გიორგი მიქაუტაძის გოლით "სერენმა" გასულ კვირას "დაინცეს" 1:0 სძლია და ვინაიდან უახლოესი მდევარი "ლომელი" ლიდერ "უნიონთან" დამარცხდა, მეორე ადგილი გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი-ოფის საგზურს დაეუფლა და პირველ დივიზიონში გადასასვლელად ამ ლიგაში მე-17 ადგილზე გასულ გუნდს ორრაუნდიან ბრძოლაში დაუპირისპირდება.

"სერენს" ჩემპიონატზე ორი შეხვედრა აქვს დარჩენილი - 17 აპრილს "ლიერსთან" და 24 აპრილს თავად "ლომელთან", თუმცა ამ თამაშებს უკვე არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს და შეუძლია პლეი-ოფისთვის მშვიდად მოსამზადებლად გამოიყენოს.

მოკლედ, 25-წლიანი პაუზის შემდეგ "სერენს" ელიტაში დაბრუნების შანსი გაუჩნდა, რაც მიქაუტაძის დიდი დამსახურებაც გახლავთ, რომელიც თავის გუნდს 19 გოლით შეეწია და დენიზ ვანზეირთან (უნიონი) ერთად ტურნირის ბომბარდირია.

გიორგი "მეცის" საკუთრებაა, "სერენში" იჯარის წესით თამაშობს და შესანიშნავი პერსპექტივა გააჩნია - ან ფრანგული კლუბი დაიბრუნებს, ან შესაძლოა, ბელგიის პირველ დივიზიონში იასპარეზოს. თავისი ასაკისა და მონაცემების გათვალისწინებით კი, შეუძლია კარგი კარიერა გაიკეთოს და საქართველოს ნაკრებსაც ჯეროვნად გამოადგეს.

რომა
რაშუაშია ჩემპიონთა ლიგა? ჰალანდს არაფერი მოუგია და ცუდი 9იანია? ხვიჩას ეხლა უნდა სწორი გუნდის შერჩევა არუნდა ეს იტალია და ამბები. პრემიერლიგის სტილის იგროკია სივრცე უნდა სივრცე კი ინგლისში თავზე საყრელად ექნება
ზურა
ჩემი აზრით სერენი თუ შეძლებს და გადავა ბელგის უმაღლესში მიქაუტაძე უნდა დარჩეს კიდევ ერთი სეზონი სერენში და რატომ პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ამ სერენის ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია სულ ძირითადშია ბელგის უმაღლეს ლიგასადა ბელგის მეორე ლიგას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა კლასით, ბელგის უმაღლესი ბევრად უფრო მაღლაა დონით ვიდრე ბელგის მე 2 ლიგაა. მიქაუტაძეს ბელგის უმაღლესში თამაში დაეხმარება პროგსში და განვითარებაში, რომ ტოპ ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს. რაც შეეხება მეცს მეცი არის საფრანგეთის ლიგა 1 ტრადიციული გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატი ბელგის ჩემპიონატზე მაღალი დონეა არამგონია, რომ ბელგის მე 2 ლიგიდან მისულმა ფეხბურთელმა მეცში ბევრი სათამაშო დრო მიიღოს (მიუხედავად მისი შედეგებისა) მითუმეტეს იმ კონკურენცის ფონზე რაც არის მეცში,ჰყავთ ფიზიკურად ძლიერი აფრიკელი ფორვარდები, რომლებთანაც ახლა კონკურენცია ძალიან გაუჭირდება რაც არ უნდა იყოს მან თავი ბელგის მე 2 ლიგაში გამოიჩნა და არაა უმაღლესში, მე 2 ლიგა მაინც მე 2 ლიგა, ეს ხომ არ არის ჩემპიონშიპი ანდაც სეგუნდა დივიზიონი სადაც კარგი გუნდები არიან, ბელგის მე ლიგაა, რომელიც ზოგიერთის აზრით სამოყვარულო დონეაა რასაც მე არ ვეთახმები საშუალოზე დაბალი დონეა მარა სამოყვარულო ნამდვილად არ არის. თუმცა ბელგის უმაღლესშიც ასეთივე ან ამის ნახევარი შედეგი მაინც ექნება რაც ახლა აქვს და შემდეგ დაბრუნდება მეცში მაშინ უკვე გარანტირებულად მიიღებს სათამაშო დროს.
დევკალიონი
ესეიგი ჟორჟიკამ უბანძესი სიენი თუ რაც არის ? ლამის მარტომ გაიყვანა ფლეიოფში და თითქოს არაფერი ,ეს რომ ქართველს ექნა რუსეთში ? ეხლა იქნებოდა ტოპ ვარსკვლავი და საერთოდ გმირი , ხვიჩა ძალიან მიყვარს , ძალიან კარგი ფეხბურთელია მაგრამ რუსეთში გადაჭარბებული სენტიმენტები იციან რა ,ასე არ შეიძლება ფეხბურთელს აკომპლექსებენ . -აბა წინ სულ რაღაცა ოთხი მცველი უდგას ,აბა თუ მოატყუებს ყველას და მერე ეფექტურად თუ გაიტანს ? -ო დღეს დიდებული იყო ,აბა ხვალ ექვს ფეხბურთელს თუ მოატყუებს და ბოლოში გოლის მერე მწვადს თუ შეწვავს ? რავიცი რა ჯობია ყველა თვითონ გადაწყვეტს , მაგრამ ისე მგონი სანამ ჩემპიონთა ლიგას არ მოიგებ მაინც არ ღირს გაზვიადებული საუბარი .
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ