ახალგაზრდა ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე გახდა. "ტრანსფერმარკტმა" მარტის სანაკრებო მატჩების შემდეგ ახალგაზრდა ქართველის შეფასებას კიდევ 5 მილიონი დაუმატა. ამგვარად, გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" 20 წლის თავდამსხმელის ფასი 15 მილიონამდე გაზარდა.

ამ დრომდე, ქართველ ფეხბურთელებში ყველაზე მაღალი შეფასება საბა კვირკველიას ჰქონდა - 2019 წლის 14 აპრილის მონაცემებით - 10 მილიონი ევრო; მეორეზე კი გიორგი ჩაკვეტაძე იყო - 9 მილიონით. ამჯერად კი, ხვიჩა კვარაცხელია გახდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში "ტრანსფერმარკტის" მიერ ყველაზე ძვირად შეფასებული ქართველი ფეხბურთელი.

kvirispalitra.ge ხვიჩას მამას - ბადრი კვარაცხელიას დაუკავშირდა:

- რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ფულს და ფასს არ ვუყურებ, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი და უპირველესი ისაა, რომ ვხედავ, როგორ იზრდება ხვიჩა პროფესიულად, იხვეწება, მეტს შრომობს, მეტს ცდილობს, წინ მიდის და ესაა უპირველესი, ჩემთვის ეს უფრო მისაღებია. მთავარია, მინდორზე გასვლისას რას აკეთებს.

თვითონაც ასეა, ფული მისთვის არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, კარგად ითამაშოს, კარგ გუნდში. მისი ფიქრი და ამოცანა ესაა. მთავარია, თავის მიერ დასახულ მიზნებს მიაღწიოს და ჩანაფიქრი განახორციელოს.

- როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, როგორ აფასებთ, რა კუთხით უფრო გაიზარდა ხვიჩა, თუნდაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში?

- ბევრი რამით, იცით, რაც ბოლო თამაშებზე უფრო გამოჩნდა. არამხოლოდ რომელიმე პროფესიონალის თვალი, გულშემატკივარიც შეამჩნევს, რამდენს შრომობს და წვალობს. თუნდაც, როგორი მონდომებით ითამაშა ჩვენს ნაკრებში; ასევე, ის ჩემპიონატები, რაც რუსეთში ტარდება.

- თქვენთვის რა ემოციაა მისი თამაშების ყურება?

- რას ამბობთ, ვერც გადმოგცემთ... ხვიჩასთვის ოცნება იყო საქართველოს ნაკრებში თამაში. როცა მატჩების საყურებლად დავდიოდით და ხვიჩა ჩემ გვერდით იჯდა ხოლმე, თვითონაც ემოციებში იყო. ახლა უკვე, მე რომ მის თამაშებზე გულშემატკივრებში ვზივარ და ჩემს შვილს საქართველოს ნაკრებში ვხედავ, რაღაცნაირად დიდ ემოციებში ვარ ხოლმე. მით უმეტეს, როცა ესპანეთის ნაკრებთან გოლი გაიტანა, ეს ისეთი ემოცია იყო ჩემთვის, ვერც აღგიწერთ. გულშემატკივრებს რომ ვუყურებდი, როგორ უხაროდათ, ეს ჩემზეც მოქმედებდა.

- თუ მოახერხეთ ხვიჩას პირადად ნახვა რომელიმე თამაშის შემდგომ?

- ესპანეთთან თამაშის შემდეგ მხოლოდ 2 წუთით დაველაპარაკე, როცა გასახდელიდან გამოდიოდნენ. საბერძნეთიდან კი პირდაპირ რუსეთში გაფრინდა, თამაში ჰქონდათ.

იხილეთ გაგრძელება

სტატიის ავტორი: თამთა დადეშელი

ცნობისმოყვარეს
შენ სხვა რამეც გეყვარება
ქომაგი
უკვე კარგა ხანია ხვიჩას ვადევნებ თვალყურს, როგორც მის თამაშს, პროფესიონალების შეფასებებს, ასევე სხვადასხვა ფრაგმენტებს ვარჯიშებიდან. უბრალოდ გაოცებული ვარ ამ ბიჭის ალალი და გულწრფელი თვისებებით, მისი პროფესიონალიზმი ისედაც ნათელია. ერთი რასაც ვუსურვებ ისაა, რომ პოპულარობის ცდუნებას გაუძლოს და ღირსეულად დაიმშენოს. სხვა ყველაფერი დამსახურებულოდ მოვა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო დედ-მამას, ადამიანად შვილის გაზრდისათვის და პროფესიონალად ჩამიყალიბების ხელსეწყობისათვის!
ცნობის მოყვარე.
მაინტერესებს, აფრიკიდან, აზიიდან ან არაბეთიდან არ მოუვიდა ხვიჩას მოწვევა? რავიცი, ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, უკვე მთელი ევროპა მოვიარიეთ და თურმე იგლიჯავენ ყველაფერს, რომ ხვიჩა დაითრიონ თავიანთ კლუბებში.
გიო
მადლობა ბატონო ბადრი, ღმერთმა ხელი მოგიმართოს
დ
დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო, მადლობა ასეთი შვილის აღზდისათვის! ასეა, ვინც მშობელს უჯერებს, ცხოვრებაში მოგებული რჩება.
ელგუჯა
არ აუვარდება! ონ იზ დრუგოგო ტესტა სდელან)
ირაკლი ქუთაისელი
ფული არ აინტერესებს და მთავარი ესაა.ხვიჩა ის იშვიათი მარგალიტია ბევრისთვის მისაბაძი რომ იქნება
გია
ხვიჩას, მერე თუ არ აუვარდა თავში კარგი იქნება, თორემ ამდენმა ქებამ შეიძლება დათვური სამსახური გაუწიოს.
ელგუჯა
მე რუსეთში ვცხოვრობ 20 წელზე მეტია და ხვიჩამ ისევ დამიბრუნა ფეხბურთის სიყვარული . სულ ვუყურებ ხვიჩას თამაშებს რაც არ უნდა დაკავებული ვიყო და ვბალელშიკობ ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს ეგრე გააგრძელოს საქართველოს საამაყო შვილმა / დიდი მადლობა მშობლებს ასეთი კარგი აღზრდისთვის/
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ასეთი შვილის გაზრდისთვის. ის მარტო ტალანტი არ არის, ის უპირველესად ადამიანია.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან