სწორიცაა,კანკავა ამ ასაკში არც უნდა იყოს შეუცვლელი.ფლანგის მცველებად ასეთ თამაშში დებიუტანტების დაყენებას გაბედვა უნდა.ჩაბრაძემ კი მოინდომა,მაგრამ აშკარაა ამ ეტაპზე კაკაბაძის დონეს ვერ ქაჩავს.ბევრი შეცდომა ქონდა.ქვილითაია დვალიშვილად გადაიქცა.რატომ ათამაშებენ ვერ ვხვდები.შენგელია რამდენჯერაც ითამაშა იმდენჯერ გაამწვავა თამაში და კარგი მომენტი ქონდა.ბერიძეც კარგად შემოვიდა.ყველაზე სუსტები ქვილითაია,ჩაბრაძე,გიორბელიძე და კვეკვესკირი იყვნენ.საერთო ჯამში კლასით აშკარად დაგვჩაგრეს...
არდილეს
თქვენი არ ვიცი,მაგრამ მე კვეკვესკირის ზანტმა თამაშმა უსიამოვნოდ გამაკვირვა...მეტს ველოდი
გურგენი
არა უშავს, სამაგიეროდ მოძმე სომხეთმა მოიგო, გიხაროდენ! ესპანეთთან გოჩა ძუძუგოჭიაშვილიც დაგვემატება და გადავუვლით! ჰალალია ხიზანაზე ხელფასი. სულ ორი კაცი ვიცი ნაკრებში შეძახილებით რო ოჯახებს არჩენენ: ეგ და ბოისა!)))
გიგლია
ტარიელ, ჯიგრიანზე რო ბოდიშს იხდი და კრიშა ეგრე უბოდიშოდ მოგვახალე, მაგაზე ვერ ვიქნები ყაბულს, დანარჩენზე ჩემი თავი გენაცვალოს, მართალს იძახი:)
კრიტიკოსებს
ვერაფერი გავიგე ამ კრიტიკოსების. თქვენ სხვა თამაშს უყურეთ და მე სხვას? რა არ მოგეწონათ ჩვენ თამაშში. მე სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი ამ მესამე ხარისხოვანი ფეხბურთელებით რა ლაღი, თამამი და შემტევი ფეხბურთის თამაშს შევეცადეთ. იგრძნობოდა შიში არ ჰქონდა და ცდილობდნენ არაორდინალურ გადაწვეყილებებსაც. არ იყო უაზროდ მხოლო უკან პასები. გოლი თუ ვერ გაიტანა ერთი ერთზე ქვილითაიამ ან შენგელიამ მთლად ზუსტად ვერ დაუხვედრა ფეხი, სანიოლის რა ბრალია. მე პირადად სასიამოვნოდ გამაოცა გიორბელიძემ, ჩაბრაძემ და ბერიძემ. დამარჩენები ნანახი გვქონდა მეტნაკლებად
ჯაბა
ერთად-ერთი ვინც გამოჩნდა ბერიძე იყო. კი ბატონო კვარა კარგია ხოლმე რუსეთის დონეზე, მაგრამ გუშინ? გაიხსენეთ რას ქმნიდა ჭაკვე და ობიექტური დასკვნა გააკეთეთ. ხვიჩამ დიდ გუნდებთან უნდა ითამაშოს, თორე "ტობოლ-როტორ"-ში ირბინე.
ჯაბა
ერთად-ერთი ვინც გამოჩნდა ბერიძე იყო. კი ბატონო კვარა კარგია ხოლმე რუსეთის დონეზე, მაგრამ გუშინ?

არ იცის გუნდმა შეტევაში თამაში და რა გინდა ქნა? მომენტი როცა იქმნება, იმასაც აფუჭებენ. ეგ არის სწორედ დაბალი სათამაშო კლასი, თორემ აგერ იბრაჰიმოვიჩმა გვიჩვენა, როგორ უნდა გამოიყენო. კანკავას ყველა პასი უკან მიდის. როცა შეტევაში მივდივართ, სულ უმცირესობაში ვართ და ველოდებით კვარაცხელია როდის გაუძვრება ორ კაცს, მაგრამ ეგ ფეხბურთი აღარ არის
დათო
ამ კაცისთვის ავტორიტეტები და ხელშეუხებლები არ არსებობენ.თქვენი შემოთავაზებული შემადგენლობა იყო რისკიანი და აქ ვერ დაინახეთ? რომელი მწვრთნელი თუნდაც ქართველი შეცვლიდა კვარაცხელიას ჯაბას ან კიდევ ნიკას? ვინ მოუწყობდა ჩაბრაძე გიორბელიძეს დებიუტს შვედეთში? მეორე ნომრად და კედლებით რო არ ათამაშა გუნდი არაა რისკი?
gurulo
ქოთანში ჩარგულ ხესავითაა, თუ შეეხები იქცევა თუ არა და დგას...გვილიას რეგრესიც ძალიან გამიკვირდა ერთი ზუსტი პასი ვერ გააკეთა.
alexandre
ქვილითაია, ლობჟანიძე, კვარაცხელია - ესენი არ არიან გამტანები? შეუძლიათ თუ არა მეორე საკითხია. პაიჭაძე, კალოევი, ბარქაია, გივი ნოდია, მეტრეველი, შენგელია, შოთი - აი მთავარი გოლის გამტანები ქართული ფეხბურთის ისტორიაში. მაპატიე, მაგრამ ბ-ნი სიომას და შოთის გარდა, აქეთ არავინაა. ბარქაია ცოტა შეუძლოთაა, მუხლებში უჭირს, ვერ შეძლებს. შოთის მშობლებს ვიცნობ, შევეხვეწები, იქნებ დაიყოლიონ სათამაშოდ. სხვა ვერ დაგეხმარები ვერაფრით.
ჯ. ჩ.
კვარაცხელიასთვის უნდა ეცლია თამაში.ერთ ასპროცენტიან საგოლეს მაიც გააჩალიჩებდა.
ქობულეთიდან
ხალხო,იქნებ ვინმემ ამიხსნას,ქვილითაიას ნაკრებში რა უნდა?მე ამ კაცის თამაში ვერასდროს ვერ ვნახე!
არჩი
მომეწონა ღადაობა. აშკარად გულნატკენი გულშემატკივარია, მაგრამ მაინც ცდილობს იხუმროს. ისე: ა)ხალხი ბურთს ვერ აჩერებს, ბ)ბურთის მიღებისას საკუთარი კარისკენ ტრიალდებიან, გ)უბურთოთ თამაში არ იციან და დ)კვიპროსის, უნგრეთის და რუსეთის გუნდების დამცველებს ნუ შევადარებთ ტოპ ნაკრებების დამცველებს. ეს არის მთავარი. მე მგონი, ბავშვების მომზადების სკოლა არ გვივარგა.
Musenbezi
მთლიანობაში ცუდი თამაში არ იყო, უბრალოდ კლასის ხარჯზე მოგვიგეს. ხიზანიშვილის მწვრთნელობა არ გაიშვას, რა აბურჯანია რის აბურჯანია ტიპი სად იყო ვერ ხვდებოდა, სასიამოვნოდ გამაოცა კაშიას თამაშმა, ბერიძეც ძალიან კარგად შემოვიდა... აი კიტეიშვილი კიდე ძაან სამწუხაროა... გვილია კიდე დიდი ხანია რაც ნაკრების დონე არაა, მიქაუტაძეზე ისეთი რეკლამა იყო რავიცი... კანკავასაც დიდი მადლობა მაგრამ დაგვიბერდა, უკან პასის გარდა შეიძლება წინაც წახვიდე.
გიორგი 50
იქნებ ჯობდეს ლორიას გარდა ყველა 28-30 -ის ზევით ვინც არის გავაცილოთ და ახალი გუნდის მშენებლობა დავიწყოთ? ასე პერსპექტივა და იმედიც არ არსებობს...
რაგბის ფანი
უკეთესი ვინა გყავს? გვილია მრუდფეხა ანტიპასა, თუ კვეკვესკირი, ბურთების მკარგავი?
alexandre
რისკიანი თამაშია როცა 2 საყრდენს მოხსნის და 2 შემტევ ნახევარმცველს შეუშვებ. ძალიან გთხოვთ დაბეჭდეთ!
ასა
გოლის გამტანი 85-ე წუთამდე არ ყავდა ნაკრებს და რაზეა საუბარი. კვკვარას, ოქრის, ჩაკვეტაძის, კაკაბას გარეშე ნულია ნაკრების ფასი.
ქუთაისელი
კვარაცხელია და კანკავა იმიტომ გაიყვანა, რომ 3 დღეში ესპანეთთან გვაქვს თამაში, სადაც სკაუტები იქნებიან და ყველას ინტერესებშია კვარამ რუსეთიდან გააღწიოს და კაი გუნდში მოხვდეს.
pesimisti
უბრალოდ შვედებმა არ მოინდომეს ზედმეტი. თუმცა ამისთვის კინაღამ დაისაჯნენ. კვარა გამოსაცვლელი იყო. ხალხო თუ გინდათ ეგ ბიჭი მაგარი დადგეს, არ არის საჭირო ზედმეტი ქება დიდება. შვედების ნახევარდაცვა პირველ ტაიმში რამდენჯერმე ჩავარდა შეტევისას, სამწუხაროდ ჩვენებმა ეს შანსი გაანიავეს. ან კვარა მატაობდა, ან ყველანი პასს აგვიანებდნენ. აბურჯანიას მაგალითი შეიძლება განვაზოგადოდ, თამაში ესმის, ხედავს, მაგრამ სანამ ბურთს დაამუშავებს სიტუაცია განმუხტულია. ანუ ჩვენები თვითონ ზედმეტი მოძრაობების გამო, თამაშს ვერ ამწვავებენ. მოკლედ, პირველი თამაშის მერე, ნათელია, სადაც ვიყავით იქვე დავრჩით.
aburjga
შვედეთის ნაკრები არაფერი გუნდი არ არის. ამ შემადგენლობით და ამ თამაშით ჯგუფიდან ვერ გავა!
aburjga
რატომ ისმოდა ხიზანიშვილის შეძახილები? -ჯერ ვერ მოასწრეს ჩვენმა ბიჭებმა ფრანგულის სწავლა, ხოლო ვილიმ ქართულის და ჯერ ყველას გვარიც ვერ დაიმახსოვრა!
ტორპედოელი
ქვილითაიას მაგივრად სხვა ვერ შემოიყვანა...!!!??? ტიპი ვერ ინძრეოდა, მაგარი მოუქნელი ვინმეა, სიცოცხლე ეზარება.
Realisti
სულ როგორ არ არის იღბალი ჩვენ მხარეს იქნებ სხვა რამეშია საქმე?
Irakli simartles
რაო დიხანია არაქვს კვარცხელიასო სადან დასკვენი მთელ გუდს ათრევს რუსეთში სანოლმა ვაფშე რაზე გაყვანა კვარა შოკში ვარ რა ამის იმედი გაქვს მაქსიმუმ სამი თვე ამსაც მოწევს მალე საფრაგედში წასვლა კვარას არაფერი შეცდომები არ დაუშვია რაც იყრე თამაშს ნზეზებს ვერ ვხედავ ქვილითალია მოშორდეს ნაკრებს
aburjga
ჩაბრაძე ძალიან კარგი ფეხბურთელი დადგება. ეს პირველი თამაში იყო. კაცს ნამდვილი ფეხბურთი მხოლოდ ტელევიზორში აქვს ნახული და ისც მაგარი იყო რაც ითამაშა! ჩაბრაძე მოლოდეც ბიძიკო! გინდა გითხრათ რა მოხდება? - ჩაბრაძე მომავალ სეზონზე ან უფაში ან როტორში ან სულაც არმიულ კლუბში ითამაშებს რუსეთის ჩემპიონატში!
ბეგო
მართალია წავაგეთ და ამას ელოდა ყველა ქართველი გულშემატკივარი,მაგრამ ითამაშეს ძალიან კარგი ფეხბურთი,განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქვილითაიას ძალიან კარგი თამაში,სანიოლს რომ არ შეეცვალა დარწმუნებული ვარ გოლსაც გაიტანდა,მაგრამ არაუსავს სანიოლიც სწავლობს.კანკავამ ვერ ითამაშა, გვილია ცოტა ადრე უნდა გამოეყვანა,ან საეღტოდ გვილია უნდა დაეყენებინა თავიდან,სამწუხაროდ ბერდება ჩვენი კაპიტანი,აი კაშიას კი დაბერება სულ არ ეტყობა ,მაგრად ამოკეტა ზლატანა,გაქანების საშუალება არ მისცა და ბევრ ახალგაზრდას ჯობია, თან მის ასაკში მშვენიერი სისწრაფე აქვს.სანიოლმა კვეკვესკირი რატომ შეცვალა გაუგებარი იყო.შედეგითაც კმაყოფილი ვარ და თამაშითაც,უბრალოდ ეს მარცხი იმის ბრალია სანიოლი ბოლომდე არა გარკვეული შიტუაციაში და დაალაგებს ალბათ
ჯაბა
რა გინდ უსიამოვნო აღსაქმელი არ უნდა იყოს, ვიყოთ ობიექტურნი. კვარაცხელიას თამაში რბილად რომ ვთქვათ არცთუ მაინდამაინც დასამახსოვრებელი იყო. შეცვლა სრულიად ლოგიკური, მწვრთნელს ომელიც პირველად ხედავს გუნდს, ვერ ეტყვი, ეს "უფა"-სთან და "როტორთან" კარგია და ხელშეუხებულიაო, ან ეს კაპიტანია და დატოვეო,ოდნავ დაგვიანებული, მაგრამ იმ აბოიმიდან რაც დაახვედრეს ნორმ.ცვლილებები გააკეთა.
მგელი
აქ წერენ გაბედული ცვლილებები გააკეთაო სანიოლმა კვარაცხელია რომ შეცვალეს ეს არის გაბედვა? საერთოდ მეორე ტაიმში ერთი მომენტი ჰქონდა შენგელიას სხვა მხრივ იყო უნიათო თამაში და ვერ ვხედავ რაშია გაბედვის ლოგიკა ეცლია კვარაცხელიასთვის მე 2 ტაიმი საერთოდ ის მე 2 ტაიმს თამაშობს ძლიერად მაგრამ ხიზანიშვილთან და სანიოლთან რა უნდა გააწყო აგერაა და ვნახოთ ესპანეთან
ნკ
ეს თამაში არ იყო წასაგები ფრე ლოგიკური იქნებოდა!იყო შეცდომები მაგრამ ვფიქრობ რომ მონდომების და კარგი მუშაობის ხარჯზე გვყავდეს ბრძოლისუნარიანი გუნდი ეს შესაძლებელია!!!წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!
levani76
45 წლის ვარ და დარწმუნებული ვარ ქვილითაიას 100 მეტრზე სირბილში გავასწრებ... ახალ თავდასხმელებს თუ უძახებ მიეცი ბარემ შანსი...
zaza
კვარას არ ქონდა საუკეთესო თამაში,მაგრამ მაინც მისგან მოდიოდა ყველაზე მეტი საფრთხე. რა პასი გაუჭრა ქვილითაიას და იმან გააფუჭა მომენტი. ამწვავებდა თამაშს, პირველ ტაიმში რამდენჯერმე კარგად გაჭრა, უბრალოდ ეტყობა რაღაც აწუხებდა და ამიტომ ვერ გამოუვიდა მაღალ დონეზე თამაში, აბა ისე კვარას გაყვანა გამორიცხულია. სისწრაფეში ბურთს ფაქტიურად არ იღებდა და ძალიან ძნელია ისე გასცდე ამდენ მცველს. მეორე ტაიმში შვედეთის დაცვა დაიღალა და ზონები იყო, განსხვავებით პირველი ტაიმისა სადაც შვედებმა ზონები ამოკეტა. აი მაგ დროს კვარა თავის სათქმელს იტყოდა ყველა ვარიანტში!!! რეალურად ვიხილეთ ის რომ ნაკრებმა ფეხბურთი ითამაშა, კი ბატონო წააგო მაგრამ იმის თქმა რომ ძალიან სუსტები ვართ მგონი უადგილოა, გვაჯობა ჩვენზე კლასით ბევრად მაღალმა ნაკრებმა და იღბალიც არ იყო ჩვენ მხარეს.
ტარიელი
ზოგადად თუ შევხედავთ, საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და არც თუ ისეთი ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს ბიჭებმა, განსაკუთრებით ახალწვეულებმა. სამწუხაროდ ყოველი ახალი ტურნირის დაწყების წინ ყველას გვაქვს რაღაც ახალი, კარგის მოლოდინი და შედეგი ისევ უარყოფითი. ბევრს არ მოგაწყენთ თავს, შევეცდები მოკლედ დავაფიქსირო ჩემი აზრი: მიუხედავად ჩემი დუდი პატივისცემისა ჯაბა კანკავას მიმართ, მგონი დროა ეტაპობრივად გამოინახოს მისი შემცვლელი, მაგარი ჯიგრიანი (უკაცრავად ჟარგონისთვის) კაპიტანი გვყავს, რომელიც სულს და გულს დებდა ყოველ სანაკრებო თამაშში. მეტს აღარ ვიტყვი მასზე არაფერს. მეორე ის, რომ თუ თავდამსხმელი ასეთ მომენტს ასეთ თამაშში ვერ გამოიყენებს.....მოკლედ ქვილითაია არ არის ჩემი აზრით ნაკრების ფეხბურთელი, ხომ ვხედავთ ამდენი ხანია შემადგენლობაშია და შედეგი? ვფიქრობ მაგარი კრიშა ყავს. რით არ ჯობდა თუნდაც მისთვის დათმობილ რაღაცა 15 წუთში გიორგი ბერიძე? ან რით არის დაბალი დონე უნგრეთის ჩემპიონატი კვიპროსზე? ბუდუს , იქმნება შთაბეჭდილება , რომ ბლოკავენ. ეხლა მისცენ ეგება შანსი ესპანეთთან და ვერაფერი გამოუვიდეს და ისევ გადაიყვანონ ღრმა ზურგში, მაგრამ ვფიქრობ შვედეთთან და ბერძნებთან ერთი თავით მაღლა იქნებოდა და იქნება ქვილითაიაზე. შვედეთთან უმჯობესი იყო ალბათ უფრო მოძრავი, სხარტი თავდამსხმელები, (მიქაუტაძე, ბერიძე, ისევ და ისევ ზივზივაძე) ვიდრე ქვილითაია.პ.ს. ეს ჩემი პირადი აზრია და არავის მიმართ არანაირი ინტერესი არ გამაჩნია, მთავარია ნაკრების შედეგი ჩენთვის.
giorgi
კვარაცხელია არ უნდა შეეცვალა,ამას ეძახით კარგ თამაშს,ქვილითაიამ როგორ უნფა გაიტანოს ცარიელ კართან თუ დარჩება,კობი წადი იღუპება ქართული ფეხბურთი შენს ხელში,ნამდვილად მაგარი ფეხბურთელი იყავი მაგრამ წადიიი
მერაბი
ქვილითაიას უნდა გაეტანა. კლასი რომ ჰქონდეს!
პალიკო
ფიზკულტურის მასწავლებელს ჯერ ვერ მოთხოვ, მაგრამ მოეთხოვება ტრიპაჩას! ვის იძახებ ან ვის აყენებ სტარტში? ძალიან სუსტი გუნდია, წინა ნაკრებიდან ვინც იყო კაპიტნიანად კატასტროფა.
არჩი
წაგება გულდასაწყვეტია, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის. სურათი ასეთია: გვყავს რამდენიმე იმედისმომცემი ახალგაზრდა - კვარაცხელია, მიქაუტაძე, წიტაიშვილი და ჩაკვეტაძე. გვყავს რამდენიმე საშუალო ევროპული დონის მოთამაშე - ლორია, კანკავა, კიტეიშვილი. გვყავს საშუალო დონის ფეხბურთელები, რომელთა კარიერა დაღმართზეა - კვირკველია, ხოჭოლავა, ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი. დანარჩენი ფეხბურთელები საშუალო ევროპულ დონეზე დაბლა თამაშობენ და ამიტომაც საშუალო კლუბების ძირითადშიც ვერ იკავებენ ადგილს. რეალობა ასეთია, მაგრამ ეს ჩვენი ფეხბურთია, მეტი არ გავქვს და აქ ფეხბურთელების არაპროფესიონალიზმი არაფერ შუაშუა (ძირითადად) - თაობა არ გვყოლია დიდი ხანია - არველაძეების და კალაძე-კობიაშვილის მერე. თითო-ოროლა ტალანტი ჩნდება ხანდახან და რატომღაც ტრავმებით მთავრდება მათი კარიერა - ყენია, ჭანტურია, მჭედლიძე, ანანიძე. სანიოლი მომეწონა - თამამად დააყენა შემადგენლობა და თამამი შეცვლები მოახდინა - კვარაცხელია და ჯაბა მოხსნა. ჯაბა ალბათ დაიღალა, კვარაცხელია ვერაფერს აკეთებდა. შვეციამ ბევრი ვერაფერი შექმნა და უკეთესი თამაშით ქულის წამოღება შეიძლებოდა. მაინც იმედით ვუყურებ მომავალს, არის ახალგაზრდულში რამდენიმე პერსპექტიული ბიჭი და მწვრთნელი გვყავს მგონი კარგი - გააკეთებს კარგ გუნდს.
Nukri
ბიჭებმა ითამაშეს რაც შეეძლოთ, მეორე ტაიმში ბურთს კარგად აკონტროლებდნენ, ცოტა იღბალი კარგი იქნებოდა, რომელიც ყოველთვის გვაკლია, კვარაცხელია რატომ შეცვალა გაუგებარია, რომლის თამაშს ასე ველოდით
მიდი გელა!
გელა ნუგზარაშვილი ამანაც არ გამოიძახა! სასწაულია რა.
შოთა
ქვილითაია პრეზიდენტად!!

ისევ წავაგეთ ფეოლა...... ქვილითაია რომ თავდამსხმელი არ არის რიდის უნდა მიხვდეთ?
ზაზა
ხვიჩა არ უნდა შეეცვალა
საბავშვო ბაღი
ზლატან აბრაჰიმოვიჩს ისე პირდაღებული მისჩერებოდა კაშია, როგორც უბანში შეყურებენ ხოლმე დიდ ბიჭებს ღლაპები.
გელა
კვარაცხელიას პასი წინ მოძრაობაში რომ უნდა მისცე, რომ სისწრაფე და ტემპი არ დაიკარგოს, ეს არ უნდა უთხრას მწვრთნელმა? ან რას დაღუპეს ეს მიქაუტაძე. თუ ჩამოიყვანე და მოუსპე სხვაგან თამაშის შანსი უკვე, მიეცი რა სათამაშო დრო. რას გადეკიდნენ ამ ქვილითაიას, ჯერ იყო და დვალიშვილს ვერ იცილებდნენ, ეხლა ამას.
BOROTI. ZONDERI ))
MUAHAHA ))). ხიზანაზე კომპრომატები აქვთო და ღადაობენ. ))
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ისესიმღერით მაინცდამაინც ვერ მღერიან, თუ ყავთ სიმღერის მასწავლებელი და თუ არა რატომ?

ჩვენი უდღეურები რომ ვარგოდნენ, კარგი გუნდები ხომ იყიდიდნენ, ხოდა ფუჭი იმედები გვაქვს, გახდებიან ფეხბურთელები და მერე ვაკეთოთ ანალიზი. არ ვარგა არავინ, არააააააააააააააა

აი, რა სპორტის სახეობაზე უნდა მიიყვანო ესენი ეგეც არ ვიცი. საერთოდ ფეხბურთელი არა გვყავს გუნდში თუ არ ჩავთვლით ახალ მარჯვენა მცველს კიდევ ცოტა არა უშავდა
დევკალიონი
ახსნას რატომ გაიყვანა კვარაცხელია?? ,მთელი შეგნებული ცხოვრება საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ და ასეთი უადგილო ცვლილება თითქმის არ იყო ,საცდელი კურდღელია ეს საქართველოს ნაკრები? ,წავიდეს თავის საფრანგეთში ატაროს ექსპერიმენტები , ჩვეულებრივი პროფესიონალი ნორმალური მწვრთნელი და სტაბილურობის განცდა, მეტი არაფერი არ გვინდა ჩვენ გულშემატკივარს ,შემაზიზღონ ლამის ეს ფეხბურთი რა ,ძაან ერკვევა ახლა სანიოლი ჩარბაძეა უკეთესი თუ კაკაბაძე რა ,დვალი თუ გრიგალავა ან ტაბიძე ,გარტყმაში არაა,ან ქვილითაია 60 წლის ნარკომანივით ,რომ გამოიყურება ,კი ბატონო ავარიაში ქარიშხალივით დაქროდა,მაგრამ ეტყობა ქართულ ჯიგრულ პონტს მიყო ხელი,არ დამთავრდება ეს აბუჩად აგდება საკუთარი გულშემატკივრების? ,სანიოლის არ ეხება , ფედერაციას ვგულისხმობ.
Xishnik
ვიღაცამ "საქართველო" ლანგარით მიართვათ.

ფეხბურთელი რასაც ჰქვია, აი ის თუ არ გეყოლა გუნდში, როგორ მოიგებ. ჯიგარი მაგათ არა აქვთ და სირბილით ძალით დარბიან, აბა ჯარიმები შემოიღეთ ოღონდ ჯერ ფეხბურთელებია მოსაძიებელი, ახალი ორი ნომერი ნორმალური იყო, ხოლო დანარჩენი ...........
ვაუ
არც ერთი ფეხბურთელი არ გვივარგა, ჩაბრაძემ გაამართლა მარტო. კვარაცხელიას ნეტა იქ გააჩერებდნენ სადაც არის, ქვილითაია კი .............
კნოპიჩა
უარყოფით მხარეებზე ბევრი ითქვა და რაღა დავამატო. კარგი იყო ისრომ ცვილელებების არეშინიაა და თამამად აკეთებს. ვაისივით არარის მეოთხმოცე წუთს რო ელოდებოდა. ახალწვეულებიც კარგები იყვნენ
ქამონ
რა დასკვნებს გამოიტანს სანიოლი ძან საინტერესოა, ქვილითაიაზე შეექმნება წარმოდგენა რომ ვერარის ძირითადის კაცი.
წერო
თითოულ ფეხბურთელს ნაკრებში ყოფნის დროს ეტყობა განსაკუთრებული ნერვიულობა და არის მოსახსნელად სერიოზული სამუშაოა გასაწევი. ბურთის მიღების დროს ამდენი წუნი აიხსნება მხოლოდ ერთი რამით ნერვიულობით. ვისაც უთამაშია ფეხბურთი ცოტა სტრესულ გარემოში ყველა დამეთანმება ( როცა ბევრი ხალხი უყურებს მაგალითად) განვითარებულ ნაკრებებს ეს პრობლემა არ აქვს უფრო თავისუფლადარიან. ამდენი ფსიქოლოგია მიუყვანეთ ასაუბრეთ. ფსიქოლოგები ფეხბურთელებს ჭირდებათ თუ ჭირდებათ .
ეჰ
ჩვენ ნაკრებს არა აქვს რწმენა, ბიჭებს არჯერათ რომ შეუძლიათ, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რამდენი უკან პასი გააკეთეს მაშინ როცა უეჭველი წინიყო მისაცემი, ეს აიხსნება ერთი რამით ეშინიათთ. რაგახდა რო ფსიქოლოგები დაელაპარაკონ ვარჯიშამდე ან ვარჯიშის შემდეგ და ცოტა თვითრწმენა აუმაღლონ.
gori
ას ლარს არ მივცემდი ხელფასს არცერთს. ვინც კიდევ ამათ საერთოდ სადმე ათამაშებს. სამი კაცი კიდევ შეიძლება რამედ ოდნავ ღირდეს, ფაქტიურად შეძახილებით ძალით არბენინებდნენ, დიხანია ნული
სამწუხაროდ
არ იციან თამაში არც ერთმა არაააააააააააააა. სანამ გუნდში ფეხბურთელები არ გვეყოლება და არა ,,,,,, მანამდე შედეგს არც უნდა ველოდოთ. ვერ დარბიან, ელემენტარული ტექნიკა არა აქვთ, გამძლეობა არა აქვთ და მონდომებააააააააააააააააააააააააააა
დუდუ
ფედერაციაც კი უნდა გაუქმდეს, მხოლოდ ნერვების შლა, არავითარი ჟილკა. ბურთის დამუშავება არ იციან, არც პასი, არც დარტყმა, გამძლეობაზე ხომ ზედმეტია საერთოდ ლაპარაკი, ხიზანა რომ მწვრთნელი იქნება ვერაფერს კარგს ვერ დაელოდები. სამი კაცია ნაკრებში მაქედან დასატოვებელი.......
რაგბის ფანი
1 წლის სიცოცხლე დამაკლეს ამ მრუდფეხებმა. მადლობა მორაგბეებს, 28 გაგვახარეთ.
სულშერი
ხვიჩააა რაარიიი რამდენჯერაც დაგვჭირდა დან რა ჭირს ხანრააა
მათე
რა რესურსით ვითხოვთ დადებით შედეგს? ბიჭებს რაც შეუძლიათ აკეთებენ მეტი უნდათ რო გააკეთონ მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის, ჯაბა ძალიან ატორმუზებს თამაშს ასევე კვეკვესკირიც კარგი პასის მიმცემი აკლია გუნდს, ბოლო პასის მიმცემი, თან მოძრაობაც მეტი უნდა იყოს გახსნაც, წამები წყვეტს დღევანდელ ფეხბურთში ყველაფერს.სამწუხაროდ საშუალოზე დაბალი გუნდი გვყავს, სანამ კარგ კლუბებში არ გადავლენ და თანამედროვე ფეხბურთის თამაშს არ მიეჩვევიან სულ ასეთ დღეში ვიქნებით. იქნება ერთეული გამონათებები და სულ ესაა, როცა ინგლისთან მოვხვდით ჯგუფში გლენ ჰოდლმა ასე შეგვაფასა დიდი არაფერი გუნდია მაგრამ ერთ ხმაურიან თამაშის მოგება შეუძლიათ და მთავარია ის ერთი ჩვენ არ აღმოვჩნდეთო, ერთერთი სწორი შეფასებაა ჩვენს ნაკრებზე რაც კი ოდესმე ვინმეს შეუფასებივართ. წარმატებები.
ტოტტი
რა ჩაბრაძე რა გიორბელიძე რა აბურჯანია რა კვეკვესკირი რა ქვილითაია . ჩემი ნება რომ იყოს ამათ არავის გამოვიძახებდი ნაკრებში
Temo
კვარაცხელიას რა სჭირს?? ცოტა გამოძრავდით ეს ჟურნალისტები მარტო ანგარიშის დადება რომ იცით. ვიცი ამ კომენტარს არგამოაქვეყნებთ, მაგრამ მაინცც
ვერა
ხიზანა და ქვილითაია ერთად უნდა გაყარო ნაკრებიდან
KQ
მატჩის შემდგომი კითხვები ხიზანიშვილს: 1. ზურა, თქვენი პრეროგატივაა თამაშის დალაგება?, შეცვლები თქვენ დაგევალათ?, რამ გამოიწვია ხვიჩას შეცვლა?, რისთვის გამოიძახეთ ნაკრებში ბუდუ, ბერიძე, მიქაუტაძე?, თუ საერთოდ არ ათამაშებდით (მაგ: ბუდუს) ან მცირე დროით გამოგყავდათ (ბერიძე, ჟორჟი) ან რა გქონდათ დასაკარგი, გამოგეყვანათ სასტარტოში ეს ბიჭები, რას ერჩით ან მათ ან გულშემატკივრებს?. ისევ წაგებული შემადგენლობა რატომ გამოგყავთ?, ეგაა თქვენი ახალი გუნდი?, ამას გვპირდებოდით? გაგვეცით პასუხი!!! თუ მოვიდა ვილი სანიოლი მთავარ მწვრთნელად, დაგვანახეთ მისი შესაძლებლობები! დააყენეთ თქვენი "სვეტსკი" სასტავები ერთ ადგილზე და მიეცით მაგ ადამიანს დამოუკიდებლად გადაწყვეტის საშუალება, მგონი თქვენზე მეტი უთამაშია და უნახავს, დაამთავრეთ რა ეს ვითომ "ჩვენ ყველაფერი ვიცით" ერთი ადგილის თამაში!!!
მამუკა
გვილია, აბურჯანია, კვეკვესკირი, ქვილითაია ძალიან სუსტები არიან
ესეა
ექვსი კაცი საერთოდ არც უნდა გამოეძახა და ამ ხიზანამ კი ათამაშა
ჰაი
როგორც ამერიკელები იტყვიან, ვიზოუთ კომენთ
ოკკ
ერთხელ შეგვიტიეს და გაგვიტანეს)))))) აირავი რავთქვა ჩვენისთანა საწყალი ქვეყანა არი მეორე? აი იმენა საწყალი ქვეყანავართ ყველაზე კარგად ეს სიტყვა შეგვეფერება.

ქვილითაიას არ ცხვენია რომ ფეხბურთელობას იბრალებს?? სირცხვილია!! აბურჯანიაზე არაფერს აღარ ვიძახი!!
გია
ხვიჩა რატომ გამოცვალა? მიქუტაიძე რატომ ადრე არ გამოუშვა? აბურჯანია და ქვილითაია ძლიან ნელა თამაშობენ.
ზკ
ხვიჩა რატომ შეცვალა ნუ თუ დაზიანება მიიღო?

ნუ იცი რააა... :))))
დემური
კაშიას საღოლ, კლასი ანახა.ვინც უკმაყოფილო ხართ ნეტავ თქვენ თავში ჩამახედა, ერთ დღეში რომი არ აშენებულა მთავარია ახლა სანიოლმა თავის შეცდომებზე ისწავლოს.

ნუ ეხლა ხიზანიშვილის დაყენებული გუნდი, თან როცა ფეხბურთელები არ გივარგა, სხვას რას იზავდა ?????????????????????????????????????????
სიმართლე
კვარასთვის ჯერ ადრეა ტოპ კლუბები, პირველ რიგში დიხანია არა აქვს და ვერ დარბის. ეს ქვილითაია სად იპოვეს ან რატომ ათამაშა მთავარმა მწვრთნელმა ხიზანამ. აბურჯანია უბრალოდ არასდროს უნდა გამოიძახო. მოკლედ ზაპოროჟეცი პორშეს ვერ გაასწრებს, ფიზიკა არცერთს არ უვარგა
Gela
დავიღალეთ ოღონდ მართლა. აი ამდენი იმედგაცრუების მერეც ბოლომდე ვუდგავართ. ჟილკა არგაქვთ ბიჭებო და მანდრაჟით თამაშობთ. ქვილითაიაზე არაფერს ვიტყვი თქვენთვის მომინდია. ხვიჩა რამდენჯერაც დაგვჭირდა იმდენჯერ რაღაც დაემართა. ვენაცვალე გულში მაგრამ ჩემ ნაკრებს თუვერდაეხმარა მაგის ფინტაობები. რუბინში მეათე ხარისხოვანია, მთავარია ნაკრები რაც ჯერჯერობით არ ჩანს. რავი ძაან პესიმიზმში როარწავიდე ახლები სრიყვნენ ცუდი, გიორბელიძე ჩაბრაძეს ვგულისხლომ
დავით 67
ბევრი გულშემატკივარი ემხრობოდა ქართველი მწვრთნელის დანიშვნას, რაც დღეს ისედაც ვიხილეთ ხიზანიშვილია დღეს მთავარი მწვრთნელი. მესმის რომ სანიოლს ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, მაგრამ ეს ცვლილებები რაღაც განსაცვიფრებელი დავიჯერო სანიოლის ინიციატივაა? ვაისის ვუჩიოდით ცვლილებებს დროზე არ აკეთებსო და დღეს რაღაც აბსურდული ცვლილებების მოწმენი გავხდით. საქართველოს ნაკრებს საშინელი ვირუსი სჭირს კოვიდუკანპასი89წთ! გუნდი აგებს და ბოლო წუთებზე ლორიას აძლევენ ბურთს უკან. იქნებ ამის ვაქცინაც არსებობდეს, თუნდაც 50%იანი.
მინდია
ძალიან მკაცრადაც ალბათ არ უნდა განვსაჯოთ, სცნობილი კინოსი რომ არ იყოს, სად ჩვენ და სად თქვენ, თანაც ახალი ეპოქის პირველი თამაში იყო. იყო ხარვეზები, იყო შანსებიც, არ მინუსები ქვილითაიას, აბურჯანიას, ლობჟანიძემაც ვე დაგვამახსოვრა თავი, თუმცა ქვილითაიას პასი რომ მიეცა 0-1 გახდებოდა უეჭველი. ხვიჩა დაგვაკლდა მეორე ტაიმში, ბერიძის გარღვევა კარგი იყო, მიქაუტაძის მეიმედება, ახალწვეულები დებიუტისთვის არ იყვნენ ცუდები, საუკეთესო კი კაშია და ლორია იყო, რომელთა ძალისხმევით მხოლოდ ერთი გაგვიტანეს. ესპანეთი სამწუხაროდ მეორეჯერ არ დაკარგავს ქულებს ალბათ, მაგრამ უნდა ვითამაშოთ თავისუფლად, თუ ამის საშუალება მოგვცეს.
ლოტი
რატომ გაიყვანეს კვარა? რატომ იძახებენ ქვილითაიას და აბურჯანიას? არადა შეიძლება კაი ნაკრების გამოთლა! წარმატწბები ბიჭებს! სანიოლი თუ არავის არ დაუჯერებს აქაურებს. ყველაფერი კარგათ იქნება!
ვოოტ
აბურჯანია არის ნაკრების აწმყო წარსული და მომავალი.
Just Supporter
ტრადიციულად თანაბარ თამაშში კლასის ხარჯზე დავმარცხდით. შვედეთს მომატების რესურსი ჰქონდა, ჩვენ - არა. ლორია თავის დონეზე თამაშობს, ჩვევია შეცდომებიც, კარგი სეივებიც. ჩაბრაძეს ეტყობა რომელ ჩემპიონატში თამაშობს, აზროვნების სისწრაფე და პასის ხარისხი საშინელი აქვს... იმედია კაკაბაძე მალე ჩადგება ფორმაში ან/და ვინმე კიდევ გამოჩნდება. კაშია - დვალის წყვილი - ზედმეტად ნელია, რის გამოც ბურთის ამოტანა ხშირად გვიჭირდა.. გიორბელიძე - კარგი ბიჭია, იმედია მარცხენა მცველის პოზიციაზე გვეშველა. აქვს შეცდომები, აკლია გამოცდილება, მაგრამ ყველაფერი აქვს, რომ ნორმალურ დონეზე ითამაშოს. აბურჯანიამ და გვილიამ საშინელი თამაში ჩაატარეს, კვეკვესკირს სათამაშო ტონუსი აშკარად აკლია, კანკავა +/- თავის დონეზე აულ თამაშობს. კიტეიშვილი იმედია მალე აღიდგენს ფორმას, ის ძალიან გვჭირდება ცენტრში. ლობჟანიძესგან მეტს ველოდი, თუმცა მას უნდა დაეხმარონ ნახევარმცველები და ფლანგის მცველი, რაც სამწუხაროდ ვერ ხდებოდა. კვარაცხელიას ეტყობოდა, რომ ჯანზე ვერ იყო, რის გამოც შეცვალეს კიდეც (იმედია ეს უიღბლობა დაანებებს ამ ბიჭს თავს). თუმცა ესეც უამრავ სივრცეს უქმნიდა სხვებს და მის გასვლის შემდეგ ეს დაიკარგა. ქვილითაია ნორმალური თავდამსხმელია, მაგრამ არა ძირითადის, მხოლოდ როტაციის ( ბოლო 20 წუთზე, რომ გამოვიდეს ხოლმე), ესპანეთთან იმედია ბუდუს მისცემენ შანსს მიქაუთაძე - პირველი თამაში იყო, მცირე დრო, გამოჩნდება მომავალში, ბეეიძე კარგი ბიჭი ჩანს, შენგელიას ყველაფერი აქვს, გარდა იღბალისა და ბრძოლისუნარიანობისა. სანიოლს, ჯერ ვერაფერს მოთხოვ, სამაგისოდ დრო არ ჰქონდა. სელექციაში მეტად ჩაერთვება მომავალში, ბირთვსაც შეარჩევს და შემდეგ ვნახავთ და შევაფასებთ.
buxrika
ჯერ საერთოდ ქვილითაიას ნაკრებში გამოძახება რა არიის და მერე მითუმეტეს სასტავში დაყენება.ან რა დარტყმაიყო გულის ამრევი ფეხბურთელია
ტოტონცი
ხიზანიშ-ვილი სანიოლი
Levan
კვარას შეცვლა იქნებოდა? საიდან მოვიდა ეს სანიოლი, 2017 წლის მერე არსად მრწვთნელად არ უმუშავია ინტერნეტს თუ დავუჯერებთ. მართლა მაინტერესებს!
jigari
კვარა ხო კარგად არის ტოო? და მერე სანიოლი ტოო?
რაგბის ფანი
კანკავა რა ნამუსით გაიყვანე ხიზანიშვილო?!
qomagi
me mainz dadebitad shevafasebdi nakrebis tamashs,shegvezlo ar tagvego,zini da mondomeba iko raz mtavaria,kvekveskiri da kankava nakrebshi meti agar unda moitviot ra, giorbelidze mometona gansakutrebit! saniols zota dro hkonda samtuxarod!
ემიგრანტი
1.სამწვრთნელო შტაბმა არ იცის წესები და შეიძლება 3:0 წაგება ჩაგვეთვალოს. 5 ცვლილება კეთდება სამ ცვლილებაში ჩვენ 4-ში 5 =თი 2…. ყველა მწვრთნელი რატომ თამაშობს ერთიდა იგივე ტაქტიკით. მთავარი მწვრთნელი სანიოლია თუ ხიზანიშვილი მთელი თამაში ხიზანას ხმა ისმოდა და რისთვის დანიშნეს . ქვილითაის იმედია ესპანეთან სათაფარიგოზე დასვავს მთელი თამაში ერთი მომენთი ქონდა და ისიც პასი არ მისცა ლობჟანიძეს და კვარას ხეკი შეუშალა ასწავკეთ რომ მაგ დროს ცენტრში უნდა შევიდეს რომ მცველი გაიყოლოს და მეთი სივრცე დაუტოვოს ფლანგხზე . ძაან ცუდად წავაგეთ არ უნდა წაგვეგო არაფერი გუნდი არ არის შვედეთი რაც ითამაშა დღეს კვარა რატომ შეცვალა ვერ გავიგე. იმედია ჯამრთელად არის
მგელი
ხიზანიშვილი რომ იქნება თანაშემწე და სანიოლს რომ ჩამოიყვან რა შედეგს უნდა ველოდოთ ან კვარაცხელიას გაყვანა რა ლოგიკა იყო არ ვიცი ამათი საშველი არ იქნება
912
კარგად ვიფაფხურეათ მაგრამ წავაგეთ... პასის კულტურა 0 შეთამაშებება 0 მწვრთნელი 0 იმ ბიჭს კიდე თუ მიეცით მოქალაქეობა ათამაშეთ...
roma bejanidze
კანკავა აშკარად გადაიწვა ნაკრებისთვი. მადლობა კაპიტანო შენ გააკეთე ყველაფერი რაც შესაძლებელი იყო.
ეს რა იყო(!)
იგივე ცირკია... სამწუხაროდ
მეგრელი
2 კითხვა მაქვს კვარაცხელია რატომ გაიყვანა? ყველა ქართველი ფეხბურთელი გაუპარსავი და გაბურძგნული რატომ თამაშობს?
ტორპედოელი
ქვილითაიას რო არ ეღორა და პასი გაეკეთებინა მარჯვნივ სულ სხვა შედეგი იქნებოდა...
გიგა
ბრავო კაშოს მაგრად იდგა დაცვაში.
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ბელგიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩი აღარ განახლდება
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
იონ-დალ ტომასონი შვედეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
ბელგიისა და შვედეთის მატჩი არ განახლდა - მაყურებლები სტადიონიდან გაიყვანეს
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ტრაგედია ბრიუსელში - ტერაქტის გამო ბელგიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩი შეწყდა [VIDEO]
იბრაჰიმოვიჩი: მე ვარ აწმყო, წარსული და მომავალი
აგუერო - იბრაჰიმოვიჩს: გშურს, რომ მესი მსოფლიო ჩემპიონი გახდა