"გილოცავთ! ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ევროპის ჩემპიონია!" - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

მთავრობის მეთაური საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს მომავალ შეჯიბრებებში წარმატებას უსურვებს.

"გილოცავთ! ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ევროპის ჩემპიონია! ქართველმა ძალოსანმა მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ორჭიდის ჯამში 485 კგ (ატაცი - 222, აკვრა -263) დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა!"

ლაშამ ატაცში 222 კილოგრამის აწევით ახალი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალიც მოიგო. მანვე დაისაკუთრა აკვრაში გათამაშებული ოქროს მედალი და ჯამში საქართველოს ნაკრებს სამი ოქრო მოუტანა.

"საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს მომავალ შეჯიბრებებში წარმატებას ვუსურვებ!", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ქართველ სპორტსმენს გამარჯვებას ულოცავს ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

"ვულოცავ ლაშა ტალახაძეს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას! ატაცში 222 კილოგრამის აწევა მსოფლიოს ახალი რეკორდია!", - წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

მილოცვებს უერთდება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

"გილოცავთ, ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსანმა თავისი მსოფლიო რეკორდი მოხსნა და მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი", - წერს კობახიძე "ფეისბუქზე".

ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს ასევე თბილისის მერი კახა კალაძე.

"ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას. სამი ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. ატაცში 222 კილოგრამის აწევით, მან მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ვულოცავ მთელ საქართველოს!", - წერს კალაძე "ფეისბუქზე".

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) მოსკოვში, ევროპის ჩემპიონტზე ატაცში 211/ 217/ 222 დაძლია და ევროპულ ოქროსთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის რეკორდები, რომლებიც მასვე ეკუთვნოდა, 2 კილოგრამით გააუმჯობესა.

ტალახაძე საუკეთესო იყო აკვრაშიც და დაძლეული 245/ 253/263 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება ორჭიდს - ძალოსანმა დაგროვილი 485 კილოგრამით ევროპის ჩემპიონატს ლოგიკური წერტილი დაუსვა და მოსკოვის კონტინენტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დაიხურა!

საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

AMBEBI

ჟორა გაბრიჭიძე
ლაშა საქართველოს გამოადგა და გამოადგება მომავალშიც, ამიტომ საქართველო ვალდებულია გამოადგეს მას.
დავით
ვინც აქ ახსენე იმათ მართებთ გმირობა და აზე მოსვლა. ეს კაცი კი ღვთის საჩუქარია და ულევ წარმატებას ვუსურვებ.
კახა დიასამიძე
ასეთ ქართველებს, რომლებმაც სიცოცხლეშივე დიდი სახელი მოუტანეს სამშობლოს, სიცოცხლეშივე უნდა დავუდგათ ძეგლი და დავაფასოთ. ბევრი არ არის ასეთი გმირი. ტკბილი სიტყვები, შექებები და სადღეგრძელოები რა თქმა უნდა კარგია, თუმცა კაცი თავისი გმირობის და სამშობლოსათვის მოტანილი წარმატებების შედეგს თავის სიცოცხლეშივე რომ დაინახავს, მისთვისაც სასიქადულო იქნება და სხვა პოტენციური გმირებისთვისაც. დავიწყოთ დაფასებებით და სიყვარულით ხალხნო! დავუფასოთ გმირებს სამშობლოსთვის გაწეული ღვაწლი.
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..