“მილანმა” 18 წლის არაბული წარმოშობის იტალიელი ფეხბურთელი სტეფან ელ შაარავი ”ჯენოასგან” 20 მილიონ ევროდ გადაიბირა
იტალიურმა სპორტულმა პრესამ მეტად საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც “მილანმა” 18 წლის ფეხბურთელი, სტეფან ელ შაარავი 20 მილიონ ევროდ გადაიბირა.

ბევრისთვის უცნობია ამ ფეხბურთელის გვარი და შესაბამისად, გააკვირვებს კიდეც მასში ამხელა თანხის გადახდის ამბავი. მაგრამ, ვინც იტალიურ ფეხბურთში კარგად არის ჩახედული, ეცოდინება, რომ სტეფანი ყველაზე იმედისმომცემ იტალიელ ფეხბურთელად ითვლება და მასზე კალჩოს გრანდებს ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული.

ელ შაარავი არაბული წარმოშობის იტალიელი გახლავთ, რომელმაც პრაქტიკულად ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა და ყველგან ლიდერი გახლდათ - ის ტიპური გამთამაშებელია, 10 ნომერი, შესანიშნავი დრიბლინგით, მოედნის ხედვით და შესაბამისად, უზუსტესი გადაცემებით. ელ შაარავი “ჯენოას” საკუთრება გახლდათ, თუმცა გასული სეზონი იჯარის წესით “პადოვაში” გაატარა - ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში და ლომის წილი დაიდო იმაში, რომ მოკრძალებულმა გუნდმა სერია A-ში გადასასვლელი პლეიოფები ითამაშა. სტეფანის გაყიდვა “ჯენოას” პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ უკვე დაადასტურა:

“ვიცი, რომ გულშემატკივრები იმედგაცრუებულნი არიან, მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვქონდა - “მილანმა” ისეთი წინადადება შემოგვთავაზა, რომელზეც უარს უბრალოდ ვერ ვიტყოდით. 10 მილიონ ევროს ამ ზაფხულსვე მივიღებთ, კიდევ ათს კი ერთი წლის შემდეგ. თანხა 25 მილიონ ევრომდე გაიზარდება, თუ ელ შაარავი მასიმილიანო ალეგრის შეკრებაზე მოაწონებს თავს და უკვე მომდევნო სეზონში “როსონერიში” იასპარეზებს.

იმ შემთხვევაში თუ სტეფანს გაანათხოვრებენ, მის იჯარის წესით აყვანაზე პირველი უფლება სწორედ ჩვენ გვექნება. ასე რომ, არც ისაა გამორიცხული, გაყიდვის მიუხედავად, მომდევნო სეზონი ელ შაარავიმ “ჯენოაში” გაატაროს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა