"არმია" ევროჩელენჯზე იასპარეზებს, რისთვისაც გუნდის ხელმძღვანელები შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ
საქართველოს ჩემპიონი "არმია" თურქული შეკრებიდან 16 ივნისს დაბრუნდა. გუნდი სეზონის დასრულების შემდეგ ორკვირიან შეკრებაზე იყო. გარდა იმისა, რომ კალათბურთელები ემზადებოდნენ, რთული სეზონის მერე ანთალიაში დასვენების საშუალებაც ჰქონდათ.

მოგეხსენებათ, "არმია" მომავალ სეზონში ევროჩელენჯზე იასპარეზებს, რისთვისაც გუნდის ხელმძღვანელები შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ. მკითხველს აინტერესებს როგორც სატრანსფერო სიახლეები, ასევე თურქული შეკრების შედეგები. ამიტომ, გუშინ დავუკავშირდით "არმიის" მთავარ მწვრთნელ ლევან მოსეშვილს... თუმცა, ბატონი ლევანი, როგორც ყოფილი მწვრთნელი, ისე გველაპრაკა.

სახსრები მაწუხებდა და "არმიას" თურქულ შეკრებაზე არ გავყოლილვარო, გვითხრა გამოცდილმა სპეციალისტმა. თუმცა გუნდის თბილისში დაბრუნების შემდეგ მისთვის უთქვამთ, რომ ახალი სეზონისთვის "არმიას" სხვა მწვრთნელი გაუძღვება. ლევან მოსეშვილი გუნდის ორგანიზაციაში დარჩება. მას ხომ დიდი წვლილი მიუძღვის სადებიუტო სეზონში "არმიის" წარმატებაში. 2010-11 წლების სეზონში გუნდმა საქართველოს თასი, სუპერთასი და ჩემპიონობა მოიგო.

სამწვრთნელო საკითხთან დაკავშირებით ზოგი რამ დღეს გაირკვევა და უფრო კონკრეტულად ხვალინდელ ნომერში მოგითხრობთ. ახლა მხოლოდ იმას დავძენთ, რომ "არმიას" თურქეთში მწვრთნელი ვაჟა მხეიძე ახლდა.

რადგან თავკაცის საკითხი ბურუსმა მოიცვა, ჯერ ვერც საევროჩელენჯო შემადგენლობაზე ვიტყვით რამეს, რადგან გუნდის შერჩევა სწორედ მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა