ესპანელებთან ჩინებულად თამაშისა და გატანილი გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია დასავლური გამოცემების ყურადღების ცენტრში მოექცა. ჩვენებურის შესახებ წერილი გერმანულმა SPORT1-მა გამოაქვეყნა:

ქართველი ტალანტი "ბაიერნში"?

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევა. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ - ნუთუ "ბაიერნში"?

ქართველებს ბუნდესლიგაში ხანგრძლივი და წარმატებული ტრადიცია გააჩნიათ. 90-იან წლებში "ფრაიბურგში" ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი და ლევან ცქიტიშვილი თამაშობდნენ. მას შემდეგ გერმანიაში მათ არცერთ თანამემამულეს არ უასპარეზია, თუმცა ეს შეიძლება მალე შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი, რომელიც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

"მე დარწმუნებული ვარ, "რეალში" ან "ბაიერნში" მოხვდება", - ესპანეთთან ნამატჩევს ჯუღელს "ესტადიო დეპორტივო" ციტირებს.

საბოლოოდ აუტსაიდერმა 1:2 მარცხი განიცადა, მაგრამ კვარაცხელიამ ისევ მიიქცია ყურადღება. 20 წლის გარემარბი კონტრაქტით "რუბინთანაა" დაკავშირებული, ძირითადად, მარცხენა ფრთაზე ირჯება, თუმცა მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში; რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატზე 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ზაფხულში კი, სავარაუდოდ, გუნდს გამოიცვლის. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი აგენტი ამას შეეცდება".

მახო
1. უდაოდ დიდი ტალანტია ხვიჩა. 2. თუ რუსეთის ჩემპიონატში დარჩა კიდევ ერთი სეზონი , მასში ეგ ტალანტი მალე ნულს გატოლდება. -არააქვს მნიშვნელობა რუსეთის რომელ გუნდში ითამაშებს . 3. თამაშის სტილი, მანერა: აუცილებელია თავაწეული , მხრებ აწეული,მინდორზე ლაღი თამაშის სტილი დახვეწოს... ქართული ფეხბურთის ყველა დიდ ოსტატს ეს გააჩნდა, ღოღობერიძედან მოყოლებული, ასათიანი, ყიფიანი , მაჩაიძე , რომელი ჩამოვთვალო? თავად გაიხსენეთ. ეგეთი , თავაწეული , ამაყი , ელეგანტური და რაციონალური სტილი ესადაგება ქართველის ხასიათს. მის გენეტიკურ კოდს. და იგი რვიჩას თამაშს დიდ ელფერს შესძენს. p.s. ესპანეთთან თამაში მწვრთნელის შეცდომის შედეგია. 1. ერთდროული შეცვლა კვარაცხელია და კაკაბაძის სასიკვდილო განაჩენი იყო თამაში თუგინდ ფრეს მისაღწევად...
გიორგი
ინგლისი - ევერტონი ?
Tk
წინასნწარ ლაპარაკი ცუდია მაგრამ დორტმუნდში ხვიჩა და ჰალანდი კარგი სანახავი იქნებოდა ერთად
x
baierni kargia, magram xvichastvis jer adrea, karg gundchia, kargi mcvrtneli kavs, satamacho dro uamravi, rubini cels evrotasebzec gava da ikac ekneba tavis gamochenis sachvaleba, jobia rubinchi ikos mepe vidre baiernchi paiki.
irakli
ხვიჩას და ეროვნულ ნაკრებს წარმატებები. რაც მალე გადავა ხვიჩა რომელიმე გრანდში მით უკეთესი იქნება.
lova
სლუცკი მართალია ანანიძეც იმდენი აქეთ რომ ეხლა რაც არის თავადაც ხედავთ,აცადეთ ბავშვს გამოწრთობა და მერე გამოჩნდება რისი მაქნისია.ერთი ლამაზი ბურთის გატანა ყველას შეუძლია.
დათო
ჩემი აზრით ესპანეთი-ვალენსია საფრანგეთი-ლიონი მარსელი მონაკო იტალია-მილანი ჰოლანდია-აიაქსი ინგლისი-არსენალი გერმანია-ლევერკუზენი დორტმუნდი მეტისთვის მემეტება მაგრამ გრანდებში მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს სკამზე არ დასვამენ.ჯობია ჩამქვრალ ყოფილ გრანდებში. სადაც მასზე აეწყობა გუნდი და გახდება უპირობო ლიდერი!მერე გრანდებიც აღარ დააგვიანებენ
nk
იდეალური იქნება ისეთი გუნდის მოძიება, რომელიც კვარაზე გუნდის აწყობასაც ეცდება, ისევე როგორც რუბინმა გააკეთა.
დ.ს.
კარგად გაიხსწნეთ ბაიერნის მარცხენა ფლანგზე რა ხდება...
გია
მე მაგალითად უკვე ვგრძნობ, რომ ამდენი ზეწოლა ხვიჩაზე, ძალიან ცუდ შედეგს მოუტანს. ხვიჩა გრძნობს, რომ მის მიმართ არის უდიდესი ინტერესი ყველა მხრიდან, განსაკუთრებით ქართველი ფანებისგან და სწორედ ეს მოაქცევს წნეხის ქვეშ. ამ ასაკში ცოტა უნდა დავინდოთ ხვიჩა, თორე ისე არ დაგვემართოს, როგორიც თავის დროზე ნამეტანი ყურადღებით "დავბომბეთ" არა ნაკლები უნიჭიერესი გიორგი ჩაკვეტაძე. ხვიჩასაც და ჩაკვეტასაც წინსვლა და წარმატებები.
დავით
ჩემი აზრით სრულიად სწორი შეფასება გააკეთა სლუცკიმ: ამ ეტაპზე ხვიჩასთვის წამგებიანი იქნება რომელიმე გრანდში მოხვედრა, რადგან ალბათობა იმისა, რომ მის პოზიციაზე გრანდს ძლიერი ფეხბურთელები ეყოლება, რომელთა გამო ხვიჩას სათადარიგო სკამზე მოუწევს ხშირად ჯდომა, საკმაოდ მაღალია. ამიტომ საუკეთესო ვარიანტი იქნება გრანდებთან შედარებით ერთი საფეხურით დაბლა მყოფ ძლიერ ევროპულ გუნდში, ვთქვათ ბორუსიაში, ლაციოში, სევილიაში ან რომელიმე მსგავსში მისი აყვანა, სადაც მის ადგილზე დეფიციტი იქნება და ბევრ სათამაშო დროს დაუთმობენ.
გ
ადრეა ჯერ ეს ამბები. ერთი წლის შემდეგ...
დავით
განსაკუთრებით ყენიაზე მწყდება გული, საოცარი ტალანტი იყო და ტრავმებმა მოკლა როგორც ფეხბურთელი! :'(
haha
ჩემი ოცნებაა საქართველო ევროზე ან მსოფლიოზე გავიდეს და იქაც თავი გამოიჩინოს.
simartle
მანამდე კახა ცხადადზე მაშინ მაგარ აინტრახტში ტამაშობდა, მერე რეზი არველადზე კიონში მაგასტან იყო მეკარე ნიკა ჩხეიდზე, მაგ დროს კიდე ბევრი კარტველი იყვნენ სინჯებზე სხვდა სხვა გერმანულ გუნდებში, ტუარ ვცდები, ქინქლადზეც იყო გერმანიაში სიტამდე,
სოსო
კახა ცხადაძე აინტრახტში.არჩილ არველაძე;-კიოლნში.ლევან ყენია;-შალკე 04-ში.ესენი უცებ გამახსენდა.შესაძლოა სხვებიც იყვნენ,ბუნდესლიგაში.
დ
ჩემი ოცნებაა ხვიჩა ბაიერნის ლაგენდა გახდეს. მხოლოდ ბაიერნში.
გოგი
ბერძნებს დაერხათ
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან