სასწრაფო დახმარების ექიმმა ცალსახად განმარტა, რომ ნელი დოროყაშვილის სხეულზე აღინიშნებოდა მხოლოდ მცირედი ესკორაცია კანის აქერცვლის სახით; ის არ განიცდიდა ტკივილს და კითხვაზე, საიდან ჰქონდა აღნიშნული დაზიანება, ნელი დოროყაშვილმა მისი წარმომავლობა ვერ მიუთითა, - ამის შესახებ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ცალსახად ადასტურებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მისი უდანაშაულობა დადასტურდება.

"დღეს დაკითხული არცერთი მოწმე ცალსახად არ მიუთითებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან განხორციელდა ძალადობრივი ქმედება, ვინაიდან ისინი არ ყოფილან მომხდარი ფაქტის შემსწრენი. მნიშვნელოვანი იყო სასწრაფო დახმარების ექიმის ჩვენება, რომელმაც ცალსახად განმარტა, რომ ნელი დოროყაშვილის სხეულზე აღინიშნებოდა მხოლოდ მცირედი ესკორაცია კანის აქერცვლის სახით; ის არ განიცდიდა ტკივილს და კითხვაზე, საიდან ჰქონდა აღნიშნული დაზიანება, ნელი დოროყაშვილმა მისი წარმომავლობა ვერ მიუთითა. ექიმის ჩვენებიდან ცალსახად დგინდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან 2020 წლის 21 მაისს არანაირი ძალადობრივი ქმედება არ განხორციელებულა. თითოეული სხდომის შემდგომ კიდევ ერთხელ დგინდება ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის უდანაშაულობა.

ბრალდების მხარეს ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია მოწმის სახით გამოიძახოს ნიკოლოზ ბასილაშვილი. როგორც კი ექნება შესაძლებლობა, ჩამოვა და დარბაზში დაესწრება საქმის არსებით განხილვას. სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ცალსახად ადასტურებს, რომ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დადასტურდება მისი უდანაშაულობა", - აღნიშნა თეონა გვაზავამ.

AMBEBI

სიმართლე.
ქალბატონმა ბაიამ! გადამეტებული ხომ არ არის? თუ ბანძმა ბაბუციმ!
et
"თავისი წარმომავლობა" უნდა ყოფილიყო მაგ შემთხვევაში, თუმცა ნამდვილად ორაზროვანი სათაურია :)
ზურა
ირაკლი ესენიო რომ ამბობ,ნიკა კი არ უჩივის,ყოფილი ცოლი უჩივის სასამართლოში და რა ქნას ბავშვი ზარალდება ამითო და არ მივიდეს სასამართლოში?
ნიკას ჰქონდა მაგის მცდელობა
მე რაც წავიკითზე ამ თემაზე, ნიკას სწორედ რომ მაგის მცდელობა ჰქონდა. აჩუქა სახლი და საკმაოდ დიდი თანხა. სასამართოლოთი მაგ ყველაფერს ვერ წაიღებდა ცოლი. ჰქონდა მშვიდად მოგვარების მცდელობა და არ გამოუვიდა. არცერთ კაცს არ აწყობს და მითუმეტეს ასეატ ცნობილ სპორტსმენს სკანდალები
giga
სანამ ვიღაც ბაიას ნაირი ინტრიგნები იარსებებენ იქამდე ესეთი ამბები ქალების მხრიდან ბევრი იქნება, მითუმეტეს შეძლებულ ოჯახებში

ბაია პატარაია ვერ გევიგე?! კიდევ ერთხელ გაილუზერა თავი ქალბატონმა ბაიამ
ვოოტ
სათაურია მძლეთამძლე... რა აღარ ვიფიქრე და თურმე დაზიანების წარმომავლობაზე ყოფილა საუბარი...
Irakli
ესენი როდის მიხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ორივეს ძალიან, ძალიან ვნებს, ვნებს ბავშვს და ძალიან უარყოფით ემოციებს ტოვებს ყოველ ჩვენთაგანში. შერიგებას არავინ გთხოვთ, მაგრამ იქნებ სასამართლოს, პოლიციისა და ზედმეტი ხმაური გარეშე მორიგდეთ ორი ზრდასრული ადამიანი!
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის