37 წლის გიორგი მერებაშვილი პოლონურ "პოდბერსკიძიეში" გამოდის. საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი საინტერესო მოსაუბრეა და გულშემატკივრები მის ინტერვიუს სიამოვნებით გაეცნობიან...

- მართლაც გამორჩეული იყავით თბილისის "დინამოში" და საუბრები იყო თქვენ მიმართ ძლიერი ჩემპიონატების კლუბების დაინტერესებაზე, თუმცა საბოლოოდ სერბეთში აღმოჩნდით... როგორ გახსენდებათ ის პერიოდი და იყო თუ არა კარიერის გაგრძელების სხვა ალტერნატივაც?

- იმ პერიოდში ევროსარბიელზე თავი კარგად წარმოვაჩინე, განსაკუთრებით, "ცრვენა ზვეზდასთან" და ჩემ მიმართ ინტერესი გაიზარდა. მაშინ გამოუცდელი ვიყავი, არავინ მყავდა ისეთი, ვინც მიმითითებდა, გზას გამიკვალავდა. თან ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო...

თბილისის" დინამოსთან" კონტრაქტი რვა თვეში მეწურებოდა. ამას პირველად ვამბობ - კლუბის ხელმძღვანელობამ და პირადად ბუბა ტყავაძემ მითხრა, რომ თუკი "ვიოვოდინაში" არ გადავიდოდი, კონტრაქტის ამოწურვამდე უთამაშებელს დამტოვებდნენ. დილემა ასე იდგა - სათამაშო პრაქტიკის არარსებობა თუ სერბეთში ტრანსფერი. თანაც, ეს ყველაფერი მითხრეს თამაშამდე ერთი საათით ადრე. მახსოვს, "გაგრას" უნდა დავპირისპირებოდით...

"დინამო" მაშინ, ერთგვარად, ჰაერში იყო, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი აღარ აქცევდა ყურადღებას და არსებული ხელმძღვანელობისათვის ფინანსური ინტერესი მთავარი გახლდათ.

ამის შემდეგ გავიგე, რომ "ცრვენა ზვეზდა" მილიონ დოლარსაც კი იხდიდა, მაგრამ ეს შეთავაზება დამიმალეს. მოგვიანებით კი, რადგან კონტრაქტი მეწურებოდა, "ვიოვოდინაში" ბევრად იაფად გაშვება მოუხდათ. ასევე, გერმანული "ვერდერისა" და "აინტრახტის" სურვილების შესახებაც შევიტყვე...

-"ვიოვოდინაში" შენი თანაგუნდელები კარგ ევროპულ კლუბებში გადაბარგდნენ, დუშან ტადიჩს გულშემატკივრები მშვენივრად იცნობენ. ჰქონდათ მათ ისეთი რამ, რაც თქვენ გაკლდათ, თუნდაც კარიერის ნიდერლანდებში გასაგრძელებლად?

- ამ კლუბში მილოშ კრასიჩიც ასპარეზობდა. რაც შეეხება ტრანსფერებს, საქმე შემდეგში იყო - კლუბი კარიერის სხვაგან გაგრძელების საშუალებას აძლევდა მხოლოდ სერბებს, ლეგიონერები კი კლუბს ასე მარტივად ვერ იცვლიდნენ. მხოლოდ საზღვარგარეთ კი არა, კონკურენტ "პარტიზანში" ტრანსფერიც არ დაუშვეს.

- რამდენად უკეთესი კარიერა გექნებოდათ, საფეხბურთო აგენტი რომ გყოლოდათ?

- რა თქმა უნდა, მოვლენები ბევრად უკეთესად შეიძლებოდა განვითარებულიყო. "დინამოდან" პირველი წასვლის დროს საკითხი ისე იდგა, რომ აგენტის აყვანა კლუბთან უნდა შეგეთანხმებინა, ხოლო თუ კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მისი აყვანის უფლებას არ გვაძლევდნენ. აგენტი რომ მყოლოდა, ალბათ, "ვიოვოდინაში" არ გადავბარგდებოდი. ამ გადაწყვეტილებას ჩემს კარიერაში ყველაზე მეტად ვნანობ...

- ჩვენს ფეხბურთელებს ხშირად იწვევენ რუსეთში, ყაზახეთში... გქონიათ მსგავსი შემოთავაზება?

- არსებობდა თუნდაც ყაზახური ვარიანტები, თუმცა მაშინ არც განვიხილავდი. ახლა ვფიქრობ, რომ ფინანსურ ფაქტორებს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ეტაპზე, მსგავს შეთავაზებას შედარებით უფრო იოლად დავთანხმდებოდი...

- რა მიზეზებმა განაპირობა ის, რომ ორ წელში ისევ მშობლიურ "დინამოში" დაბრუნება მოგიხდათ?

- "დინამო" აეკ-თან პლეი-ოფში დასანანად დამარცხდა. კარგი გუნდი იყო და მშვენიერი წინადადებაც შემომთავაზეს. მით უმეტეს, კარგი სეზონის მიუხედავად, "ვიოვოდინაში" ფინანსური პრობლემები შეექმნათ. არადა, მშვენიერი გუნდი გვყავდა. თასის ფინალში ჩვენ წინააღმდეგ იმდენად ცუდი მსაჯობა იყო, საერთოდ შევწყვიტეთ თამაში და ტიტულის გარეშე დავრჩით.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სტაბილურად, ფაქტობრივად, ყველა მწვრთნელის დროს გიწვევდნენ. რომელი პერიოდი, კონკრეტული შეხვედრა გახსენდებათ ყველაზე კარგად და როდის დაგუფლებიათ იმედგაცრუება?

- ყოველთვის მადლიერი ვარ ჩვენი გულშემატკივრების, ბევრჯერ გვედგნენ მხარში, იგივე, ძალიან კარგად გასახსენებელ შეხვედრაში - თბილისში, ყაზახეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ისეთებიც არსებობენ, რომლებსაც კრიტიკა და შეურაცხყოფა ვერ გაურჩევიათ. შეუძლებელია, სპორტსმენმა თამაშები არ ჩააგდოს და მუდმივად ერთ დონეზე ითამაშოს. ამას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს...

- "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე, ხსენებულ შეხვედრაში ყაზახეთს გოლი გაუტანეთ, ამის შემდეგ კი ეროვნულ ნაკრებში აღარ გამოჩენილხართ. ამ ფაქტს, ძირითადად, რას უკავშირებთ?

- ვლადიმირ ვაისზე ნაწყენი ვერაფრით ვიქნებოდი, რადგანაც უთამაშებელი ვიყავი და ამის მიზეზებს საკუთარ თავში ვეძებდი...

- თქვენი კარიერიდან საინტერესო მომენტები რომ გავიხსენოთ - რომელი ეპიზოდი გახსენდებათ ყველაზე სასიამოვნოდ?

- კარგი გასახსენებელი პეტერ სეგრტის დროს ჩემი სანაკრებო დებიუტია, პორტუგალიის ნაკრებისა და კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ. მახსოვს ეპიზოდი, როცა მცველების ალყაში ვიყავი, ბევრი არჩევანი არ მქონდა და "ჩელსის" ფეხბურთელ პაულო ფერეირას ბურთი ფეხებშუა გავუტარე.

- გახსენდებათ თუ არა ისეთი ეპიზოდები, როცა თანაგუნდელმა თუ მეტოქის მოთამაშემ თავისი საქციელით გაგაკვირვათ?

- მახსენდება, სტუმრად, ავსტრიის ნაკრებთან ფრედ როცა ვითამაშეთ, მათმა ფორვარდმა მარკო არნაუტოვიჩმა, რომელსაც ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც კი ადარებენ, შეხვედრის დროს მომაძახა, რომ ჩემი დონე მცოდნოდა. ამაზე ჩამეცინა და ვეცადე, სიტუაცია არ დამეძაბა...

- ბოლოს, რა შეიძლება ისწავლოს დამწყებმა სპორტსმენმა გიორგი მერებაშვილისგან?

- ეცადონ, სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. არც დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგან, მაგრამ არც ზედმეტი ფიქრი ივარგებს. მაქსიმალურად იმუშაონ საკუთარ თავზე და პროფესიონალურად ითამაშონ...

გიოსვანი
შარშანწინ დაასრულა კარიერა ლამის ორმოცი წლისაა თორე როცა თამაშობდა ძალიან მაგარი იყო
მე
ხალხი სამი წლის წინ დადებულ კომენტარებზე შედის პოლემიკაში, თან ზოგი როგორ იძაბება :D :D :D :D :D
zura 222-ს
სულაქველიძეც ხო არ დავაბრუნოთ,რას იტყვი? ჯო არ არი სპორტი შენი საქმე და... შეეშვი ჯო და მიხედე თოხსა და ბარს.
ზორო
სად უნდა გამოიძახონ სტატიას არ კითხულობთ?!დაამთავრა კარიერა,მოთამაშე მწვრთნელია,რას ეწევით ამისთანას?!
გიორგი IV
ძაან ნიჭიერი ბიჭი იყო და შეცდომების გამო ვერ ითამაშა ისე რა დონეზეც უნდა ეთამაშა!
გივი
პაპუნაშვილი ტორპედოს მერე რადნიკი,სამტრედია,თელავში იყო ეხლა აზერბაიჯანშია
გია
მართალს ამბობს, ტყავაძე ბევრს უყენებდა ასეთ ულტიმატუმებს,შემდეგ ფიფიამ რატომ დააბრუნა, გაუგებარია და ზუსტად მაგის სიხისტის და არაპროფესიონალიზმის გამო,მაშინ აკადემიის ბავშვებიც კი გაიქცნენ დინამოდან.სამწუხაროდ ეგეთი ხალხი სულ იყო და არის ქართულ ფეხბურთში.
შოკირებული გულშემატკივარი
ნაკრებში ალბათ გამოიძახებენ იმიტო რო უკეთესი არ ყავთ და თვითონ რო ეზრუნა და მალე დაღლის პრობლემა მოეგვარებია კარგი გუნდებიც წაიყვანდენ
Master
ძალიან ნიჭიერი იყო მერებაშვილი.მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს რომ ვერ ითამაშა ის ფეხბურთი რაც შეეძლო.ანალოგიურად უნიჭიერესი იყო პაპუნაშვილიც.საცოდაობაა რომ ახლა ტორპედოში გადავიდა და ამით გახარებულია.ამ ორივეს ერთი მთავარი სენი სჭირთ.პასი არ იციან.მერებაშვილის კარიერა უკვე ფაქტიურად დასრულებულია,რაღა დროს ამის ნაკრებია.
ზურა222
მერაბაშვილს რაც შეეხება არა ეგ ბიჭი დასაკარგი ! ძალიან კარგი ფეხბურთელია განსაკუთრებით მაშინაა სასარგებლო როვა დაცვით სტილს ვთამაშობთ და ამ სამ თამაშში მაგრა გამოგვადგებოდა ! ივნისის ამხაბაგურებისთვის აუცილებლად უნდა გამოიძახონ !
Levani
ადრე ერთი ფეხბურთელი(გვარს არ ვიტყვი) ლოკომოტივში თამაშობდა..აგენტმა თუ გუნდმა 2-ე ბუნდესლიგის გუნდში გაუშვეს და იქ რო ჩავიდა შეეკითხნენ-შენ ვინ ხარ და ჩვენთან ვინ გამოგიშვაო.
გელა
ეს არის პრობლემა ქართული კლუბები ძალიან სცოდავენ ფეხბურთელების ტრანსფერების საკითხში ისეთ გუნდებში უშვებდნენ და ახლაც უშვებენ ფეხბურთელებს, რომ იქ მათ ძალიან გაურკვეველი პერსპექტივები აქვთ მე მახსოვს მერებაშვილის თამაში როცა ახალგაზრდა იყოო და ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ბიჭი იყოო და თავის დროზე ამ ბიჭისთვის ხელი, რომ შეეწყოთ და ნორმალურ გუდნში გაეშვათ ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელი გახდებოდა ვიდრე გახდა. ახლაც იგივე ხდება ბოლო 2 წელში, რამდენი ნიჭიერი ბიჭი გაუშვა დინამომ და სხვა ქართულმა კლუბებმა გაუგებარ გუნდებში თუნდაც ნინუა ავიღოთ გაუშვეს ისეთ გუნდში სადაც 1 წელია სკამზე ზის და არც ჩანს იმის პერსპექტივა რომ მომავალ სეზონში ითამაშებს.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი