23 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვაკის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან, ქალაქ თბილისის მერთან კახა კალაძესთან, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან სოსო გიორგაძესთან, სპორტის უნივერსიტეტის რექტორთან ჯემალ ძაგანიასთან და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დირექტორთან გიორგი დუგლაძესთან ერთად, ადგილობრივი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი საფეხბურთო ცენტრის მოედანზე პირველი ვარჯიში პროექტ #WePlayStrong-ის გოგონების მონაწილეობით გაიმართა.

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2020 წლის დასაწყისში დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი ადმინისტრაციული შენობით, ტრიბუნით, განათებითა და სარბენი ბილიკით.

ახალი საფეხბურთო ცენტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს Hat-Trick-ის პროგრამის დაფინანსებით აშენდა.

ვაკის საფეხბურთო ცენტრის შესახებ კომენტარის სფფ-ის პრეზიდეტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

ლევან კობიაშვილი: "ბედნიერი ვარ, რომ დღეს უკვე ოფიციალურად გავხსენით აღნიშნული საფეხბურთო ცენტრი. ეს ინფრასტრუქტურა პირველ რიგში ეკუთვნის ფეხბურთს და იმ ადამიანებს ვინც ამ სპორტის სახეობითაა დაინტერესებული. თუმცა აღნიშნული ცენტრი მხოლოდ ფეხბურთს არ მოხმარდება, ინფრასტრუქტურით სარგებლობა ასევე შეეძლებათ სპორტის უნივერსიტეტს და მის სტუდენტებს.

ძირითადად, საფეხბურთო ცენტრით ბავშვთა სკოლები, მოყვარულთა და ქალთა საფეხბურთო სკოლები ისარგებლებენ. ეს ინფრასტრუქტურა სწორედ მასობრივი ფეხბურთისთვის იქმნება და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მსურს, აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა ადამიანს და სტრქუტურას მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა ვუხდი უეფას, მოგეხსენებათ, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, აღნიშნული ცენტრის მშენებლობა Hat-Trick-ის პროგრამით დაფინანსდა.

მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანას და დედაქალაქს კიდევ ერთი კარგი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა შეემატა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას და მასობრიობას."

ვაკის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი.

საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, ქალთა და მოყვარულთა გუნდები. სარბენი ბილიკის გამოყენება ასევე შეეძლება ადგილობრივ მოსახლეობას. აღნიშნული ტერიტორია ფედერაციას 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან გადმოეცა. გადმოცემის პროცესს მხარს უჭერდა სპორტის უნივერსიტეტი.

GFF.GE

Levani
შირაქისა და ელდარის საძოვრებზე აპირებენ ხელოვნური ბალახის დაგებას,ოღონდ ზოგი ექსპერტი წინააღმდეგია...ცხორი ტრავმას მიიღებსო
QT
ტრავმას ღებულობენ, როდესაც ხელოვნური საფარი გადაგებულია ბეტონზე, რასაც ვხვდებით ძირითადად უბნებში. ასე დაგებული კი, როდესაც ქვეშ არის დრენაჟი და ყველა საჭირო ინერტული მასალა, თვითონ ხელოვნური საფარიც "შოკ პადითაა", ტრავმები საფარის გამო გამორიცხულია. რაც შეეხებეა ბუნებრივი საფარის მოვლას, კი ძნელია, იმიტომ რომ იმ ინტენსივობით დატვირთვას ვერ გაუძლებს როგორც ეს საფარი, მუდმივი ვარჯიში და თამაში. ბუნებრივ საფარს ჭირდება დასვენება თამაშდან თამაშამდე, ხელვნურზე კი მაგის აუცილებლობა არ არის.

ეს რომელი ვაკეა? რა ადგილია?
DAVE
ძალიან მაგარია. ვაკეს აკლდა ესეთი სივრცე სადაც მოყვარული ფეხბურთელები, ბავშვბები და ზოგადად სპორტის მოყვარულები შეძლებდნენ თამასს, ვარჯიშს. ეს უკვე მესამე ცენტრია თბილისში, კიდე დაემატოს განაგრძოს სფფ-მ მსგავსი სტადიონების შენება როგორც თბილისში ასევე სხვა ქალაქებში და რეგიონებში და წარმატებაც მოვა, ნამდვილად მოვა. გილოცავთ
Rodemdeee
კი კარგია ესეთი ცენტრები და რაც შეიძლება ბევრი უნდა იყოს მაგრამ ეს ხელოვნურსაფარიანი რატოო. ყველანაირ ტრამვას იწვევს როგორც მოზარდებში ისე დიდებში. დავიჯერო ესეთი ძნელია ბუნებრივსაფარიანი სტადიონების გაკეთება და მოვლა?

რას გვიშვება ეს ფედერაცია, სტადიონები ვჭამოთ?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა