დღეს, 12 აპრილს, თბილისის დროით 18 საათზე, საქართველოს ფუტსალის ნაკრები სტუმრად რუსეთს დაუპირისპირდება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა უკვე მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური, თუმცა თბილისური მარცხისთვის მეტოქესთან რევანში ასაღები აქვს.

შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩვენი ნაკრების ლეგენდარულ მეკარე ზვიად კუპატაძეს დავუკავშირდით.

ფეხბურთი, როგორც რელიგია...

"ქართველებს, ბრაზილიელების მსგავსად, ფეხბურთი რელიგიის დონეზე გვაქვს აყვანილი. მოხარულნი ვართ, რომ ამ გამარჯვებითა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლით ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩავწერეთ...

ნაკრებში 12 წელი არ ვთამაშობდი, რადგან სათანადო პირობები არ გაგვაჩნდა, ფედერაციის ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ კი სიტუაცია გაუმჯობესდა. ამხანაგური მატჩებისთვის გამოყოფილი ყველა ფანჯარა გამოვიყენეთ - ასეთი რამ ადრე არ მომხდარა...

საქმისადმი სწორი დამოკიდებულებითა და საერთო ძალისხმევით ოთხი წლის წინაც შეგვეძლო ევროფორუმზე გასვლა. მაშინ ხელი ტრავმებმა შეგვიშალა, ახლა კი მიზანს მივაღწიეთ".

მოტივაცია ახალგაზრდებისათვის...

"რუსეთის ნაკრები ძალიან ძლიერი მეტოქეა... რა თქმა უნდა, გუნდში საზეიმო განწყობაა, მაგრამ ეს მოტივაციაში ხელს არ გვიშლის...

გვყავს ტრავმირებულები და თავის გამოჩენის შანსი ბევრ ახალგაზრდას მიეცემა... გუნდში არიან გიორგი ღავთაძე, გიორგი ჩიმაკაძე - მათ დიდი მომავალი აქვთ და იმედია, ევროპული კლუბების ყურადღებასაც მიიქცევენ.

დღევანდელ შეხვედრაში მეც სათადარიგოთა სკამზე ვიქნები, კარს კი თორნიკე ბუკია დაიცავს - თსუ-ს ახალგაზრდა მეკარეს კარგი საკლუბო მომავალი ექნება, ამაში დარწმუნებული ვარ...

რუსული საკლუბო ფუტსალიც მაღალ დონეზეა. ქართველებით ბელარუსებიც ინტერესდებიან. არის კვიპროსისა და მალტის ვარიანტებიც..."

შემდეგი მიზანი - მსოფლიო ჩემპიონატი!

"ყოველთვის მაქსიმალისტი ვარ! ევროპის ჩემპიონატზე, მინიმუმ, ჯგუფიდან უნდა გავიდეთ. მთავარია, კენჭისყრაში გაგვიმართლოს...

წლების მატება მოტივაციას მიზრდის, რადგან ვხვდები, რომ ბევრი რამის მოსასწრებად ცოტა დრო მაქვს...

უახლოესი მიზანი 2 წელში მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა იქნება..."

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ევრო 2022. ომი ფუტსალში უკრაინასა და რუსეთს შორის - უკრაინელთა ექსკაპიტნის ინტერვიუ
უკრაინასთან მხოლოდ გამარჯვება - რუსებს პრემიალურები გაუზარდეს
მაგარი მომენტი ფუტსალის ლიგიდან: 4 მოტყუებული ფეხბურთელი და მეკარის სასწაული "სეივი" [VIDEO]
საქართველოს ნაკრების მეკარე: მეც რუსეთში ვთამაშობ და პატრიოტიზმზე მოლაპარაკეებს ნეტავ ჩემსავით უყვარდეთ საქართველო
პუტინს შეუკურთხეს - რუსეთმა უკრაინას ძლივს სძლია
მატჩის დღე! ავთანდილ ასათიანი: ბოსნიასთან მატჩისთვის გუნდი ძალიან კარგ მდგომარეობაშია
[VIDEO] ასლანის გმირობები და 33 მოგერიება - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან ქულა აიღო
ევრო 2022. ავთანდილ ასათიანი: რუსეთის ნაკრები შევისწავლეთ და ზედმეტი წნეხიც მოხსნილია
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
ზვიად კუპატაძე: ესპანეთთანაც მოსაგებად გავალთ
ევრო 2022. უკრაინამ გაიმარჯვა და 1/2-ფინალში საქართველოსა და რუსეთს შორის გამარჯვებულს ელის
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
რუსეთთან მატჩის წინ კაპიტანმა ისაუბრა: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ფავორიტები არიან, მაგრამ...
ევრო 2022. პორტუგალიამ რუსეთს თამაში შემოუტრიალა და ისევ ჩემპიონი გახდა
ევრო 2026. საქართველო - საფრანგეთი. ჩვენს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება
ზვიად კუპატაძე: ისტორია მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გადავწეროთ
[VIDEO] ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საფრანგეთთან მარცხით დაასრულა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუსეთთან დამარცხდა