საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს.

აღნიშნულ ფორმატში მინისტრმა პირველი შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან გამართა. ლევან კობიაშვილი მინისტრსა და მის მოადგილეს ფედერაციაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, ფეხბურთში ახალგაზრდების უფრო მეტად ჩართულობის აუცილებლობაზე ესაუბრა.

თეა წულუკიანმა ლევან კობიაშვილს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა მასობრივი სპორტის განვითარების მნიშვნელობას. შეხვედრის ფარგლებში, სამინისტროს არსებული რესურსების გათვალისწინებით, პრიორიტეტად 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობა დასახელდა. მხარეებმა აღინიშნეს, რომ ფეხბურთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია, რაც კარგ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ მასში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს. აქვე აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხბურთში გოგონათა ჩართულობის ზრდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფეხბურთის განვითარების ფონდს, ასევე, 2023 წელს გასამართ 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს, რომლებიც ოთხ ჯგუფში გადანაწილდებიან. მატჩები თბილისში, ბათუმსა და ფოთში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს, რომელმაც უეფას უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

მინისტრთან შეთანხმებით გადაწყდა ევროპის ჩემპიონატის სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელშიც სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლების გარდა, სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები შევლენ და ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების გადაჭრაზე იმუშავებენ.

შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა ლევან კობიაშვილს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და იმედი გამოთქვა, რომ ფეხბურთის ფედერაციის მსგავსად, სხვა ფედერაციებიც შეძლებენ სამინისტროს დახმარება შესთავაზონ მასობრივი სპორტის განვითარების საქმეში.

GFF.GE

agmsarebeli
ორი იდიოტი...თანაც მაღალრადიკალური...
tngh
ვაჰ!!! როგორ გამაცინე...
Joni
მინისტრი წუნკალიანი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და ამავდროულად გლდანის მაჟორიტარ დეპუტატობაში "აშკარა უპირატესობით გამარჯვებულ" პარლამენტის წევრს ლევანა კომბლიაშვილს შეხვდაოოოოოოო, გაიგეთ!
Levani
რა მნიშვნელობა აქვს ფეხბურთში გოგონათა ჩართულობას? არა,მე არ ვეწინააღმდეგები-პირიქით..მაგრამ ასე ზომბირებასავით რო გვეუბნებით "მნიშვნელობაზე" რა არია ნეტავ ეს მნიშვნელობა?
ბაჩი
:D წულუკია ნი
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია" - წულუკიანი მძლეოსნებს შეხვდა
"კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო" - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს
თეა წულუკიანი ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
წულუკიანმა საცხენოსნო ფედერაციას ცხენები გადასცა - 30 წლის მანძილზე პირველად
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
თბილისში ყინულის სასახლე აშენდება
თეა წულუკიანის სამუშაო შეხვედრა ოლიმპიურ კომიტეტში
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე