ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჩიჩარიტო გოლებს გვპირდება

ჩიჩარიტო გოლებს გვპირდება

მექსიკელი ფორვარდი პრემიერლიგაში გატარებული პირველივე დიდებული სეზონის მიუხედავად, მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მექსიკელი ფორვარდი ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო, ამბობს, რომ პრემიერლიგაში გატარებული პირველივე დიდებული სეზონის მიუხედავად მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს. ერნანდესმა, რომელიც დღეს, აშშ-ში, მექსიკის ნაკრების სახელით „ოქროს თასზე“ გამოდის, გასულ სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად 20 გოლი შეაგდო. „გვადალახარადან“ ახალგადასულმა 23 წლის ბიჭმა „იუნაიტედის“ ჩემპიონობასა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ ეჭვიან ადამიანებს გაუჩნდათ კითხვა: იქნებ ჩიჩარიტო მხოლოდ ერთწლიანი ვარსკვლავი იყო? იქნებ, პრემიერლიგის ცაზე გადაიფრინა და გაქრა?

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ, მთელმა გუნდმა ერთად, საერთო ძალისხმევით, ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოვიპოვეთ. ეს დიდებული იყო, მითუფრო, რომ ჩემპიონატი საკმაოდ რთული გამოდგა. „ჩელსიმ“, „არსენალმა“ და „მანჩესტერ სიტიმაც“ კი, ბოლომდე იბრძოლეს, ხოლო ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, რომ ძლიერი ნებისყოფა გვაქვს და საკუთარ შესაძლებლობებში ერთხელაც არ შეგვპარვია ეჭვი. ასეთია ჩვენი გუნდი, „მანჩესტერ იუნაიტედი“, სადაც მთავარი ერთსულოვნება და მენტალიტეტია. წარმატება მის სისხლსა და გენშია. „იუნაიტედი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. აქ ყველაფერი კეთდება, რათა ყოველ გამარჯვებას ახალი გამარჯვება მოსდევდეს. ერთადერთი, ყელში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაგვეჩხირა.

პირადად ჩემზე თუ ვილაპარაკებთ, გასული სეზონით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ მეცხრე ცაზე დარჩენას არ ვაპირებ. მომავალი სეზონი უკეთესი უნდა მქონდეს. მინდა „იუნაიტედს“ ახალი ტიტულების მოხვეჭაში დავეხმარო“.

შემდეგ, ჩიჩარიტომ აღიარა, რომ მის მიერ გასულ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობამ თავადაც კი გააკვირვა.

„სეზონის დასაწყისში მეგონა, რომ იშვიათად მათამაშებდნენ. ვფიქრობდი, უკეთეს შემთხვევაში მოედანზე თამაშის მიწურულს შემიშვან, როდესაც გუნდი ვერ იგებს და რამენაირად გოლია გასატანი-მეთქი. ძირითადად პრემიერლიგასთან შეგუებისთვის ვემზადებოდი, მეგონა რომ განსაკუთრებით ფიზიკურად გამიჭირდებოდა. სინამდვილეში კი სხვა რამ მოხდა: თავიდანვე მათამაშებდნენ, რამაც საკუთარი თავის რწმენა ჩამინერგა და გოლებიც გავიტანე. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ვერც კი წარმოვიდგენდი. საოცნებო სეზონი მქონდა“.

საინტერესოა, რომ ხავიერ ერნანდესი იმ კონკრეტულ შეხვედრასაც კი ასახელებს, როდესაც მან იგრძნო, რომ ნამდვილად „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელია. ეს 24 ოქტომბერს, „სტოკ სიტის“ 2:1 ძლევის დროს მომხდარა. იმ შეხვედრაში „იუნაიტედის“ ორივე გოლი მექსიკელმა გაიტანა.

ჰა, ბურთი...

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველს, ტრავმებით დატანჯულ 30 წლის ოუენ ჰარგრივზს კარიერის დასრულების საფრთხე ემუქრება. დაიწყო სატრანსფერო სეზონი და, როგორც ჩანს, მის ყიდვას არავინ ეშურება. ასე რომ, ერთადერთ ვარიანტად ისევ „იუნაიტედში“ დარჩენაღა რჩება, ოღონდ ინგლისის ჩემპიონი ხელშეკრულების მეტად „მსუბუქ“ ფორმას სთავაზობს: როგორც ითამაშებ ისე გადაგიხდი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა