ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება

საქართველოს ნაკრებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ესპანეთთან მარცხის (1:2) შემდეგ გთავაზობთ ფეხბურთელთა და მთავარი მწვრთნელის ჩვენეულ შეფასებას.

გიორგი ლორია (5.5) - წინა შეხვედრისგან განსხვავებით, გიორგი ლორიას ე.წ. მკვდარი ბურთი არ მოუგერიებია, მეორე გაშვებული გოლი კი, დიდწილად, მისმა შეცდომამ განაპირობა. "ანორთოსისის" მეკარეს ისევ უჭირს თამაშის ზუსტი პასებით განახლება.

ოთარ კაკაბაძე (6.5) - "ტენერიფეს" მცველს ეროვნულ გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა. იგი საგოლე ეპიზოდშიც მშვენივრად გაისარჯა და სხვა შემთხვევებშიც თამამი იყო. კაკაბაძეს დრიბლინგები გამოსდიოდა, მასზე რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და ბურთთან 55 შეხებაც ჰქონდა. მარჯვენა მცველმა საკუთარ კართან სახიფათო სიტუაცია ხუთჯერ განმუხტა. დროთა განმავლობაში ოთარს დაღლა დაეტყო, რაც მანამდე შედარებით პასიური ხორდი ალბასა და ახლად შემოსული "ლაიპციგელი" ოლმოს აქტიურობაში გამოიხატა.

გურამ კაშია (6.5)- საქართველოს ნაკრების ვეტერანი მცველი მართლაც გამორჩეული იყო, დაცვას ენერგიულად ხელმძღვანელობდა და მეტოქის კარის აღებამდეც ცოტა დააკლდა. პირველი გაშვებული გოლის დროს კი დაცვა მთლიანად ჩავარდა - ალბამ და მორატამ მაღალი კლასი კიდევ ერთხელ გამოავლინეს.

ლაშა დვალი (6.5) - საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი, უმეტეს შემთხვევებში, მოწოდების სიმაღლეზე იყო, ესპანელებს უჭირდათ საგოლე მომენტების შექმნა. "ფერენცვაროშის" მცველმა სახიფათო ზონიდან ბურთი ექვსჯერ გამოიტანა. ლაშა დვალს პასების სიზუსტე ისევ მაღალი ჰქონდა, მაგრამ თამაშის გამამწვავებელი გადაცემები კვლავ ნაკლებად იყო.

გურამ გიორბელიძე (6.5) - გურამმა სულ მეორე მატჩი ჩაატარა ეროვნული ნაკრების ფორმით. დებიუტისგან განსხვავებით, ის გაცილებით თამამი და აქტიური იყო, ერთხელ დრიბლინგიც გამოუვიდა. "ვოლფსბერგერის" მცველი საპირისპირო ფლანგზე მოთამაშე კაკაბაძისგან განსხვავებით, შეტევაში ნაკლებად აქტიური იყო. გასათვალისწინებელია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორიდან გამომდინარე, ესპანელთა განაპირა მცველი პორო, ფაქტობრივად, ვერ აწუხებდა გიორბელიძეს, როცა საპასუხო ფლანგზე ესპანელებს ხორდი ალბა ჰყავდათ.

ჯაბა კანკავა (6.5) - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა კიდევ ერთხელ გამოავლინა და ესპანელთა სახელოვან შუა ხაზს არაფერი დაუთმო. "ვალენსიენის" მოთამაშე ჩაჭრებშიც კარგად გამოიყურებოდა. გამამწვავებელი გადაცემები კანკავას საქმე ნაკლებადაა, ეს ვიცით.

ვაკო გვილია (6.5)- ვაკო გვილია მინდვრის ცენტრში დიდ სამუშაოს ასრულებს, საკმაოდ მოძრავია და არ ერიდება რისკსაც, თუმცა ისევ ბევრი ტექნიკური წუნი აქვს და ნაკლებად პროდუქტიულია.

ოთარ კიტეიშვილი (7.0) - "შტურმის" ნახევარმცველი ჩვენი ნაკრების თამაშის სტილსა და ხასიათს დიდმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, საგოლე პასი კი სანიმუშო გამოუვიდა. კიტეიშვილი, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ჭკვიანურად ამოძრავებდა ჩვენი გუნდის თამაშის ტემპს, ნახევარდაცვას მისი თამაში ნამდვილად კრეატივს სძენს.

საბა ლობჯანიძე (6.0) - "ანკარას" შემტევს, ერთი შეხედვით, მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი არ ჰქონდა. ის ვერ იყო შეტევაში ისეთივე პროდუქტიული, როგორც საპირისპირო ფლანგზე მოთამაშე კვარაცხელია, მაგრამ კარგად ეხმარებოდა ოთარ კაკაბაძესა და ერთიანობაში ახერხებდნენ ესპანელთა ერთ-ერთი მთავარი იარაღის, ხორდი ალბას ფლანგური ჩართვების განეიტრალებას. ოლმოს შემოსვლის შემდეგ ლობჟანიძის დაღლილობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

ხვიჩა კვარაცხელია (7.5) - საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ტიტულოვანი მეტოქის წინააღმდეგ შეუდარებელი იყო. კვარაცხელია მოსვენებას არ აძლევდა მეტოქეს და მათგან ორს შეხვედრის საწყის წუთებშივე ყვითელი ბარათი აჰკიდა. ხვიჩა ართმევითაც გამოირჩევა და პასების სიზუსტეც არ დაეწუნება. ესპანელებს ქართველის დრიბლინგებთან გამკლავება უჭირდათ. გოლის ავტორს 79 წუთში რვა ჩაწოდება ჰქონდა.

ბუდუ ზივზივაძე (5.0) - საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა, გარდა ერთი ტაქტიკური ჯარიმისა, რაც ყვითელი ბარათის ხარჯზე აიღო.

ლევან შენგელია (4.0) - ლევანმა, წინა შეხვედრისგან განსხვავებით, თავი ვერაფრით გამოიჩინა. "ქონიასპორის" ფეხბურთელი ვერც შეტევას ეხმარებოდა, გაშვებული გოლის დროს კი საჭირო მეტი ენერგია და მოწინააღმდეგისთვის ხელის შეშლა იყო, რაც არ გამოუვიდა. საკუთარ თავზე გაბრაზებული შემტევი ბოლოს უწყინარ სიტუაციაში გააძევეს.

გიორგი ქვილითაია (5.5) - გიორგი ქვილითაია თამაშში ძალიან ენერგიულად ჩაერთო, მოწინააღმდეგის მცველებს მოსვენებას არ აძლევდა. შვედეთთან დაპირისპირებისგან განსხვავებით, "ანორთოსისის" ფორვარდი პარტნიორებს ზონებს უკეთ უთავისუფლებდა.

გიორგი ბერიძე (5.5) - საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევმა ცდა ისევ არ დააკლო, მაგრამ ამჯერად გამწვავება ნაკლებად გამოუვიდა.

გრიგოლ ჩაბრაძე, ნიკა კვეკვესკირი - შ.გ. - მათ თავის გამოსაჩენად საკმაოდ ცოტა დრო მიეცათ.

ვილი სანიოლი (7.0) - არსებული რესურსით ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა. 90 წუთის განმავლობაში ესპანეთთან მინიმუმ არ წაგების კარგი შანსი გვქონდა.

• ლაშა

ხიზან სულ არასწორედ სიარული ვინ გასწავლა? აზაროვი და კობოური მიგყავს,იქით მამუჩიკო და მართლა მაგარი ბიჭები მოასრიალე. მალადეც.

• ვათა

ეს ფედერაციის პონტებია. მარტო "დინამო"- თბილისი, ბათუმი. რო კითხი ჩესნია. დდდ

• kaxi

აშკარად ერ.ლიგიდან მხოლოდ ბათუმის და თბილისის "დინამოს" უყურებენ, აბა აზაროვი,კობახიძე და კობოური რამ დააძახებინათ? "დილას","სამგურალს" და "თელავს" სხვა თუ არაფერი უძლიერესი მცველები ყავთ.

• Budulai

ბუდუზე ტვინი რო შეჭამეთ მართალი იყო ვაისი ბურთს ვერ გამოედო ტიპი პროსტა))))))

• Axali

Kiteishvili sauketose iko shefasebit vin afasebs ara vici mara fexburtidan shorsaa

• დემური

ბუდუისტი და ქვილითაიაისტი აქ არავინაა. ბუდუ დიდი ხანი იმსახურებდა ნაკრებში თამაშს კლუბში დადებული შედეგის გამო და სულ იჩაგრებოდა ვაისის დროს, პირველი ოფიციალური შეხვედრა ქონდა ბუდუს ესპანეთთან მანამდე რამდენიმე წლის წინ ქონდა ამხანაგური მარტო. უბრალოდ გვეიმედება ეს ბიჭი შრომობდა ამდენი ხანი და დაიმსახურა შანსი,"ლობირება' სწორედ ამ ფაქტს ემსახურება. ბუდუ მიქელთაძისა და ლობჯანიძის ჩრდილად განიხილებოდა ვაისის დროს, როცა მათზე მეტად იმსახურებდა... თორემ ქვილითაიას თამაში ნანახი გვაქ და ვიცით შესაძლებლობები, ასეთი კარგი სეზონის შემდეგ სულ რომ ესე ცუდად ითამაშოს როგორც ბოლო თამაშებში ითამაშა მაინც უსამართლობა იქნება დროის არ მიცემა მისთვის. აქ ფანკლუბი არცერთ ფეხბურთელს არ ყავს, მითუმეტეს ფორვარდს.

• Levani

სადაც აზაროვს და კობოურს ამატებ,კობახიძეს ამატებ-ნინუა მარტო იმიტო უნდა ათამაშო რო ჯარიმა თუ დაიდო 60-40% გოლია..ჯარიმის დამრტყმელი არ ჯობია გყავდეს გუნდში ვიდრე აბურჯანია? აბურჯანია კაი იყო ასაკობრივებში და მერე ხიმნასტიკში..სევილია ბ ვერ გაქაჩა,ტვენტეში თამაშობდა მაგრამ გამოუშვეს,ოვუედოში ვერ გაქაჩა და ამ კარტახენაში რო თამაშობს კარგი რა მართლა-შვედეთს და ესპანეთს ვეჭიდავებით..და ახალგაზრდა ნინუა პაოკში შეცვლაზე როა ცუდი ბიჭია?

• zaz197

ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ აქ რაღაც ჯგუფის მიერ აშკარად მიდის ბუდუს ლობირება და ქვილითაიას ბულინგი, ასე არ ვარგა. ორივე კარგი ბიჭია და არაა საჭირო საზოგადოებრივი აზრის ძალად ფორმირება. ორივეს მიეცემა შანსი. ისე, ბუდუისტებო, ჯერჯერობით ქვილითაიას მარგი ქმედება მეტია, ბუდუმ მეტი უნდა მოინდომოს:)

• ჯონი

ქვილითაი იყო ცოცხალ მკვდარი ,რა უნდა მაგას ნაკრებში... სირცხვილია ასეთი დონის ფეხბურთელის მოწვევა ნაკრებში! რაც შეეხება კანკავას - უდავოდ ნამდვილი კაპიტანი , მებრძოლე და ნამდვილირაინდი ყველა მონაკვეთზე, ჯაბა 35 წლისაა და კიდევ ჯანმრთელობას ვუსურვებ. კაკაბადძე,კაშია,კეტეიშვილი ზივზივაძე ბრავო!!! ხვიჩაზე რა ვთქვა.... პროსტო დაგლიჯა ...მაგრად გაგვახარა!!

• Lm

ღადაობთ ? 6.5 დაცვის ხაზს და ჩამშლელებს ???

• ნოდოს

ნოდო, შენი აზრით რატომ გვიტევდა ჯიუტად ესპანეთი კაკაბაძის ფრთაზე? რატომ გაგვიტანა პირველი ბურთი მაქედან? რატო ჩაბრაძის გამოსვლის მერე, ვერაფერი გააკეთეს მანდ? ყველა რომ გაიძახით ქვილითაიაზე ჯარიმა უნდა დაედოო, ჰოდა დრო გავიდოდა და გადავრჩებოდითო. იმ მსაჯმაც დაინახა, ქვილითაია ცდილობდა ჯარიმა აეკიდა, რათა დრო გაეყვანა, ჰოდა არ დააჯარიმა. საერთოდ ჩვენები სულს ღაფავდნენ, ერთი სული ქონდათ თამაში დამთავრებულიყო, ამიტომაც მოხდა ის უბედურება, ამიტომაც გაგვდის გოლები ტაიმების ბოლოს. მობილიზაციის მაგივრად, მე-20 საუკუნის დროინდელი მეთოდებით გვინდა დროის გაყვანა.

• mmm

ყველას მივმართავ ვინც ფეხბურთელად თავს თვლის, ივარჯიშეთ მაგრად და საკუთარ თავზე იმუშავეთ, ნაკრებში ბევრი ვაკანსიაა, თუ ხარ მაგარი უნდა იყო ......

• დემური

თუმცა საბერძნეთთან ბუდუს უნდა მიეცეს შანსი ნამდვილად, ერთი თამაშით თან ასეთ მეტოქესთან ხელის ჩაქნევა ასეთ ჟილკიან და პერსექტიულ მოთამაშეზე მართლა სისულელე იქნება

• დემური

ლობჟანიძე ჩემი აზრით ცენტრფორვარდზე უფრო პროდუქტიული იქნება, ერთ-ერთი უსწრაფესი ფეხბურთელია და მცველების პრესინგს მოახერხებს, მაღალ ბურთებზე ისედაც ვერავინ იბრძვის ან ბრძოლის და მოპოვების შემდეგ გაგრძელება აღარ ხდება შეტევის და ეგრე რა აზრი აქვს. სტანდარტულებიდან მარტო კაშიამ მოახერხა საჰაერო ორთაბრძოლებში დარტყმა და ფორვარდებმა ვერა, თუ დაარტყეს კიდე უზუსტო იყო ეგაც შვედეთთან. ბუდუც და ქვილითაიაც ტლანქები არიან და საკლუბო დონეზე შეიძლება - მაგრამ აქ ვერ ახერხებენ წინააღმდეგობის გაწევას. ხოდა ისე - ნინუასაც ანდეთ თამაში, ხომ შეიძლება.. ნახევარდაცვა კატასტროფაა ბურთის შენარჩუნების და გათამაშების მხრივ

• Ნოდო

რა სისულელეა რას უყურებდი კაკაბაძე საუკეთესო იყო

• გადასარევი გიორგი

ბევრი რაღაცა არ მომწონს ძალიან ამ ბოლო პერიოდში ნაკრების ამბებშიც და ფედერაციის მხრიდანაც, მაგრამ ვილი სანიოლის დანიშვნა აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია. ძალიან ადეკვატური შეცვლებია და ძალიან ფხიზლად ადევნებს მატჩს თვალს, ტაქტიკაც მომეწონა და შემართებაც ფეხბურტელების, ეს აშკარად სანიოლის დამსახურებაა. კვარაზე საუბარი არ მაქვს, ზუსტად მაისთვის ვნერვიულობ ამ ნაკრებზე, რომ კვარამ, ჩაკვეტაძემ, მიქაუტაძემ და ასე.შ გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმუმზე. ყოჩაღ ყველა ფეხბურთელს გუშინ! ლორიასაც კი, უბრალოდ დასანანი იყო რათქმაუნდა, თან ძალიან. მაგრამ არაუშავს. კვარას გოლმა ყველაფერი გადახურა , საოცრება იყო ნამდვილი

• Ika

ბუდუს შემთხვევაში; ეს არ იყო ცენტრ ფორვარდის თამაში, ამ ტაქტიკით ნებისმიერი დაიკარგებოდა, ამიტომ ვფიქრობ საბერძნეთთან კვლავ ბუდუს უნდა მიეცეს შანსი. თანაბარ თამაშში უფრო გამოჩნდება მისი შესაძლებლობები. ქვილითაია ორივე თამაშში ძალიან სუსტი იყო აშკარად ფიზიკა აკლია, პრეისნგში ძალიან სუსტია, 2-3 თავით მოგებულ ბურთს/ჯარიმას თუ არ ჩავთვლით, ვერაფრით გამოიჩინა თავი. სხვა არჩევანი არ იყო თორე ვფიქრობ ისევ მიაქუტაძეს ათამაშებდა. ზოგადად მსგავსს გუნდებთან (დიდი ბურთის ფლობით) ცენტრი იგებს თამაშებს, მიუხედავად იმისა რომ წავაგეთ :) კიტეიშვილი, კანკავა და გვილიაც შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. ლობჟანიძე/კაკაბაძის ფლანგმა 60 წუთი გაძლო, თან ისე რომ ფაქტიურად კაკაბაძე წინ არც წასულა. ეს იგრძნო ენრიკემ და ოლმოთი გააორმაგა წნეხი. სწორედ მარჯვენა ფლანგიდან წავაგეთ ეს თამაში, ყველა საუბრობს მარცხენა ფლანგზე თუმცა პრობლემა სწორედ მარჯვნივ არის, ალბათ სწორი იქნებოდა ჩაბრაძე ვინგ ბექის პოზიციაში გამოსულიყო ვიდრე პირდაპირ კაკაბაძის ნაცვლად.

• jordan beli

სანიოლის სიტყვები მომეწონა მაგარად ლორიასთან დაკავშირებით-თერტმეტივეს ბრალია და არა ლორიასიო.აბსოლიტურად მართალა.შეცდომა კიდევ ყველას მოსდის და ნუ დაგვავიწყდება რამდენჯერ გადაურჩენივართ ლორიას.ნუ დავივიწყებთ ლორიამდე როგორი პრობლემა იყო ნაკრების მეკარე.ვისაც არ უთამაშია არც შეცდომა დაუშვია. ბოლოს როდის უგულშემატკივრე ასე ნაკრებს აღარც მახსოვს,პირველ ტაიმში უკვე ყველაფერი მომთავრებული იყო ხოლმე იმ კურდღელი ვაისის ხელში,რომელსაც შეცვლის გაკეთებისაც ეშინოდა. საერთოდ მე ისეთ მწვრთნელს ვაფასებ რომელიც თვითონ აღმოაჩენს ტალანტს როგორც სიომინმა აღმოაჩინა ჩვენი ბრილიანტი.სანიოლი მე როგორც ვფიქრობ კიდევ ბევრ ბიჭს მისცემს შანს საქართველოს ჩემპიონატიდან.და იქნებ ეს ყველაფერი დიდი სტიმული გამოდგეს ისეთი ბიჭებისთვის რომლებიც პირველივე საშუალების შემთხვევაში გარბიან ყიზილყიმებსა და ყარაყუმებში.

რა ლოგოკით აფასებთ შენგელიას 4 და ქვიკითაიას 5.5 ქულით? ქვილითაიას მართლა ვიღაც ლობირებს? შენგელიას რა უნდა შეეტია აიკლეს შეტევის მარცხენა ფრთა ესპანელებმა და დაცვას თამაშობდა შენგელიაც. ქვილითაია კი იყო დარჭობილი და 2 ბურთი თუ მოიგო გადაკიდებული 10 დან დანარჩენი რა გააკეთა - 10 კაცი ეთამაშებოდა მაგის შემოსვლის მერე ესპანეთს.

• კ ო მ ბ ლ ე

ქვილითაია შეცვლაზე ლომივით შევარდაო? ლომი რანაირია სიზმარში მაინც გყავს ნანახი? ... მეგონა კოწიეს თხა შეჯლიგინდა თქვა და თურმე ლომი არ ყოფილა?.

• სოსო

კარში დაახლოებით თანაბარი კლასია,ფეხით ლორია სჯობია და დაცვასთანაც მეტად არის შეთამაშებული და ძალიან გამოცდილიცაა.ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია.მაკარიძის იმედი,ყოველთვის მაქვს,მაგრამ დღეს,მაინც ლორიაა პირველი ნომერი.მწვრთნელებიც, ეტყობა ასე ფიქრობენ.

• feola

მაკარიძე თავისი სურვილით არ ჩამოვიდა ამ ეტაპზე, რაც შეეხება ლორიას წაგებას მთლიანად მაგას ნუ დააბრალებთ, ყველაფერი ხდება ფეხბურთში და შეცდომაც ყველას შეიძლება მოუვიდეს. იმას რატომ არავინ არ კითხულობთ პირველი გოლი ვისი ბრალი იყო? ასევე მთელი მეორე ტაიმი მეტოქის მოედანზე გადასვლას რომ ვერ ახერხებს გუნდი ეგეც მეკარის ბრალია? თუ მარტო მეკარეა ჩვენი პრობლემა, რაღა გვიჭირს მაშინ, შეცვლიან მომდევნო თამაშებში და გავსულვართ ჯგუფიდან და ეგაა...

• ლომი

მაკარიძე ბევრად სჯობს ლორიას რატომ არ უძახებენ. ალმერიაში მაგრა თამაშობს და პრიმერაში გადავლენ.

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა