აზერბაიჯანელმა საფეხბურთო აგენტმა ვაგიფ გეიდარლიმ ინტერვიუ ადგილობრივ გამოცემა azerisport.com-ს მისცა და ქართულ ფეხბურთზეც ისაუბრა.

- აზერბაიჯანელი ფეხბურთელისთვის საზღვარგარეთ სათამაშოდ წასვლა ადვილი არ არის. ამის სანაცვლოდ ის უნდა "დაზარალდეს", ანუ დაბალი ხელფასიდან დაიწყოს თამაში და თავი გამოავლინოს. ამას ყველა არ აკეთებს. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში "გასაშვები", პერსპექტიული ფეხბურთელი არც ისე ბევრი გვყავს, სიტუაცია რთულდება.

ჩვენ, მენეჯერები, ფეხბურთს არ ვთამაშობთ, არამედ პროდუქტს ვაჩვენებთ სხვებს. თუ პროდუქტი არ არის, საჩვენებელიც არაფერია. მაგალითად, ჩვენი მეზობელი ქართველები განვიხილოთ. ჩემი კოლეგა ევროპულ კლუბებს 10-15 ფეხბურთელს სთავაზობს და მხოლოდ 1-ის მოწყობას ახერხებს. ჩვენ კი მაქსიმუმ 1 ფეხბურთელს ვიპოვით და იმისი ნორმალურ კლუბში გაგზავნა გვინდა.

ხედავთ სხვაობას?! ადვილია თქვათ, რომ სუსტი მენეჯერები არიან აზერბაიჯანში, რეალურად კი რთული სამუშაო გვაქვს და რაღაცის გაკეთებას ვცდილობთ.

- რადგან საქართველოზე ჩამოვარდა საუბარი, ხვიჩა კვარაცხელიაც ვახსენოთ, რომელიც ბოლო დროს ხშირად ალამაზებს სათაურებს ჩვენს პრესაშიც კი. ოდესმე ასეთი ვარსკვლავები გვეყოლება თუ "ყარაბაღის" ევროთასებზე გამოსვლებით უნდა დავკმაყოფილდეთ?

- ქართველი და აზერბაიჯანელი ფეხბურთელების სტატუსი ევროპასა და მსოფლიოში განსხვავდება. ისინი გაცილებით მაღლა დგანან. ისინი, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, ძალიან მაგრად თამაშობდნენ, და სსრკ-ის დაშლის შემდეგაც ევროპას არაერთი ვარსკვლავი აჩუქეს. აქაც რომ დავეტოლოთ ქართველებს, წაგებულები დავრჩებით.

შეხედეთ, რამდენი აკადემიაა საქართველოში და რამდენი ჩვენთან. ისინი ფეხბურთელთა რაოდენობითაც კი გვისწრებენ. აღარც კი გვახსოვს, "ბაკის" აკადემია როდის დაიკეტა. არადა, ჩვენი დღევანდელი ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები ამ აკადემიის აღზრდილები არიან. ამის შემდეგ ქართველებთან შესადარებელიც არაფერია.

ზაალ
ისღა დაგვრჩენია უსურვოთ ჩვენს აზერ მეზობლებს რომ მათთანაც მალე გამოჩენილიყოს, ხვიჩას, ჩაკვეტაძის, გიორგბელიძის, გაგნიძის, ზუტიკოსა და სხვა მსგავსი ტალანტის სადარი აზერი ტალანტები.
ტყეშელაანთ გიჟი
სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ აზერბაიჯანელი აგენტის ობიექტურობით. წარმოიდგინეთ, მის ადგილას სომეხი კოლეგა ყოფილიყო, ხომ დააყენებდა ტრაბახის კორიანტელს და მწარედაც გაგვკენწლავდა. ესენი კი გაცილებით საღად მსჯელობენ
fani
ეს კაცი ძალიან რეალურად მსჯელობს, როცა ნიჭსა და ლეგიონერებზე საუბრობს. აქ ნამდვილად მათზე წინ ვართ, რაც სანაკრებო დონეზეც აისახება. აი ჩემპიონატს რაც შეეხება, მანდ ეგენი ფულადი რესურსებითა და მენეჯმენტით გვისწრებენ რაც საკლუბო ფეხბურთის დონეს განაპირობებს
ბაჩი
გენზე თუ არის ლაპარაკი მათ ქვეყანაში მრავალი გააზერებული ჩვენებური მოქალაქეა და იმ რეგიონებში საფეხბურთო აკადემიები უნდა მიაყარონ და მიიღებენ რამოდენიმე ხელშესახებ ტალანტს
პაატა
ტერიტორიული პრობლემა ჰქონდათ მოსაგვარებელი და რესურსებს აქეთ მიმართავდნენ. ვფიქრობ, განაახლებენ საფეხბურთო აკადემიებს და წინაც წავლენ.
Levani
საკლუბო ფეხბურთს რაც შეეხება- ფული რა თქმა უნდა მეტი აქვთ,მაგრამ აქ აშკარად აჯობეს სელექციაში ქართველებს..იმათაც არ დაუმატებიათ ფეხბურგელები პრემიერლიგიდან..იპოვეს 4-5 სამხრეთამერიკელი ვინც მართლა თამაშობს და თამაშებს მოგაგებინებს..ზოგი ახალგაზრდა,ზოგი ვეტერანი,მაგრამ თამაშის მომგები ტიპები. ჩვენთან ამდენი ლეგიონერი მოსინჯეს და მარტო ჩისკო და აკინო იყო ნორმალური..დანარჩენის ჩამოყვანას რა აზრი ქონდა არ ვიცი
იაგო
რეალურად აზროვნებს ეგ კაცი. 100 აკადემიაც რომ გახსნან აქ მთავარი ნიჭიერებაა და ეს ნიჭიერება გენში უნდა ქონდეთ პირველ რიგში რაც არ აქვთ. ისე უნდა აღინიშნოს რომ სწორ გზას ადგას აზერბაიჯანული ფეხბურთი რადგან საკუთარი მწირი საფეხბურთო რესურსების გათვალისწინებით უმჯობესია დიდი ფული გადაიხადონ მაღალი კლასის ფეხბურთელები მოიწვიონ და ამით კიდევ უფრო აამაღლონ საკლუბო დონე. მაგათ ნაკრებს კი კარგახანს არაფერი ეშველება. ნებისმიერმა ქართულმა კლუბმა 2 წლით რომ შეინარჩუნოს შემადგენლობა და მერე შეახვედრონ მაგათ ნეფცის და ყარაბახს რომლებიც მილიონებს უხდიან ტავის ფეხბურთელებს დარწმუნებული ვარ ბრდღვნას გაადენენ ჩვენი გუნდები მაგათ გუნდებს

რა უდღეურ მდგომარეობაში ყოფილა ფეხბურთი აზერბაიჯანში, ჩვენზე რო იძახიან მაგრად თამაშობდნენო, ღმერთო ჩემო, რამდენი წელია არავისთვის არაფერი მოგვიგია ფეხბურთში :D :D (ბოლო 30 რასაც მე ვუყურებ ჩემი თვალდებით). იმედია ცოტა მოიხოდებიან ჩვენები, ახალი ფეხბურთელები, ახალი მწვრთნელი.
ss
აღარც კი გვახსოვს, "ბაკის" აკადემია როდის დაიკეტა - ეს უცნაურია მდიდარ აზერბაიჯანში. ზოგადად წარმატებებს გისურვებტ მე რიგითი ქართველი, მადლობთ კომეტარებისთვის
123 321
ნაკრებით ვერც აზერები ბრდღვნიან, მაგრამ შედარება მაინც უადგილია ბევრი გვიკლია რო დავეწიოთ. გულსატკენია მაგრამ აზერები ჩვენზე ბევრად შორს გადიან ევროთასებზე
თ.ბ.
როგორ კეთილნგანწყობით საუბრობს ქართულ ფეხბურთზე. იმედია იპოვის აზერბაიჯანში იმ ფეხბურთელს ვინც გაახარებს მომავალში მის ქვეყანას
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა