25 აპრილს, თბილისში, გლდანი-ნაძალადევის სპორტულმა ცენტრმა საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group Promotion-ის ორგანიზებით გამართულ სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიონალმა მებრძოლებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქის კრივის კლუბებიდან.

რინგზე ასპარეზობას მონატრებულმა სპორტსმენებმა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული პაექრობები შესთავაზეს ქომაგს, რომელთა დარბაზში დასწრება დაშვებული არ იყო, თუმცა ყველას ჰქონდა პირდაპირი რეპორტაჟის ხილვის საშუალება.

უშეღავათო ბრძოლა გააჩაღეს 6-რაუნდიან დაპირისპირებაში გამოცდილმა ფოთელმა მოკრივემ, გიორგი უნგიაძემ და თბილისელმა ბექა მურჯიკნელმა. მებრძოლთა დაუღალავი მცდელობების მიუხედავად, შეხვედრა ფრედ დასრულდა.

დაძაბულობით გამოირჩა დებიუტანტი გორელი მებრძოლის, გიორგი დოლიაშვილისა და ახალციხელი რატი მიგრიაულის შერკინებაც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში. დოლიაშვილის სწრაფ და ტექნიკურ სტილს მიგრიაულმა მძლავრი დარტყმებით უპასუხა. თუმცა საბოლოოდ, მსაჯების გადაწყვეტილებით, დაპირისპირებაში ქულებით გიორგი დოლიაშვილმა იმარჯვა.

ტრადიციულად, მაღალი ოსტატობა და კლასი გამოავლინა ფოთელმა იაგო კიზირიამ, რომელმაც მოუღლელი შეტევებით და კორპუსში უძლიერესი დარტყმებით ვადაზე ადრე გატეხა დებიუტანტი ნიკა ბუქურის წინააღმდეგობა 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

იმავე წონით კატეგორიაში ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი შექმნა თბილისელმა გიორგი კანკავამ, რომელმაც უძლიერესი დარტყმით ღრმა ნოკაუტში გაგზავნა ბორჯომელი მერაბ გუკასიანი.

ტექნიკური ნოკაუტით პირველივე რაუნდში იმარჯვა კიდევ ერთმა გამორჩეულმა მოკრივემ, 21 წლის გიორგი უმეკაშვილმა, რომელსაც ღონისძიების დასასრულს ბრძოლების ორგანიზატორებისაგან სპეციალური პრიზიც ერგო. საშუალო წონაში მოასპარეზე მებრძოლი რინგზე დაუმარცხებელია და მხოლოდ უმაღლეს მიზნებს ისახავს კარიერაში.

ღონისძიების გამორჩეული და ყველაზე დაძაბული ბრძოლა კი მძიმეწონოსან მოკრივეთა შორის შედგა. კასპელი თამაზ ზადიშვილი ქუთაისელ დებიუტანტ მებრძოლს, რიჩარდ ფხაკაძეს დაუპირისპირდა. ფხაკაძემ სწრაფად, აქტიურად და ენერგიულად დაიწყო შეტევები, თუმცა ზადიშვილმა დიდი ბრძოლისუნარიანობა და ამტანობა გამოიჩინა. მან საკმაოდ გახსნილი სტილით განაგრძო ასპარეზობა, თავადაც გაუძლო და მეტოქესაც მიაყენა უძლიერესი დარტყმები. საბოლოოდ, მსაჯების გადაწყვეტილებით, მცირედი უპირატესობა სწორედ ზადიშვილს მიენიჭა და უდაძაბულეს ბრძოლაში კასპელმა მებრძოლმა ერთქულიანი სხვაობით სძლია მოწინააღმდეგეს.

საინტერესოდ წარმართეს ბრძოლები და გამარჯვებები მიითვალეს გიორგი გოგატიშვილმა (ფოთი), გიორგი მჭედლიძემ (კასპი), საბა მაჭარაშვილმა (რუსთავი), გიორგი ღვინიაშვილმა (ვარიანი), მიხეილ ხუციშვილმა (ვარიანი) და ნიკა ყულუმბეგაშვილმა (თბილისი).

ბრძოლები დიტო გულიაშვილსა (ვარიანი) და ბესო ლუხუტაშვილს (მესტია), ასევე ბექა ადუაშვილსა (ვარიანი) და დავით ბადურაშვილს (თბილისი) შორის კი ფრედ დასრულდა.

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტის, გიორგი კანდელაკის თქმით, კრივის სარეიტინგო ბრძოლების გამართვა საქართველოში ინტენსიურ ხასიათს მიიღებს და „კრივის საღამოები“ ყოველთვიურად შედგება. შემდგომი შეჯიბრება 2021 წლის 24 მაისს არის ჩანიშნული.

შედეგები:

1. გიორგი მჭედლიძე (კასპი) VS ირაკლი კურტანიძე (ბორჯომი) 69 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა მჭედლიძემ.

2. საბა მაჭარაშვილი (რუსთავი) VS თორნიკე გიკაშვილი (გორი) 65 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა მაჭარაშვილმა.

3. გიორგი დოლიაშვილი (გორი) VS რატი მიგრიაული (ახალციხე) 66 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა დოლიაშვილმა.

4. გიორგი ღვინიაშვილი (ვარიანი) VS დავით ბიძინაშვილი (გორი) 66 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა ღვინიაშვილმა.

5. მიხეილ ხუციშვილი (ვარიანი) VS რობერტ ფარნაშვილი (თბილისი) 90 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა ხუციშვილმა.

6. მერაბ გუკასიანი (ბორჯომი) VS გიორგი კანკავა (თბილისი) 76 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა კანკავამ.

7. გიორგი გოგატიშვილი (ფოთი) VS მალხაზ თათრიშვილი (გორი) 63 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა გოგატიშვილმა.

8. დიტო გულიაშვილი (ვარიანი) VS ბესო ლუხუტაშვილი (მესტია) 68 კგ. 4 რაუნდი - ფრე.

9. ბექა ადუაშვილი (ვარიანი) VS დავით ბადურაშვილი (თბილისი) 78 კგ. 4 რაუნდი - ფრე.

10. გერისო ადუაშვილი (ვარიანი) VS ნიკა ყულუმბეგაშვილი (თბილისი) 90 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა ყულუმბეგაშვილმა.

11. იაგო კიზირია (ფოთი) VS ნიკა ბუქური (დუშეთი) 76 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა კიზირიამ.

12. გიორგი უნგიაძე (ფოთი) VS ბექა მურჯიკნელი (თბილისი) 68 კგ. 6 რაუნდი - ფრე.

13. რიჩარდ ფხაკაძე (ქუთაისი) VS თამაზ ზადიშვილი (კასპი) 90+ კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა ზადიშვილმა.

14. გიორგი უმეკაშვილი (თბილისი) VS ტრისტან ხიზანიშვილი (ვარიანი) 72 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა უმეკაშვილმა.

წყარო: Boxing Group Promotion

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა