საბერძნეთთან მატჩის 75-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ უწყინარ სიტუაციაში ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რასაც სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. იმის ნაცვლად, რომ ფეხბურთელი გაემხნევებინათ, კრიტიკის ობიექტად აქციეს.

ასეთი უიღბლობისგან არავინაა დაზღვეული, ავტოგოლი ოთარზე გაცილებით უფრო დიდ ფეხბურთელებს გაუტანიათ და არ შეიძლება მას ლამის ისე მოვექცეთ, როგორც ანდრეს ესკობარს კოლუმბიელები.

კაკაბაძის ეპიზოდი რომ განვიხილოთ, საკუთარ კარში გატანილი ბურთი დასანანი იმიტომაცაა, რომ მეტოქისგან იმ მომენტში მოსალოდნელი არანაირი ხიფათი არ ჩანდა. ასეთ დროს მოთამაშე ხანდახან ბოლომდე ვერ აფასებს სიტუაციას და თანაგუნდელების, უპირველესად მეკარის სწორი კომუნიკაცია სჭირდება. ერთხელაც უნდა აღინიშნოს, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია, შესაბამისად, ჯოხის ერთ ფეხბურთელზე გადატეხვა მართებული არ არის.

მით უმეტეს ოთარმა რამდენიმე დღით ადრე ესპანეთთან ჩინებულად ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. „სპორტალი“ აღნიშნავდა, რომ ასეთი დონის მცველი სეგუნდა დივიზიონზე უფრო მაღალი დონის ლიგაში თამაშს იმსახურებს, მაგრამ ზოგიერთ ქართველ ქომაგს ყველაფრისთვის ერთი ხელის მოსმით ხაზის გადასმა შეუძლია და მათთვის თანადგომა და ტოლერანტობა მიუღებელია.

ოთარის თამაშს ვასილ მაისურაძის 17 წლამდელთა ძალიან კარგი ნაკრებიდან მოყოლებული ვადევნებთ თვალს. იგი პატივისცემას იმის გამოც იმსახურებს, რომ მოედანზე არ ცნობს ავტორიტეტებს, ყველასთან ბოლომდე იხარჯება და არ უშინდება სირთულეებს. არის მომენტები, როცა გარკვეული იმედგაცრუება გაძლიერებს, უფრო პროდუქტიულს გხდის, იქნებ კაკაბაძისთვის ასეთი მომენტი დადგეს.

ის უდავოდ ნიჭიერია, 25 წლისაა, ეს კი ფეხბურთელისთვის საუკეთესო ასაკია, ყველაფერი წინ აქვს, როგორც იქნა „ტენერიფეს“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ვუთხრათ - სირთულეების გადალახვა და უკეთ თამაში შეგიძლია, ეს უნდა მოახერხო, რამეთუ ეს შენ და საქართველოს ნაკრებს სჭირდება და ყველა ჭეშმარიტი ქართველი გულშემატკივარი მხოლოდ წარმატებას გისურვებს!

კაკაბას
მეტი მუშაობა საკუთარ თავზე და ყველაფერი კარგად იქნება, მაგალითი სულ ახლოს გყავს კვარას სახით, რომლის ფანტასტიური თამაში სწორედ ვარჯიშის შედეგია.
ბრავო კვარა
არაუშავს კაკაბაძე ყველაფერი წინ გაქვს უფალი გფარავდეს!!!!! მალე ტოპ გუნდში გეთამაშოს და მიგეხწიოს წარმატებებისთვისს წინ კაკაბაძე ეგ არაფერიი შენ რო არ გაგეტანა საკითარ კარებში შესაზლოა სხვას გაეტანა ლოგიკური შედეგი იყო 1-1 შენიი ბრალეულობა არაფერში არაა დამიჯერე წინ კაკაბაძე უფალი გფარავდეს!!!!!!!!!!
გელა
პოზიციაც არასწორი ეკავა, მაგ დროს მარცხენა ფეხით უნდა გამოეტანა ან თუ ცალფეხაა კარისკენ გვერდულად მაინც უნდა მდგარიყო. თუ ყველაფერი უნდა ეპატიოს ფეხბურთელს, მაშინ მე მათამაშეთ და მერე მაპატიეთ.
ირაკლი
რა თქმა უნდა ლანძღვა დაუშვებელია, მაგრამ კრიტიკა აუცილებელია. ობიექტურად კაკაბაძე ძალიან სუსტი მცველია. დააკვირდით როგორ გააქვს გოლი, მარჯვენა ფეხს ხმარობს იქ სადაც მარცხენით იყო საჭირო და ლოგიკურიც თამაში, არა კარისკენ გაშვება, არამედ კარიდან ცენტრისკენ ბურთის გატანა. ეს ნიშნავს კაკაბაძე "ცალფეხა" ფეხბურთელია და ტექნიკაში მოიკოჭლებს. ასევე მოიკოჭლებს საფეხბურთო აზროვნებაში, რადგან პოზიციის არჩევისას უნდა ცოდნოდა რა ხდებოდა მის ზურგს უკან. მას კი დაკარგული ქონდა ეს აღქმა. შეტევაშიც ქარაქუცობს და ამის გამო ბევრჯერ სახიფათო კონტრებს ვიღებთ. მაკედონიასთან გოლი სწორედ მისი ფლანგიდან წამოსულ გარღვევას მოჰყვა. ზოგადად სუსტია და არაა სანაკრებო დონის.
Ok.
გამოვიდეს და გულშემატკივართან გააკეთოს კომუნიკაცია, ხალხმა უნდა იგრძნოს რომ თვითონაც წუხს თოერემ ისე გამოუვიდა ნაძლევი რომ გექნება კაცს ავტოგოლზე, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.. სემთხვევით რომ მოხვედროდა ანდა რომ აჭროდა ფეხზე რა პრობლემაა, კაი თავდამსხმელივით ჩაკეტა კუთხე და უშანსოდ დატოვა ლორია.. უნდა აუხსნას გულშემატკივარს ის მომენტი, თორე შეცდომა ვის არ მოსვლია.. თუ ვცდები ბოდიში
di ma
კაკაბაძე რომ ყოველ თამაშს გულით და სულით თამაშობს ამაში ეჭვი არ მეპარება. მე ის მაინტერესებს თუ ნაკრებში არ გამოუშვეს მაკარიძე დღეს რაიოსთან განაცხადშიც კი არ იყო და რა ხდება?
ბაჩი
არც ოთო და არც ქვილითაია არ უნდა ვლანძღოთ.ვინც მათზე ცუდი რამე თქვას გული გაუპოს დანამა
bejo
ოთო იქნებ ნახო ეს სტატია და კომენტარები ... ერთი 10 კომენტარი წავიკითხე და ყველა გამხნევებს მეც რათქმაუნდა ვურთდები ... საუკეთესო ხარ და გააგრძელე მუშაობა სრული თანადგომა გაქვს !!!!
pesimisti
ესეთი უცნაური შემთხვევები ყველა ფეხბურთელს მოსვლია. აქ მიწასთან გასასწორებელი არაფერია. პ.ს. მაგრამ ობიექტურად, ეგ თამაში როგორ ითამაშა? ეხლა ვუყურედი, თამაშის დასაწყისში იმათ ქონდათ უმაგრესი მომენტი. 17 ნომერმა ააცილა. აბა დააკვირდით, მაგის ფლანგიდან ვითარდება შეტევა. ხელიც არ შეუშლია. ასეთი მარგალიტები სხვა დროსაც ქონია. მოკლედ წინ კარგად მიდის, უკან სუსტია. ხანდახან წინ წასლისას, მაგის გამო ჩაჭრილი შეტევა უმწვავესად გვიბრუნდება. თუ მაგარია, გამოასწოროს ეს ორი პრობლემა. თორე ეგრე არც ლორია არ ჩაგვიძირია. საკმარისი იყო ხელი ოდნავ ძლიერად მიერტყა იმ ბურთისთვის და ესპანეთთან ფრე ჯიბეში გვედო.
თამაზი
ასეთ შემთხვევაში, ვინც ფეხბურთელს გამხნევების ნაცვლად, ასე მოექცევა, ის არ მიმაჩნია ნამდევილ გულშემატკივრად. შენიანი ყოველთვის უნდა გაამხნევო და ხელი შეაშველო. პ.ს. თუ კითხულობს ოთარი, გული არ გაიტეხოს და მალე დაივიწყოს მომხდარი... როგორც წერილის ავტორმა აღნიშნა ზემოთ, ვის არ მოსვლია ასეთი "იაღლიში"? თვით ბეკენბაუერსაც და მურთაზ ხურცილავასაც კი. და კიდევ, ჩემი მეგობრული რჩევა ოთარს... ოთარ, დახვეწე "პრასტრელები" და შენ ამით უდიდეს წვლილს შეიტან გუნდის წარმატებაში!
Levani
ორ ავტოგოლზეც დავწერ-ყოფილი ფეხბურთელი ვარ,უბნის დონეზე კარგად ვთამაშობ ერთი სიტყვით და იყო დღე ლუდზე და თევზზე თამაშისას 2 ავტოგოლი გავიტანე და ერთხელ ფეხი ავაცილე ბურთს და გოლი გავიდა..ანუ იყო თამაში სადაც ასე მოხდა ყველაფერი 10 წუთში. P.S. მერე აზრზე მოვედი და ის თამაში მოვიგეთ.ის მინდოდა მეთქვა ასეთი რამეები ხდება-მეც არ ვიცი რატო მომივიდა ის 10 წუთიანი მონაკვეთი..არადე მეტი მოტივაცია რა უნდა უბნის იგროკს,ნაბერეჟნის ლუდი და უთევზესსსსს...
აჩი***
ერთადერთი ავტოგოლი გავიტანეთ თან ქულა ავიღეთ, ადრე ერთ კარში გვიჭირდა ეხლა ორივეში გავიტანეთ და მაინც შენს გვერდით ვართ, სანთლით საძებარი მოგება დავკარგეთ და ჩვენ რის ხალხი ვართ ეგ რომ დაგაბრალოთ, გვიყვარხარ, ჩვენ ერთი გუნდი ვააართ....
გიონატ
რათქმქუნდა მხარდაჭერას უცხადებ, არ მეგულება ადამიანი ვინც სხვანაირად ფიქრობს. ოთარ გააგრძელე ზრდა და განვითარება, ძალიან გვჭირდები!
თემო
ბედს რა ვუთხარი, იქ გაეტანა ავტოგოლი სადაც უეჭველი ვაგებდით. ამან უბრალოდ მიგებული თამაში გააფუჭა და მაგიტო გავმწარდი....
emigranti
ყველაზე მეტად ეს შეცდომა ოთარმა განიცადა და მომხდარის ყოველდღიურად შეხსენება მიუღებლად მიმაჩნია. ასეთი იყო უფლის ნება, რომ ეპიზოდი ასე დამთავრებულიყო, ჰოდა ვისაც ფეხბურთი თუ არ უთამაშია, სტადიონზე არ უვლია, სავარძლიდან უყვარს ფეხბურთია ყურება, იმ ხალხმა შესაძლოა ნაკრებიდან მოკვეთაც მოითხოვონ, მაგრამ ფეხბურთზე ცოტა წარმოდგენა რომ აქვთ, ის ხალხი არასოდეს გაკიცხავს...კალაძეს დღესაც ახსენებენ მისთვის კარიერაში უმძიმეს მომენტს.
დავითი
არაფერი განსაკუთრებული, ყველას მოსვლია. არც ისაა განსაკუთრებული რომ გულშემატკივრის 0.001% გამოჩნდა ისეთი, რომელიც ასეთ კომენტარებს წერს. არაფერია, შემდეგ თამაშებში გაიხარებს ოთო და გულშემატკივარსაც გაახარებს...
კახა
სრული მხარდაჭერა! საუკეთესო მარჯვენა მცველია ნაკრების ისტორიაში!
H
კალაძის მეათედი ფეხბურთი ითამაშოს და ამასაც ავირჩევთ.
გიორგიპირველი
რა ტოლერანტობაზეა ლაპარაკი - მაგარი ფეხბურთელია კაკაბაძე. უმაღლეს დონეზე ჩაატარა ესპანეთთან თამაში. საბერძნეთთან ოდნავ გადაღლილი ჩანდა. სპორტში ხდება ეგეთები. არავის მოუსმინო, ვისაც სპორტის არაფერი ესმის!!! წარმატებები შენც და იმ ნაკრებსაც, რომელმაც წუთნახევარში გამოასწორა შენი შეცდომა!!!
Ivo
ოკ კარგით რა ოთარის სულ ერთადგილას ჰკიდია იმ ვიღაც ინტრიგა ენის წკმუტუმი ,, დაიღლებიან და მოკეტავენ, რაც ან სამ თამაშში ნაკრებისთვის ირბინა და იშრობა იმდენი ჯაფა შვილის მიმართ ექნება ზოგიერთებს , ნუ უშლით ნერვებს მსგავსი ხალხის კომენტარების გარჩევით.
მინდია
სამწუხარო და ცუდი მომენტი იყო რომელსაც ალბათ შენც ვერ ხვდები ოთარ. არაუშვს, ყველაფერი ხდება. შენს ჟილკას და მონდომებას რომ ვუყურებ ნაკრებში მჯერა ორმაგი შემართებით გამოხვალ.
ლუკა
ოთარ კარგი კაცი და კარგი ფეღბურთელი ხარ, მაგრამ არ გეწყინოს და კალაძეზე მაგარი გოლი ვერ იყო.
ბაჩი
ოთოზე ვინც ცუდი რამე თქვას გული გაუპოს დანამა...
Live
კაი ბატონო არ გადავცემთ ანათემას მაგრამ იქნებ ვინმემ ახსნას რას აკეთებდა 10 ჯერ გადავახვიე და ვერაფრით გავიგე რას აპირებდა.
ჯუჯი
რატომღაც მგონია,რომ არა ეს ავტოგოლი არც კვარაცხელიას გოლი იქნებოდა. და თამაში მაინც ფრედ დამთავრდებოდა.
ნიკა
წარმატებები კაკაბაძე. ყოველთვის გულით ითამაშე ოთარ! ზოგი მომდურავიც გეყოლება. მაგრამ არა უშავს, ისეთ საქმეს აკეთებ ყველა მადლიერი არ გეყოლება. არა უშავს ხდება ხოლმე, ავტოგოლი რამოსის და მსგავსი დიდი მცველების მახსოვს. შენ კი რამოსის კარიერის მსგავს კარიერას გისურვებ.
ტაბუ
წარმატებები, ოთარ!
Roman bejanidze
ოთოს მინდა მივმართო. შემდეგ თამაშში აუცილწბლად გელოდები ნაკრების ძირითადში და ჟესტი რომელიც კვარამ გამოიყენა იგივენაირად მინდა რომ აღნიშნო გოლი. ყველა ნამდვილმა ფეხბურთის მცოდნემ იცის რომ ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერს დაემართოს და ნამდვილი გულშემატკივარი არ იტყვის აუგს და ვაი გულშემატკივრებს კიდე ნუ მოუსმენ შენ პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ და არ უნდა მიაქციო მასეთ რაღაცეებს ყურადღება. ღმერთი შენსკენ.
მენტალისტი
ამისგან დაზღვეული არავინაა ეს ცხადია, მაგრამ სამცუხაროდ არც კაკაბაძე და არც ჩაბრაძე არ არიან სანაკრებო დონის, სამცუხაროდ უკეტესი არც გვყავს. კაკაბაზე რამდენადაც შეტევაში ძლიერია, იმდენად სუსტია დაცვაში, ხშირად ტყუვდება და პოზიციას ვერ არჩევს სცორად. იმედია ვინმე გამოჩნდება მალე, ისევე როგორც გიორბელიძე გამოჩნდა, რომელსაც საოცარი სისცრაფე აქვს და თან ართმევაზეც კარგია.
beqa
დაიკიდე ოთარ არაუშავს ბოლო პასის გაკეთება დაამუღამე და ყველაფერი კარგად იქნება
გაგა
სრული მხარდაჭერა ოთარ კაკაბაძეს. წარმატებები
Papuna
ოთო გულს და სულ დებს თამაშში და ნამდვილად მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის წარმატებები სადაც არ უნდა იყო ყველგან გიგულშემატკივრებ :)) მერობამდე ერთი გოლი დააკლდა კაცს რა გინდათ :)) (ეს ისე ხუმრობით)
კალდუნა
ჯერ ქეცბაიას, მერე ვაისის დროს ნაკრები ძაან მიეჩვია დაცვით ფეხბურთს და უკა პასებს. შეიძლება ამ ინსტინქტმაც იმოქმედა ამ დროს. პასი მხოლოდ წინ, წინ, წინ და შედეგიც იქნება.
სტატუს ქუო
კალაძემ ორი გაიტანა საკუთარ კარში და მერად აირჩიეს.
Levan
ძალიან მაგარი ფეხბურთელი და პიროვნებაა.მებრძოლი და უშიშარი,არ ცნობს ავტორიტეტებს.ჩემი პატივისცემა ოთარს.
Daviti
არ მეგულება ადამიანი რომელიც საკუთარ ოჯახის წევრზე ,უახლოეს ნათესავზე წარმოიდგენს იგივეს და მთელი გულით არ დაუდგება გვერდით, არ გაამხნევებს. ოთარი ძალიან მაგარი ფეხბურთელია, ვგულშემატკოვრობთ და დიდ წარმატებებს ვუსურვებ!!!
jigari
სოლიდარობა ოთარს, მაგარი ფეხბურთელია, ეს ესპანეთთანაც გამოჩნდა და პირიქით, ერთ-ერთ საუკეთესოა ჩვენს ნაკრებში.
გაიოზი
ოთარ სულ რომ შეუცდომლად ითამაშო მაინც მოგიძებნის მავანი ხარვეზს!... ასე რომ გააგრძელე მეტი მონდომებით და გვაჩვენე შენი ნამდვილი ძალა!!!... რას იზამ შეცდომა ხვედრია კაცისა...
ზაზა
მეტი რაღა ვქნათ, მთელი საქართველო გულში იხუტებს ოთარს♥️
დათო
მიდი ოთო! ვითომ გულშემატკივრებს ყურს ნუ დაუგდებ და შემდეგ თამაშებში ნამდვილ გულშემატკივრებს თავდადება ანახე!
ivan
არც მიფიქრია რამე, მაგრამ რახან მხარდაჭერაზეა საქმე, მხარს გიჭერ ოთარ :). არა უშავს
ვახო...
არაუშავს, გაცილებით დიდ ფეხბურთელებს მოსვლიათ მსგავსი, გაცილებით დიდ თამაშებში... წარმატებები ოთარს და საქართველოს ნაკრებს!
გიორგი
სრული მხარდაჭერა ოთარ კაკაბაძეს. შესანიშნავი ფეხბურთელია და პირადად ძალიან მომწონს მისი თამაში და მოედანზე შემართება.
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" კაპიტანი გახდა
"საქართველოს ნაკრების მიზანი ახლა ესაა! რაც შეეხება ჩემს მომავალს..." - განვლილი ევრო, ნაკრების მიზნები და სამომავლო გეგმები... ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან
"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა