სუპერლიგის დამტკიცებამ დიდი ხმაური გამოიწვია. გუნდები, ფეხბურთელები, მწვრთნელები, გულშემატკივრები და ა.შ. აპროტესტებენ ახალ ფორმატს. მათი თქმით, ეს ყველაფერი უსამართლოა. რა თქმა უნდა, სანქციები არც უეფამ დააყოვნა და ფეხბურთელები, რომლებიც ახალ ლიგაში მიიღებენ მონაწილეობას, ეროვნული ნაკრების მაისურით საკუთარი ქვეყნის ღირსებას ევროპის ჩემპიონატსა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარ დაიცავენ.

ასევე, უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფორმატი ოფიციალურად შეცვალა:

ჩემპიონთა ლიგამ ფორმატი ოფიციალურად შეიცვალა. რეფორმის თანახმად, 2024/25 წლიდან მონაწილე 32 გუნდს კიდევ 4 დაემატება და გათამაშებაში მონაწილეობას 36 გუნდი მიიღებს, აღარ იქნება ჯგუფური ეტაპი და ჩემპიონთა ლიგა ერთიანი ფორმატით ჩატარდება. მონაწილე გუნდები გარანტირებულად 10 შეხვედრას გამართავენ (5 სახლის თამაში, 5-იც გასვლა).

8 საუკეთესო გუნდი პლეი-ოფის საგზურს ავტომატურად მიიღებს, მე-9 ადგილიდან 24-ე ადგილამდე მყოფი გუნდები კი პლეი-ოფს ითამაშებენ, რათა მერვედფინალის საგზური მოიპოვონ.

თავის მხრივ, ევროპის ლიგაზე გუნდები 8 შეხვედრას გამართავენ, ხოლო კონფერენს ლიგაზე - 6-ს. ასევე სავსებით რეალურია ამ ორი ტურნირის ჩემპიონთა ლიგის მსგავს ფორმატზე გადაყვანა და მონაწილე გუნდების 36-მდე გაზრდა.

დათა თუთაშხია
ბოსმანის შესახებ თუ გსმენიათ, ახალგაზრდავ?
სტალინი
რაგბივით იქნება რა. ერთმანეთში ითამაშებენ და ერთმანეთს დაუკრავენ ტაშს. დანარჩენი გუნდები კი მოკვდებიან
ავთო
მომწონს სუპერლიგის იდეა და იმედია მალე დაიწყება ეს ტურნირი !! ჩემპიონთა ლიგა მოძველდა და დროს ვერ უძლებს !! პერესის დღევანდელი განცხადება კიდე არგუმენტირებულია და ძნელია არ დაეთანხმო.
გულშემატკივარი
რომელია სუპერკლუბი არსენალი თუ ტოტენჰემი?!
Hit em up
იდეა როგორც ასეთი კარგია, ერთი წუნი აქვს მხოლოდ გავარდნა-აღზევება უნდა იყოს, დანარჩენი ყველაფერი მისაღებია დღევანდელი უეფა-ფიფას შემყურე
მიმა
ჩემპიონთა ლიგა სასაცილოა, რა უაზრობაა მალმიო ლუდოგორეცი რომელსაც რეალი და ლივერპული 8-0 და 7-0 უგებს სტატისტად მყოფი მინიმუმ 10 გუნდი ყოველ წელს ყველამ იცის რომ ჯგუფურ ეტაპზე რეალი, ბავარია, იუვე , ბარსა , სიტი პსჟ გავა და საინტერესო მეოთხედფინალამდე არაფერია მერვედფინალიც კი მარტში იწყება და 3 თვეში რჩება მთელი წელი კი იუვე კროტონე და იუვე ბენევენტო სპეციას და რეLი კადის ვალიადოლიდს უნდა ვუყუროთ მთელი ზამთარი წუწუნებენ მალე დაიწყოს მერვედფინალი ცოტა წესიერ ფეხბურთს ვუყუროთ.ეს უნდა დასრულებულიყო ყოჩაღ პერეს კარგად მოიფიქრა სუპერ ლიგა ეხლა არ უნდა ზოგს მარა მომალწელს მატჩს არ გაუშვებენ ყურების გარეშე მაშ ნბას რატო უყურებს ყველა თან აქ5 გუნდი შეიცვლება 20 წელში შეიძლება ბევრი მარა ეხლა 20 წელი სუპერ ეს 12 გუნდია
shoda
სულ მალე გააუქმებენ ეროვნულ ჩემპიონატებს და ეროვნული ნაკრები გუნდების მონაწილეობას რაიმე ტიპის შეჯიბრებებში. - ეს მათი მიზანია!
las
სუპერ ლიგის პრობლემა არის უეფას დამსახურება. ძალიან გაზულუქდენ ბობოლა გუნდები. მთელი რესურსი მათ ხელშია. ადრე თუ ლიგას იგებდა საშუალო შეზლების გუნდები (აიქსი, მარსელი, ბენფიკა, სტიაუა და ასეთები) ეხლა მათ არანაირი შანსი არ აქვთ. გრანდების ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობაც ნაკლებად საინტერესო გახდა, რადგან სულ ჩემპიონები ხდებოდენ. მიზეზი არის ის რომ მსოფლიოს ყველა ძლიერი მოთამაშე მათთან თამაშობს. ამიტომ უნდა დაწესდეს ლიმიტი ლეგიონერებზე და არ უნდა ქონდეთ უფლება მოედანზე გაიყვანოს 4 ან 5 უცხოელ მოთამაშეზე მეტი. აბა რა გუნდია ეს როცა 11-ივე უცხოელია, რა ინტერესი აქვს ამას
ჟორა გაბრიჭიძე
ტოტალიზატორში ათჯერ მეტი ფული ტრიალებს, ვიდრე თვითონ ფეხბურთში. ამ შემთხვევაში ტოტალიზატორის მოგების გასაღები სუპერლიგის ბოსების ხელში იქნება, ანუ ეს ყველაფერი ტოტალიზატორის წილში ჩასაჯდომად გაკეთდა. მაპატიეთ, თუ წარმატებას არ გისურვეთ.
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა