მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 1:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.

ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.

მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.

წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - ესპანეთი 1:2

გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)

გაძევება: შენგელია (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი

გგგ
100%
კახა
საღოლ, ჩემი სათქმელი თქვით.
daid
კიტეიშვილის და კვარაცხელიას განიცვლამ წაგვაგებინა : მეორე გოლსაც შევუგდებდით ბოლოწუთებზე"ვილი ტრენერი არაა!
დიტო
ეს თამაში და გატანილი გოლი მთლიანობაში გუნდმა შექმნა, ეს გუნდური სახეობაა და უკლებლივ ყველა მონაწილეა, მარტო კვარაცხელია ვერ იქნება განმსაზღვრელი.
rasa 'სიმართლე'-ს
კარგად რომ წაგეკითხა, მიხვდებოდი რაც ვიგულისხმე. სწორედაც გუშინდელ ფეხბურთზე ვამბობ - მაკედონიასთანაც ბოლო დამატებულ წუთზე გაუშვეს (პირველ თამაშში) გოლი, აქაც - ბოლო დამატებულ წუთზე. ეგრე არ მუშაობს ეს მითიური უიღბლობა - ერთხელ ჩვენც უნდა ვიტანდეთ ბოლო წუთზე გოლს, მაგრამ რაღაც არ მახსოვს ბოლო 30 წელია. სწორედ მენტალობის ბრალია და ფსიქოლოგი ჭირდებათ რომ ბოლომდე შეეძლოთ ისე რისკიანად თამაში როგორც გუშინ ითამაშეს
gela
მისასალმებელია განსხვავებული აზრი და ყველას აქვს არსებობის უფლება, რაგინდ არაპოპულარული იყოს. მე მივმართავ ტელემაყურებელს, ბატონებო, ეს ე.წ. კომენტატორი იქნებ დაგვშორდეს და ისედაც ამდენ ნეგატივში მყოფნი საღამოს, ტელევიზორთან ნუღარ დაგვგრუზავ! ეს მართლა "რა ჭირი გვჭირს ტო"
x
chvedettan cagebis mere vtkvi ro loria chesacvlelia, araa es kviprosis chempionati, xalxs rato ver carmoudgenia lorias gareche chveni nakrebi ver vxvdebi, guchin gamaxsenda axalgazda loria centridan ro uchvebda golebs da mainc idga karebchi, es cageba ari lorias brali da meti aravis,ert da or burts kvela mekare igebs, mtavaria stabiluri tamachi da disciplina, kuradgeba sanamde ar damtavrdeba tamachi,
gogia
ხუთი ნომერი კარგი მცველია
სოსო
მესმის დიმო,რასაც ფიქრობ,მაგრამ მუშტის სიგრძე,უფრო ნაკლებია გაშლილ ხელის მტევანზე და სავარაუდოდ,საერთოდ ვერ მისწვდებოდა ბურთს.მცველი უნდა დაძრულიყო მის შესახვედრად და დარტყმის დასაბლოკად,მაგრამ ძალიან დაღლილები იყვნენ და ვეღარ მოასწრეს,ასვლა.დარტყმაც,ძალიან კარგი გამოუვიდა.მაგ მანძილიდან, კედელს მიღმა გააქვთ გოლები და მთელი კარი რომ თითქმის ღიაა,რა თქმა უნდა კარგად წასული ბურთის აღება,ძალიან ძნელია
Bs
ვაისი თავის თავის მტერი კი არ იყო, რომ არ იძახებდა ზივზივაძეს, უბრალოდ შანს კი იმსახურებდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ქვილითაია ბევრად სჯობს. კაშია და კანკავა საუკეთესოები იყვნენ და მაგრად იბრძოლეს და ითამაშეს, ასე რომ ერთი ადგილი დააყენონ ვიწც მათ ჩანაცვლებას ითხოვს, ერთი მოჩმაზათს რაღაცას და დანარჩენი ვითომ მცოდნეები აყვებიან და აღავღავდებიან ხოლმე. სანტოსი ყოჩაღ, ბოსკამპის მერე ძლივს ვიხილე მოთამაშე და მებრძოლი გუნდი. შედეგი კი მოვა ასეთი მიდგომით, აუცილებლად. ბერძნებთან საუკეთესო თამაშს ველოდებით და შედეგის იმედიც გვაქვს.
სოსო
არა რატი,ყველა შეცდომით ჩაწერა.მწვრთნელი ვინც ჰყავს,იქიდან საუკეთესოებს არჩევს და თუ ამისთანა რჩევებს ყური უგდო,ბოლოს, 11 რომა ბეჟანიძეღა დარჩება სანაკრებო კანდიდატებად.ზლატანი,39 წლისაა,გავიდა პენსიაზე,მაგრამ როცა გაუჭირდათ და დაუძახეს,კი მოაგებინა ჩვენებთან შვედებს.მერე კი,კოსოვოც დესერტად დააყოლა.

დარჩათ რო ჩვენებს ნამდვილი გუშლემატკივარი? 30 წელია ვუყურებ და არაფერი მოუგიათ არასდროს, და რაში უნდა ვუგულშემატკივროდ, წაგებაში?
კრიტიკოსების გასაგონად
მეჩვენება რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც ერთის მხრივ თავადაც იფუჭებენ ხასიათს უარყოფოთი ფიქრებით და ცდილობენ სხვებსაც გაუფუჭონ, ან მეორეს მხრივ უბრალოდ არ ესმით ფეხბურთი და უნდათ მაინც გამოთქვან თავისი აზრი (დაახლოებით ისე, კალაძემ ორი გოლი საკუთარ კარში ძალით გაიტანა, იტალიასთან თამაში გაყიდაო. მაგას რომ იტყვის ადამიანი, უკვე ხვდები ფეხბურთი ცოტა სერიოზულ დონეზეც არ უთამაშია უბანში და არ იცის რას ნიშნავს ფორმაში არ ყოფნა) ვერ გავიგე რა არ მოგწონთ სულ რომ კრიტიკის რეჟიმში ხართ. მიზეზები არ გელევათ. სულ ის ანეგდოტი მახსენდება, კურდღელი რომ მგელს უჩმახებს ლომის ზურგით და მიზეზს რომ ვერ უპოვის, რატომ ყურებიანი ქუდი არ გაფარიაო :)) ხან ბუდუ ზივზივაძეს რატომ არ იხახებო, (გამოიძახა და დააყენა), ხან პარუნაშვილიო (ეგეც გამოიძახა და ეხლა ხარაიშვილზე მიაწვებიან სავარაუდოდ), ხან რატომ უფრო მეტ რისკზე არ მიდიხარო (გეგონება პრემიერლიგის და პრიმერადივიზინის ფეხბურთელები გვყავდეს და შეეძლოთ 90 წუთი მეტოქის კართან მიკაჭვება, ხან კანკავა დაბერდა გაუშვიო (ასეთებსაც ამბობენ ზოგიერთი ჭკვიანი, ოდნავი შეგრძნება რომ არ აქვთ, რამხელა შავ სამუშაოს ასრულებს ჯაბა და როგორი სული და გულია ნაკრების, ფაქტორია როგორც პიროვნება), ხან ტაქტიკა არ მოეწონება ვიღაცას, 4-4-2 ჯობიაო რას გვერჩით ბოლობოლო. ძლივს ნაკრებმა შემტევი, თამამი ფეხბურთის თამაში დაიწყო ამ არც თუ მდიდარი რესურსების ხელში კადრების თვალსაზრისით. ამაზე უკეთესი რა უნდა ითამაშოს გამაგებინეთ, კაცმა 4 დღეა ჩაიბარა ნაკრები და გულზე ხელის დადებით ვაღიაროთ რომ ამასაც არ ველოდით მისგან პირველ დღეებში. მე პირადად მეგონა ორივე, ესპანეთიც და შვედეთიც 2-3 ბურთით უშანსოდ მიგვიგებდნენ და ჩვენი ბიჭები დავნეულები ირბენდნენ ახალი მწვრთნელის ხელში. არა და შვედეთს თანაბრად ვეთამაშეთ და ესპანეთს ღირსეულად ვებრძოლეთ. თან რაც მომწონს სანიოლის, ეროვნული ლიგის ბიჭებს მისცა შანსი და ამით დადებითი იმპულსი გაუგზავნა რომ შანსი ყველას აქვს. ამდენი დადებითი მკხდა ამ 5 დღეში და შეგვარგეთ რა შედეგი მოვა ნელ-ნელნა და თუ არ მოვა, სანიოლის ბრალი ყველაზე ნაკლებად იქნება ასე მგონია უკვე

როგორ შეიძლება რომ ესეთ წაგებაზე ნამდვილ გულშემატკივარს გული არ დაწყდეს მაგრამ !!! გეყოფათ რა გეყოფაააათ!!! საკმარისია გესმიიით !!!! ამდენი ღირსეული წაგება საკამარისია !!!
ამი
იქნებ ვინმემ ურჩიოს სანიოლს, რომ ჯანზე მყოფი ხვიჩა არ შეცვალოს.გუშინაც გამოჩნდა, რომ ხვიჩას მოედნიდან გაყვანით ესპანელებმა ამოისუნთქეს, ძალები მყისიერად გადაანაწილეს და ჩვეთვის გულგასახეთქი შედეგიც დადეს.
გია
ჩვენმა გუნდმა გუშინ მაქსიმუმი გააკეთა, მეტს ვერ მოთხოვ მონდომება ნაღდათ ქონდათ.ეგ არის რომ კლასი, ფიზიკური მომზადება და საფეხბურთო ინტელექტი არ აქვთ იმ დონეზე რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლონ.კვარაცხელია შესანიშნავი იყო, მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს.
ჯაბა
მაინც არაუშავდა, მაგრამ როდემდე? გვილია, დვალი, ბუდუ, შენგელია და ბერიხე - სუსტი რგოლი. მეკარეზეც დაფიქრდება კაცი.
დიმო
მუშტი უნდა მიერტყა და არა გაშლილი მტევანი. გეთანხმები ტრაექტორია ცუდი იყო , პოზიციაც დაკარგული ქონდა. ზუსტად მაგიტომ დაკარგული რომ ქონდა პოზიცია და კარს ვერ გრძნობდა ბოლომდე მუშტი უნდა ეხმარა. მე მაინც არ მიყვარს ერთი კაცის გაწირვა და ვფიქრობ საერთოდ არ უნდა დაერტყათ არ იყო მაგის სიტუაცია,უბრალოდ მე ასე მიმაჩნია მუშტით უნდა წასულიყო.
ზესტაფდონი
პირველი გოლის დროს მორატას მგონი შეეხო და თამაშგარე იყო..არა?!
ტორპედოელი
ესპანელები არ იმსახურებდნენ ამ გამარჯვებას... ცოტა იღბალი და მოვიგებდით...
mamuka09ze
როგორც ყველა, მეც შედეგით ძალიან გულმოკლული, მაგრამ თამაშით კმაყოფილი ვარ. არ შედრკეთ ბიჭებო, ასე და უკეთესად გააგრძელეთ. ვიცი ახლა თქვენს გულებში რა ტრიალებს, საღოლ კაშია, ხვიჩა, კაკაბაძე, კიტო, დვალი, ყველას საღოლ. ლორიამ კი სამწუხარო შეცდომა დაუშვა. არ შედრკეთ, წინ, ბიჭებო, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ბრძოლით საბერძნეთში მოვიგებთ, ვილი, აბა შენ იცი, ეს უკვე ფეხბურთია, აქამდე ფეხბურთის სუროგატს ვუყურებდით. იბრძოლეთ, და ხალხის სიყვარული გარანტირებული გაქვთ.
alexandre
სანიოლი თუ შტერია, შენ რაღა ხარ. კორექტულობა ისწავლე. დაცვაში რომ ვიჯექით, კარგად მახსოვს, წიოდი, რას გავს, შეტევა არ იციანო. სულ რომ ცენტრს არ გადავცილებოდით და მოგვეგო, მაშინ რას იტყოდი?
რაგბის ფანი
ამ გუნდს მინუს კვარაცხელია იგივეა, რაც მაკედონიასთან ვიყავით.
რატი74
იმედია კაშია შეცდომით ჩაწერე
რატი
სამწუხარო,მაგრამ კანონზომიერი შედეგი. შენგელია, ბერიხე და ბუდუ კონკრ.თამაშზე ვერანაირად!
რატი74
მადლობა ბიჭებს თავდადებისა და იმ ემოციისთვის რაც ასე მოგვენატრა. სამწუხაროდ ბოლო 15 წუთი გადაღლა დაგვეტყო და შედეგიც ამის მიზეზია. კაკაბაძე კარგი იყო მაგრამ ბოლოს დაეცა, ძალა გამოეცალა. ასევე ხვიჩაც დაიღალა და თავად ითხოვა შეცვლა როგორც ტრიბუნებიდან გამოჩნდა. კაშია ნამდვილი ლიდერია და მინდა მოვიკითხო ის ჰეიტერები რომ ამბობდნენ რა დროს კაშია და ჯაბააო. აი ცენტრფორვარდზე რა გვეშველება არ ვიცი. მთელი ერი ზივზივაძეს ითხოვდა და საშინლად უსუსურად გამოიყურებოდა. ქვილითაია გაცილებით პროდუქტიულად შემოვიდა, პირველ ბურთ მაინც იჭერდა და უაზროდ არ კარგავდა. სამწუხაროდ ემოციურად და ფიზიკურად გადაღლილები მივდივართ დასვენებულ ბერძნებთან და თუ შედეგი არ დადგა დიდად ნუ გაკიცხავთ ბიჭებს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
ზოგიერთის კომენტარი მიკვირს, ის რატომ შეცვალა, ეს რატომ შეცვალა. მწვრთნელმა ახსნა: გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც კლუბებში 90 წუთს არ თამაშობენ და ამ პრობლემამ ბოლო წუთებზე ნაკრებშიც თავი იჩინაო. მითუმეტეს ესპანეთმა შემოიყვანა დასვენებული ფეხბურთელები და ამიტომ ვილიმაც იგივე დაუპირისპირა, აბა ქანც გაწყვეტილები იყვნენ უკვე მითუმეტეს უბურთოდ რამდენი იმოძრავეს ბიჭებმა. ბოლო ბოლო გერმანიამ წააგო ამათთან 6:0 მე მადლობელი ვარ ბიჭების ბოლომდე იბრძოლეს წარმატებები მომავალში ჩვენებს.
რატი74
გეთანხმები მეგობარო, აშკარად დაიღალა. არ ვიცი ტელევიზიით გამოჩნდა თუ არა მაგრამ ტრიბუნებიდან დავინახე როგორ თხოვა აუტჩიკს წყალი მოეტანა და იმანაც მიართვა. შემდეგ შეცვლამდე რამდენიმე წუთით ადრე სამწვრთნელო შტაბთან მიირბინა და სავარაუდოდ გამოცვლა სთხოვა.
რა მაფიაა?
რა თამაშს უყურეთ თქვენ ვერ მივხვდი... კანკავა კაშია რო არა 27 გოლს გავუშვებდით... ყველაზე დიდი კლასის ფეხბურთელები არიან ნაკრებში და მაგათზე დგას მთელი გუნდი... სრული ქაოსი იქნება ამათ გარეშე... ვარანი და რეალი ხდება ძონძი რამოსის გარეშე...
ბონდოიე ქუთაისელი
ზივზივაძისგან მეტს ველოდი,მაგრამ ფსიქოლოგიურმა წნეხმა იმოქმედა,იმედია სანაკრებო გამოცდილებას მიიღებს და უფრო პროდუქტიული იქნება...
სანდრიო
ახლა გინდა გაიტნე გინდ შამოიტნე რუმბივთ გაგორევული საქრთველოს სატესტო პს ფეხბურთელბი დაგვინა შეცვლები ამ შტერმა მწრთვნლმა მერე თავდასხმა რო გამოიყვნა შეცვლზე რისი იმდი ქონდა ესპნთან? ისე დაიღლა დაცვა ბატებივით დალასლასებდნენ ბოლოს ასეთი სასცილო სტანდარტული მომნტიდან თითქოსდა დიდი არაფერიი მისაგერიებლი შეტევიდან იმიტომ გაგვიტანეს მთელი ძალით დაცვაში უნდა ჩავმდგარიყავით და დაცვა შეგვცვლა გაგვძლიერბნა რო გაგვძლო რაც უქნა საბრძნთმა რაცშხება პროგნოზს საბრძნეთი 1გოლს გაიტნს და დაჯდება დაცვაში და ვერღარ გაუტნთ
გიორგი გორგაძე
ისე გამიხარდა ვისკი-ტეკილას ნაბახუსევი გამიქრა რამდენიმე წუთი
რომა
გვილიას რას ერჩი იომა კაცმა
დიმო
გეთანხმები, მაგრამ ცოტა დაიღალა და თავდასხმაში უნდა გადაეყვანა. სანიოლს შეეშინდა და სწორედაც იმიტომ რომ დაგვაჯდნენ. მარცხენა ნახევარმცველი უნდა შემოეყვანა და ხვიჩა წინ წაეწია. თუმცა აქედან იოლია ლაპარაკი. მე ყველა შემთხვევაში ვამაყობ ბიჭებით!
სიმართლე
rasa ან თამაშზე არ გიყურებია ან ვერ ერკვევი საერთოდ ფეხბურთში (შეიძლება ზოგადად სპორტში და სპორტსმენებშიც) დღეს ყველაფერს შეიძლება დააბრალო წაგება ბიჭების მენტალობის გარდა, მეტიც, სწორედ რომ მენტალურად იყვნენ დღეს მაგრად და ბოლომდეც იბრძოლეს ბიჭებმა. P.S. მადლობა ბიჭებსაც და მწვრთნელსაც
კახა ქ.
არაა ცუდი მეკარე, მაგრამ რატო იცის ერთი ზასკოკის გაკეთება ყველა მატჩში არ მესმის.გვილია ვერ გავიგე რას აკეთებს,რას თამაშობს,კაპიკის არ გაუკეთებია არაფერი.დვალიც სუსტია ძაან,ჯაბა დაიღალა ბოლოსკენ...ცენტრ.ფორვარდის და ფლეი მეიკერის ნატურალიზება გვინდა აუცილებლად.არ ჩანს ნაკრების შესაფერისი მოთამაშე პესრპექტივაშიც.
დიმა
კომენტატორმა რომ თქვა უკვე ჩვენი ვილი სანიოლია მაშინ დავითარსეთ.სხვა კომენტატორი არ გვყავს?
emigranti
თუ ვინმე ნაკრების თამაშის უკითესობისკენ სვლას ვერ ხედავს ან მხედველობის პრობლემები აქვს, ან ფეხბურთის არაფერი გაეგება. მარტო ის რად ღირს, რომ უმისამართოთ მოგერიებული ბურთი ერთი მახსოვს მხოლოდ. ბოლოს 12-20 წუთი მაგრად დაიღალნენ, გადაადგილებისათვის აღარ ყოფნიდათ ენერგია და ვერ იხსნებოდნენ დროულად ამოსვლისას, მაგრამ ხომ ცდილობდნენ ამის გაკეთებას უმიზნოთ მოგერიების ნაცვლად. დარწმუნებული ვარ ბევრი სასიამოვნო მატჩი გველოდება. ჰო, მატჩებთან დაკავშირებით. ხუთგუნდიან ჯგუფებში ყოველ ტურში ერთი გუნდი ისვენებს. პრინციპში ისინი არ ისვენებენ, რადგან ამხანაგურ მატჩებს მართავენ. საინტერესოა ჩვენებს რომ მოუწევთ დასვენება ტურში თუ არის დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრები, ან თუ მიდის ამაზე მუშაობა.

20 წელია ფეხბურთს ვუყურებ და საქართველოსნაირი უიღბლო გუნდი და ნაკრები მეორე არმახსენდება. მართლა ოღონდ იმიტო კიარა რო ქართველივარ და რაღაც გამართლება მინდა ამით ჩვენი უშედეგობის. ეს არის უკვე ზედმეტი და ოდესღაც ხოუნდა დასრულდეს?? ესეთი უიღბლობა არვიცი ჯადოგვაქვს მემგონი
buxrika
კი კვარა საუკეთესო იყო.მაგრამ სადღაც 70 წუთიდაან უკვე ძალიან უჭირდა და დაღლა დაეტყო .და მაგიტომ გაიყვანა სამ დღეშიი საბერძნეთში გვაქ სათამაშო და ბიჭ დაიწვებოდა.ასე რო კვარა გასაყვანი იყოო.ზოგადად ყველა მაგარი ცვლილება გააკეთა.ნო არ გაგვიმართლა
ჯონი
ცენტრფორვარდის პრობლემა ძალიან სერიოზულად დგას ჩვენს ნაკრებში და ახლა როგორც გამოიკვეთა მეკარისაც დიდი პატივისცემა ლორიას მაგრამ ბოლო წამებზე ასე თამაში არ შეიძლბაა
მინდია
წავაგეთ, მაგრამ დაგვრჩა იმედი, არ გაგვიმართლა ცოტა, გადაღლაც იყო უმძიმესი გრაფიკის გამო, მაგრამ გამოჩნდა იმედი, რომ დასვენებულზე ნებისმიერ გუნდთან შეიძლება ღირსეული თამაში. კვარას ფასი მოიმატებს, თავდაჯერებულობაც მოემატება, დაგვემატებიან ბიჭები კიდევ, ღირსეულად ითამაშეს, წარმატებები მომავალ თამაშებში.
გურჯი
დაიღალაააა სანამ გაიყვანდა ბოლო 10 წუთი იმ ფლანგზე არც გადაგვქონდა ბურთი,გაუჩერებლად ირბინა,დაცვას 5 იანზე დაეხმარა და დაიღალაა ხანდახან მგონია რომ პირველად უყურებთ ფეხბურთს დებილია სანიოლი,რომ გუნდის საუკეთესო მოთამაშე და მთავარი დამრტყმელი ძალა მოეხსნა??????
ტაო
3 დღეში კიდევერთი ბრძოლა გველოდება. რთულია მაგრამ ემოციებიდან უნდა ამოვიდეთ და საბერძნეთს ბოლომდე უნდა ვეჭიდაოთ მესამე ადგილისთვის და ერთი ქულაც არ უნდა დავუთმოთ
რობსონ
მორჩა, ესპანეთთან თამაში უკვე წარსულია, 31 ში ბერძნები გველოდებიან. გუნდი გადამწვარია შენგელიამაც ცუდდროს მიიღო წითელიი
ბესო
ასე 300 არაგველივით უნდა იბრძოლოთ ბიჭებო. მადლობა ფედერაციას ქართულ ფეხბურთში აღებული სწორი კურსისათვის. მეჩვენება რომ ბატონმა სანიოლიმ გუნდი ბევრად უკეთესი გახადა.მონატრებული ემოცია მქონდა და თვალები სიხარულის ცრემლებში
ასეა
ცოტა ფართო ჭრილში შეხედეთ რა მოვლენებს. ქვეყანა წინ მიდის, ფერხბურთიც წინ მიდის. ეს ეხება ყველაფერს, ეს არის სამყაროს კანონზომიერება. გამონაკლისებიც ხდება, ოღონდ შემთხვევითობით მხოლოდ ერთხელ. ასე რომ სად მიდის ჩვენი ქვეყანა???
ეჰ
რთულია ქართველობა მაგრამ საოცრად სასიამოვნო❤️
dato
ისევ ბოლო წუთზე მარცხი,არა რა ამათ რაღაც ჭირთ გადაულახავი მგონი.თამაშობენ თამაშობენ თავსაც კი იკლავენ მარა რათ გინდა დადგება ბოლო წუთი და მერე მაინც წააგებენ,ლორია არ შეცდებოდა ვიღაც სხვა შეცდებოდა ანდა ბოლო ბოლო თავის კარში გაიტანდა რომელიმე მცველი.აგერ ნახეთ თუ საბერძნეთთან 90 წუთამდე 0-0 იქნა ბოლოს მაინც გაუშვებენ.მწვრთნელი კი არა ამათ მგონი ფსიქოლოგი და ერთი კაი შემლოცველი სჭირდებათ იქნებ რაღაც მაინც უშველონ.
სს
შეგნებულად არაფერი არ დავწერე ლორია რომ ვნახე ძირითადში შვედეთთან, მაკარიძე ბევრად უკეთესია და მამარდაშვილიც სჯობია მას, აწი ლორია ვეღარ მოუმატევს, მამარდაშვილი მაღალი კლასის მეკარე უნდა დადგეს, კვარა კოსმისია!!!
david gurgenidze
ძმაკაცობით რომ აყენებენ ტრენერებს იმიტომ წააგეს ესპანეთთან. სანიოლი გაგებაში არ არის მწვრთნელობის,რა ზამენები აკეთა და წააგო თამაში ტრენერმა!
dsag
საერთოდ 2 გოლია საჭირო ესპანეთთან ქულა რომ აიღო.
კიჭი
დასანანი თამაში წავაგეთ მაგრამ ბერძნებს მოუგებთ წარმატებები ქართველებს ყველამ უნდა უგუშემატკივროს თავის გუნდს და ოფტიმისტურად უნდა ვიყოთ ყოველთვის და არა ლანძღვა გინებით
с
ბდიშით, შემთხვევითი დისლაიქი გამომივიდა
roma bejanidze
ხო მართლა ვინც ზივზივაძეს ითხოვდით ნაკრებში ის ხალხი სად ხართ. ამ მომენტისთვის ქვილითაია არის სამწუხარო გამოსავალი და მეორე შეკრებაზე მიქაუტაძე თუ არ იქნება ძირითადში ძალიან დიდი შეცდომა იქნება. ზივზივაძე. კანკავა. კაშია. გვილია. ლორია. კვეკვესკირი ( სანაფ ფორმაში არ შევა და უკეთეს გუნდს არ მოძებნის) აღარ არიან ნაკრებისთვის სასარგებლო და აღარ უნდა გამოიძახონ რაცარუნდა დამსახურება ქონდეთ, მადლობა გადავუხადოთ ყველაფრისთვის და დავემშვიდობოთ.
joras
დალაგებული და დაწყობილი ქვეყანაა ნორვეგია,მშვენიერი ქვეყანაა ლუქსემბურგი ეკონომიკის ინდექსებით და ცხოვრების დონით, ამ ორ ქვეყანაზე ჩამორჩენილი და წაქცეული ქვეყანაა ბრაზილია და არგენტინა, ხოდა ნახე აბა ვის რამდენჯერ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი?!
ამატაკი
კარგი იყო, ძალიან კარგი და ამის თქმა არ უნდა იყოს პრობლემა. ფეხბურთი ხომ პირველ რიგში თამაშია და მოულოდნელად ბევრმა ქართველმა შესანიშნავად ითამაშა. ასეთი ჯიშიანი გოლი კარგა ხანია არ გაგვიტანია. არა მგონია პირველ ტაიმი ვინმეს არ აკმაყოფილებდეს. მეორეში კი ქვილითაიას გადამკიდე ფაქტიურად კაცნალული დავრჩით და თან ვის წინააღმდეგ. შემდეგმა შევვლებმა ხომ საერთოდ ისევ იქ დაგვაბრუნა, სადაც ბოლო წლებია ვართ და საიდანაც ამოთრევის შანსი გაგვიჩნდა. გვეღირსა ბოლოსდაბოლოს არადასტრესილი, ნორმალური ფსიქოლოგიის ბიჭები: პირველ რიგში რათქმაუნდა კვარაცხელია, გარდა ამისა გიორბელიძე, კიტეიშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლობჯანიძე, ბერიძე. ამათ სამომავლოდ დაუმატეთ ჭაკვე, ხოჭოლავა, მაკარიძე, ტაბიძე, ლოჩოშვილი და აშკარად სჩანს კარგი, ნორმალური ევროპული გუნდის ბირთვი. ვიღაც იტყვის ფორვარდებიო? მაგრამ მაგენიც რომ გვყავდეს უკვე ვიქნებოდით გუნდი. სწორედ ისინი უნდა ვეძებოთ ან ჩემპში ან ნატურალიზებით. აი საით არის მწვრთნელების სამუშაო.
roma bejanidze
და კიდე დავამატებ რომ ჩაბრაძეს სააღოლ ტიპმა მაგალითი მიცა ყველა ქართველ ფეხბურთელს რომ შესაძლებელია ითამაშო საქართველოს ჩემპიონატში და გამოადგე ნაკრებს. სააღოლ გრიგოლ ჩაბრაძეს. დარწმუნებული ვარ მეორე შეკრებაზე ამფეხბურთელებიდან 30 პროცენტი აღარ იქნება გამოძახებული.
Rag
დეფოლტად უკმაყოფილო ხალხის დასადუმებლად, ვისაც ჩვენი თამაში არ მოეწონა დღეს და ილანძღება, ესპანური ასის ეს აბზაცებიც კმარა: It has been a real struggle for Spain in Tbilisi, but they have snatched a truly vital three points thanks to that last-gasp Dani Olmo strike. Georgia's intense pressing and quick breaks made life very difficult for Spain for a large chunk of today's game, and it was hard to begrudge the hosts their half-time lead, courtesy of a composed finish by the mightily impressive Kvicha Kvaratskhelia at the end of the first 45. As Georgia tired, however, they could not maintain the ferocity of their off-the-ball harrying or offer the same kind of counter-attacking threat, and they succumbed first to Ferran Torres' equaliser, then Olmo's late strike.
roma bejanidze
ეს თამაში როსდის წავაგეთ იცით? როცა ესპანეთის ერთად ჯგუფში მოვხვდით და დავიწყეთ წუწუნი ძლიერი ჯგუფია და აზრი არააქვსო. ფსიქოლოგიური პრობლემა გვაქვს მთელ ქვეყანას და არა მარტო ბიჭებს ვინც თამაშობდა დღეს. უნდა შევეშვათ ამ წუწუნს და საქმე ვაკეთოთ. მე ბათუმელი ვარ და დინამოს თამაშზე დავდივარ. აქ 8000 გულშემატკივარი უფრო ომახიანები ვართ ვიდრე დღეს 16000 კაცი იყო აი თქვენი დანაშაულიც ეგ არის. ის ხალხი მივიდა ვისაც რამოსის დანახვა და მზესუმზირის ჭამა უნდოდა და არა ნამდვილი გულშემატკივარი. ტფუი
me
ქვილითაიამ დაგლიჯა! მაგის გამჩერებელი ნაკრები ჯერ არ დაბადებულა)))))) ხიზანიშვილი რო ასისტენტი იქნება იმ ნაკრებს ვინ მოუგებს კიდევ??)))
Rag
ოდნავი გამართლება და მოსგები თამაში იყო. 1 ნახევარ მომენტით მოიგეს. გამოცდილი სპორტული ფსიქოლოგი აუცილებლად ჭირდებათ და ფიზიკაზე ყველამ თავის კლუბში უნდა ივარჯიშოს. 110% მზად რო იქნები ესეთი რამე არ მოხდება. ფიზიკას ბევრი პროფესორობა არ უნდა, სიზარმაცეს აჯობეთ ბიჭებო და ნაკრებში ისე ჩამოდით აქ მაგის დრო რო არაა ყველამ კარგად იცით. სანამ ჯანი გქონდათ ესპანელებს ყველაფერში ვჯობდით. კვარა ჩემპიონი იზრდება, ღმერთმა უტრამვო კარიერა მიცეს!
Guja Kakhadze
თამაშის წინ მოლოდინები ნამდვილად იყო, მაგრამ... მოგებისთვის კიდევ 10 კვარაცხელია გვჭირდება!
ლევან მაღლაკელიძე
დიდი შეცდომა იყო ლობჟანიძე-კვარა-კიტე-კაკაბაძის გაყვანა, თუ რა თქმა უნდა რაიმე პრობლემა არ ქონდათ ბიჭებს. ჩვენი სწრაფი ფლანგები, ესპანელებს მთელი ძალებით შეტევისგან იცავდა, რადგან ისინი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე მეტს ზრუნავდნენ. შეცვლებმა ვერ გაამართლა. ბერიძეს ეტყობა, რომ პოტენციალი აქვს და უფრო ადრე, გვილიას ნაცვლად რომ შემოეყვანა თამაში გაკეთებული იყო. ცენტრფორვარდი არა გვყავს და მიქაუტაძის საკითხი გაურკვეველია. კანკავა და კაშია გულით თამაშობენ, მარა ნაკრების დონეს ვეღარ ქაჩავენ. და ბოლოს, ბიჯო რა უნდა ლორიას ნაკრებში გამაგებინეტ ვინმემ ხალხო. დირკაა ეგა დირკააა, ესპანეთი თავზე გაზია და სად იყო გამოსული, სად, მაგიტომაც დაურტყა იმსიშორიდან, რომ წინ იყო გამოსული. პირველი შემთხვევაა? მერამდენეჯერ ვაგებთ იმენნა ლორიას გამო ხალხო? ნაყიდიაქ ადგილი? ერთი რამ ვერ გავიგე კიდევ, მსოფლიოს შესარჩევს იწყებს ეროვნული გუნდი, ამაზე მეტი სერიოზული და მნიშვნელოვანი თამაშები არ არსებობს, და შენ, ძვირფასო ფედერაციავ მაკარიძეს არ იძახებ? მიზეზად კი ასახელებ რომ, თურმე მის გუნდს ქონია მნიშვნელოვანი თამაშები. ეს სერიოზულია ეხლა? ამას ვინ დაგიჯერებთ? დედოვშინა და კლანი რომაა ნაკრებში ლორია,კაშია,კანკავა,კვეკვე-ქვლითაიას სახით, ამას როგორ უარყოფთ? კლანის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ უნიჭოსი და უუნაროსი ? ვთქვი და ვიმეორებ სანამ ეს ხალხი იქნება ნაკრებში, ვერაფერსაც ვერ მივაღწევთ, ვერააა. თუ ვინმე იყო დღეს შესაცვლელი, კანკავა,გვილია და ზივზივაძე უნდა შეეცვალათ მეორე ტაიმის დასაწყისშივე, მეხუთე მცველი უნდა დაემატებინა სანიოლს, გრიგალავა ხომ უჯდა? კაკაბაძეც ამოისუნთქავდა ამით და გრიგალას ბურთის ამოტანა ლამის საჯარიმომდე შეუძლია, პასიც ეხერხება და დარტყმაც, ხისტიცაა და ჯანიანიც, რად უნდოდა ჩაბრაძე? მერე ბერიძე შეეშვა ზივზივაძის ნაცვლად ცენტრში, ხოლო კანკავა გვილიას ნაცვლად პარუნაშვილი-აბურჯანია. ან შენგელია, ან ჯიღაური ბოლობოლო. საბოლოოდ გამოჩნდა და ამას ყველა ხედავს რომ ეგ კლანი გასაშვებია. ეს თამასი მოგებული იყო, რომ ნორმალური შეცვლები ყოფილიყო. კომენდატორები ცალკე თემაა. ვითამასეთ მაგრამ წავაგეთ. ვაი თქვენს პატრონს უბედურს. სირცხვილი აღარა გაქვთ? დვალიშვილი გამოიზახეთ და ნავალოვსკი, აკლია ნაკრებს.
რომა
დასანანი მარცხი იყო... ქვილითაია და ლორია გეყოთ ნამუსო და წადით რა. მადლობა ყველაფრისთვის მაგრამ გზა დაუთმეთ ახალგაზრდებს.... რატო უნდა ამჯობინო კვიპროსის ჭე ლიგის მეკარე ლალიგა ორის ერთ ერთი საუკეთესო მეკარეს? და თუ ახალგაზრდებს ვაწვებით მაშინ მამარდაშვილი აქედანვე შეაჩვიონ ნაკრებს.... კვარა ჩაკვე წიტა... უჰ რა კაი შეტევა იქნება..... ცენტრ ფორვავრდი სანახავია და მარცხენა მცველს მოსამატებელი აქვს....ნინუაც გამოსაძახებელია ნაკრებში ერთი წესიერი კაცი მაინც გვყავდეს ჯარიმის გამტანი.
სოსო
ნაკრებმა დაამტკიცა,რომ თამაში შეუძლია.ძალიან ძნელი იყო სამდღიანი შუალედით ორი ასეთი თამაშის ჩატარება,მით უფრო,რომ ჩვენი ფეხბურთელები,არასოდეს გამოირჩეოდნენ,დიდი ფიზიკური მომზადებით,მაგრამ სანამ შეეძლოთ,სასიამოვნო იყო,მათი ყურება.პირველ ტაიმში,ნაკრები მწყობრად თამაშობდა.შეტევაში სანიოლმა სწრაფი ფეხბურთელები დააყენა და რამდენჯერმე მათ კარგი კომბინაციაც გაითამაშეს.გოლის ეპიზოდში,ხვიჩამ მოულოდნელობაზე გააეთა აქცენტი და მარცხენა ფეხით დაარტყა,რაზეც მეკარე მზად არ აღმოჩნდა.ხვიჩა ხომ მემარჯვენეა.მეორე ტაიმში ესპანელებმა დაწოლა გაზარდეს და გამოჩნდა,რომ ფიზიკასთან ერთად ბურთის დამჭერი და კარგი პასის გამკეთებელი გამთამაშებელი არა გვყავს.ალკანტარამ კი,უცბად დაალაგა ესპანელების თამაში,თავისი შედეგებითურთ.ხვიჩამდე ბურთი აღარ მიდიოდა და რაკი პირველ ტაიმშიც ბევრი იშრომა,სანიოლმა ის დაასვენა,შეცვალა სხვა შემტევებიც,თუმცა შეცვლაზე შემოსულებმა,საერთოდ ვერ შესძლეს,ურთიერთმოქმედების მოგვარება.რამდენჯერაც შეტევის კარგი შესაძლებლობა მოგვეცა,იმდენჯერ არასწორად გაიშალნენ და ერთმანეთს პასი ვერ მიაწოდეს.შესაბამისად ვერც ესპანელთა დაცვაზე გააკეთეს დაწოლა,ვერც ბურთი დაიჭირეს და თვითონაც ჩაქრნენ.შენგელიამ კი,წითელიც აიკიდა,არაფრისმომცემ მომენტში.მას სავარაუდოდ,ბერძნებთან მოუწევდა სრული დატვირთვის მიღება.ახლა კი,ისევ გადაღლილ ბიჭებს მოუწევთ,ბერძნების დაწოლის გაძლება.არადა მისი თამაში,სწორედ ბერძნების საწინააღმდეგოდ იქნებოდა ზედგამოჭრილიდარჩენილ წუთებში,სწორედ ქვილითაიას,ბერიძეს და შენგელიას უნდა დაეტვირთათ თავი მაქსიმალურად,რომ ესპანელთა უკანა ხაზს,ბურთის გათამაშების საშუალება შეზღუდვოდათ,ისინი კი,პასიურად შეჰყურებდნენ და მთელი სიმძიმე,უკანა ხაზს დააწვა.საიდანაც ლორიამ მეორე ბურთი გაუშვა,იმ ადგილიდან ძალიან ბევრს გააქვს გოლები,შორეულ კუთხეში და ისიც ამიტომ გამოვიდა ცოტა წინ.ბურთი თუნდაც 1 სანტიმეტრით მეტად რომ მოეგერიებინა,კარში ვეღარ შევარდებოდა,ძელიდან,მაგრამ არ გაუმართლა.კარში რომ დარჩენილიყო,სავარაუდოდ,ამნაირ დარტყმას,საერთოდ ვერ მისწვდებოდა.ძალიან სამწუხაროა,ასეთი თამაშის წაგება,თუმცა გუნდი ბოლომდე დაიხარჯა და ესპანელებთან წაგება,არავისთვისაა სამარცხვინო.მით უფრო ძნელი იქნება ძალების მოკრება საბერძნეთისათვის,ფიზიკურიც და მორალურიც,ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად გვერდით უნდა დავუდგეთ,მით უფრო,რომ დღევანდელი თამაშით,პატივისცემა ნამდვილად დაიმსახურეს.ჩვენ ვნახეთ როგორ თამაშობენ ეს ბიჭები და კიდევ გვყავს ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე.აი ისინიც თუ ჩადგებიან ფორმაში,მაშინ საკმაოდ შემტევი და ბრძოლისუნარიანი ნაკრები გვეყოლება.
ქომაგი
მერამდენედ უნდა ვტქვათ რომ დასანანია,რომ ვითამაშეთ და წავაგეთ. რო თამაშობ და წააგებ ესაა ცუდი. შეიძლება ამ ბიჭებიდან გუნდის აწყობა ,მაგრამ თამაში არის სასტვენამდე და არ შეიძლება საჯარიმოში იყო შეყუჟული ვინც არ უნდა გიტევდეს. მეტი აგრესია წინ თამაშში.ფაქტია არ გვყავს ბურთის კარგი გამნაწილებელი და დირიჟორი.
რობიზონი
მთელ თამაშში კარში სულ ორჯერ დავარტყით და რითი ხართ კმაყოფილები? შვედეთთან მატარებელი ჩავაყენეთ, ესპანეთთან იგივე ვითამაშეთ. საბერძძნეთს მოვუგებთო. სანამ მეორე ნომრად ვითამაშებთ, ვერავის მოვუგებთ. ფიზიკურად ძალიან სუსტები ვართ, ორ ტაიმს ვერ ვუძლებთ, დამატებითი დრო რომ ყოფილიყო 3 ბურთს კიდევ გავუშვებდით. ჩაკვე, წიტა, კვარა, კიტე, ჟორჟი-ესენი არიან ნაკრების მომავალი და იმედი. შეიძლება დავამატოთ ლობჟანიძე და ბერიძე. ქვილითაია, შენგელია, გვილია, კვეკვე, აბურჯანია- არ არიან ნაკრების დონის. არვ ლორია.
mmm
ორი წუთი მაინც დაემატებინათ მაგათი...... რა ამბავია ოთხი წუთი, მაგრამ მადლობა მწვრთნელსაც და ბიჭებსაც
მიშა
ნამდვილად
ირაკლი
შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ბურთმა ისეთი ტრაექტორია მოხაზა,ლორია ერთი-ორი ნაბიჯით უკან რომ მდგარიყო, ვერც შეხებოდა... მაგრად დაარტყა ძალიან
ოზუზი
ბალეტიც, რომ არ არის? რა ვქნათ?
dinamo
არ დაიწყოთ ეხლა ლორიას ბრალია, დაცვის ბრალია... ეს არის მართლა უიღბლობა, თუნდაც შვედეთმა რა გოლი გაგვიტანეს ახმახი იბრაგიმოვიჩის უაზროდ მოქნეული ფეხი მანაც რომარ იცოდა ბურთს სად გზავნიდა საგოლე პასად იქცა, ეხლაც ეს შორეული დარტყმა. არ ვიცი რაა ამ უიღბლობას რა ეშველება, 1 არხზე წამყვანები შეგვეცვალა ვსინჯოთ ერთი იქნებ გვეშველოს. ეს სანიოლი კიდე სად იყო აქამდე, იმ ვაისის თუ ვუისის მაგივრად მწვრთნელად ეს გვყოლოდა მაკედონიას მოვუგებდით კიარა გადავუვლიდით
გურამი
წავაგეთ და ბედნიერები ვართ გულშემატკივრები ერი ხარობს((( ესპანელებმა მოიგეს და კრახს უწოდებენ თავიანთ თამაშს!! აი განსხვავება მენტალიტეტში!!ხოდა იხარეთ და იბედნიერეთ!! მე პირადათ ესპანეთი კი არა მსოფლიოს ნაკრებიც რომ იყოს იმასთან წაგებაც გულს დამწყვეტს!! ხოდა მაინტერესებს ამ კომენტარების ავტორებს რა გაჟრიამულებთ??
11
რა ანგარიშითაც არ უნდა დასრულდეს თამაში, როცა გუნდი სულს და გულს დებს და ყველა ბოლომდე იხარჯება, აუგს ვერ ვიტყვი.
გულშემატკივარი
იმედია განხილვები იქნება ლორიამ დაგვღუპა,ქვილითაიამ კაცნაკლული დაგვტოვა,შენგელია ზოგადად უდისციპლინოა,ეს გვილია კვეკვესკირი ვიეტნამში გაუშვით,კაშიამ გამაკვირვა,ჯაბა გადაწყდა შუაზე,ამ კაცს შემცვლელი უნდა ასაკშია უკვე,სანიოლ 10 ქულას დაგიწერდი მაგრამ ქვილითაიას შემოთრევა რა იყო არც კვარა უნდა გაგეყვანა ბოლომდე გაქაჩავდა და ეგ და ბუდუ წნეხში ამყოფებდნენ ესპანეთს,როგორც კი ეს არაადეკვატური ხე გამოიყვანა ცხადი იყო წავაგებდით
kaxi
ზივზივაძე ბუდუ. sory!
jango
ვერ ატყობდით რომ ენერგია არ ჰყოფნიდა იმ ბიჭს მეორე ტაიმში? ჯერ არაა მზად რომ 90 კი არა 60 წუთის სრული დატვირთვით ირბინოს, აცალეთ და მოჯანიანდება.
გიორგი
გერმანიამ 0:6 წააგო ამ ცოტა ხნის წინ ესპანეთთან. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ: რამდენი ელოდებოდა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 1-0 იქნებოდა ჩვენს სასარგებლოდ? ესეთი მონდომებით ვითამაშოთ ყველა თამაში და რა შედეგიც დადგება, ვნახავთ. მადლობა ბიჭებო, თუნდაც ბედნიერი პირველი ტაიმისთვის !!!!!
IMERELI
ნაკრებს თამაშები პრაქტიკულად ყოველ მეორე დღეს აქვს და სულის მოთქმა არ ჭირდება ფეხბურთელებს თუნდაც ხვიჩას? შენგელიას ბევრი დაკარგვა ჰქონდა და დავიღუპეთ. წითელი ბარათის ეპიზოდში შეცდა.
გეგი
დღევანდელი ფეხბურთი არის ფიზიკურ მომზადებაზე აგებული სტრუკტურა,როდის უნდა შევიგნოთ ეს?ამათ ვინც გინდა მოუყვანე თუ ფიზიკური მომზადება არ გაქვს ჩააგდებ ყოველთვის თამაშს.
B.k
გეთანხმები სრულიათ
გულშემატკივარი
ქვილითაია 0,კვეკესკირი 0, გვილია 0,ლორია 0,დროა აბურძგლოთ ნაკრებიდან დავიტანჯეთ თქვენი ფაფხურით,მაკარიძე ან მამარდაშვილი,გვილიას,აბურჯანიას,კვეკესკირს ისევ მუშა დაუშვილი მირჩევნია,იმედია მიქაუტიძე და ჩაკვე დაგვემატებიან და ამათ აღარ გამოიძახებს ნაკრებში...კიტე მშვენივრად აზროვნებს,კვარა უკომენტაროდ,ამ ქვილითაის აზროვნების უნარი ნოლი 0,გაიტანეთ ეგ სურათი
თემო
როდემდე შეიძლება ეს "კარგი თამაშით" წაგება გვიხაროდეს?მოკლედ არაფერი გვეშველება სულ ესეთ ჭაობში ვიქნებით.რა კარგად მახსოვს ტოპმიულერიი ახალი დანიშნული ყავდათ და მაშინდელ სასწაულ საფრანგეთის ნაკრებთან პარიზში მხოლოდ მინიმური მარცხი 1:0და მაშინდელი კომენტარწბი,იგოვეა ზუსტად ეხლაც,ერთი და იგოვე წრეზე ვტრიალებთ მოკლედ..
ნიკო
ყველას და ყველაფერს ეშველება, არ ეშველება არაფერი ამ...ტელეკომენტატორს! ეგ ვინაა? მოგზავნილია? გასკდა რა გული. DDDDD.
rasa
"ეს იყო მოგების ტოლფასი წაგება" - კოტე მახარაძე, 1996 (პერუჯაში იტალიასთან 0-1 დამარცხების მერე) ოღონდ 'მოგების ტოლფას წაგებაში' 0 ქულა იწერება სატურნირო ცხრილში და მაინც რანაირადაა მოგების ტოლფასი - ბოლომდე ვერ გამიგია.
ჯუჯი
კლასი ძამია კლასი. ისე ხვიჩა არ უნდა გაეყვანა, თუ დაღლილი არ იყო.
beqa
მოგებაზე უნდა ითამაშო რო არწაააგო!! წაიკითხეთ კრუიფის წიგნი
აჩი
ქართულად წავაგეთ მართლა რა გვჭირს ბოლო წუთებს ვეღარ უყურებდი წნევამ მგლიჯა ლამის
sul2
კიტეიშვილის შემცვლელის არყოფნა მთავარი პრობლემაა
jjj
რა შუაშია ფიზიკა და გეომეტრია დაგდებულიყო ლორია თავის ადგილას და აღებული იყო ბურთი,
ვახო...
უიღბლობა და ლაფსუსუ შეცვლაში... საქმე ეხება ხვიჩას შეცვლას, რადგანაც კვარას მოედანზე ყოფნის დროს, ესპანელები ძალიან დიდ კონცეტრაციას ახდენდნენ ხვიჩას თამაშზე და მათი მარჯვენა ფლანგი ინერტული იყო ამის ხარჯზე... პლიუს, კვარა არამარტო ძალიან კარგია შეტევებში, ასევე ის ძალიან კარგად მუშაობს დაცვაში და ამისათვის, მას, მენტალური და ფიზიკური კონდიციები წესრიგში აქვს.
დევკალიონი
გეთანხმები აბსოლუტურად, ერთადერთი ხვიჩა კვარაცხელია არის მოედანზე ვისაც არ ეშინია არცერთი მოწინააღმდეგე გუნდის ,ეს მთელს გუნდზეც ვრცელდება, ის ფაქტიურად პოზიტივის და იმედის წყაროა,მისი გაყვანა წარმოუდგენელი სიბეცეა,სანიოლიმ მაგ ნაბიჯით გუნდის ფსიქოლოგიური სიმტკიცე შეამცირა ,თან ბოლო წუთებზე, ფაქტია ხვიჩა წარმატებისთვის არის დაბადებული და გამარჯვებისთვის ,ასევე, იმედია ჩაკვეტაძე მაგრად გააძლიერებს ნაკრებს,ბერიძე მეტ დროს იმსახურებს აშკარად, უშიშარია ,ლომები იგებენ ბრძოლას!
ისიდორე
რა უბედურებაა ხომ შეიXლება კარში სხვა რომ დადგეს. სად იყო გამოსული ასაღები ბურთი გაუშვა.
mirosan
სანიოლს რას ვერჩით, ჩვენი "მკვდრები" ვიტიროთ ჩვენ...
ემიგრანტი
კვარაცხელია და კიტეიშვილი არ უნდ აშეეცვალა ჩემი აზრით
B.k
აქაც ჩაწყობითაა თუ რა ხდება??
gio
მე ასეთი მებრძოლი ჩვენი ნაკრები არ მახსოვს, თანაც ესპანეთთან! დღეს გაცილებით უკეთესად ითამაშეს ვიდრე მაგალითად 2011 წელს ხორვატიასთან თბილისში. ეს არ არის ის შემთხვევა, რომ მხოლოდ "კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ". ეს გაცილებით ძლიერი თამაში იყო ჩვენი ბიჭების! რაღაც ახალი იყო დღეს, ახალი გუნდის დაბადება, ნამდვილად უშიშრის და ნამდვილად მებრძოლის! ასეთი უშიშარი ბრძოლა იყო მსოფლიო გრანდთან და თამაშის უმეტესობა ხომ შევბოჭეთ და ვანერვიულეთ. სულ მომართულები იყვნენ ჩვენები (თუ 15-20 წუთს არ ჩავთვლით) რომ ბურთი აეღოთ და შეეტიათ! გასაქანს არ ვაძლევდით ესპანელებს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეხლა რაც შეეხება მომავალს - მთავარია ეხლა არ ჩამოყარონ ყურები. სწორად ეხლა! გააგრძელონ მუშაობა და დაივიწყონ დღევანდელი წაგება. თუმცა ახსოვდეთ, რომ დღეიდან საქართველოსთვის დაუმარცხებელი გუნდები აღარ არსებობენ! ეს მინდა, რომ ბიჭებმა აუცილებლად ირწმუნონ!
ვაი, ვაი!
თუ თამაშს უყურე და მაინც ზივზივაძე გგონია უკეთესი, ხომ არ აჯობებს ხოკეიზე გადაერთო?
gio gio
ბერიძე ბერიძე აი 100 % წაგების მიზეზი, არ გეწყინოს ძმაო . ყველა კომპონენტში დაჩაგრეს სისწრაფე დრიბლინგი საჰაერო ბრძოლა, არ უნდა იძახებდენ ასეთ ფეხბურთელებს ნაკრებში
ტორპედოელი
კაი რააა, ერთხელ ხო შეიძლება ბედმა ჩვენც გაგვიღიმოს... ასეთი დასანანი მარცხი არ დაგვიმსახურებია... არადა ყველაფერი კარგად მიდიოდა... სანიოლს დრო რომ ქონოდა და ცოტა ადრე დაენიშნათ დარწმუნებული ვარ დღეს მოიგებდა...

ქვილითაიას გამოყვანის აზრი ვინმემ გამაგებინეთ რა. დაცვას ვერ ეხმარებოდა, სისწრაფე არ აქვს და ტექნიკა - ბურთს ვერ წაიღებდა ცარიელი სივრცისკენ და ... ფაქტ. 10 კაცი თამაშობდა მაგის შემოსვლის მერე. კონტრშეტევებზე საერთოდ რა საჭირო იყო ასეთი ფეხბურთელი. გოლამდე ასე საერთოდ რატომ ავიდა მთელი გუნდი მარცხენა მხარეს და მოარღვია დაცვის და შუა ხაზიც? უეჭველი იგებდა ქვილითაია ბურთს და ჩვენ გვრჩებოდა? ყველაფერს ლორიას არასწორი პოზიცია დაემატა და ... ძალიან საწყენია ამდენი შრომა რომ წყალში ჩაიყარათ ისევ თავისივე შეცდომით.
მ.მ
მოკლედ ახლა ამოვედით ისევ იმ დონეზე კარგად რომ ვთამაშობთ და ვაგებთ, ნელნელა ფრეზეც ვითამაშებთ და თუ პროგრესი გავაგრძელეთ მოვიგებთ კიდევაც. (ძლიერ გუნდებს ვგულისხმობ) ასე რომ ყველაფერი წინაა.

ჩემი აზრი ასეთია - ფიზიკურად ვერ გავძელით. ეს არის დღევანდელი ფეხბურთი. ვითამაშეთ მაქსიმუმი, მაგრამ კიდევ გვაკლდა ერთი - გოლის გატანა. მოინდომეს, ყველაფერი გაიღეს, მაგრამ გოლის გატანას ძალა და ღონე უნდა. წინ გავრბოდით ბურთიანად, მაგრამ ძალა აღარ გვყოფნიდა გოლის გასატანად, თორემ იყო მაგის შანსიც. მეკარის შეცდომაც მაგ ფიზიკური გამძლეობის ბრალი იყო. მთელი თამაში უშეცდომოდ ჩაატარა და ბოლოს ორი ნაბიჯით წინ იდგა. ძალიან მძიმეა უბრალოდ ამდენჯერ იმედი მოგეცეს და ბოლოს მოგიკვდეს.

პროგრესი აშკარაა, ესეთი დაცვა 30 წელია არ გვყოლია. 2 ტაიმი რომ გიბაგუნებს ესპანეთი, საკუთარი მოედნიდან ნახევარ დაცვას ბურთი რომ ვერ ამოაქვს და ორ ძაან შემთხვევით გოლს გაუშვებ, ღირსების მედალი უნდა დაგკიდონ. საღოლ დაცვა განსაკუთრებით კაკაბაძე.
gio
ირაკლიმ დადო ყველაზე სწორი კომენტარი ჩემი აზრით
ტოტტი
რამდენი ხანია ვიძახი ჩაანაცვლეთ ლორია მამარდაშვილითთქო და სანამ არ დაღუპა გუნდი არ ქნეს აწი მგონია რო აღარ დააყენებს საბერძნეთთან სანიოლი. ეგ მომწონს სანიოლში რო გარანტირებული არავის აქვს ნაკრები ადრე როგორც იყო
Axali
Kiteishvili sauketeso iyo
emigranti
მადლობა ბიჭებს თავდადებისათვის. მწვრთნელის ხედვაც გასაგებია და პერსპექტივაც ჩანს. მალე კიტეიშვილი და მიქაუტაძე დაგვემატებიან და თუ მარადიშვილსაც დაითანხმებენ აღარ გაგვიკვირდება ესპანეთთან თანაბარი თამაში. მთავარია თავად ირწმუნონ, რომ არავიზე ნაკლები არ არიან და ლაღად ითამაშონ...შეუძლიათ.
გიორგი
სანიოლის რა ვუთხარი ქვილითაიას შემოყვანისთვი !!! რაც მაგან შვეციასთან გვიქნა მაგას კაცი შემოიყვანდა??? კვარაცხელია გაიყვანო და ქვილითაია შემოიყვანო???
გენა
ზივზივაძემ ფაქტიურად კაცნაკლულუ გვათამაშა. ტყუილა იყო. ახლა მაინც ნუღა დაიწყებთ არიქა ბუდუ გვინდაო. ქვილითაია გამოჩნდა რომ ამ ეტაპზე უალტერნატივოა.ამოტანილ ბურთებზე ბევრად უკეთესი იყო
ზაზა
ჩემი აზრით კვარაცხელიას გაყვანა არაფრით არ შეიძლებოდა....კვარაცხელიას შემთხვევაში ესპანეთი ასე ვერ შემოგვიტევდა....აი ნახევრ დაცვაში კი იყო ცვლილება საჭირო....ერთი შეცდომა და წაგება...დასანანია...მაგრამ ყველაფერი გამოგვივა....წინ ბიჭები....
lasha
"ეგ რა ჭირი გვჭირს ტოო"
buba
ეს რა ჭირი გვჭირს?!!! ვინ დაწყევლა ასე ეს ნაკრები, ყველა თამში ბოლო წუთზე წააგეთო?!!!... ან ცხვარი დაკალით!!! ან შამანი ნახეთ სადმე რომ გამგვილოცოს!!! ეს რა ჯანდაბაა!!!
jjj
ეგ რაღა შუაშია?
სტალინი
ბიჭებსაც მადლობას ვუხდი ყ ვ ე ლ ა ს და მწვრთნელსაც, ცხოვრებაში პირველად, წაგების შემდეგ................
rasa
მუდამ უიღბლო არავინ არ არის, რადგან მუდამ უიღბლობა როგორც წესი რაღაცის ბრალია. საქმე არ არის არც სიღარიბეში, არც ჩვენი მოსახლეობის სიმცირეში და არც კლასის ან ნიჭის, ან თუნდაც იღბალის დიდ ნაკლებობაში. საქმეა დამარცხებულ მენტალობაში. მაკედონიელები რომ ევროპის ფინალურის საგზურისთვის ჩამოვიდნენ, გახსოვთ თამაშამდე რა დიდ გულზე იყვნენ? თითქოს იცოდნენ ჩვენი ფატალისტური მენტალობა. დაგვთრგუნეს და მერე მართლაც მოიგეს, არადა კლასით ჩვენზე დაბალი თუ არა ჩვენნაირი გუნდი იყვნენ. ესპანეთთანაც არავინ ითხოვს მოგებას, მაგრამ 0-1-ს რომ იგებ, ეგრევე ეტყობოდათ რომ მაინც იცოდნენ რომ წააგებდნენ ბოლოში. მოეკვეთათ მუხლები და მიაფუჩეჩეს ბოლო წუთები. ასეა სულ. ლომივით უნდა იყვნენ და არა კურდღლებივით, მაგრამ მაგას ვილი სანიოლი კი არა, კარგი სპორტული ფსიქოლოგი ჭირდება.
გურამი
აქ ლაიქებს და პოსტებს ფედერაციადან წერდნენ და ალაიქებდნენ! ან საბავშვო ბაღიდან! ის ქვეყნის გულშემატკივარი პოზიცია რომლისთვისაც ფრე მოგების ტოლ-ფასია, იმ ქვეყნის ნაკრებს არავითარი მომოვალი არ გააჩნია!!!!!!!!!!
ეე
არველაძე გამოდი გიცანით
givii
როგორც ყოველთვის, ისევ კარგი წაგება და პროგრესი აშკარაა შეგვრჩა ხელში
ჟორა
რეალურად ესპანეთის ნაკრები უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან შესდგება ვიდრე მუდამ " იმედისმომცემ- პერსპექტიული" რუსეთ- უნგრეთ- კვიპროსის მეორე ლიგის "ვარსკვლავებისგან" შემდგარი საქართველოს ეროვნული ნაკრები .რას ერჩით ან ლორიას,ან სანიოლს,ანდა რას ერჩოდით ქეცბაიას თუ ვაისს? რაც გვყავს,ის გვყავს.30- 40 წუთი მოძრავი "ფუტბალისტები".ანდა რატომ ელით რომ გაუბედურებული და გაპარტახებული ქვეყნის ნაკრებს რაიმე შედეგის დადება შესწევს?

ქვილითაია არა კაჭარავა კიდე...რა უნდოდა ამ ხალხს ნაკრებში?!თუ მაინცდამაინც "ფეხბურთელი" უნდა ერქვათ იყვნენ თავის კლუბებში.ნაკრებში არაფერი ესაქმება ასეთ მოთამაშეებს.
მამუკა
ჩავარდა ბოლო წუთზე ნახევარდაცვა და მცველებმაც ვერ დააზღვიეს, ლორია ალბათ უკვე გასახდელისკენ მიდიოდა.... მთლიანობაში ცუდად არ ითამაშეს, ცენტრფორვარდი გვჭირდება რომელიც ბურთს მიიღებს და გაანაწილებს შეტევის დროს, საინტერესო იქნებოდა მიქაუტაძის ნახვა ძირითადში, მოძრავი ბიჭი ჩანს
ოზუზი
ბურთს საჯარიმოდან, რომ ვერ ამოიტან რაზეა პრეტენზია? ძალიან საწყენია მგრამ, კლასმა გაიმარჯვა.
ემზარ -ზვიადის
გვილიას შემცვლელი ათენში ინახება კიდეც და კვარას რომ რამე მოუვიდეს მერე? ხომ ხედავ შენგელიას წითელი აქვს უკვე.ეს ერთი ,და მეორე ამ ერთ თამაშში წყდება ყველაფერი? ძალები არ უნდა გაანაწილო? თუ ჩვენებს რომ მოეგოთ ვინმეს რამე ილუზია რჩებოდა რომ ამ გრუპიდან გავიდოდით? ....წინ კიდევ თამაშებია და გუნდია ჩამოსაყალიბებელი.....ხომ არ გავიწყდება ვის ვეთამაშებოდით ...
შოთა
ფიზიკურად ვერ გავუქაჩეთ....
დემური
ეს ნაკრები თუ არ ჯობდეს ვაისის დროინდელ გუნდს! მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის! ხვიჩა საოცრებაა.
ზესტაფდონი
ხო რა ,როგორც კი ახსენა ერთ-ერთმა 2012-ში რო 1-0 მოგვიგეს ის თამაში და მეორემ გააწყვეტინა ლაპარაკი არ ახსენო ეგ თამაშიო ე მად გავიფიქრე რო დავითარსეთ...შეიძლება არასერიოზულია მარა ფაქტია...გამაღიზიანებლები არიან...
ერორ
არიმსახურებს ვილი სანიოლი ჯერჯერობით ლანძღვას არაა
დასანანი
თუ მოგება გინდა და შეტევას აძლიერებ და მსგავს ცვლილებებს აკეთებ, ეს დაცვაში ავტობუსიიი არმესმის რატომ დგებაა, როგორც თავიდან დავიწყებთ პრესინგიი ისევე უდნა გაგრძლებულიყო მეორე ტაიმში.
დათო
რაც ქვეყანა გვაქვს ისეა ყველგან მათ შორის ფეხბურთშიც , ... ჩასვრილები ....
აკო
არავინ დაწეროთ რომ ბიჭებმა კარგათ ითამაშსო. ვინც მაგ აზრზე ხართ წადით ბალეტს უყურეთ...... ორი ღერი ნერვი მქონდა დარღენილი და ისეც მომისპეს. მადლობა კვარას! კიტეს! კაკაბაძეს! ჯაბას და კაშია! გვილია და ქვილითაია ნამუსი იქონიეთ და წადით საქმე გამონახეთ!

საღოლ დაცვა! 100 ქულა! ყველანი ტოპ კლუბებში! :)) კვარაცხელიაზე ლაპარაკი ზედმეტია. დანარჩენებმა თამაში ისწავლეთ!
პაატა
რამდენჯერ უნდა ვნახოთ ასეთ შედეგები. რით ვერ გავიგეთ და რატომ ვიშლით ნერვებს, რომ ფეხბურთი ჩვენი თამაში არ არის. გავანებოთ თავი. ყოველ დღე მაინც ამაზე ვსაუბრობთ. რა-ამერიკა თუ ფეხბურთში განვითარებული არ არის, ვერ ცხოვრობს კარგად :)))))
დავით 67
როგორაა ის მივიწყებული ფრაზა. "კარგად ითამაშეს მაგრამ წააგეს." დიდი ანგარიშით რომ არ წააგეს არ ხართ კმაყოფილი?
Irakli
დასანანია ასეთი მარცხი, დღეს იღბალი არ იყო ჩვენს მხარეს, მაგრამ ჩვენს მხარეს იყო თავდადება, თავის არ დაზოგვა და ბოლომდე ბრძოლა უძლიერეს მეტოქესთან, გილოცავთ კარგ თამაშს, ბრძოლას და მომავლის იმედს, ასე გააგრძელეთ ბიჭებო, წარმატება მო ა!
ოკ
ეეერთხელ ხო შეიძლება რო ჩვენც გაგვიმართლოს ერთხეელლლლ
დიმო
მოვითხოვოთ ყველამ მოვითხოვოთ: სიმსივე ნაკრების კომენტატორად,რომელ არხზეც არ უნდა იყოს რეპორტაჟი!
Ika
მეორე ტაიმის მომგონს გავარტყი
100%
თამაშში ერთი სისულელე ყოველთვის უნდა გააკეთოს.
ბოკინიო
პირველი არხი ხო საზმაუწყებელია? და გავაგზავნოთ პეტიცია მე სამეგობროში ადამიანი არ მყავს ვისაც ეს კომენტატორები მოწონს!!!
არჩი
გული არ გავიტეხოთ! მთავარია, გვყავს მწვთნელი, რომელსაც შეუძლია სწორი გადაწყვეტილებების მიღება და გუნდის გაკეთება. გვყავს მომავალი ვარსკვლავები - კვარაცხელია და ჩაკვეტაძე და ახალგაზრდა იმედისმომცემი ფეხბურთელები. ძნელია ასეთ დატვირთვას გაუძლო და ბოლოს დაიღალნენ. კიტეიშვილიც მშვენიერი, გონიერი ფეხბურთელია. ქვილითაია რითი ჯობია ზივზივაძეს გამოჩნდა - ჩვენს ტაქტიკას ჭირდება ფეხბურთელი, რომელიც დაცვიდან ამოტანილ ბურთზე იბრძოლებს და დაიმაგრებს. ფიზიკური ძალები თუ გვეყო, საბერძნეთს სტუმრად მოვუგებთ.
ზვიადი
ეგეთ ფრეს წაგება სჯობდა! როგორ ყველა ნერვების მომშლელი აქ უნდა ჩამოიყვანოთ?? კაცი კვარაცხელიას რომ გაიყვანს და გვილიას დატოვებს ის ნაკრები მეტის ღირსია! ქვილითაია ხომ)))))
ზესტაფდონი
დამეგლიჯა ნერვები ეს რა უიღბლობაა გვჭირს რა არი?!...იქნებ ახლა ვინემ რამე ცუდი დაწეროს ჩვენს ნაკრებზე...დაგლიჯეს ბიჭებმა...საქართველოს გაუმარჯოოოოს!!!

ისევ წავაგეთ ფეოლა!!! ეხლა არ დაიწყოთ ესპანეთთან წავაგეთ მერე რა მოხდაო!!! ამოვიდა ყელში ამდენი წაგება და მერე უაზრო ახსნები რატომ წავაგეთ!!! ლორია დიდი ხან არ გქონდა შეცდომა დაშვებული როგორც იცი ხოლმე და დრო იყო უკვე!!!
Gko
Es komentatoreebi sitarsis gansaxierebebei arian agar waayvaninot sxva naxet ra
სიმართლე
ვიყავით და ვართ ჯერჯერობით პამპერსის ღირსები , იმედია მომავალში ამ დღეში არ ვიქნებით
x
loriaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa amas kvia gundis dagalateba, dadeki chen adgilas sad midixar bolo cutebia, rodis unda viscavlot discipkina.
Imeda
სუსტი გუნდი ვართ არ გადიოდა ბურთი და მეკარემ ივაჟკაცა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]