სატრანსფერო სეზონი, რომელიც ოფიციალურად ორ კვირაში იწყება, რეალურად კარგა ხნის გახურებულია
ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საფეხბურთო სეზონი მორჩა და ახალი ჯერ არ დაწყებულა. მოდის სატრანსფერო ხანა, რომელიც ოფიციალურად 1 ივლისს იხსნება, თუმცა ეს ოფიციალურად - აბა, გაიხსენეთ, ამ ბოლო თვის განმავლობაში რამდენი ახალწვეულის წარდგენის შესახებ მოგითხრეთ?

მოკლედ, სატრანსფერო სეზონი, რომელიც ოფიციალურად ორ კვირაში იწყება, რეალურად კარგა ხნის გახურებულია და მერე როგორ! ისე, მომავალი ზაფხულიდან ფიფა და უეფა ფინანსური "ფეარ პლეის" კანონს შემოიღებენ. ამბობენ, ეს, 2011 წლის ზაფხული ბოლო მხურვალე ზაფხული იქნებაო თავზე ხელაღებული და გასაოცარი ტრანსფერების თვალსაზრისით. შემდგომში კი ეს კანონი მდიდარ კლუბებს ლაგამს ამოსდებს.

ბუნებრივია, მთელს ევროპას ვერ გავწვდებით, თანაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ტრანსფერები რეალური კია, მაგრამ მათ ჯერ ოფიციალური სტატუსი არა აქვთ. მოკლედ, უეფა-ს საკლუბო რეიტინგით ვიხელმძღვანელეთ და მხოლოდ 10 მოწინავე საფეხბურთო ქვეყნით შემოვიფარგლებით. ესენია (რეიტინგის მიხედვით დალაგებული): 1. ინგლისი, 2. ესპანეთი, 3. გერმანია, 4. იტალია, 5. საფრანგეთი, 6. პორტუგალია, 7. რუსეთი, 8. უკრაინა, 9. ჰოლანდია და 10. თურქეთი (ცნობისათვის, ქართული უმაღლესი ლიგა რეიტინგში 36-ეა).

ქვემოთ გრაფაში მითითებული თარიღი, ბუნებრივია, ვერ იქნება კონტრაქტის გაფორმების დღე - იქ მითითებულია თარიღი, როცა ესა თუ ის ტრანსფერი გადაწყდა (სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით). სატრანსფერო თანხების უმეტესობაც არ არის ოფიციალური, რადგან იშვიათად აცხადებენ კლუბები, თუ რამდენი გადაიხადეს ფეხბურთელში. უფრო ხშირად, ამას კარგად ინფორმირებული მედიასაშუალებებიდან ვიგებთ.

კიდევ ერთ დეტალს დავაზუსტებთ - ზოგიერთი ტრანსფერი მაისზე ადრეულ პერიოდში გადაწყდა (ზოგი სულაც შემოდგომით) და ბუნებრივია, ადრე გაჩარხული ტრანსფერები ჩვენს სიაში ვერ მოხვდებოდნენ.

ჯერჯერობით თავს შევიკავებთ ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერების დასახელებისგან, რადგან, ჯერ ერთი ეს ცხრილიდანაც კარგად ჩანს, მეორეც, მთელი სატრანსფერო სეზონი წინ გვაქვს - ფანჯარა აგვისტოს ბოლო დღეს იხურება...

თარიღი ფეხბურთელი (ეროვნება) საიდან (კლუბი, ქვეყანა) სად (კლუბი, ქვეყანა) თანხა

2 მაისი იომერ ტოპრაკი (გერ) ფრაიბურგი (გერ) ლევერკუზენი (გერ) 3 მლნ

3 მაისი ტომაშ პეხარტი (ჩეხ) იაბლონეცი (ჩეხ) ნიურმბერგი (გერ) 2 მლნ

5 მაისი ილკაი გიუნდოგანი (გერ) ნიურმბერგი (გერ) დორტმუნდი (გერ) 4 მლნ

5 მაისი ფაბიო ბორინი (იტა) ჩელსი (ინგ) პარმა (იტა) თავ. აგენტი

5 მაისი პატრიკ ოხსი (გერ) აინტრახტი (გერ) ვოლფსბურგი (გერ) 3 მლნ

6 მაისი ზე რობერტო (ბრა) ჰამბურგი (გერ) - კონტრაქტი დაუს.

9 მაისი ნური შაჰინი (თურ) დორტმუნდი (გერ) რეალი (ესპ) 10 მლნ. ევრო

9 მაისი თომას კრაფტი (გერ) ბაიერნი (გერ) ჰერტა (გერ) თავ. აგენტი

9 მაისი ფილიპ მექსე (საფ) რომა (იტა) მილანი (იტა) თავ. აგენტი

9 მაისი ტაი ტაივო (ნიგ) მარსელი (საფ) მილანი (თავ) თავ. აგენტი

10 მაისი ტიმ დე კლერი (ჰოლ) ფეიენოორდი (ჰოლ) - გაუშვეს

11 მაისი აკაკი გოგია (გერ) ვოლფსბურგი (გერ) აუგსბურგი (გერ) იჯარა

15 მაისი მარტინ დემიკელისი (არგ) ბაიერნი (გერ) მალაგა (ესპ) 3 მლნ

16 მაისი არტურ მორაეში (პორ) ბრაგა (პორ) ბენფიკა (პორ) თავ. აგენტი

18 მაისი კრის ლიოვე (გერ) ხემნიცერი (გერ) დორტმუნდი (გერ) 0,2 მლნ

18 მაისი მატს რიტსი (ბელ) ბეერსხოტი (ბელ) აიაქსი (ჰოლ) უცნობია

18 მაისი მეჰმეთ ეკიჩი (თურ) ბაიერნი (გერ) ვერდერი (გერ) 5 მლნ

18 მაისი ერიკ ჩუპო-მოტინგი (კამ) ჰამბურგი (გერ) მაინცი (გერ) თავ. აგენტი

19 მაისი სილვიო პერეირა (პორ) ბრაგა (პორ) ატლეტიკო (ესპ) 8 მლნ

19 მაისი ჰამით ალთინთოფი (თურ) ბაიერნი (გერ) რეალი (ესპ) თავ. აგენტი

19 მაისი ედინსონ კავანი (ურუ) პალერმო (იტა) ნაპოლი (იტა) 12 მლნ

19 მაისი ნილს პეტერსენი (გერ) ენერგი (გერ) ბაიერნი (გერ) 2,8 მლნ

19 მაისი ოდისე როში (ალბ) ფრამურტარი (ალბ) კიოლნი (გერ) უცნობია

19 მაისი დიეგო ალვეში (ბრა) ალმერია (ესპ) ვალენსია (ესპ) 3 მლნ

20 მაისი დენის სუარესი (ესპ) სელტა (ესპ) მან. სიტი (ინგ) 1 მლნ

20 მაისი დანიელ ვასი (დან) ბრონდბიუ (დან) ბენფიკა (პორ) უცნობია

20 მაისი კაკა (ბრა) ბრაგა (პორ) ჰერტა (გერ) უცნობია

21 მაისი ანდრეას ოტლი (გერ) ბაიერნი (გერ) ჰერტა (გერ) უცნობია

21 მაისი დერკ ბოერიგტერი (ჰოლ) ვაალვიკი (ჰოლ) აიაქსი (ჰოლ) უცნობია

22 მაისი დიეგო ანგელო (ბრა) ჯენოა (იტა) ესკიშეჰირი (თურ) უცნობია

23 მაისი პიოტრ ტროხოვსკი (გერ) ჰამბურგი (გერ) სევილია (ესპ) თავ. აგენტი

23 მაისი ტეო იანსენი (ჰოლ) ტვენტე (ჰოლ) აიაქსი (ჰოლ) 3 მლნ

23 მაისი მანუ დელ მორალი (ესპ) ხეტაფე (ესპ) სევილია (ესპ) 4,5 მლნ

23 მაისი ხოსე კალეხონი (ესპ) ესპანიოლი (ესპ) რეალი (ესპ) 5,5 მლნ

23 მაისი ხუან ალბინი (ურუ) ხეტაფე (ესპ) ესპანიოლი (ესპ) 3 მლნ

23 მაისი ადრიან ლუნა (ურუ) დეფენსორი (ურუ) ესპანიოლი (ესპ) 1,5 მლნ

24 მაისი დიეგო კასტრო (ესპ) სპორტინგი (ესპ) ხეტაფე (ესპ) თავ. აგენტი

24 მაისი კევინ კონსტანტი (გვი) შატორუ (საფ) კიევო (იტა) 1 მლნ

24 მაისი ანდრეა პირლო (იტა) მილანი (იტა) იუვენტუსი (იტა) თავ. აგენტი

24 მაისი მარკო ამელია (იტა) ჯენოა (იტა) მილანი (იტა) 3,5 მლნ

24 მაისი სოკრატის პაპასტატოპულოსი მილანი (იტა) ჯენოა (იტა) უცნობია

24 მაისი ანგელოს ხარისტეასი (საბ) შალკე (გერ) - გაუშვეს

25 მაისი გიონ ფერნანდესი (ჰოლ) ექსელსიორი (ჰოლ) ფეიენოორდი (ჰოლ) თავ. აგენტი

25 მაისი მეჰდი აბეიდი (საფ) ლანსი (საფ) ნიუკასლი (ინგ) უცნობია

26 მაისი მეჰდი ლასენი (ალჟ) რასინგი (ესპ) ხეტაფე (ესპ) თავ. აგენტი

26 მაისი რეტო ციგლერი (შვე) სამპდორია (იტა) იუვენტუსი (იტა) თავ. აგენტი

26 მაისი რენატო დირნეი (ბრა) სევილია (ესპ) ბოტაფოგო (ბრა) თავ. აგენტი

27 მაისი ტიმ კლოზე (შვე) თუნი (შვე) ნიურმბერგი (გერ) 0,4 მლნ

27 მაისი გაბი (ესპ) სარაგოსა (ესპ) ატლეტიკო (ესპ) 3 მლნ

27 მაისი ჟოაო მირანდა (ბრა) სან პაულუ (ბრა) ატლეტიკო (ესპ) თავ. აგენტი

28 მაისი ხუან როდრიგესი (ესპ) დეპორტივო (ესპ) ხეტაფე (ესპ) თავ. აგენტი

28 მაისი ომარ კოსოკო (საფ) ამიენი (საფ) ოსერი (საფ) თავ. აგენტი

28 მაისი ხუან მანუელ იტურბე (არგ) პორტენო (პარ) პორტუ (პორ) უცნობია

28 მაისი ნუნუ კოელიო (პორ) აკადემიკა (პორ) ბენფიკა (პორ) უცნობია

28 მაისი კელვინი (ბრა) პარანა (ბრა) პორტუ (პორ) უცნობია

29 მაისი ნოლიტო (ესპ) ბარსელონა ბ (ესპ) ბენფიკა (პორ) თავ. აგენტი

30 მაისი ივან პერიშიჩი (ხორ) ბრიუგე (ბელ) დორტმუნდი (გერ) 5,5 მლნ

30 მაისი ფელიპე კაისედო (ეკვ) მან სიტი (ინგ) ლევანტე (ესპ) 1 მლნ

30 მაისი რიკი ვან ვოლფსვინკელი (ჰოლ) უტრეხტი (ჰოლ) სპორტინგი (პორ) 5,4 მლნ

31 მაისი მარტინ კასერესი (ურუ) ბარსელონა (ესპ) სევილია (ესპ) 3 მლნ

31 მაისი მაიკლ მანსიენი (ინგ) ჩელსი (ინგ) ჰამბურგი (გერ) 2 მლნ

31 მაისი დიდაკ ვილა (ესპ) მილანი (იტა) ესპანიოლი (ესპ) იჯარა

31 მაისი დიდიე ზოკორა (კოტ) სევილია (ესპ) ტრაბზონი (თურ) 5 მლნ

1 ივნისი რუუდ ვან ნისტელროი (ჰოლ) ჰამბურგი (გერ) მალაგა (ესპ) თავ. აგენტი

1 ივნისი მანუელ ნოიერი (გერ) შალკე (გერ) ბაიერნი (გერ) 18 მლნ

1 ივნისი რალფ ფაჰრმანი (გერ) აინტრახტი (გერ) შალკე (გერ) თავ. აგენტი

1 ივნისი რაფინია (ბრა) ჯენოა (იტა) ბაიერნი (გერ) 7 მლნ

2 ივნისი ბენუა პედრეტი (საფ) ოსერი (საფ) ლილი (საფ) უცნობია

2 ივნისი ოგნიენ კორომანი (სერ) ცრვენა (სერ) კრილია (რუს) უცნობია

2 ივნისი ალექსი (ბრა) სპარტაკი (რუს) კორინთიანსი (ბრა) უცნობია

2 ივნისი დიმიტარ მაკრიევი (ბულ) აშდოდი (ისრ) კრილია (რუს) უცნობია

2 ივნისი სესარ სანჩესი (ესპ) ვალენსია (ესპ) ვილიარეალი (ესპ) თავ. აგენტი

3 ივნისი კამელ მერიემი (საფ) არლი (საფ) ნიცა (საფ) თავ. აგენტი

3 ივნისი კოკე (ესპ) რაიო ვალეკანო (ესპ) სევილია (ესპ) 1,7 მლნ

3 ივნისი დანიელ პარეხო (ესპ) ხეტაფე (ესპ) ვალენსია (ესპ) 5 მლნ

3 ივნისი მარკუს ფოილნერი (გერ) ნიურმბერგი (გერ) დორტმუნდი (გერ) 0,2 მლნ

3 ივნისი ბრედ ფრიდელი (აშშ) ასტონ ვილა (ინგ) ტოტენჰემი (ინგ) თავ. აგენტი

3 ივნისი ესტებან ანდრადა (არგ) ლანუსი (არგ) ბარსელონა ბ (ესპ) 4 მლნ

4 ივნისი ფაბიან შიონჰეიმი (გერ) ვეენი (გერ) მაინცი (გერ) 0,4 მლნ

6 ივნისი მიგელ მოია (ესპ) ვალენსია (ესპ) ხეტაფე (ესპ) იჯარა

6 ივნისი კრისტიან ფუხსი (ავს) მაინცი (გერ) შალკე (გერ) 3,8 მლნ

7 ივნისი დენი გრემი (ინგ) უოტფორდი (ინგ) სუონსი (ინგ) 4 მლნ

7 ივნისი ჯერი ვანდამი (საფ) ლილი (საფ) შატორუ (საფ) იჯარა

7 ივნისი მარეკ მინტალი (სლო) ნიურმბერგი (გერ) ჰანზა (გერ) უცნობია

8 ივნისი კარლ ჯენკინსონი (ინგ) ჩარლტონი (ინგ) არსენალი (ინგ) უცნობია

8 ივნისი დანიელ ბაცი (გერ) ნიურმბერგი (გერ) ფრაიბურგი (გერ) თავ. აგენტი

8 ივნისი ეროს პიზანო (იტა) ვარეზე (იტა) პალერმო (იტა) 1,5 მლნ

8 ივნისი ადამ შიმონი (უნგ) ჰალადაში (უნგ) პალერმო (იტა) 0,7 მლნ

8 ივნისი მარკო ჰიოგერი (გერ) ალემანია (გერ) შალკე (გერ) 1,5 მლნ

9 ივნისი მორგან ამალფიტანო (საფ) ლორიანი (საფ) მარსელი (საფ) თავ. აგენტი

9 ივნისი ჟულიენ ფერე (საფ) ნანსი (საფ) რენი (საფ) 4 მლნ

9 ივნისი ჰენრი ბედიმო (კამ) ლანსი (საფ) მონპელიე (საფ) 2 მლნ

9 ივნისი აჰმედ ელმოჰამედი (ეგვ) ენპპი (ეგვ) სანდერლენდი (ინგ) უცნობია

9 ივნისი მიროსლავ კლოზე (გერ) ბაიერნი (გერ) ლაციო (იტა) უცნობია

9 ივნისი ჯორდან ჰენდერსონი (ინგ) სანდერლენდი (ინგ) ლივერპული (ინგ) 18,5 მლნ

10 ივნისი ნაჩო მონრეალი (ესპ) ოსასუნა (ესპ) მალაგა (ესპ) 6 მლნ

10 ივნისი ულრიხ რამე (საფ) ბორდო (საფ) სედანი (საფ) თავ. აგენტი

10 ივნისი ოსკარ ვენდტი (შვედეთი) კოპენჰაგენი (დან) მიონხენგლადბახი (გერ) თავ. აგენტი

11 ივნისი ნიკოლა დუშეზი (საფ) რენი (საფ) პსჟ (საფ) თავ. აგენტი

11 ივნისი დავიდ ოდონკორი (გერ) ბეტისი (ესპ) კარლსრუე (გერ) თავ. აგენტი

11 ივნისი ანდრე კარილო (პერ) ალიანსა (პერ) სპორტინგი (პორ) 1,3 მლნ

12 ივნისი კევინ გამეირო (საფ) ლორიანი (საფ) პსჟ (საფ) 11 მლნ

12 ივნისი ბალაზ ჯუჯაკი (უნგ) პსვ (ჰოლ) ანჟი (რუს) უცნობია

13 ივნისი რონი როდელინი (საფ) ნანტი (საფ) ლილი (საფ) 1,5 მლნ

13 ივნისი ტრისტან დო (საფ) სტრასბური (საფ) ლორიანი (საფ) თავ. აგენტი

13 ივნისი დერეკ ბოატენგი (გან) ხეტაფე (ესპ) დნიპრო (უკრ) 6 მლნ

13 ივნისი ფლორიან ფრომლოვიცი (გერ) ჰანოვერი (გერ) დუისბურგი (გერ) თავ. აგენტი

13 ივნისი ფილ ჯონსი (ინგ) ბლექბერნი (ინგ) მანჩესტერი (ინგ) უცნობია

13 ივნისი ფრანჩესკო ტავანო (იტა) ლივორნო (იტა) ემპოლი (იტა) უცნობია

14 ივნისი ბენუა კოსტილი (საფ) სედანი (საფ) რენი (საფ) თავ. აგენტი

14 ივნისი ფრანტიშეკ კუბიკი (სლო) ტრენჩინი (სლო) ყუბანი (რუს) უცნობია

15 ივნისი ივან მარკანო (ესპ) ვილიარეალი (ესპ) ოლიმპიაკოსი (საბ) იჯარა

15 ივნისი ალი ქარიმი (ირა) შალკე (გერ) პერსეპოლისი (ირა) თავ. აგენტი

16 ივნისი იორის მატეისენი (ჰოლ) ჰამბურგი (გერ) მალაგა (ესპ) 1 მლნ

16 ივნისი ხავიერ ფარინოსი (ესპ) ერკულესი (ესპ) ლევანტე (ესპ) თავ. აგენტი

16 ივნისი მარვინ ზეეგელაარი (ჰოლ) აიაქსი (ჰოლ) ესპანიოლი (ესპ) თავ. აგენტი

16 ივნისი ბებე (პორ) მან. იუნაიტედი (ინგ) ბეშიქთაში (თურ) იჯარა

16 ივნისი კევინ ნოლანი (ინგ) ნიუკასლი (ინგ) ვესტ ჰემი (ინგ) უცნობია

16 ივნისი დომაგოი ვიდა (ხორ) ლევერკუზენი (გერ) დინამო ზ. (ხორ) უცნობია

16 ივნისი ვილიამ კვისტი (დან) კოპენჰაგენი (დან) შტუტგარტი (გერ) უცნობია

16 ივნისი მიკელე პაციენცა (იტა) ნაპოლი (იტა) იუვენტუსი (იტა) თავ. აგენტი

16 ივნისი სენად ლულიჩი (ბოს) იანგ ბოისი (შვე) ლაციო (იტა) 3 მლნ

16 ივნისი მატეუშ კლიხი (პოლ) კრაკოვია (პოლ) ვოლფსბურგი (გერ) 1,5 მლნ

16 ივნისი რუდი ადადი (საფ) შატორუ (საფ) ოსერი (საფ) უცნობია

16 ივნისი აიმენ აბდენური (ტუნ) ეტოილი (ტუნ) ტულუზი (საფ) 0,4 მლნ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია