35-ე საფეხბურთო სკოლის მოედანზე დავით ყიფიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა
18 ივნისს ყველა დროის გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელს დავით ყიფიანს 60 წელი შეუსრულდებოდა და გუშინ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 35-ე საფეხბურთო სკოლის მოედანზე "ღია სახალისო ფეხბურთის" პროგრამის ხელმძღვანელების (ვალერი ჩოლარია, ბადრი ქარქაშაძე, კოორდინატორი ბადრი მაჭავარიანი), დავით ყიფიანის სახელობის ფონდისა და ჟურნალ "ათიანის" ორგანიზებით ჩატარდა.

ტურნირში 1999 წელს დაბადებულ ბავშვთა ოთხი გუნდი - "ნორჩი დინამოელი", "ავაზა-ვისოლი", 35-ე საფეხბურთო სკოლა და "ოლიმპი 2" მონაწილეობდნენ.

"ავაზა-ვისოლმა" "ოლიმპი 2"-ს 2:1 სძლია, "ნორჩმა დინამოელმა" 35-ე საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელები 4:1 დაამარცხა. მატჩი მესამე ადგილისთვის "ოლიმპი 2"-სა და 35-ე საფეხბურთო სკოლას შორის ფრედ დასრულდა - 3:3. ტურნირის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ორივე გუნდს მესამე ადგილი მიეკუთვნა. ფინალური შეხვედრის მსაჯობა, ტრადიციისამებრ, ვეტერან მსაჯს ანატოლი მილჩენკოს დაევალა. "ნორჩმა დინამოელმა" "ავაზა-ვისოლს" 5:2 მოუგო და დავით ყიფიანის თასის მფლობელიც გახდა.

გამოვლინდნენ ტურნირის საუკეთესონიც: მეკარე ლაშა გურგენიძე ("ოლიმპი 2"), მცველი ნიკა ნინუა ("ნორჩი დინამოელი"). ფინალის საუკეთესო გოლის ავტორად "ავაზა-ვისოლის" ფეხბურთელი მათე მინდიაშვილი, ხოლო ტურნირის საუკეთეს ფეხბურთელად "ნორჩი დინამოელის" ათი ნომერი გიორგი ჭანკვეტაძე დასახელდნენ. ჭანკვეტაძეს თბილისის "დინამოს" ახალი ათნომრიანი მაისურაც უსახსოვრეს.

ტურნირის მონაწილე ოთხივე გუნდს სამახსოვრო საჩუქრები, მედლები და თასები გადაეცათ.

ლევან ყიფიანი: "მას შემდეგ, რაც მამა გარდაიცვალა, ტურნირი ყოველწლიურად მისი დაბადების დღეს იმართება. მოზარდთა ასეთი შეჯიბრებები მათაც წაადგებათ და მთლიანად ქართულ ფეხბურთსაც დიდ სამსახურს გაუწევს. ვიმედოვნებ, მომავალში უფრო მასშტაბური გახდება".

ბადრი მაჭავარიანი: "მეოთხე წელია, რაც ეს ტურნირი ტარდება. წლეულს გუნდებმა საუკეთესო შემადგენლობები გამოიყვანეს. საპრიზო ადგილებისა და საჩუქრების გარეშე არც ერთი მონაწილე არ დარჩენილა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა