"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"ძალიან დამწყდა გული, როდესაც ესპანეთმა ბოლო წუთზე გაგვიტანა გოლი, რადგან მინიმუმ ქულას ვიმსახურებდით.

ახალ მწვრთნელს ნაკრების მოსამზადებლად ძალიან მცირე დრო ჰქონდა. სამწუხაროდ, ეს ტრადიციული შეცდომა დავუშვით და ბოლო წუთზე გოლი გავუშვით.

ძალიან მომეწონა ახალი ბიჭები - ჩაბრაძე და გიორბელიძე. კი დაუშვეს შეცდომები, მაგრამ დებიუტი ჰქონდათ და ეს ნორმალურიც კი არის.

უფრო მომწონდა, როდესაც ნაკრები კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა. მაგალითად, კახა ცხადაძის გუნდი უფრო მომწონდა იმიტომ, რომ მაშინ 3 ცენტრალური მცველით ვთამაშობდით.

ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს და ვფიქრობ, რომ კარგი გუნდის გაკეთება შეგვიძლია. ახლა შედეგია მნიშვნელოვანი, რადგან დავიღალეთ კარგად თამაშით და წაგებით.

ხვიჩა ჩვენი იმედია და ძალიან მიყვარს. მაშინვე გავიცანი, როდესაც მოსკოვში ჩამოვიდა და თავისი პროფესიონალიზმი ეგრევე ეტყობოდა.

ეგეთი ქართველი ფეხბურთელი მე არ მინახავს. ბაზაზე კი არა, მინდორზე ცხოვრობს. ძალიან მორწმუნე და თავმდაბალი ადამიანია.

კვარაცხელია ძალიან მაგრად ურტყამს ჯარიმებს და საბერძნეთთან ჯარიმა აბურჯანიამ რომ დაარტყა, ძალიან მინდოდა, ეს ხვიჩას გაეკეთებინა.

პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კვარაცხელიამ ჯერ არ უნდა იჩქაროს, ჯერჯერობით რუსეთში დარჩეს და გეტყვით, რატომაც...

ის უფრო უნდა გაიზარდოს. რუსეთში სულ სხვა დისციპლინაა და სხვა მოთხოვნებია, წამყვან ჩემპიონატებში კი - სხვა.

რუსეთში უფრო მეტად აკონტროლებენ მოთამაშეებს და დისციპლინის მოყვარულს გხდიან, რადგან საბჭოთა კავშირის სისტემაა დარჩენილი.

ევროპის სხვა ქვეყნებში კი გეუბნებიან, რომ მიდი, შეგიძლია "იგულაო", მაგრამ მოედანზე მანახე, რომ ძალიან მაგარი ხარ", - ამბობს ფირცხალავა.

ბესო
ეგრე ნამდვილად, მწვრთნელი ნამდვილად კარგი ყავს ხვიჩიას, რომელიც მოუწოდებს კარიერის ევროპაში გაგრძელებას. ასე რომ რა დროის მეფის რუსეთის დისციპლინაზეა საუბარი
სიმართლე. _
საუბარი მიდის ზუსტად იმ ქართველ კაცზე, რომელსაც რუსეთი არ უშვებს და არ უპირებს გაშვებას. ის რუსეთი, რომელიც უდიდესი კატასტროფის წინაშე დგას და გარდაუვალია ის რაც ელოდება. არც თქვენ დაგადგებათ კარგი დღე, ერეკლე სადაა და თქვენი ... სადაა მაგას იქ დაინახავთ რომ გაგეხსნებათ გონება.
"Erekle" -s.
აი სად სად - და თავში გიდევს ეგ რაღაცა და იმიტომ.
ჟორა
სოსოია პავლიაშვილი ნეტა რას გვეტყვის?.... რუსეთში თურმე დისციპლინა ყოფილა და ესპანეთის და ინგლისის ჩემპიონატებში-რაც გინდა აკეთე.

ჭანკვეტაძემ ბამბისფეხიანებში აიკიდა ტრამვა ხომ. რუსები, რომ მაშინ, მოედანზე არ იყვნენ?
სად ერეკლე, სად ჩემი ......... სიმართლეს!
"სიმართლე", საინტერესოა რამდენი წლისა ხარ. ასეთი გენიოსური დასკვნა რუსეთზე, იშვიათად მომისმენია, მით უმეტეს, როცა საუბარი მიდის ქართველ კაცზე, ფეხბურთელზე.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი, 1953 წლიდან.
მომღერალს რატომ ტენით სპორტში, თან ფეხბურთში. ხვიჩას დღეს შეუძლია, ნებისმიერ გრანდში თამაში, წლოვანებიდან გამომდინარე. აბა "ჭ" კლასის გუნდში გაუშვათ და მერე 25 წლისა გამოვაჩინოთ? მიშკა 16 წლისა იყო, უძლიერეს გუნდში "დინამოში" რომ დაიწყო, სტაბილურად თამაში. ასე იყო პელე, მარადონა და ყველა ტალანტი. ხვიჩას დღეს რა უნდა, მიჩმორილ გუნდში. ის ჩამოყალიბებული ტალანტია. სჭირდება უძლიერესების გვერდით დახვეწა.
დიდუბელი
რა იყო რა გაჭორეთ სასტავი. ფეხბურთის მოყვარულია და გამოთქვა თავისი აზრი, რომელსაც, მის პოზიციას, მიუხედავად იმისა ეთანხმებით თუ არა პატივისცემა უნდა. მეტი ტოლერანტობა, თქვე ევროპელებო თქვენა:)
BOROTI.NIANGI)));;
ნუ, 5 წელი ძაან ბევრია, ბოდიშით ცოტა შევცდი ანგარიშში))).
Eh
არასწორად აზროვნებთ. სინამდვილეში პირიქით არის და მაგიტომა ხართ წინ ძაან წასული ცხოვრებაში. მადრიდის რეალში სათადარიგოში რომ ზიხარ (ჯერ ერთი მაინც ძალაა მანდ თუნდაც ვარჯიში) მანდ შეიძლება იჯარით წახვიდე არსენალში. ტოტენჰემში. ან სევილიაში და ვალენსიაში მაინც. მანდ კიდე ჭამე ლობიო ჩიხურაში ან ჩხერიმელაში არსენალს დაგანახებს ვინმე? ვოტ.(!) ჭკუაში
სიმართლე. -
ხვიჩა რუსული პრემიერლიგის ავტორიტეტს წევს მაღლა მსოფლიოში, თავისი შრომით და თავისი ტალანტით. და ესენი სანაცვლოდ რას აკეთებენ? პირიქით დატოვებას უპირებენ რუსეთში. გაუშვით ხვიჩა - და ეგ რუსულ ფეხბურთსაც წინ წაწევს საქმეში. სკაუტები და ტალანტები მოაწყდებიან, არ გინდათ? და არც გეღირსებათ. ვერც ხვიჩას გააჩერებთ დიდხანს რუსეთში. თუ გგონიათ რუსეთი იარსებებს, კიდევ 5 წელი მანდაც ძალიან ცდებით მაგაში
ზურა222
ბელგიის ჩემპიონატი ჯობია ხო ? ჩაკვეტაძე რომ დაგვიღუპეს და ქრონიკული ტრავმა რომ აკიდეს @@ და ქვილითაიას და ბერიძეს კი თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლებდნენ @ ხომ დაამტკიცა ორივემ რომ არავიზე ნაკლები არ იყვნენ გენტში !
არტ
ჩემი დაკვირვებით რუსეთში მცხოვრები ქართველებისათვის ეს ჩამორჩენილი , ბნელი, ტოტალიტარული და მოგოიმო ქვეყანა მსოფლიოს ჭიპია. ნუ რაღაც უცნაური პროვინციალიზმი ჭირთ. ფირცხალავასაგან არ მიკვირს ამიტომ. მაგას ხვიჩა იმ დონის ფეხბურთელი გონია, რა დონის მომღერალიც თვითონ არის. ხვიჩა თუ 20 წლის ასაკში არ არის კარგ ევროპულ გუნდში სათამაშოდ მზად ცუდად ყოფილა საქმე, რადგან ბარსაში, რეალში, ბაიერნში , დორტმუნდზე აღარ ვლაპარაკობ, მისი ასაკის და უფრო ახალგაზრდა ბიჭები თამაშობენ ძირითადში. სწორად უნდა შეირჩეს გუნდი და ნორმალურ ქვეყანაში გადავიდეს დროზე. დრო იკარგება რუბინის და რუსეთის პირობებში.
კახა
რა იგულაო, რა რაც გინდა ის ქენი?... რომელ ევროპულ ჩემპიონატში ნახა ეგ ან სად მოისმიმა, რუსები არიან დისციპლინირებულები და ევროპელები არა?....აშკარად სხვა რაღაცაზე ბაზრობს ტიპი
ბაბუაწვერა
როცა გაიგებთ რომ ლიალკა ხოშტარიაზე უფრო დიდი ქართველია ირაკლი გვიანი იქნება
ცოტა გონს მოეგეთ.
ძაან კარგი ადამიანია ირაკლი და არ შეიძლება ესე ლაპარაკი. ესე იგი რა გამოდის? თქვენ უნდა გკითხონ ჩვენმა ქართველებმმა, ჩამოვიდნენ თუ არა, სტუმრად წავიდნენ ვინმესთან თუ არა. რამდენ აქაურ "აქტივისტებს" ჯობიან, ირაკლის ნაირი არა ხულიგანი და არა უზრდელი ადამიანები! მაშინ ავიღოთ კვერცხები, დავიჭიროთ ელენა ხოშტარიას სახელობის შვიშტოკები და მივარდეთ ველურებივით, ეს გინდათ?! მე ვენაცვალე ყველა კარგ ქართველს
ომბუცმენი
მელაძესთან შედარებით ეს კაცი მაინც არის.
ჰავლაბრელი ტიღუა
ჰა, რაო, ფეხბურთის ქართველო პროფესორებო, იგრძენით კონკურენცია? რა დაგემართათ? არ შეიძლება მოყვარულმაც გამოთქვას თავის აზრი ტელევიზიაში? სხვათაშორის ფირცხალავას სტუდიაში მიწვევას ყველა დასცნით და ხვალ რომ თქვენ მიგიწვიონ, სიხარულით დათანხმდებით მით უმეტეს, მშვენივრად იცით, რომ თქვენ ფეხბურთში ირაკლიზე დიდი ბედოვლათები ხართ.
ლოონდოოონ - პარიიიიიიიჟ !
თვითონ ლონდონ - "პარიჟში" უნდა იგულაოს (რუსულად) და მაგას კლიპები უნდა უნდა უძღვნას ... მელაძე გენია მაინცაა ეს არი სუფთა პაპსავიკი
ჟორა გაბრიჭიძე
ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ, რეალის სათადარიგო სკამზე ჯდომას საჩხერის ჩიხურას ძირითადში თამაში ჯობია, ამიტომ ხვიჩა მაშინ უნდა გადავიდეს ევროპაში და იმ გუნდში, სადც მისი სამსახური სჭირდებათ და ძირითადი გარანტირებული ექნება. ნახეთ რა ემართება ნინუას? დინამოს კაპიტანი მთელი წელია ამტკიცებს და ვერ დაამტკიცა, რომ საბერძნეთის საშუალო გუნდის ძირითადში თამაშს, რომ იმსახურებს. ერთი ასეთი სეზონი და ჭიათურის მაღაროელისთვისაც აღარ გამოდგება.
კახა ქ.
ნეტა მასეთი პატრიოტი ბევრი გვყავდეს როგრიც ეს ბიჭია.მოიწვიეს და რა წქნა ჩუმად მჯდარიყო.თავისი აზრი გამოთქვა და ეცემით ეგრევე და ნუ დაიწყებთ რაღაც რაღაცეებს.მე ვიცი რომ ყველა ჩვენ ფეხბურთელებთან ძალიან ახლო ნაცნობობა აკავშირებს.ისე ცნობისთვის,გადმოვიდა საქართველოში და აქ ცხოვრობს.(აუ სად სოსო და სად ეს.ნუ შეადარებთ იმ გარეწარს რა)
gizos
ცნობისათვის: სხვათაშორის რუსეთში თამაშობს კვარაცხელია და რუსეთმა გაგვაცნო. ნუ ხართ უმადურები.
gio-s
რა იყო არ შეიძლება? ქართველი, რომ არის დაგავიწყდა? რა ცუდს ამბომბს რამეს? კარგით რა მართლა და მართლა!
გიო
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა - ამიტომაც ვართ ზოგადად კარგ დღეში. ამას ვინღა ჰკითხავს, ან რატმო მოიწვიეს?
Io
ერთი მანდ დარჩენილები და ჩარჩენილები თავს დაგვანებებდეთ.
Alex
საინტერესოა მისი აზრი. თუმცა მე გვერწითელს უფრო ვემხრობი ამ ამბავში
gizo
ერთი შენ პავლიაშვილმა თოფურიამ და სხვებმა ააშენეთ იქით რუსეთი და აქეთ კიდევ სამშობლო მანდ რო დარჩით და კვარაცხელიასაც რუსეთს ტენით
ლაშა
არც ერთ გერმანულ გუნდში არ ეუბნებიან რომ მიდი "იგულავე" და მერე მაჩვენე თამაშიო. რუსული ჩემპიონატი ხისთავიანების და ხისფეხიანების ჩემპიონატია და კვარა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს რათა სერიოზული ტრამვა არ აიკიდოს.
lex
ხოდა აღა გვინდა ეგ რუსული ვითომ დისციპლინა. ევროპული კლუბების მიდგომას ნუ ადარებ რუსულს. რა სისულეეებს ბჟუტურებს
შოთა
ყოჩაღ ირაკლი. სცოდნია ფეხბურთი.
პრაგმატისტი
ვოვა გადაცემემ შეიცვალა პროფილი?
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
მომღერალი ფირცხალავა: ჯანომ "მაყუთზე" უარი თქვა - ამას რომელი ფეხბურთელი გააკეთებდა?
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს