საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე ორი მატჩი წააგო და უქულოდაა. გულდასაწყვეტი კი ისაა, რომ დამარცხებას არც შვედეთთან და არც ესპანეთთან არ იმსახურებდა. უიღბლობა გვჭირსო, იტყვის ზოგიერთი, მაგრამ როდესაც ერთი და იგივე ხშირად მეორდება, უკვე კანონზომიერებაა და არა უიღბლობა. ამ დროს კლასით თითქოს დიდად არ ჩამოვრჩებით სხვებს. არც ესპანეთია იდეალური და მით უმეტეს, არც შვედეთი. ეს უფრო სკანდინავიელებზე ითქმის, რომელთაც ჩვენთან მატჩის პირველ ტაიმში კონტრშეტევებისას ისეთი ცარიელი ზონები დაგვიტოვეს, რომ უთუოდ უნდა გვესარგებლა.

უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ? ზოგიერთ შემთხვევაში ესეც ძალიან საკამათოა. მაგალითად, "ფურია როხას" მცველი პედრო პორო ვერაფრით სჯობს ოთარ კაკაბაძეს. სჯობს კი არა, თუ თბილისური მატჩის მიხედვით ვიმსჯელებთ, მასზე გაცილებით დაბალი დონისაა, მაგრამ ჩვენებური სეგუნდა დივიზიონის „ტენერიფეშია“ და იქაც ხან ათამაშებენ და ხან - არა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პირინეელებს ხვიჩა კვარაცხელიას დარი შემტევი საერთოდ არ ჰყავთ.

და მაინც ვმარცხდებით. რა არის მიზეზი? უბრალოდ, ისინი უკეთეს ლიგებში ასპარეზობენ, უკეთეს პირობებში არიან, ფიზიკურად უფრო მომზადებულნი გახლავთ და ეს გადამწყვეტი ფაქტორია. ამას წინათ კვარაცხელიაზე ძალიან საინტერესო რამ თქვა „რუბინში“ მისმა ხორვატმა თანაგუნდელმა ფილიპ ურემოვიჩმა: „ხვიჩა რომ ესპანელი ან ბრაზილიელი იყოს, უკვე "რეალში" ან "ბაიერნში"ითამაშებდა. ქართული პასპორტი მისთვის პრობლემაა. სკაუტი ან აგენტი ევროპაში უპირატესობას ესპანელს ან არგენტინელს მიანიჭებს, ვიდრე რუსული, ქართული ან ხორვატიული პასპორტის მქონეს. ასეთია თანამედროვე რეალობა“. მთლად სწორი შედარება არ არის, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ევროკავშირისა და „ექვსი ერის“ მიერ იგნორირებაც ხომ ნიშანდობლივი ფაქტია.

ვერ გაუძლო საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში ესპანელთა ზეწოლას და დასანანი მარცხიც იწვნია. დაიღალნენ ფეხბურთელები და მწვრთნელ ვილი სანიოლს ზედიზედ მოუწია დაუგეგმავი ცვლილებების გაკეთება. კიდევ ერთი საგულისხმო მომენტი: სხარტი და სწრაფი ფეხბურთელია გიორგი ბერიძე, ორჯერ დააპირა დასხლტომოდა მეურვეს, თითქოს გაექცა კიდეც, მაგრამ ბოლო მომენტში ტანი ჩაუდგეს და შეაჩერეს. აი, ესაა თვალსაჩინო მაგალითი იმ ლიგებში თამაშში სხვაობისა, სადაც ესპანელები და ქართველები გამოდიან. ცოტა არ იყოს, უტაქტოდ ამბობდა ამაზე ადრე „ჯვაროსანთა“ მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, ნახეთ, ჩვენი ფეხბურთელები როგორ ლიგებში თამაშობენო, მისმა მემკვიდრე სანიოლმა კი უფრო დელიკატურად აღნიშნა: „კვარაცხელიასა და საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელს უკეთეს ლიგებსა და კლუბებში თამაშს ვუსურვებ, ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება".

ძნელია გაუძლო წნეხს, ვინაიდან როდესაც 11 კაცით კარს ხარ მიჯაჭვული, ადრე თუ გვიან გოლს გაუშვებ. საუკეთესო თავდაცვა ხომ თავდასხმაა და კიდევ ნათქვამია - მაჩვენე, როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გვყავსო. არ გვყავს დღეს ჩვენ მანუჩარ მაჩაიძის ტიპის ფეხბურთელი-ლიდერი, რომელიც ცენტრში ბურთს დაიჭერს, ტემპს დაარეგულირებს და პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. სანიოლის მიერ არჩევანის გიორგი ქვილითაიაზე გაკეთებაც გასაგებია - ის გადაგდებულ ბურთზე კარგად იბრძვის, შეუძლია მეტოქე ამ კომპონენტში დაჯაბნოს და პასი თანაგუნდელს გაუკეთოს. რა თქმა უნდა, ეს „კარგი ცხოვრებით“ არ არის გამოწვეული, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი სტრატეგიული სვლაა.

„ჯვაროსანთა“ ფრანგი თავკაცის მიერ აქცენტის ახალგაზრდებზე გაკეთება, ეროვნული ლიგის ფეხბურთელების მიწვევა და მატჩებისას ცვლილებების დროულად განხორციელება კი ნამდვილად მისასალმებელია. საქართველოს ნაკრებისგან არავინ ელის ამ შესარჩევ ციკლში გამარჯვებას. ახლა მთავარია, პერსპექტიული გუნდი შეიკრას, რომელსაც ახლო მომავალში სერიოზული ამოცანების გადაჭრა შეეძლება. მალე ტრავმებს გიორგი წიტაიშვილი და გიორგი მიქაუტაძე მოირჩენენ, ეგებ გიორგი ჩაკვეტაძეც ჩადგეს მწყობრში და შეტევის სრულიად სხვა ხაზი მივიღოთ. მივიღოთ ნაკრები, რომელიც უკვე სხვა დონისა იქნება და მარტო „ავტობუსის“ ჩაყენებით არ ეცდება ამოცანის გადაჭრას. მთავარი კი უკვე რეალური პერსპექტივის გამოჩენაა და ნუ მივაქცევთ ამ ეტაპზე მთავარ მნიშვნელობას შედეგს, თუმცა შედეგთან ერთად პროგრესი რომ უფრო ადვილად მისაღწევი იქნება, რად უნდა დიდი ფიცი-მტკიცი და ამდენად, დღეს საბერძნეთის ძლევა ძალიან მნიშვნელოვანია.

იბერია
იცი რა აკლია???? აი ის ატლეტიკო იუვენტუსის თამაშის დროა სიმეონემ რომ თქვა დიდი გვაქვსო და განმეორებით მატში კრიშტიანომ მე უფრო დიდი რომ მაქვსო..
Ანზორი
გვაკლია დისციპლინა, შრომის მოყვარეობა და ჭარბად გვაქვს მომადლებული საკუთარი თავის დადებითად შეფასება, მიღწეული შედეგი გვაკმაყოფილებს და ვერ ვითარდებით, ფეხბურთელი თუ ნიჭიერია და ტალანტი აქვს, მას ჰგონია მეტი არაფერია საჭირო, რომ მან ყველაფერი უკვე იცის,ის რომ ტალანტს და ნიჭს განვითარება სჭირდება ეს არა, ერთი სიტყვით გვყავს ნიჭიერი ბიჭები მაგრამ ზარმაცები და ფიზიკურად მოუმზადებელნი,დღე და ღამე უნდა გქონდეს გასწორებული ვარჯიშებში, ფანატი უნდა იყო კარგი გაგებით საკუთარი საქმის და აი მაშინ მივიღებთ იმ შედეგს რომელსაც ასე ველტვით, მწვრთნელების ცვლა ვერავითარ შედეგს ვერ მოგვიტანს, გვარდიოლა ჩამოიყვანეთ თუ გინდა, უკეთეს ფეხბურთს და უკეთეს შედეგს მაინც ვერ დავდებთ.
სანდრო
ზოგიერთს ეს უცხოელი ფეხბურთელები მართლა ჩვენებზე მაგრები ჰგონია. უბრალოდ უკეთეს პირობებში იზრდებიან და ვითარდებიან. ჩვენ კი ხშირად სნობიზმი გვჭირს. კონსტანტინეს სიტყვებს შეგახსენებთ:ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი. ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს, “უცხოს” უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს - “ბერძნულს”, ხოლო საუკეთესო ცერცვსაც - “ბერძნულს”.
შოკირებული გულშემატკივარი
კარგი შეკითხვაა და პასუხიც შესაფერი სჭირდება გვაკლია კლასი გამძლეობა სისწრაფე და კარგ ლიგებში ჩვენი ფეხბურთელებისგან ძირითად შემადგენლობაში თამაშის დამსახურება და სხვისთვის არდაბრალება თითქოს ქართველი ესპანელს ჯობს მარა მაინც არ ათამაშებენ
გოგა
ესპანეთი არა ძველი ესპანეთი, მაგრამ ჩვენთან სულ ფავორიტები იქნებიან. შვედეთს კი რაც შეხება, ეს გუნდი უმაღლესი დისიპლინით გამოირჩევა, კლასის რა გითხრათ. ჩვენ კი შეგვიძლია ერთა ლიგაზე ჩვენ დივიზიონში უპირობო ფავორიტები გავხდეთ
gori
აკლია რაც ყველაზე მთავარია - ფეხბურთელები. ფეხბურთელებო მთელი ქვეყნისა, ივარჯიშეთ მაგრად და მოხვდებით ნაკრებში
დიმკა
კვარაცხელია რეალში თუ არა მანჩესტერში მაინც ითამაშებს (ეს ერთი), კაკაბაძე პედრო პოროს ვერ სჯობს,თუმცა კარგი ფეხბურთელია (ეგ ორი) ანორთოსისის და ფერნცვაროშის(თუ რაც ქვია) ფეხბურთელებით ბუსკეტის დონეს ვერ მოუგებ (ეგ სამი) 11 ფეხბურთელის ვერ გამზრდელი სფფ ფაქტიურად უფუნქციოა(ეგ ოთხი) თუ რამე ამბიცია და შემართებაა ქართველი ფანების, ქართული სულის და სპორტის სიყვარულითაა - საფეხბურთო ,,კლასი" გვაქვს სამწუხაროდ 10 ქულიანი შეფასებიდან 4 .(ეს ხუთი) ითამაშო საქართველოს ნაკრებში ,,იგროკისთვის" არ არის დიდი მიღწევა (ეს ექვსი) სიყვარულით მოკითხვა ჩვენ ფეხბურთელებს,გაუკაფეთ გზა ახალ თაობას და არ დახუჭოთ თვალი სფფ-ს შეცდომებზე
გივი-გია
100%. გაიხარე.
გივი-გია
რა აკლია...!? რა დონეზეც ქვეყანა-ხალხია,იმ დონეზეა ფეხბურთიც,შესაძლოა ოდნავ მაღლა.
ნიკა
გვაკლია
ესეა
გამოიჩინონ თავი საქართველოში თუ სადმე ვინმე კარგ ფეხბურთს თამაშობს და მოხვდება ნაკრებში. უმრავლესობის აზროვნება ბმვ-ს ყიდვის იქით ვერ მიდის. თუ ხარ , მაგარი უნდა იყო და ყველაფერი ფეხბურთს უნდა შესწირო. ვაკანსია ნაკრებში უამრავია, ხოლო მარტო მწვრთნელი - ჯადოქარი არ არის, თუმცა გამოიკვეთა ამის ნიშნები........
თენგო
სასაცილო არ არის იმის თქმა, რომ თურმე საქართველოს ნაკრები კლასით ესპანეთსა და შვედეთს "დიდად არ ჩამორჩება"?
DAVE
რა აკლია და ადეკვატური შეფასება თქვენი მხრიდან. თქვენ უქმნით გულშემატკივარს ცრუ მოლოდინებს, ასევე ერთ დღეს ცაში აგყავთ ფეხბურთელები და მეროე დღეს მწვრთნელიან ფეხბურთელიანად შეიძლება ტალახში ამოსვაროთ. ასევე ეს გაუთავებელი ეს გუნდი აკვირდება, ის გუნდი გაგიჟდა და ა.შ. არის ჩემი ხედვით არასწორი, ჯობია დაველოდოთ მოვლენებს და როცა დასრულდება მერე გააჟღეროთ დამიჯერეთ ამ სტატიების გაომ არავინ გადაიყვანს მილანსა და რეალში და მერე როცა სამწუხაროდ ეს არ ხდება, იქცევა საქილიკო და საღლიცინო თემად. ნორვეგიას არ აქვს იმხელა ამბიცია რაც ჩვენ, მაშინ როცა ყავას ჰალანდი კი იცით რა დონისაცაა, სორლოტი ლაიფციგში, ოდეგაარდი არსენლაში და კიდე სხვები. ამასთანავე იმაშI ვართ დარწმუნებული, ამათ რომ შევხვდეთ 100% მოგებას მოვთხოვთ და სხვა შედეგი მიუღებელი იქნება. ამიტომ ვიყოთ ცოტა ადეკვატურები, მაშინ როცა ჯერ ნორმალურ ჩემპიონატში ფეხბურთელი არ გვყავს და ვუგულშემატკივროდ, ოღონდ ნუ ვთხოვთ მთების გადადგმას.
ჯუჯი
სამწუხარო ის არის, რომ არავისთან წაგებას არ ვიმსახურებთ და მაინც ვაგებთ.
ანტონ პეხნიჩეკი
10 ფეხბურთელი, მეთერთმეტე კი იცით
Zaza
პასუხი მარტივია. გადახედეთ გრანდების ფეხბურთელების კლუბებს და მერე ჩვენი ფეხბურთელების
გია
გვაკლია კლასი,ფიზიკური მომზადება და საფეხბურთო ინტელექტი.
მერაბ გ.
მეტი ნიჭი და მეტი ჯიგარი გვაკლია გრანდების მოსარევად!
maxo
ის რაც ქონდა თბილისის დინამოს საუკეთესო წლებში სწორედ ის აკლია საქართველოს ნაკრებს.
Irakli Apkhaidze
აბაა, ეგ უნდა დამეწერა და დაგისწრია. ლორენტე, ტორესი, მორატა, ოლმო ვერ ქაჩავენ? :))) წარმატებები ხვიჩას, ნამდვილად აქვს პერსპექტივა მათ აჯობოს, და მინდა აჯობოს და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება, მაგრამ ჯერ მსგავსი რამის დაწერა სასაცილოა.
goli
სულ რამდენიმე თვის წინ მაკედონიას და სომხეთს ვერ მოუგეთ პრინციპული თამაში თბილისში,ბელარუსი თურქი მსაჯის მიერ დანიშნული სანახევრო პენალტით ძლივს დამვამარცხეთ და ეგრევე გრანდების მოგების ჩაანალიზებაზე გადავდივართ?ძირითადათ იგივე ფეხბურთელებით და ახალი ვილი სანიოლით? რომელიც არა მგონია ქრისტე ღმერთი იყოს, ჩვეულებრივი სამჭკუაშვილია,თორემ ამდენი წელი უმუშევარი არ იქნებოდა. ჯობია რეალისტები ვიყოთ და ნაბიჯ ნადიჯ განვითარდეთ,რის ნიშნებიც აშკარად ჩანს.
ნიკა
კაკაბაძე ჯობია პოროს!? და კვარაცხელიას დარი ფეხბურთელი არ ყავს ფურია როხას!? აი ესეთი აზრები გვუღაპავს!
555
რა არ აკლია
რომა
მთავარი ის არის რომ სინათლე ჩანს გვირაბის ბოლოს.. ეს შესარჩევი მორჩეს დროით და მეორე შესარჩევში ვინც არუნდა იყოს ჩვენს ჯგუფში ულაპარაკოდ გასვლა უნდა მოვითხოვოთ... სანიოლს ერთი დიდი პლიუსი აქვს ცნობადი სახეა და ავტორიტეტი აქვს მსოფლიო ფეხბურთში...მთავარი ეხლა ისაა რომ ნაკლები ტრავმები ქონდეთ ბიჭებს და ეს ჩვენი ახალგაზრდული გუნდი შეთამაშდეს კვარას ჩაკვეს წიტას მიქაუტაძის და კიტეს თამადობით ეს ბიჭები დიდი ძალაა და თუ ათამაშდნენ ერთად ნებისმიერ დიდ გუნდს გაამწარებენ. და ბოლოს ნინუა ამ ბიჭსაც დიდი მომავალი აქვს და ხელი შევუწყოთ ფეხბურთელი ასე რომ ასრულებს საჯარიმოს როგორც პენალტი ის ცუდი ფეხბურთელი ვერ იქნება...
Las
ძალიან კარგი ხედვა და სტატიაა
ჯუჯი
გრანდების დასამარცხებლად? რა გვაკლია და კლასი.ნიჭი გვაქვს, მაგრამ კლასი ს რა მოგახსენოთ. კომუნისტების დროს ერთი ჩემი უფროსი მეგობარი ბათუმის ქალაქკომში მუშაობდა. ქეიფი უყვარდა. დილით სხდომა იწყება და მაგარ პახმელისზეა. ნახევრად ძინავს. ქალაქკომის მდივანმა გადახედა იქაურობას და იკითხა ვინ გვაკლია და რა გვაკლიაო. ჩემი მეგობარი უცებ გამოერკვა და წამოიძახა დოლ- გარმონი გვაკლიაო.ატყდა სიცილ ხარხარი. ჩვენ ფეხბურთელებს სწორედ ის დოლ- - გარმონი აკლიათ.
niko
მთელი ცხოვრებაა ჩვენ ფეხბურთს ველოდები, ქართულ ფეხბურთს და ამ ბოლო ორ მატჩში დაეტყო რაღაც ძველი ელფერი. ყოველთვის ნაკრები აგებს და დიდი ხანია უკვე ბევრს არ ველი და მართლად პირველად დამწყდა გული ამ ორი თამაშის წაგებაზე ვიდრე ადრე და ეს გუნდი და ფეხბურთელები შემეცოდნენ რადგან ბევრი იშრომეს და ამასთანავე ბურთით თამაში გაიხსენეს. ძნელია ვინმეს რამე დააბრალო ან ფეხბურთელებს ან სამწვრთნელ შტაბს. Pასუხი მხოლოდ ფედერაციას უნდა მოეძთხოვოს დიდი დროის დაკარგვისათვის რომ მწვრთნელი დროზე დაენიშნათ. გასაგებია კოვიდი არაფერს ეხმარება, მაგრამ იმათგან ინიციატივა არ სჩანდა. კითხვას თუ რა აკლია საქართველოს ნაკრებს გრანდების დასამარცებლად? უპირველეს ყოვლისა ეს კითვა არ მიდა ასე რომ ჟღეს რადგან ძალიან უარყოფითი მუხტი აქვს რადფგან ამ კითხვაში უკვე ჩვენს ფეხბურთს ვაყენებთ ეგრედ წოდებულ გრანდების დაბლა და უგვე წაგებითI მიდგომა არის ასე ფიქრი. Dრევანდელ ფეხბურთში ყველა ყველას ეთამაშება და რაც მთავარია თამაშობენ ფეხბურთს, ვის მეტი ვარსკვლავი ჰყავს ეგ ამა თუ იმ გუნდის და ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობაზეა. მე მგონია საქართველოში უოველთვის ნიჭიერი ფეხბურთელები იზრდებოდნენ, მაგრამ ყოველთVBის რაღაც აკლდა და რაც აკლდაც ის არის რაც საქართველოს აკლია, პროფესიონალიზმი უპირველეს ყოვლისა ბაცვშვების ფეხბურთიდან დაწყებული ნაკრების დონეზე. Nაკრებში მოთამაშე ფეხბურთელს თუ იმის ნებისყოფა არ გააჩნია რომ დიეტა დაიცვას, ფორმიდან არ გამოვიდეს და თვითონ იმუშაოს თავის თავზე და ნაკლებობებზე ეს არის პროფესიონალიზმი და არ ის რომ აი ვითამაშე და ვისვენებ ეხლა გავსკდები მწვად Xინკალის ჭამით და სასმელზეც უარს არ ვიტყვი. როდესაც ფეხბურთელის კარიერა 1-12 წელია დონეზე რომ მოითMინონ და გუძLონ ცდუნებებს არ შეუძლიატ, და ამას ყველაფერს მოჰყვება ტრამვები და კიდევ უფრო ფორმიდან ამოვარდნა. როგორც გუნდს ბევრი ფეხბურთელი არის რომელსაც თუ ფორმაშI მუდმივად ყოფნა შეუძლიათ რომ კარგი გუნდი დადგეს. აუცილებლად საჭიროა შუა ხაზში პასის მიმცემი და ბურთის დამჭერი მოთამაშე, სამწუხაროდ ეს ბევრად უფრო გვაკლია ვიდრე თავდამსხმელი ან დამცველი, ველი სტილის 10 ნომერი რომელიც ღერძია დაცვიდან თავდასხმაში გადასვილს და სიტუაციიდან გამომდინარე სწორად რომ გაანაწილოს ბურთი სივრცეებშI როცა კონტრ შეტევის შაშუალებაა და გააეროს ბურთი როცა საჭოროა. შამწუხაროდ სწორი დროული პასის ესთეტიკა და გრძნობა ბევრს არ აქვს. მე მგონია ნინუას შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში, გმაგრამ ალბათ ჯერ ვერ გააცნეს სნიოლს. კოხრეიძეს შეუძლია ასევე მაგ პოძიციაზე თამაში. არაბიძე ვფიქრობდი განვითრდებოდა და გაიზრდებოდა ამავე პოზიციისთვის, მაგრამ რამდენი მისი თამაშიც ვნახე სულ ბურთს ელოდება და მიშა მესხის არაფერი ეტყობა რომ ბურთს ელოდებოდეს. ფიზიკური ფორმა არის ყველასათვის უფრო მკაცრად მოსათხოვნი. Bუდუს ყველა ელოდებოდა მაგრამ ესპანეთთან ჩააფლავა ბევვრი ვერაფერი სესძლო, ისევ ქვილითაია არის უკეთესი მაღალი ბურთIს ჩამოღებაშI და ფეხით ბურთის დაჭერით, ორივეს კაჭარავა სჯობს ტექნიკურად და ბურთის ალღოთი, მარგამ დამტვრეულია. საქართველო ჩემპიონატზე არის ერთიო ორი თუ მისცეს საშუალება. აბურჟანია ძალიან მოისისტებს ფიზიკურად, უფრო მეტად უნდა განვითარებულიყო. მოკლედ შუა ხაზი არის დასაყენებელი და ბურთის უკან პასები უაზროდ კანკავას შესრულებით არაფერს შველის. ოკუთხედს ყველა თამაშობს და იგივე მოედანზე უნდა მოახერხონ. ბურთის გაჩერება კიდევ ამ დონეზე პრობლემა აღარ უნდა იყოს, ერთი შეხებით უნდა ხდებოდეს ბევრი რამ. ბევრს ბურთი გაურბის. კვარაცხელისა ქება აღარ შწირდება დიდ ლიგაშI დიდ გუნდში. სჭირდება თამაშI სადაც შანსს მისცემენ და დაამტკიცებს რომ მზად არის. ამ გუნდის ბოლო ორი თმაში სანახაობრივი იყო და სწორი მიდგომით და იმის მიხვედრით რომ ყელასთან შეიძლება თამაში და მოგება თუ ფეხბურთს ითამაშებ ამ გუნდს აათამაშებს და თადაჯერებაც მოვა. წარმატება ბერძნებთან და მერე კიდევ შეიძლება უფრო მეტზე ფიქრი.
თენგაბი
პერსპექტიული ფეხბურთელები გვყავს და ამ შემადგენლობით გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება, მაგრამ კატასტროფულად ჩამოვრჩებით ფიზმომზადებაში, გამძლეობაში. თუ ეს პრობლემა არ აღმოიფხვრა, წარმატების არანაირი შანსი არა გვაქვს.
მწვრთნელი.
მხოლოდ მწვრთნელი გვაკლია. მწვრთნელი
ჯონი
ნამდვილად გყავს ნიჭიერი ახალგაზრდები გყავს გამოცდილი ფეხბურთელებიც ამ ნაკრებს ნამდვილად შეუძლია შედეგის მიჰწევა თუმცა ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ნაკრების ის არის რომ ვერც ერთ თამაშს ვერ ვატარებთ ოპტიმალური შემადგენლობით ყველა სანაკრებო შეკრების წინ უამრავი ფეხბურთელი გვაკლდება სხვადასხვა მიზეზით ამ შეკრებაზეც რამდენი დაგვაკლდა საქართველოს ნაკრები ისეთი გუნდია 1-2 ფეხბურთელის არ ყოფნაც ეტყობა და ყველა სანაკრებო თამაშის წინ რომ 4-5 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გაკლდება რთულია რამის მიჰწევა მე მახსოვს უელს რომ ვეთამაშეთ გასვლაზე 1-1 მაშინ იყო ერთადერთი შემთხვევა იმ ნაკრების რომ ოპტიმალური შემადგენლობით გავედით მოედანზე და კინაღამ მოვუგეთ უელსის ნაკრებს იმის მერე ოპტიმალური შემადგენლობით წლებია ნაკრებს არ უთამაშია და ახლაც ასე გრძელდება მეორე ყველაზე დიდი პრობლემაა არის ჩემი აზრით რომ ჩვენი ნაკრების ბევრ ფეხბურთელს არ აქვს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა კლუბებში თითზე ჩამოსათველია ფეხბურთელები რომლებსაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ კლუბებში და ვისაც აქვს უმეტესობა დაბალი დონის კლუბში თამაშობს.
კახა
სრული ბოდვა კაკაბაძე რაც შეცდომებს უშვებს ისეთს პორო არასდროს ჩაიდენს კაკაბაძე მომენტებშია კარგი და არასრულ მატჩი ისევე როგორც უმრავლესი ქართველი ფეხბურთელები ესაა განსხვავება და რა გგონოათ ფასს როცა ადებენ დებილები არიან პროფესიონალიზმი დაიმახსოვრეთ ყველა ევროპელი კარგი ფეხბურთელი დღედაღამ ცდილობს მოუმატოს კაკაბაძე ჩემი ფავორიტი იყო ახალგაზრდულში ისე კარგად ერთვებოდა შეტევებში უკან ჩამოსვლასაც არ აგვიანებდა და რა მოუმატა მგონი გააჩერდა ზრდა აღარ ააქვს ერთი თამაში კიარა მთელი სეზონი და კარიერა სტაბილური უნდა იყო უშეცდომო არავინაა მაგრამ ყოველი ალბას ჩართვა სასტიკ პანიკას იწვევდა ქართველ მცველებში აქ ერთი რამეა თამაშამდე ადექი იცი ალბა გყავს მოწინააღმდეგე დაჯექი შეისწავლე ალბა არაა მესი და რომალდო თუ არ აჯობებ თანაბად მაინც გაუწიე წინააღმდეგობა მახსოვს როგორ ემზადებოდნენ ფრანგები 98 წლის ფინალში განსაკუთრებით რონალდოს წინააღმდეგ დესაი ტურამი და სხვები რონალდოს მოძრაობებს განიხილავდნენ და ყურადღება მიაქციეს რომ უმეტეს შემთხვევაში ცრუმოზრაობებს და ფინტების ხაზს ვუსვამ უმეტეს შემთხვევაში მარცხნივ ასრულებდა ბურთი მარცხენა მხარეზემიქონდა და ისინიც ეგრეთწოდებულ პატკატს სულ მარცხენა მხარეს უკეთებდნენ პროფესიონალიზმი ფეხბურთი ურთულესი თამაშია დიდ შრომას და ინტელექტს საჭიროებს ყიფიანს კითხეს ერთხელ ქართველები ვამაყობთ ბევრი ფეხბურთელებით და მსოფლიოს დონის რომლებს დაასახელებდითო და მან მხოლოდ სამი ქართველი ფეხბურთელი დაასახელა
გიო
სრულიათ ვეთახმები შეფასებას მე პირადად დიდი იმედი მაქვს ჩვენი ახალგაზრდების ბევრი იმედის მომცემი ფეხბურთელი გვყავს ძალიან სამწუხაროა რომ ჩვენი ნაკრების ყველა ფეხბურთელი საშუალო ან საშუალოზე დაბალი კლასის ჩემპიონატებში თამაშობენ სამწუხაროდ აგენტებიც არ გყავს და კონტაქტებიც არ გვაქვს ევროპის წამყვან ჩემპიონატებში რომ ჩვენი ნიჭიერი ბიჭები ტოპ ლიგების გუნდებში მოვაწყოთ შიდა ჩემპიონატიც დაბალ დონეზეა ვერც ერთი ქართული კლუბი ვერ ახერხებს ევრო ტურნირებზე ჯგუფში გასვლას პლიუს ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები ხშირად ტრამვიანობენ სანაკრებო თამაშები რომ იწყება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ყოველთვის გვაკლია არ გყვას კარგი ფორვარდი ფაქტია შოთა არველძის შემდეგ ნაკრებში შედეგიანი მაღალი კლასის ფორვარდი არ გვყოლია შოთას მერე რამდენმა ითამაშა დვალიშვილი მჭედლიძე ქვილითაია კაჭარავა მაგრამ ვერცერთმა ვერ გაამართლა არ გყავს ცენტრში კრეატიული ფეხბურთელები ვისაც შეუძლია ბურთს მიღება განაწილება კარგი პასების გაკეთება შეტევების დაწყებაა ამ ეტაპზე მარტო კიტე გყავს ასეთი რომელიც არ ყოფნის ნაკრებს ერთი ორი კიდევ უნდა გყავდეს ასეთი ფეხბურთელი კომპლექსური პრობლემებია თუმცა მე მაინც იმედი მაქვს ჩვენი ახალგაზრდების მაგრამ ამ ბიჭებს ხელშეწყობა სჭირდებათ რომ კარგ ჩემპიონატებში კარგ დონეზე ითამაშონ რათა შემდეგ ნაკრებსაც დაეხმარონ მე არავის ვაყენებ შეურაწყობას მაგრამ ერთადერთი ხოჭოლავა გყვავს ვინც კარგ კლუბში თამაშობს დანარჩენი ყველა საშუალო ან საშუალოზე დაბალი კლასის კლუბშია და მათ როგორ უნდა მოთხოვო მაღალ დონეზე თამაში.
გოჩა
სწორი შეფასებაა
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?