„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელი ჰარი რედნაპი ამბობს, რომ თავისი ვარსკვლავებიდან ერთსაც არ გაყიდის - მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში 25 წლის ხორვატ ლუკა მოდრიჩზე დიდი ამბავია ატეხილი, მისი ყიდვა „ჩელსის“ უნდა. „ჩელსი“ მოდრიჩის სანაცვლოდ 22 მილიონ ფუნტს იძლეოდა და ამბობენ, რომ მეტსაც არ დაინანებს, მაგრამ რედნაპი კატეგორიულია:

„დღეს ლუკა რომ გავყიდოთ, ხვალ გარეთ ბეილის გამო მოგვადგებიან. მოდრიჩის გაყიდვა, ფაქტობრივად, ბეილის მყიდველების მოპატიჟებას ნიშნავს, არადა, ორივე ფეხბურთელი ჩვენთვის გვჭირდება. ასეთი რამ „ვესტ ჰემში“ უკვე გადამხდენია და ვიცი მექანიზმი როგორც მუშაობს. მახსოვს, რიო ფერდინანდის გაყიდვაზე თანხმობა ვთქვით და თითქოს სტარტი მისცესო, ყველა გავარდა. ასეთი რამ ნებისმიერ კლუბს გაანადგურებს. თუ ჩემპიონობაზე ფიქრობს, „ტოტენჰემმა“ არათუ საუკეთესო ფეხბურთელები უნდა შეინარჩუნოს, არამედ ახლებიც უნდა დაიმატოს და გუნდი გააძლიეროს. პრემიერლიგის სხვა წამყვანი კლუბები თამასას სულ მაღლა და მაღლა სწევენ. მათ რომ არ ჩამორჩეს „დეზებმაც“ იგივე უნდა გააკეთოს. ეს ძალიან მარტივი, მაგრამ სწორი ლოგიკაა“.

ამრიგად, რედნაპი კლუბის თავმჯდომარე დენიელ ლივის სატრანსფერო ბაზარზე გასვლასა და მოთამაშეების ყიდვას სთხოვს. მწვრთნელი ფიქრობს, რომ ამით მოდრიჩს დაანახვებს, რომ „სფურზი“ სერიოზულად არის განწყობილი და უმაღლესი მიზნების მისაღწევად სხვა კლუბის ძებნა არ არის საჭირო. რედნაპმა განაგრძო:

„ლუკას გამარჯვებები, ტიტულების მოპოვება სურს. ჩვენ თუ გავძლიერდებით, ის დაინახავს, რომ ამას ჩვენთან ერთადაც შეძლებს. მოკლედ, მისი გაყიდვის საკითხს არც კი განვიხილავ. მასზე კარგ ფეხბურთელსა და კეთილ ადამიანს სხვას ვერსად ვიპოვნით. ამიტომაც, კლუბისთვის მოდრიჩის შენარჩუნება პრინციპული საკითხია. ზემოთ ვთქვი და გავიმეორებ, რომ თუ ერთი-ორ ძლიერ ფეხბურთელს დავიმატებთ, კიდევ ერთ კარგ სეზონს ჩავატარებთ და მერწმუნეთ, მოდრიჩისთვის უახლოესი წლების განმავლობაში სხვა კლუბის ძებნა აქტუალური არ იქნება. ჩვენი ამოცანაა ჩემპიონთა ლიგაში დავბრუნდეთ და გვინდა, რომ ამაში ლუკა დაგვეხმაროს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა