თეა წულუკიანმა სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, პირველი შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან გამართა. ლევან კობიაშვილი მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, ფეხბურთში ახალგაზრდების უფრო მეტად ჩართულობის აუცილებლობაზე ესაუბრა.

თეა წულუკიანმა ლევან კობიაშვილს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, ხაზი გაუსვა მასობრივი სპორტის განვითარების მნიშვნელობას და, სამინისტროს არსებული ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, პრიორიტეტად 6-14 წლის ასაკის ახალგაზრდები დაასახელა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფეხბურთი საქართველოს მოსახლეობისათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტია, რაც მასში ახალგაზრდების, მათ შორის, გოგონების, უფრო მარტივად და უფრო დიდი მასშტაბით ჩართვისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფეხბურთის განვითარების ფონდის საკითხს; ასევე, 2023 წელს გასამართ 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდებიან. საქართველოში ორი ჯგუფის ახალგაზრდული ნაკრებები ჩამოვლენ.

მატჩები გაიმართება თბილისში, ბათუმსა და ფოთში. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს, რომელმაც სამინისტროს ცნობით, უეფას უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მინისტრთან შეთანხმებით გადაწყდა ევროპის ჩემპიონატის სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელშიც სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლების გარდა, სხვადასხვა სამთავრობო უწყებბის წარმომადგენლები შევლენ და ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების გადაჭრაზე იმუშავებენ.

შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა ლევან კობიაშვილს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და იმედი გამოთქვა, რომ ფეხბურთის ფედერაციის მსგავსად, სხვა ფედერაციებიც შეძლებენ, სამინისტროს დახმარება შესთავაზონ მასობრივი სპორტის განვითარების საქმეში.

AMBEBI

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე