შოთა არველაძემ საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 თამაშის წინ პატარა ისტორია გაიხსენა:

"2005 წლის მარტის ბოლოს ნაკრებს ორი გადამწყვეტი მატჩი ჰქონდა, თან ორივე თბილისში-ჯერ საბერძნეთთან, ოთხი დღის შემდეგ, თურქეთთან.

საბერძნეთთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მარტის ბოლოს, ასე თუ ისე, კარგ კონდიციაში ვყოფილიყავი. თითქმის ორთვენახევრის უთამაშებელი ვიყავი, მაგრამ ალან ჟირესმა მაინც დამაყენა სასტარტოში.

ყველაფერი კარგად დაიწყო, ასათიანის გოლით დავწინაურდით და ძალიან ორგანიზებულად ვთამაშობდით. ტაიმის ბოლოს, ბერძნების შეტევისას, ჩვენი საჯარიმო მოედნის სიახლოვესთან ბურთი უნდა მომეგერიებინა, მაგრამ ბურთი ფეხზე ამეჭრა და იქვე მდგომ ბერძენ ფეხბურთელს მიუგორდა, ორი წამიც და... ბერძნებმა ანგარიში გაათანაბრეს. მათი გოლი ჩემს შეცდომას მოჰყვა. ჩვენი გუნდი ისე აირ-დაირია, რომ შესვენებამდე ევროპის ჩემპიონებმა კიდევ ერთხელ გაგვიტანეს.

ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი - სტადიონზე მოსული გულშემატკივარი მე მლანძღავდა და თანაც როგორ... ფსიქოლოგიურად ისე ვიყავი განადგურებული, რომ ვერც მეორე ტაიმისთვის მოვიკრიბე ძალა. ჟირესმა მეორე ტაიმის საწყის წუთებში შემცვალა. როცა მოედნიდან გავდიოდი, ხალხი მისტვენდა... უშვერად მაგინებდა.

თამაშის შემდეგ თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობდი, უნებლიე შეცდომა არ მაპატიეს. მაგრამ ხალხი ყოველთვის ლიდერებს ადანაშაულებს და ალბათ, ასეც უნდა იყოს. უბრალოდ, არავინ დამინდო. ეს საკმაოდ რთულად გადასატანი აღმოჩნდა.

თურქებთან მატჩამდე ორი დღით ადრე ჟირესმა თავისთან მიხმო... მითხრა - გულშემატკივრის რეაქციით ძალიან გაკვირვებული ვარ და თურქეთთან სამატჩო განაცხადში სჯობს არ იყოო. მოდი, ჟურნალისტებს ვუთხრათ, რომ ტრავმა გაქვსო. ძალიან არ მესიამოვნა ასეთი შემოთავაზება. ჟირესს ვუთხარი, რომ ტყუილს არ ვიტყოდი. თამაშის წინა დღეს თბილისიდან წამოვედი და არც დავინტერესებულვარ, რა უთხრა ჟირესმა ჩემზე ჟურნალისტებს. საბერძნეთთან წაგების შემდეგ თურქეთთან 2:5 წავაგეთ.

წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს ბერძნებთან მატჩში, პირველი ქულები მათთან უნდა ავიღოთ".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ხვალ, 31 მარტს, 22:45 საათზე დაუპირისპირდება.

გიზოგ
კარგია ვასილ დეტალურად, რომ გაიხსენე იმ მატჩის პერიპეტიები, ყველა არ ვლანძღავდით, თუმცა დღემდის მიკვირს რა უნდოდა შოთას დაცვაში? მე არ მახსენდება მისი ასეთი უკან დახეული თამაში. სამწუხაროდ შოთამ, ჩვენმა მართლაც გამორჩეულმა ფეხბურთელმა და ბომბარდირმა ნაკრებს ბევრი დააკლო, თუნდაც რუსეთთან უპრიციპულესი თამაშის წინ ჩააწყო ჩანთა და წავიდა. კიდევ კარგი ის თამაში იმავე ასათიანის გოლით მოვიგეთ, თორემ მაშინ გენახა ლანძღვა გინება. ასე რომ შოთა დიდი ფეხბურთელი იყო და ასევე დიდ ვალში დარჩა ეროვნულ ნაკრებთან.
Ttt
მე გადახლილობამ არ იჩინოს თავი მაგის მეშინია.
რაგბის ფანი
არ მაინტერესებს ქულა. ფეხბურთი ითამაშეთ.
ჯუჯი
ქულები კი უნდა ავიღოთ მაგრამ ავიღებთ?
მე არ ვარ რობოტი
ფაქტიურად ის თქვა რატომაც არ უნდა ნაკრების მწვრთნელობა
₾ადო
ნწუ ნწუ ეს რომ არ დაგებეჭდათ რა გვეშველებოდა :დდ პს ასეა, ხალხის სიყვარულიდან სიბრაზემდე ერთი უხილავი ნაბიჯია, და ეს კარგად უნდა იცოდეს სპორტსმენმა (პოლიტიკოსმა). ისე კი, საგინებელი ჟირესი უფრო ყოფილა, ვერ უთხარი იმ ხალხს :დდ
master
ხოდა იმიტომაც არ ღირსებია იმ გულშემატკივარს შენს მერე ფორვარდი.ახლა რატომ არ ლანძღავენ ქვილითაიას,კაჭარავას,ზივზივაძეს არველაძის ფეხის ფრჩხილადაც რომ არ ღირან?ძალიან უმადური ხალხი ვართ ქართველები.
გოჩა
შეხედე შენც ჩელესავით როგორ გადააქვს იუმორში,როცა არ ხარ ფორმაში მწვრთნელმაც არ უნდა დაგაყენოს,მაგარი თავდამსხმელი იყავი რაზეა საუბარი,მაგრამ იმ შეხვედრაში იყავი ნული,სუპერ ფორვარდი იყავი,ჩავარდნები ყველას აქვს,ნეტა ახლა გვყავდეს შენისთანა ფორვარდები,ახლა მწვრთნელი ხარ საკმაოდ ძლიერი,გისურვებ წარმატებებს და კარგი გუნდი ჩაგებარებინოს წარმატებები.
bejo
ჰო შოთი მეც გაგინებდი , სამწუხაროდ :( მაგისთვის ბოდიში გულრწფელად ... მაგრამ ისეთ ფორმაში იყავი რომ არ უნდა დაეყენებინე ჟირესს ან შენთითინ უნდა გეთქვა უარი სასტარტოზე , ბოლო 10 - 15 წუთი უნდა გეთამაშა მაქსიმუმ ...
ესაისა
შოთის პატივს ვცემ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ნაკრებში თამაშის დროს ფეხებს უფრთხილდებოდა, ყოფილა შემთხვევები როცა ნაკრებში არ უთამაშია ტრავმის მომიზეზებით და კლუბში მეორე ან მესამე დღეს 90 წუთი უთამაშია. ამას გულშემატკივარს ვერ გამოაპარებ.
გიორგი
ბოდიში შოთი, ძალიან მრცხვენია, მაგრამ მეც ვიყავი ერთ-ერთი იმათ შორის.. დღეს უკვე ჭკუადამჯდარი ადამიანი ვარ და ყველას გასაგონად ვიძახი: შოთა არველაძე არის ქართული ფეხბურთის ლეგენდა
semi
მახსოვს ეს თამაში, სტადიონზე ვიყავი ჩვენი კარების უკან 8 წლის ბავშვი. შოთის ნომრიანი საქართველოს ნაკრების მაისური მეცვა და ვგულშემატკივრობდი. ბრბომ რომ გინება და ყვირილი ატეხა (მარტო შოთის კი არა არველააძეებს აგინებდნენ სამივეს), შემეშინდა და ტირილი დავიწყე მეგონა რომ მისი მოკვლა უნდოდათ, ვეღარ გამაჩერა მამაჩემმა სტადიონზე და სახლში წამოვედით.
Vasili
მაგ დღეს საშინელებები აკეთე! ძალიან ცუდათ იქცეოდი მოედანზე! მაგრამ ერთი თუ სწორად მახსოვს ძალიან ბევრს უყვიროდი გუნდელებს და ახალ გამოჩენილ ასათიანს რახან გვერძე არ მოგაწოდა ბურთი და სხვას უკეთეს პოზიციაზე მყოფს მიცა , ( თუმცაღა იმან დაკარგა ) აი მაგ დროს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენე კაცს , ახალგაზრდა ბიჭს, რაც რაღაც შენი ძველბიჭობას და დაბულინგებას უფრო გავდა ეგ ყველაფერი! მაგიტომ დაგიბრუნდა ბუმერანგივით ეგ აგრესია! ლოკომოტივზე იყო ეგ თამაში და ტრიბუნები ძალიან ახლოსაა, მანდ ყველაფერი კარგად ჩანს და ისმის ! ამის მერე წამოვიდა ზუსტად შენს მიმართ აგრესია და რო გცვლიდნენ ნაგლად არ გახვედი მოედნიდან და მაგას მოყვა ის შენი შეცდომა დამატებით რაც ეხლა შენ მოყევი. / ამას იმიტო კი არ ვწერ რომ პატივს არ გცემ, პირიქით როგოც სხვა ნაკრების წევრების მიმართ მაქ პატივისცემა ისე ვარ ზუსტად შენს მიმართ , ზოგზე მეტადაც კი! / არ დამინდო არავინო რომ იძახი, ეგ მართლა საშინელებაა, ფენომენია რაღაც ეგ ქართული, ჯერ შეყვარება და გაღმერთება და მერე ცოცხლად დასაფლავება, რაც ყველაზე ძალიან გვაზარალებს ერს, ყველგან და ყველაფერში!! იგივე დაემართა კალაძეს, შემეცოდა ადამიანურად, ეს ხალხი ზოგი რომ პირველად იყო სტადიონზე და რომც ვერ ანსხვავებს რაგბის ბურთს და ფეხბურთის ბურთს ერთმანეთისგან , ესეთი მასა უფრო მეტ ზიზღს ამჟღავნებდა ვიდრე უფრო ფეხბურთში ცოტა გარკვეული ხალხი./ ჩემ აზრს ვიტყოდი რომ , უფრო მეტის გაკეთება შეგეძლოთ ნაკრებში, მაგრამ ყველამ რაღაც დაააკლო, ფეხბურთელებმაც, გულშემატკივარმაც, სახელმწიფომაც და ყველამ! იმედია მოვა დრო ევროპა და მსოფლიო ჩემპიონატებზე საქართველო სტაბილურად იასპარეზებს!!!
აჩი***
ყველაზე შედეგიანი ჩვენი ნაკრებისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში, ნაკრებშიც და კლუბშიც, დღეს ეს გვაკლია გოლის გამტანი რაც ყველაზე მთავარია, კარგი თავდამსხმელი 2 მომენტიდან 1 იყენებს, თავდამსხმელის გარეშე 10 დან 2 იტან რაც ეგ 10 მომენტის პოვნა ძალიან რთულია, წარმატება ჩვენს ნაკრებს,
lm
შოთი მაგარი კაცი ხარ. მე პირადად ერთ-ერთი ვიყავი და ბოდიშს გიხდი მთელი გულით. ნამდვილად არ იმსახურებდი.
jjj
მართლაც უხერხული მეტოქეა ჩვენთვის უნდა გავტეხოთ, როგორმე ნავსი.
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება