არსებობს სპორტსმენთა კატეგორია, რომელთა ბურთთან თითოეული შეხება გარწმუნებს, რომ საქმე მაღალი კლასის მოთამაშესთან გვაქვს. თანდაყოლილი ნიჭის მქონე ფეხბურთელები თამაშის სწორხაზოვანი სტილით ნაკლებად გამოირჩევიან. ვაკო ყაზაიშვილი ნამდვილად ის მოთამაშეა, რომელსაც კლასი არ აკლია. სწორედ ტალანტის გამო ვთვლიდით, რომ ვაკო "ოქრისთან" ერთად ეროვნული ნაკრების ლიდერი უნდა ყოფილიყო...

გვახსოვს, გულშემატკივრები როგორი დანანებით შეხვდნენ "ჩელსის" ბრაზილიელი ფლეიმეიკერი ოსკარის ევროპიდან ადრეულ ასაკში ჩინეთში გადაბარგებას. ფეხბურთში მიღებულია, რომ "ბებერ კონტინენტს" კარიერის ბოლოსკენ ტოვებენ. ყაზაიშვილის შემთხვევაში ასე არ იყო - "ვიტესთან" ერთად ვაკო ძალიან კარგად გამოიყურებოდა, უკანასკნელ 2 სეზონში ერედივიზიონში 21 გოლი შეაგდო და არც ნიდერლანდური გრანდების კარები დარჩენია აუღებელი. თუმცა, საკმაოდ მოულოდნელად, ევროპიდან სათამაშოდ ჩრდილოეთ ამერიკაში წავიდა.

რაც "ულსან ჰიუნდაის" შემტევის სანაკრებო ამბებს შეეხება - ისე ხდება, ვაკოს ხშირად ახსენებენ სერბეთის ნაკრებთან მატჩსა და ჯანო ანანიძის მისამართით არგაკეთებულ პასს. კონკრეტულ ეპიზოდზე ჩაჭიდებით შორს ვერ წავალთ. ისიც გვახსოვს, ცუდ ფორმაში მყოფი ყაზაიშვილი მოლდოვასთან თამაშში ცვლილებიდან რომ ჩაერთო და მწარე მარცხს გადაგვარჩინა.

ესტონეთის კარში გატანილი გოლი - ასეთი რამ ბევრს ნამდვილად არ შეუძლია და ხელს ვარსკვლავებიც მოაწერენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 28 წლის ყაზაიშვილი ეროვნული გუნდის ამჟამინდელ წევრებს შორის მეორე საუკეთესო ბომბარდირია და ოქრიაშვილს 1 გოლით ჩამორჩება.

Video

ვაკო ყაზაიშვილის გოლი ესტონეთის კარში

უთამაშებელი ვაკო ყაზაიშვილი ამერიკაში გადაფრენა-გადმოფრენებში დაღლილი შეხვდა ჩრდ. მაკედონიასთან ისტორიულ ფინალს და ყველაფერმა ერთად მის გამოსლას დაღი დაასვა. ვლადიმირ ვაისი მაინც ბოლომდე ენდო და ფაქტობრივად, მთელი შეხვედრის განმავლობაში მისგან ოსტატობის გამოვლენას ელოდა, მაგრამ არავის არაფერი გამოუვიდა, არც ვაკოს...

საქართველოს ნაკრების შემტევი, რომელიც ახლა სამხრეთ კორეაში ნელ-ნელა ფორმასაც იბრუნებს, ვილი სანიოლის სადებიუტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. როგორც აღმოჩნდა, აქ არაერთი ფაქტორი იქნა გათვალისწინებული, მათ შორის, კოვიდ-რეგულაციებიც...

ვაკო ჯერ მხოლოდ 28 წლისაა. ეს ის ასაკია, როცა გარკვეულ შეცდომებზე უკვე საკუთარი გამოცდილებითაც სწავლობ, მეტად ღვინდები და იმასაც იაზრებ, საფეხბურთო კარიერაში მეტის მისაღწევად ნაკლები დრო რომ გრჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაკოს, ბევრი ქართველი ფეხბურთელისგან განსხვავებით, შესაშური ფიზიკა აქვს და კარიერის მანძილზე, ფაქტობრივად, ტრავმა არ მიუღია.

10 ნომერზე შემქმნელი ფეხბურთელები აშკარად გვაკლია. სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძე ფორმაში ვერა და ვერ ჩადგა, თორნიკე ოქრიაშვილიც ხშირად ტრავმიანობს; ყაზაიშვილმა კი უნდა დაამტკიცოს, რომ ღირსია, ახალი თაობის ლიდერებთან ერთად, ეროვნული ნაკრების სტაბილური წევრი იყოს. ვაკოს ნიჭის პატრონს ეს ნამდვილად შეუძლია.

ანას ქმარი
ვაისის შეცდომა ის იყო სწორედ, მარცხნივ რომ ათამაშებდა და არა მინდვრის ცენტრში
semi
ვისაც ფეხბურთი ერთხელ მაინც უთამაშია ან ორი მატჩისთვის ზედიზედ უნახავს, იმან იცის რომ ვაკო ერთერთი საუკეთესოა და ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია კვარასთან ჩაკვესთან ერთად. თუნდაც ერთა ლიგა გაიხსენეთ.
romandro
ფორმაში მყოფი ვაკო აუცილებლად ჭირდება ნაკრებს...
ტორპედოელი
ჩემი აზრით ვაკო იმსახურებს ნაკრებში თამაშს... თუ ვინმეს ჩემი აზრი არ მოეწონა... ... ... კარგად ბრძანდებოდეთ.
რაგბის ფანი
ყაზაიშვილს ეგოისტობაში ქვილითაიაც ვერ აჯობებს!
zurab
ვარშავაში რა ამბები ხდება და ესენი კიდევ ამ ფეხბურთელებს დასდევენ!
100%
იგივე შემთხვევაში სხვასთან, ანანიძესთან მიმართებაში ვამბობ, შენ აგებ პასუხს?
აი სიმართლე!..
ყაზაიშვილი მაშინაც არ იყო საჭირო, როდესაც ათამაშებდნენ. თუ გახსოვთ, ვინცხასთან, მარცხნივ, მასზე უკეთესს, საგოლე სიტუაციაში რომ იდგა მისიანი და პასი არ მისცა, თვითონ დაარტყა და გამაზა. ეე, სწორედ იმის შემდეგ მაგის მიმართ ნდობა დავკარგე.
Levani
ამირან სანაიას პიარი დამთავრდა?
lm
შანსი შეიძლება მიეცეს მაგრამ არამგონია რამე გამოვიდეს ისევ. ჯობია იყოს იქ სადაც არის ...
კახა
ყარაულის თოფი იმიტომაა ყარაულის რომ მხოლოდ ერთხელ ისვრის!
მერაბი
სანიოლის ნაკრებს რომელ მომენტში ვინ ჭირდება თვითონ სანიოლი გადაწყვეტს, ჟურნალისტების დაკომპლექტებული გუნდით რო თამაშობდა ვაისი რაც მივიღდთ ვნახეთ, ყველამ თავის საქმეს მიხედეთ და მწვრთნელად თუ დაგაყენდბენ მაშინ ვინც გინდათ ისათამაშეთ აცლა კი სხვის საქმეში ცხვირს თუ სრ ჩაყოფთ კარგი იქნება
tngh
ვაკო ყაზაიშვილი აუცილებელია ნაკრებისათვის.
Gia
მადლობა ამ თაობას, თავისი მაქსიმუმი დადეს. ახალი თაობის შემტევები უფრო იმედისმომცემები არიან და ამ მომენტში უკეთესადაც თამაშობენ და ჯობია შანსი მიეცეთ ვიდრე ისევ ანანიძე ოქრიაშვილი ყაზაიშვილი და მათი თაობა ვაწვალოთ
გიორგი
არაფერში არ ჭირდება ამ ნაკრებს. როცა კარიერის "პიკში" იყო რით გამოიჩინა თავი? :) კვარაცხელია და ჩაკვეტაძე გვჭირდება და არა ეს ლუზერი ყაზაიშვილი და ოქრიაშვილი.
Kkk
ვერაფერს ვერ იტყვი, ნამდვილად კარგი პრეზენტაციას!!! ფეხბურთი ს რა მოგახსენოთ!!!!
დ
როცა რაღაცის გაკეთება შეგიძლია, უნდა გააკეთო, ეს ვაკოსაც ეხება და უამრავ სხვა ქართველ ფეხბურთელს, იმედია კვარას შემართება გადამდები იქნება ყველასათვის.
გაგვანებეთ თავი
ამ თაობამ ვერ ივარგა თავის დროზე, ხვიჩიას თაობას მივაქციოთ ყურადღება
წტჰ
ამის ჯიგრით ნათამაშები მე ნაკრებში არ მახსოვს..
არტტ
პიროვნულად არაფერს ვერჩი ყაზაიშვილს, მაგრამ რა ნაკრები. კაცმა ვერც ევროპა გაქაჩა ვერც ამერიკის საშუალო დონის გუნდის ძირითადი და ახლა კორეაში თაშობს. მინდვრის ხედვა 0, თამაშის წაკოთხვა 0, რაის 10 ნომერი...

დიდი დიდი ღრმა ზამენაზე დასვა თორე კაკრაზ რო არაფერში ჭირდება ნაკრებს.ნელი სირბილი,მოძრაობები,ხდირად არ გაკეთებული გადაცემები.თამაში თუ უნდოდა მოძებნიდა ამერიკაზე და კორეაზე უკეთესს ვარიანტს,პერსპექტიული კი იყო.ბიჭები როგორ დარბიან,კიტე,ხვიჩა,ჩაკვე როცა თამაშობდა,რომელი უნდა დაჯდეს სკამზე ყაზაიშვილის გამო
ნიკო
ვაკო კარგი ბიჭია მაგრამ ყველას თამაშ ესეც მარცხენა ფლანგზე არჩევს სულ თამაშს. არ არის 10 ნომერი. კლასიკური 10 ნომერი პაასებით უნდა ამარაგებდეს თავდასხმას და მოედნის ცენტრს აკონტროლოლებდეს. ჩვენს ნაკრებში სამწწყხაროდ არ გამოჩნდა ის ფეხბურთელი რომელსაც პასის კულტურა აქვს და დროული პასი იცის. ჩაკვეთაძე, კვარაცხელია, ვაკო, ოქრი, ბერიშვილი... ყველას მარცხენა ფლანგზე ურჩევნია თამაში. მე ის მაკვირვებს რომ თანამედროვე ფეხბურთში მასე ფლანგზე მიწეპებულები არ უნდა იყვნენ და უნდა გადადგილდნენ აქეთ იქეთ, ამავე დროს მარკჯვენა ფლანგზე მარტო კაკაბაძის იმედი აქვს ნაკრებს.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში