ახლაც შეიძლება განმეორდეს 2002, 2003, 2008 და 2009 წლების ისტორია, როცა დებმა უილიამსებმა ფინალში გაარკვიეს ურთიერთობა
თითქმის ერთი წელია დებ უილიამსებს სერიოზულ დონეზე არ უთამაშით, მაგრამ მაინც ჩავიდნენ თავიანთ საყვარელ უიმბლდონზე, სადაც მზად არიან კონკურენტებისთვის ბრძოლის გასამართად. ამასთან, წილისყრამ ისინი კვლავაც ბადის სხვადასხვა მხარეს გაანაწილა.

როგორც იცით, 2000 წლიდან უიმბლდონზე დები უილიამსების ეპოქა დგას. მათ ჯამში ცხრა ტიტული აქვთ მოგებული: ვენუსი ხუთგზის ჩემპიონია, სერენა - ოთხგზის. შარშანდელ უიმბლდონზე სერენა უილიამსის გამარჯვების შემდეგ ამერიკელები ჩრდილში მოექცნენ. ვენუსმა მხოლოდ ამერიკისა და ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშა - პირველში ნახევარფინალამდე მივიდა, მელბურნში კი მესამე წრის მატჩი ტრავმის გამო მიატოვა. უმცროს დას კი თითქმის ერთწლიანი დასვენება გამოუვიდა. და აი, გასულ კვირას, უიმბლდონის სტარტამდე ერთი კვირით ადრე ორივე უილიამსი ისტბურნის ტურნირზე გამოჩდა: მათ ორი-ორი ძლიერი მოწინააღმდეგე დაამარცხეს, საკუთარი ამბიციები გამოამჟღავნეს და ლონდონში გაემგზავრნენ. ტრადიციულად, უიმბლდონზე წილისყრამ ისინი ბადის სხვადასხვა მხარეს მოახვედრა. ასე რომ, ახლაც შეიძლება განმეორდეს 2002, 2003, 2008 და 2009 წლების ისტორია, როცა დებმა ფინალში გაარკვიეს ურთიერთობა.

2000 წლიდან მოყოლებული მხოლოდ ორჯერ ვერ გახდა უიმბლდონის გამარჯვებული უილიამსების ოჯახის წარმომადგენელი. ხუთი წლის წინ სერენა ტურნირს ტრავმის გამო ტოვებდა, ვენუსმა კი მხოლოდ მესამე წრემდე მიაღწია. მაშინ ფინალი ამელი მორესმომ და ჟუსტინ ანენმა გაითამაშეს. ორი წლით ადრე კი სერენა უილიამსს გადამწყვეტ მატჩში უცნაური ამბავი შეემთხვა - მან ყველა კომპონენტში დათმო შეხვედრა 17 წლის რუს მარია შარაპოვასთან - 1:6, 4:6. მარია ამჟამადაც ერთ-ერთი მთავარია ფავორიტია. ის მეხუთე ნომრად არის განთესილი და სერენას მხოლოდ ნახევარფინალში თუ შეხვდება.

თუმცა სამი ყოფილი ჩემპიონის გარდა, ქალთა ბადეში მრავლად არიან სხვა ჩოგბურთელები, რომლებსაც არანაკლები ამბიციები გააჩნიათ. თუ გავითვალისწინებთ დები უილიამსების არაოპტიმალურ სპორტულ ფორმას და შარაპოვას არასტაბილურობას, დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ "დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირს ახალი გამარჯვებული ეყოლება. მეორე ეშელონის წარმომადგენლებს ისიც უადვილებს საქმეს, რომ ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი კიმ კლაისტერსი ლონდონში საერთოდ არ ჩასულა. საინტერესო იქნება როლან გაროსის სენსაციურ ჩემპიონის, ჩინელი ნა ლის გამოსვლა. სხვათა შორის აზიელს უიმბლდონზე ორჯერ მიუღწევია მეოთხედფინალამდე (2006, 2010).

რა თქმა უნდა, კლაისტერსის დანაკარგი მნიშვნელოვანია წლევანდელი უიმბლდონისთვის, მაგრამ ეს ერთადერთი დანაკლისი არ არის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ითამაშებენ რუსები ალისა კლეიბანოვა და დინარა საფინა, უნგრელი აგნეს შავაი, არგენტინელი ხისელა დულკო, შვეიცარიელები ტიმეა ბაშჩინსკი და პატი შნიდერი, რომელმაც ორი კვირის წინ დაასრულა აქტიური კარიერა.

უნდა აღინიშნოს, რომ წილისყრამ თანაბრად გადაანაწილა ბადეში ფავორიტები. პირველ მეოთხედში მოხვდნენ მარია შარაპოვა (5), კაროლინ ვოზნიაცკი (1), დომინიკა ციბულკოვა (24), იულია გორგესი (16) და სამანტა სტოსური (10).

მეორე მეოთხედში არიან: ნა ლი (3), სერენა უილიამსი (7), მარიონ ბარტოლი (9), ანა ივანოვიჩი (18), აგნიეშკა რადვანსკა (13) და მარია კირილენკო (26).

მესამე მეოთხედში ხუთი გამორჩეული მოთამაშეა - ფრანჩესკა სკიავონე (6), ანდრეა პეტკოვიჩი (11), დანიელა ჰანტუხოვა (25), ვიქტორია აზარენკა (4) და ანასტასია პავლიუჩენკოვა (14).

ბოლო მეოთხედში ორ რუს ფავორიტს - სვეტლანა კუზნეცოვასა (12) და ვერა ზვონარევას (2) მხარს უმშვენებენ ვენუს უილიამსი (23), პეტრა კვიტოვა (8), იანინა ვიკმაიერი (19) და ელენა იანკოვიჩი (15).

მესამე წრის სავარაუდო წყვილები ასეთი უნდა იყოს:

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა, 27)

დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 24)-იულია გორგესი (გერ, 16)

სამანტა სტოსური (ავსტრა, 10)-შუაი პენგი (ჩინ, 20)

ლუსი საფაროვა (ჩეხ, 31)-მარია შარაპოვა (რუს, 5)

ნა ლი (ჩინ, 3)-ბეტანი მატეკი (აშშ, 30)

ანა ივანოვიჩი (სერ, 18)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 13)

მარიონ ბარტოლი (საფ, 9)-ფლავია პენეტა (იტა, 21)

მარია კირილენკო (რუს, 26)-სერენა უილიამსი (აშშ, 7)

ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 6)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 28)

შაარ პეერი (ისრ, 22)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 11)

ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 14)-კაია კანეპი (იტა, 17)

დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 25)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4)

პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8)-რობერტა ვინჩი (იტა, 29)

იანინა ვიკმაიერი (ბელ, 19)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 12)

ელენა იანკოვიჩი (სერ, 15)-ვენუს უილიამსი (აშშ, 23)

ცვეტანა პირონკოვა (ბულ, 32)-ვერა ზვონარევა (რუს, 2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...