პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა ცუდად დავიწყეთ. ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) მას მსოფლიოს ზედიზედ სამჯერ მოპოვებული ჩემპიონობით ხვდება. ის წინა ოლიმპიადაზეც ფავორიტი იყო და ერთი შეცდომა ძვირად დაუჯდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარად უნდა იყოს!..

Sportall.ge კიდევ ერთხელ გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც 3 წლისა და გასული ოლიმპიადის წინ გამოქვეყნდა...

ტატო გრიგალაშვილს ახალგაზრდული ასაკიდანვე ჰქონდა წარმატებები, მაგრამ იგი ძიუდოს სამყაროში მაინც სწრაფად შემოიჭრა, მიყოლებით გაიმარჯვა რამდენიმე ტურნირზე და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იმედიცაა ოლიმპიადაზე.

- ადრეული ასაკიდანვე გვახსოვს თქვენი წარმატებების შესახებ, თუმცა ფართო აუდიტორია მაინც 2020 წლიდან უფრო გიცნობთ. რამ განაპირობა ამ მასშტაბის პროგრესი?

- 2017 წელს, თბილისის გრან-პრიზე -73 კგ წონით კატეგორიაში გამოვდიოდი. მწვრთნელებმა აღმოაჩინეს ჩემში გარკვეული თვისებები, რომლებზედაც იმედს დაამყარებდნენ. 2018 წელს უკვე დღევანდელ წონაში, -81 კგ-ში ავინაცვლე და ანტალიის გრან-პრიზე მედალიც მოვიპოვე. ამის შემდეგ ჩემი მხრიდანაც იქნა შეცდომები დაშვებული, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა გარკვეული შედეგები, მთავარი წარმატებები მაინც 2020 წელს დიუსელდორფის მაღალი დონის გრანდ-სლემის მოგებით დაიწყო. ყოველთვის ვცდილობ, ვიმუშაო საკუთარ თავზე და გავიზარდო როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.

- ძირითადად, რაზე გიწევთ მუშაობა მწვრთნელებთან ერთად, რა ასპექტებში ხართ კმაყოფილი და სადაა საჭირო შედარებით მეტი ყურადღების გამახვილება?

- ვცდილობ, თვითკმაყოფილებას არასდროს მივეცე. ნებისმიერი მომგებიანი გდებისა თუ გამარჯვების შემდეგ მაინც ვამბობ, რომ უკეთ შეიძლებოდა ყველაფერი. განვითარებასა და სრულყოფას მუდამ უნდა ესწრაფვოდე - ტექნიკური ელემენტების გამრავალფეროვნება, ფიზიკური გამძლეობა, ასევე, კონკრეტული საჭიდაო დეტალები - დგომა თუ პარტერში ჭიდაობა...

- გვინახავს მაღალი დონის, მათ შორის, ქართველი ძიუდოისტები, რომლებიც საასპარეზოდ მრავალფეროვნებით ნაკლებად გამოირჩევიან. ზოგიერთი თუ ქვეჭიდშია ძლიერი, ბევრისთვის ეს სუსტი წერტილია. თქვენზე დიდი იმედებს ამყარებს გულშემატკივარი, მის გასამართლებლად კი ამაზე მუშაობაც მოგიწევთ. როგორ ახერხებთ ამ მრავალფეროვნებას?

- მეტოქეს ყოველთვის საპირისპირო უნდა შესთავაზო - უნდა იცოდე მისი პლუსები და შენი უპირატესობები მოახვიო, ასპარეზობა საკუთარ სტილზე გადაიყვანო. რა თქმა უნდა, ამაში მწვრთნელებიც გვეხმარებიან. არის მომენტები, როცა მეტოქეს ზემოდან ეჭიდავები, მაგრამ ხვდები, რომ ქვეჭიდშია გადასაყვანი, იქ მეტად გექნება წარმატების შანსი... იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად განვითარდება და შემდეგ ინტერვიუს, როგორც ოლიმპიურ ჩემპიონთან, ისე ჩაწერთ.

- ზოგადად, ძიუდოში ბევრი ტურნირია და მნიშვნელოვანია ხოლმე, თუ როდის აღწევს სპორტსმენი ფორმის პიკს. ახლა მთავარი სწორება ოლიმპიადაზეა. ზოგიერთ სპორტსმენს მეტი დასვენება სჭირდება, ზოგს კი პირიქით - ეს ფორმიდან აგდებს. თქვენ შემთხვევაში როგორაა?

- კორონავირუსის დაფიქსირებას თუკი რაიმე დადებითი შეიძლება ჰქონდეს, ისაა, რომ მცირე ხნით დაასვენო ორგანიზმი და მეორე - აღარ გექნება შიში, რომ იგი კიდევ უფრო მნიშვნელოვან დროს შეგეყრება და უფრო მნიშვნელოვანს გამოგატოვებინებს. რა თქმა უნდა, მთავარი საზომი ოლიმპიადაა, პიკშიც მაგ დროს უნდა ვიყო. ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძალების ბოლომდე აღდგენას შევძლებ, ოლიმპიადაზე კი საქართველოს ჰიმნი უნდა ავაჟღერო!

- ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია სამწვრთნელო შტაბთან ერთად შესაძლო მეტოქეებისა და არბიტრების წინასწარ, დეტალური განხილვა და მიმართავთ თუ არა რჩევებისთვის ქართველ მსაჯს, ვლადიმერ ნუცუბიძეს?

- როცა მეტოქის ვინაობას ადგენ, შემდეგ მცირე დროა და წინასწარ ყველაფრის გათვლა შეუძლებელია. მთავარია, თავად იყო ბოლომდე მზად; იცოდე, როგორ წარმართო შეხვედრა, მისი თითოეული წამი. ძიუდოში მთავარია, ისე იყო მომზადებული, მსაჯის გადაწყვეტილებები ხელს ვერ უშლიდეს შენს გამარჯვებას. რაც შეეხება ბატონ ვლადიმერს, საკმაოდ ხშირად იცვლება წესები, არის სიახლეები და ამაზე, რა თქმა უნდა, ვესაუბრებით.

- რას იტყოდით თქვენს საჭიდაო წონასა და ძირითად კონკურენტებზე?

- ძიუდოს გეოგრაფია უკვე სერიოზულად გაიზარდა და კონკურენციამ იმატა. ჩემს წონაში ყოველთვის გამორჩეული იყო ბელგიური სკოლა; რუსებს მაღალი დონის სპორტსმენები ჰყავთ და იაპონელები ყველგან ცდილობენ, ფავორიტები იყვნენ!

- არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ძიუდოში დაძაბულობა გვახსოვს. ახლა რა ვითარებაა გუნდში, როგორ ხდება კონკურენციის მიღება? რაც შეეხება -81კგ-ს, საინტერესოა, რომ ოლიმპიადა დროულად რომ ჩატარებულიყო, იქ ლუკა მაისურაძე გაემგზავრებოდა...

- ახლა შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ დამშვიდებული სიტუაციაა გუნდში, ერთმანეთთან ყველანი მეგობრულად ვართ. რაც შეეხება ლუკას, მე ყოველთვის იმ აზრზე ვიყავი, რომ ჯანსაღ კონკურენციაში ვინც უკეთ იქნება მზად, ის უნდა გაემგზავროს. ადრე სხვანაირად იყო, ახლა მეტი დრო და შანსი მაქვს. შესაბამისად, სამშობლო უნდა გავახარო! ამჟამად კი გუნდში ყველაზე დაძაბული კონკურენცია 90 კგ წონით კატეგორიაშია. ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური - ორივე მშვენიერ ფორმაში იმყოფება...

- საუბრობთ სიმშვიდეზე... კიდევ რა შეიცვალა გუნდში ლაშა გუჯეჯიანის მოსვლით, დანერგა თუ არა განსხვავებული მეთოდები?

- გუჯეჯიანის ვარჯიშები მრავალფეროვნებით გამოირჩევა და არც მომაბეზრებელია. სამწვრთნელო შტაბმა ძალიან კარგად იცის, თუ როგორ უნდა გადაანაწილონ სპორტსმენებმა ძალები და აღადგენინონ დაკარგული ენერგია. იმედი გვაქვს, ოლიამპიადაზე იმდენ ოქროს მოვიპოვებთ, რომ ლაშა გუჯეჯიანი ქართული ძიუდოს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მწვრთნელი გახდება.

გვახსოვს 3 ოქროც
სამი ოქროც გვქონია, არაა ჩვენი ბედისწერა ერთი ოქროთი დაკმაყოფილება. უბრალოდ სპორტული ფედერაციები პარტიულ დანამატებად აქციეს დღეს. სპორტსმენებს უნდა ქონდეთ თავისუფლად მუშაობის საშუალება ფედერაციებში, იქ უნდა იყვნენ პროფესიონალები და არა პარტიის სასურველი ხელმძღვანელები. ბოდიში მაგრამ ლაშა ტალახაძე ოლიმპიადის წინა დღეებში არ უნდა მოაცდინო შენი პარტიულ კრებაზე დასასმელად შენი პრესტიჟისთვის. ყველგან ცხვირს ყოფენ და ყველაფერს აფუჭებენ
კაჭკაჭი
კი მიგვანიშნა ამ ავტორმა 81-მდე არაფრის იმედი გქონდეთო მაგრამ არ დავიჯერეთ
დიმა
კი დაუკრეს უკვე.
მაია
პირადად მე ჩხვიმიანის ბექაურის და გრიგალაშვილის დიდი იმედი მაქვს ოლიმპიადაზე
გურამი
უფალმა დაგილოცოს ტატო ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა!
გლახუნა
ოქრო - შეგიძლია, ოლიმპიური ოქრო, თან არაერთგზის...
Shalva
Jer gadaxti shvilo
rable
ჩოუჩი იქნება საყურადღებო,თან რევანშიც გვაქვს ასაღები, მეტად მოუმატა და კასესაც მოუგო შიდა კონკურენციაში. ნაგასე იქნება ისევ ერთ ერთი და უპირველესად ტატო. ვან ტედტიც საპრიზოს კაცია. მოლაე და საგი მუკი ძველი დრო მგონია უკვე. მთავარია სწორი გათვლები. იმედი მაქვს დიდი. წარმატება
ჟორა გაბრიჭიძე
მართალი გითხრათ გუჯეჯიანი ადრე უნდა დაენიშნათ ნაკრების მწვრთნელად, რადგან ის პიროვნულადაა კარგი კომუნიკაბელური ადამიანი, ადვილად ამყარებს ყველასთან ურთიერთობას, დადებითი პიროვნება, არავის მტრობს და ასევე პასუხობენ. რაც შეეხება მის მომზადებულ ნაკრებს, მგონია ჩვენი დელეგაციის მონაგრის ნახევარი მათი იქნება. გრიგალაშვილი, ბექაური, ლიპარტელიანი და თუშიშვილი ვფიქრობ ფინალში იჭიდავებენ. ყველას წარმატებას ვუსურვებ.
ILIA
გენაცვალე, არსენა! შენი იმედი გვაქვს ოლიმპიადაზე!
tngh
ნეტამც...
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დღეს - საქართველოს ნაკრები გუნდურში, სულამანიძე დისკვალიფიცირებული თუშიშვილის ნაცვლად და ბრძოლა მედლისთვის
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
"ჯერ არ გადაგვიწყვეტია" - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით
[VIDEO] გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში არბუზოვთან დამარცხდა
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..