ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს არჩევანი: თურქეთი ევრობასკეტზე თბილისის ჯგუფში იასპარეზებს

საქართველოს არჩევანი: თურქეთი ევრობასკეტზე თბილისის ჯგუფში იასპარეზებს

ევროპის მომავალ საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფის მეორე წევრი ცნობილია. ეს გახლავთ თურქეთის ეროვნული გუნდი, რომელიც 2022 წლის სექტემბერში თბილისში გასამართ ჯგუფში საქართველოსთან ერთად იასპარეზებს. ეს ამბავი ოფიციალურად დღეს, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ფიბამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების – საქართველოსა და იტალიის არჩევანი, რომლებმაც შესაბამისად, თურქეთი და ესტონეთი აირჩიეს.

პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვაა. ასევე შესაძლებელია, მასპინძელმა მომავალი მეტოქე სიძლიერის მიხედვით შეარჩიოს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2022-ს 4 ქვეყანა – გერმანია, საქართველო, იტალია და ჩეხეთი - მასპინძლობს. გერმანიამ და ჩეხეთმა არჩევანი წინა თვეში გააკეთეს. პირველმა ლიეტუვა აირჩია, ხოლო ჩეხებმა პარტნიორად პოლონეთი დაასახელეს. დღეს საკალათბურთო სამყარომ საქართველოსა და იტალიის არჩევანის შესახებაც შეიტყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი ჩემპიონატისთვის თითო ჯგუფის 2-2 წევრი უკვე ცნობილია.

პაატა გურასპაული, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:

“თურქეთი ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა, რომელიც სპორტში და განსაკუთრებით კალათბურთში საკმაოდ მაღალ დონეზეა და ამ ქვეყნის ნაკრების თბილისში ხილვა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იქნება.

იმასთან ერთად, რომ ნაკრები საკმაოდ ძლიერი კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული და მაღალი საკალათბურთო შედეგები გააჩნია, თურქეთს სპორტის ნებისმიერ სახეობაში ძალიან მხურვალე და მოწესრიგებული გულშემატკივრები ჰყავს, რომლებიც თბილისში, ევრობასკეტ 2022-ის მატჩების მსვლელობას ახალაშენებულ ჩინებულ დარბაზში კიდევ უფრო გაალამაზებენ.

აღსანიშნავია, რომ თურქეთს საქართველოში საკმაოდ დიდი დიასპორა ჰყავს და ამასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში საქმიანი მიზეზით ძალიან ბევრი თურქეთის მოქალაქე იმყოფება. შესაბამისად, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი პარტნიორული შეთანხმება წარმატებული იქნება და თბილისში გამართულ ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს მაყურებელი არ მოაკლდება, რაც ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

ეს პრეცედენტი კარგი მაგალითი იქნება საიმისოდ, რომ თურქეთის კალათბურთის ფედერაციასთან მომავალში მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ”.

საქართველოს არჩევანის შესახებ კომენტარი გააკეთა თურქეთის კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ემინ ბალჩმა:

“ჩვენ კმაყოფილები ვართ საქართველოსთან პარტნიორობის დამყარებით, რომელიც ევრობასკეტ 2022-ის ერთ-ერთი მასპინძელი და ჩვენი ახლო მეზობელი ქვეყანაა. ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ახლოს და ინტენსიურად ვიგრძნობთ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია თბილისში ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული შედეგის მოპოვება”.

რაც შეეხება ევრობასკეტის კიდევ ერთ მასპინძელ იტალიას, ამ ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯოვანი პეტრუჩი იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ აირჩიეს პარტნიორად ესტონეთი:

“ენთუზიაზმი, ენერგიულობა და ორგანიზებულობა იმ ძლიერი მხარეების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც ესტონეთის კალათბურთის ფედერაციას აქვს. მათი ეს სიძლიერეები ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონეთში ორი მოგზაურობისას, ჩვენ გამოვცადეთ ესტონელი ხალხის არა მხოლოდ დიდი გატაცება კალათბურთის მიმართ, არამედ მათი სურვილი, რომ ერთად გაუმჯობესებულიყვნენ როგორც გუნდი, რომელმაც შეძლო მომავალი ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა. ჩემი სურვილია, ვიხილოთ იგივე სითბო და მღელვარება სპორტის მიმართ, რასაც ესტონელი გულშემატკივრები გამოხატავდნენ, რომლებმაც ტალინის არენა შეავსეს”.

პრიიტ სარაპუ, ესტონეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:

“ესტონეთის კალათბურთის ფედერაციისთვის მართლაც პატივია იტალიასთან, როგორც ერთ-ერთ უდიდეს საკალათბურთო ქვეყანასთან თანამშრომლობა. ამგვარი პარტნიორობა ორივე ქვეყანას დამატებით შესაძლებლობებს აძლევს, FIBA EuroBasket 2022-დან უფრო მეტი მიიღონ. მოხარულნი ვართ იტალიელ კოლეგებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობით და გვჯერა, რომ ხელშეკრულებიდან ყველა მიიღებს სარგებელს – ორგანიზატორები, პარტნიორები, გულშემატკივრები და სპორტსმენები”.

ევრობასკეტ 2022-ის თითო ჯგუფის 2-2 წევრი ცნობილია, ხოლო დანარჩენს ევრობასკეტის კენჭისყრა გაარკვევს, რომელიც 29 აპრილს, ბერლინში გაიმართება.

GBF.GE

• რომა

ამან ეს აირჩია, იმან ის და ჩვენ თურქეთი დაგვრჩა-ეს რანაირი საუბარია? რატო ჩეხები არ იახიან ქართველებმა პოლონეთი აირჩიეს და ჩვენ დაგვრჩა თურქეთიო? როცა არჩევა დაიწყო ჩვენებს ეძინათ და დააგვიანეს?

• სიმართლე

აბსოლუტურად ლოგიკური იყო თურქეთის არჩევა, მას შემდეგ რაც: 1) წავაგეთ ბოლო 2 თამაში და 4-ე კალათაში მოვხვდით, სადაც ასევე აღმოჩნდა უკრაინა და წაგვერთვა შესაძლებლობა მათი მოწვევის; 2) ჩვენმა ფედერაციამ გურასპაულის მეთაურობით ვერ მოაბა თავი პოლონეთის დროულ მოწვევას, რაც ასევე კარგი ვარიანტი იქნებოდა ჩვენთვის; 3) ლიტვამ გერმანიაში წასვლა ამჯობინა საქართველოში ჩამოსვლას - აქაც ვერ იმუშავა ფედერაციამ სათანადოდ. ყველაფერ ამის გამო, მივიღეთ ის რომ ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტები (პოლონეთი, ლიტვა) ან კონკურენტმა მასპინძლებმა წაგვართვეს ან უფლება ჩამოგვერთვა მათი მოწვევის (უკრაინა). ბოლოს დარჩა 2 რეალური ვარიანტი (რუსეთი, თურქეთი) და რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო რუსეთი ისედაც ჩვენს ჯგუფში ხვდება, ჩვენმა "ზანტმა" ფედერაციამ აირჩია თურქეთი - ეს არის და ეს!

• ვაჟა

გინდა გითხრათ ცვეტნოი?! თურქებმა გაუმაზეს ამათ, ამათმაც თურქები გვაწყობსო, მოწესრიგებული ხალხიაო, თანო ვმეგობრობთო! ხოდა, ახლა მისმინეთ - ჯერ 1. თურქეთზე სუსტი რომ აგეღოთ ვინმე და გასვლის უკეთესი შანსო გქონოდათ ეგ ვერ ივარაუდეთ კარგი, მაგრამ 2-ე რომ ჩამოვლენ იმათი უზნეო ფანები და აქ თავს გაგრძნობინებენ სტუმრად, კიდევ ათას თავსატეხს გაგიჩენენ აი მერე იქნებ თავშიც შემოირტყათ ხელი! მაგრამ თქვენ რა იდარდოს პოლიციამ და ქვეყანამ ხო?! მეგობარი თურქეთი კარგად მახსოვს იქ რომ თამაშობდა ვითა როგორ ესროდნენ მონეტებს და როგორ გვიფრიალებდნენ აფხაზეთის დროშებს!!!! ეს თურქები აქ რომ გვყვანან ის არ გვყოფნიდა კდიე ძალით არ აგვერჩია!!!! ეჰ, ეს საუკუნე ჩვენთვის პატრიოტიზმის ფულზე გაცვლის პერიოდად მოინათლება ისტორიაში!

სკოლაში არ გისწავლი? სადაური შენი მეზობელია საბერძნეთი ???

• Tengo-ს

ხოდა ჩვენც ავმდგარიჩავით და აგვერჩია პოლონეთი ჩეხეთზე დიდი ხნით ადრე.დდდ მარა სად ცალია გურასპაულს თამაშები აქ წასაყვანი სილკზე.

• jjj

რუსეთს არ ჭირდება არჩევა ეგენი თავისთავად ჩვენთან მოხვდებიან, რადგან რუსთა კალათიდან ჩეხეთი და იტალია მასპინძლებია და ჩვენთან თავისთავად ვერ იქნებიან, ლიეტუვა კი გერმანიამ აირჩია და ბ კალათიდან თავისთავად რუსეთი დაგვრაჩა.DD

• akaki

პროგნოზირებადი იყო. ბიძოს დასანახავად არ უნდა ევროპაში საქართველი. საქართველო შემდეგ ეტაპზე რომ არ გავიდეს მაგიტომ აირჩიეს თურქეთი. ჩრდილოეთ მალედონიასთან გამოჩნდა ეს უკვე. შენგელიას და კვარაცხელიას საეჭვო კორონა ვირუსზე.

• aleksandre

რა თქმა უნდა პოლონეთი ჯობდა, მაგრამსამწუხაროდ საქართველოში თურქეთის გავლენა დღითი დღე იზრდება და ზეწოლაც ამგვარვ გადაწყვეტილებებზე

• Tengo

პოლონეთი შეუძლებელი იყო, დიდი ხნის წინ აირჩია უკვე ჩეხეთმა.

• Tengo

იმიტომ რომ ჩვენ კალათშია განთესილი, ჩვენთან ვერ მოხვდება

• master

ვფიქრობ პოლონეთი ჯობდა.თურქეთი პოლონეთზე ძლიერი გუნდიცაა და პროვოკატორი გულშემატკივარიც ყავთ.პოლონეთთან მეტი შანსი გვექნებოდა მოგების და გულსემატკივარიც არ მგონია ცოტა ჩამოსულიყო და თურქებზე ნაკლები დაეხარჯათ.რავიცი ეს ჩემი აზრია...

• Odala

იმდენს იზამთ კალათბურთსაც შეაზიზღებთ ხალხს. არსად დაგეკარგოთ 'მეგობარი'. ფაქთურქი!

• Tengo

რუსეთიც ხომ ჩვენს ჯგუფშია უკვე, ანუ 3-ია ცნობილი ჩვენთან

• Bs

პირველი ჯგუფიდან საბერძნეთი მინდა ძალიან (თან მაგათთან ჩვენი ანგარიშები გვაქვს გასასწორებელი), ანუ საბერძნეთი, რუსეთი, თურქეთი, საქართველო (როგორი სამაზობლო შეიკრიბება!))) და კიდევ ორი ქვედა ჯგუფებიდან ვინც უნდა ის იყოს. ისე ბარემ მეხუთედან ისრაელი და მეექვსედან ბულგარეთი და გამოვა აღმ.ევროპა-მცირეაზიის ჯგუფი

• გიორგი

უკრაინა რატომ არა თქვე ...?

• t

რაღაც ძალიან ეფერებით თურქებს, გეშინიათ არ შემოგესიონ ისევ.

• ii

კიდევ კარგი რუსები რომ არ აირჩიეთ

შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია

[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი

კორკმაზი: ერთმანეთს გვირაბში მუშტები ვურტყით

"ეს იყო თურქების მწვრთნელის პროვოკაცია, შეურაცხყოფა, აგრესია, მუქარა და ფიბასგან რეაგირებას მოვითხოვთ" - GBF-ის განცხადება

საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა

გომელსკი: კორკმაზი პროვოკატორია - საქართველოსთვის ომის გამოცხადება არ უნდათ?

თურქების პროტესტი ამაო გამოდგა - ფიბამ გადათამაშებაზე უარი უთხრა

ჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

სკანდალი - თურქები აცხადებენ, რომ ნამატჩევს თავს დაესხნენ და ტურნირის დატოვებას აპირებენ