საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მრავალი ინფორმაცია ვრცელდება, ესპანური todofichajes-ი კი იტყობინება, რომ "მილანმა" ყაზანურ კლუბთან მოლაპარაკებები გაააქტიურა:

"ახლოვდება სეზონის ფინალი. "მილანი" მომავალი ზაფხულის წინ სატრანსფერო ბაზარს აკვირდება, სურს შემადგენლობაში ახალი და კარგი ფეხბურთელები დაიმატოს და ახალი სახელებით გაძლიერდეს. იმ ინფორმაციით, რომელსაც ვფლობთ, "მილანმა" "რუბინთან" მოლაპარაკება გაააქტიურა, რათა ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის საკითხი მოაგვაროს. ქართველი გარემარბი რამდენიმე დიადი ევროპული კლუბის ყურადღების ცენტრში იმყოფება, როგორებიც "ბაიერნი" და "იუვენტუსი" არიან და ცხადია, ეს საქმე სასწრაფოდ გადასაწყვეტია".

რუსული "სპორტ-ექსპრესი" ამ ინფორმაციას ავრცელებს და მკითხველს კონკრეტულ სიახლესაც ამცნობს:

"მილანმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკებებში სერიოზულად წინ წაიწია. ხვიჩამ შეიძლება კარიერა იტალიურ გუნდში გააგრძელოს. ტრანსფერი 19 მილიონ ევროდაა შეფასებული".

ჟორა
კი ეღირობოდა 60 მილიონი, მაგრამ არა იმიტომ რომ არგენტინელია ან ესპანელი,არამედ ან ბოკადან ანდა ვალენსიიდან იქნებოდა და არა რუბინიდან თუ გაზმიასიდან))) ნუ გაახურეთ რა რუსეთუმეებმა,კარგად გესმით რომ რუსულ კლუბში თამაში არაფრის მომცემია ნებისმიერი ფეხბურთელისთვის.
დევკალიონი
მილანი მაგარია ძალიან,კალაძე ეყოლება პატრონად , ჰოდა მერე ყველაფერი ხვიჩაზეა დამოკიდებული,მახსოვს შევა რო მივიდა მილანში, არც ისე კაი დრო ჰქონდათ ,მაგრამ შევამ მილანის ყველა მოწინააღმდეგე გააცამტვერა ,ამიტომ ჩემთვის უდიადესია შევა ,იმედია ხვიჩა მილანის მორიგი ლეგენდა გახდება .მიდი კვარაცხელია ივარჯიშე დღე და ღამე ,ჭკუა და ტალანტი კი გაქვს ღვთის მადლით,სადაც არ უნდა მოხვდე საუკეთესო უნდა იყო,არაფერმა არ დაგიბინდოს გონება ,დიდება ,ქალები ,გართობა, ეგ ყველაფერი შენს წინააღმდეგ იქნება ,მაგან დაღუპა ქინქი ,მტკიცედ იყავი ძმურად , გაგვახარე და შენზე მაგარი გულშემატკივრები არავის ეყოლება ,რაც მთავარია ჩვენი ლეგენდა იქნები ,როგორც ყიფიანი, დარასელია როგორც მესხი და სხვები, შეეენთან,შენთანა ვააართ ... ნურაფრის ნუ გეშინიაააა !
zazaწელი ვეღარ მოიგებს ვერაფერსბ
პიროქით ბაიერნში კიარა მილანში უნდა წავიდეს რომელიც მალე კრიზის დაძლევს და ლიგასაც მოიგებს რა რუბინში განათხოვრება მან იქ უკვე ყველაფერი დაამტკიცა მილანი აწი დაიწყებს ტიტულების ისევ მოპოვებას როგორც ადრე ქნა კალა და შევა როცა გადავიდენ აი მეორე სეზონიდანვე დაიწყეს ყველაფრის მოგება რადგან მანამდე შვიდწლიანი კრიზისი ქონდათ როგორც დღეს ხოლო ბაიერნი ერთი 7 წელი ვერ მოიგებს ლიგას თუ მეტი არა. ოეეე ეგ მილანია და არა ვიღაცის ფანჩატური მილანი მეორე გუნდი რეალის მერე გაიგეთ რა რუბინი რუბინი არა კუზბასი კოდე ეგ გავლილი თემააა და მჯერა კვარა ნაბიჯს უკან აღარ გადადგამს ის ფეხბურთელია და არა ტურისტი ფეხბურთელის ფორმაში აქეთ იქეთ რო ანათხოვრებენ გაცვეთილი ზაპასკასავით.მიდი კვარა კალაძეზე ნაკლები ტიტული არ დამანახო ჯიგარო ეხლა შენი დროა.
ქართველი
ხალხო ვის რა საქმეა რამდენს დაააფასებს რუბინი, ეფერებიან თან ყვებიან ბიჭს პრესა არ აკლია სიყვარული და პატივისცემა, ნამდვილად იმსახურებს ამ ყველაფერს. ჩვენთვის 19 მილიონად გაიყიდება თუ 319 მილიონად უფრო მეტად შეგვიყვარდება თუ რა. ფული წყვეტს სიყვარულს? საქართველოსთვის ხვიჩა შეუფასებელია და მტავარია კარგად იყოს და გაგვახაროს. არაა საქართველო საფეხბურთო რუკაზე და იმიტომაცაა ასეთი ფასი, აღარ ვითვლებით საფეხბურთო ქვეყნად. იყოს ჰოლანდიელი, ესპანელი ან არგენტინელი 60 მილიონი ეღირებოდა უკვე.
ქართველი
ხალხო ვის რა საქმეა რამდენს დაააფასებს რუბინი, ეფერებიან თან ყვებიან ბიჭს პრესა არ აკლია სიყვარული და პატივისცემა, ნამდვილად იმსახურებს ამ ყველაფერს. ჩვენთვის 19 მილიონად გაიყიდება თუ 319 მილიონად უფრო მეტად შეგვიყვარდება თუ რა. ფული წყვეტს სიყვარულს? საქართველოსთვის ხვიჩა შეუფასებელია და მტავარია კარგად იყოს და გაგვახაროს. არაა საქართველო საფეხბურთო რუკაზე და იმიტომაცაა ასეთი ფასი, აღარ ვითვლებით საფეხბურთო ქვეყნად. იყოს ჰოლანდიელი, ესპანელი ან არგენტინელი 60 მილიონი ეღირებოდა უკვე.
Zaza
იმ გრანდს რომელიც ამ ბიჭს აიყვანს, წარმოდგენაც არ აქვს რა ბრილიანტღან აქვს საქმე. ყოველგვარი მიკერძოების გარეშე (თორე აგერ თქვენ და აგერ მე) ხვიჩა არის არა მხოლიდ ქართული არამედ მსოფლიო ფეხბურთის მომავალი სუპერ ვარსკვლავი და იმის მიუხედავად თუ რომელ გრანდში გადავა, მაქსიმუმ 6 თვე ან 1 სეზონი დასჭირდეს შემადგენლიბაში მყარი ადგილის დამივიდრებისთვის და მას შემდეგ რაც ამას (აუცილებლად) შეძლებს, ის შემდეგი 10 წლის განმავლობაში მაინც მუდმივად იქნება “ოქროს ბურთის” კანდიდატთა შორთლისტში, დიდი ალბათობით მინიმუმ სამეულში და მაქსიმუმ ამ ჯილდოსაც დაეუფლება. ყვლას გვესმის რომ ოწროს ბურთი მხოლიდ ინდივიდუალურ მიღწევებზე არაა დამოკიდებული. გუნდმაც უნდა აგიბას მხარი და ტიტულები მოიგოს. ეს აუცილებელი პირობაა. ხოლი მილანი რომ (სამწუხაროდ) არაა დღეს არც სკუდეტოსთვის და მითუმეტეს არც ჩლ-ს მოგებისთვის მზად. ამიტომ ბაიერნის შეთავაზება - 5 წლიანი კონტეაქტი და 1 წელი რუბინში არენდით დარჩენა კარგი ვარიანტი ჩანს. ბაიერნთან ერთად მოიგო ლევანდოვსკიმ ოქროს ბურთი თორე იგივე შედეგიანობა დორტმუნდში ან მილანში რომ ჰქონიდა მხოლიდ შორთლისტში ყოფნას დასჯერდებოდა. ხვიჩასთან ერთად, მონავალი 10 წლის განმავლიბაში ასევე გაიბრწყენენ და ოქროს ბურთისთვის იბრძოლებენ ჰოლანდი, მბაპე და სანჩო. მოკლედ საინტერესო წლები გველის დეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს. მიდი ხვიჩა!!!
ზურა222
სლუცკიმ უთხრა საიმანოვს რაა 19 მილიონი ბარემ 20 გეთქვაო და იმან-რა 20 ღორები ხომ არ ვართოო P და სერიოზულად რომ ვთქვათ ვინც ამბობს 19 მილიონი იაფიაო არ გკიდიათ ? პირიქით ძალიანაც კარგია ძვირად რომ არ აფასებენ იმიტომ რომ უფრო ბევრი გუნდი გამოუჩდება და საქმე ასარჩევად ექნება ! თანაც როგორც ვიცი კონტრაქტში ჩააწერინა ჯუღელმა რომ როგორც კი გამოჩდებოდა ტოპ 5 ლიგების გუნდი არანარი დაბრკოლებას არ შეუქმნიდნენ და რაღაცა სასწაულ თანხას არ მოითხოვდნენ
გიორგი
რითია დემბელეზე ნაკლები 100 მილიონად რო გადავიდა ბარსაში?
Levani
დღეს არ უთქვია საიმანოვს ჩვენთვის არავის მოუმართავსო?
ლუკა
თუ ბაიერნი მართალია ამ მშრომელ ახალგაზრდას უკეთესს ვერ ვუსურვებ სტაბილური ზრდისთვის და განვითარებისთვის. სადაც არ უნდა წავიდეს ჯანი მისცეს, მგლის მუხლი და ზვავის სიმარდე
მინდია
19 რაა, ესეც კოვიდი ხომ არაა, ვფიქრობ ტრანსფერმარკეტში ყველაზე სანახავია და ვინაიდან თუნდაც მოლაპარაკებები გასტანს მინიმუმ თვე და რადგანაც ყველაზე მზარდი აღმოჩენაა სხვებისთვის, საუკეთესო კოლაჟიტ იუთუბზე, ამიტომ ეჭვი არაა, წამოვა უფრო სხვა წინადადებებიც. წარმატებები!!!
beqa
იყიდე დორტმუნდოოოო!!!! არინანეებ თან სანჩო და ჰოლანდი დატოვებენ გუნდს თუ დაეჯერება
მინდია
მგონი მშვენიერი იქნება, თანაც მილანი რომ ჩვენთვის კარგად დაცდილია, კალაძე, იგივე შევა, თუმცა ის უკრაინელია, კვარა იტყვის თავის სიტყვას და ჩაწერს თავის სახელს, რომლის გასწვრივ საქართველოა!!!
Levani
რუბინისაც გაიგეთ..ხვიჩას რო გაყიდის-მილიონობით ნაკლები უყურებს რუბინის თამაშებს..მილიონზე მეტი მარტო ქართველი მაყურებელი ყავს რუბინს..მერე სხვებიც ვისაც ტექნიკური ფეხბურთი უყვარს..დარჩება მარტო დესპოტი და მაკაროვი სლუცკის
N
რუბინმა მილანს "19 მილიონი მოსთხოვა" და "ტრანსფერი 19 მილიონ ევროდაა შეფასებული" (ვის მიერ?) სულ სხვადასხვა რამაა!
buba
ბაიერნი?...
გივი
გახდება ეხლა ანაზდად ყველა ტრანსფერბაზრის ექსპერტი
H
ჩემი აზრით იტალია და კერძოდ მილანი იდეალური ვარიანტია ხვიჩასთვის. ხშირად ისმის მოსაზრება, რომ 19 მილიონი ცოტა არის და სჯობს ძვირად გაიყიდოს, რომ გუნდში უფრო დაფასდეს და მყარი პოზიციები ჰქონდეს. მილანი დიდ თანხას ვერ იხდის ტრანსფერებში და ისეთ ახალგაზრდებზე აქვს აქცენტი გაკეთებული, რომლებსაც კარგი პერსპექტივა აქვთ.ამიტომ იმის შიში, რომ შედარებით დაბალ ფასად ნაყიდ ხვიჩაზე მეტად შეიძლება სხვა ათამაშონ ძირითადში არასწორია, რადგან მილანში ახლა ფიზიკურად არ თამაშობენ ისეთი ვარსკვლავები, რომელაშიც დიდი თანხაა გადახდილი და სკამზე ვერ დასვამენ. ხვიჩა და ტეო ერნანდესი მარცხენა ფრთიდან ნებისმიერ დაცვას აიკლებენ.
დ
დისლაიქების ავტორები ძაან შორს არიან, რადგან ჰალანდი 20 მილიონად გაიყიდა? ძაანაც მიჰქარა ზალცბურგმა, მაკგუაერი ღირს 80 მილიონი და კვარა 19?! რით ვერ იჯერებთ, რომ ეს ბიჭი ნამდვილი ბრილიანტია?
kika
ხვიჩას მსგავსები,მასე იოლად არ იბადებიან, და კიდევ რეგიონებში ( მაგალითად გურიაში,კახეთში,სამეგრელოში) სფფ გახსნა მშვენიერი აკადემიები და მთლად მასე დაქცეულადაც არა საქმე! ყველაფერში დემაგოგია არაა საჭირო!
gabo
არ ძმობილო! იტალია დღეს გაცილებით სანახაობრივია ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატი,გაგიკვირდება,მაგრამ ფაქტია რომ იტალიაში უფრო შემტევ ფეხბურთს და სანახაობრივს თამაშობენ! ნუ მილანი ჩვენთვის კარგ მოგონებასთან ასოცირდება და იმედია ყველაფერი კარგად იქნება! ინგლიის რაც შეეხება,იქ გაცილებით ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ! ჩემი აზრით კვარასთვის კარგია სერია A და ბუნდესლიგა!
ჟორა გაბრიჭიძე
ცოტაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხვიჩა მომავლის ფეხბურთელია, ვაჭრობა 30 მილიონიდან უნდა დაიწყონ.
ქუთაისელი
რუსტემ საიმანოვის ადგილზე ამ 19 მლნ-ს კიდე დავუმატებდი თუ რამე წარმატებას მიაღწევს კლუბში (სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგის მოგება) დამატებით საკომისიოებს კლუბის სახელზე.. ჭვიანი კაცია, არ შეეშლება ვაჭრობა თავადაც.
ქართველი
იცით რეგიონებში რამდენი ხვიჩასნაირი ბავშვი იკარგება? ხვიჩას ღმერთმა ხელი მოუმართოს მამა ფეხბურთელი ყავდა , მის ტალანტს ხედავდა და კი გვახარებს ყველას მისი წარმატება. თბილისის გარდა არსად ნორმალური სტადიონი და საფეხბურთო სკოლა არაა.(საიდან იყვნენ ჩვენი ლეგენდები აბა გაიხსენეთ. რეგიონებიდან.) უნდა იყოს ყველა რეგიონში ნორმალური და ძლიერი სკოლები ნასწავლი განათლებული მწვრთნელებით და სამედიცინო პერსონალით რო ასეთი ტალანტები არ დაკარგოს საქართველომ. ჩემპიონატიც ნორმალური გვექნება და კონკურენციაც იქნება.
kaxa
ხვიჩა ნამდვილად ღირს 20 მილიონზე მეტი, მაგრამ ამ ეტაპზე ყველა გუნდი მოერიდება მეტის გადახდას! არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ის თამაშობს რუსეთის ჩემპიონატში,რომელიც არაა ისეთი პოპულარული ევროპაში ტალანტების კუთხით,ვიდრე მაგალითად პორტუგალია,ბელგია ან ჰოლანდია(თან არაა ბრაზილიელი,არგენტინელი,ბალკანელი)! კვარაცხელია ეხლა პორტუგალის ჩემპიონატში რომ თამაშობდეს 2-ჯერ და 3-ჯერ ძვირად გაიყიდებოდა! ნუ მოკლედ ჩვენთვის მთავარია რომ კვარა გადავიდეს,რომელიმე კარგ ევროპულ გუნდში!ასევე, ერთი ისაა, რომ რუბინს ძალიან არ უნდა მოუვიდეს მადა და მაღალი ფასით არ დააფრთხოს რეალური მსურველები, მათ კარგად უნდა ახსოვდეთ რომ ფაქტიურად მუქთად ჩაიგდეს ხელში ამხელა ტალანტი! წარმატებები ხვიჩა!
Mosexoneli
მილანი გაყიდის მერე მილანში თუ ისე ითამაშა როგორ რუბინში და ნაკრებში მის ფასი ერთ წელიწადში 100გადაჭარბებს ყველას უნდა ნაკლები რისკით დიდ ტალანტი ჩაიგდოს ხელში.ნორვეგიელ 5 მილიონამდე ღირდა მოდი ახლა დორტმუნდს კითხე რას აფასებს ნახე:)ბარსა და სიტი და გრანტები ნადირობენ.მე ვფიქრობ 20მილიონსაც თუ გადაიხდიან მაგარია არ დაგვავიწყდეს საიდანაა ი არგენტინელი ან ბრაზილიელი რომ იყოს უკვე გრანდში იქნებოდა
mirosan
ზეხირია...მაგდენს ამ ეტაპზე არავინ გადაიხდის.... ჩემი აზრით რეალური ფასი 20 ლიმონია
roma bejanidze
ახლა კვარას განვითარებისთვის მთავარია რუბინიდან უკეთეს ლიგაში გადავიდეს და თუ მილანი იქნება ეს უკეთესი გუნდი ძალიან მაგარია. ფასს რა შეეხება თუ უნდათ 1 მილიონად გაყიდონ. ხვიჩა ჩემთვის 223 მილიონი ღირს. ღმერთი შენსკენ კვარა.
მახა
რად გინდათ თქვე გახარებულებო ფულზე რო დაობთ,თქვენ მაინც არავინ არაფერს არ გაძლევთ,მთავარია კვარა გრანდებმა წაიყვანონ და თუნდაც ცენტი გადაუხდიათ.
Tengo
მილანი არ არის კარგი ვარიანტი ხვიჩასთვის მგონი. დიდი შანსია დაიკარგოს მანდ თან სერია A არ არის სანახაობრივი და საინტერესო დღეს. ესპანეთი თუ არა ინგლისი იქნებოდა ძალიან კარგი, ლივერპული, სიტი. კარგი მწვრთნელები ყავთ, გაზრდიან ხვიჩას, დინამიურ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ.
ემიგრანტი
ან პრემიერლიგა, ან რეალი ან ბარსა, სხაზე არ ვართ თანახმაა :))
კახი კახა
ხვიჩას ფასი ამ ეტაპზე 35-40 მილიონია ჩემი აზრით,რა 19 ხომ არ ჩამოკრეს
ეუფ
ჰე ბიჭო, ა ნენა ოდილა რანინა. წარმატებები ხვიჩას.
ოკ
მესმის რომ კორონას გამო კრიზისი აქვთ კლუბებს მაგრამ 19 მილიონი, 20 წლის ესეთ ტალანტში სასაცილოა და სხვა არაფერი. მინიმუმმ ყველაზე ცოტა 25 უნდა ითხოვდნენ მაგრამ რავი მაგათი საქმეა და თვითონ უკეთ იციან
Gio
სადაც ნაპოლი ოსიმენში 70 იხდის იქ 19 მილიონი მილანისთვის დიდი თანხა ნამდვილად არაა თამაშები ხვიჩასნაირი ტალანტი 19 მილიონად ნაჩუქარია ჩემი აზრით აუცილებლად უნდა შედგეს ეს ტრანსფერი
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"რუბინმა" სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
ნკუნკუს შემდეგ აკანჯიც? - "მილანი" ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„სპორტი ჩვენთვის იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“ — იტალიის ელჩი თბილისში „მილანის“ საფეხბურთო ბანაკის დაწყებას ეხმაურება
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"მილანის" ნახევარმცველი იჯარის წესით ზაგრების "დინამოში" ითამაშებს
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ