ფიბას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა თად მაკფადენის “ბურგოსი”. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული წევრის გუნდმა აღნიშნული ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო. სანპაბლოელებმა ფინალურ მატჩში თურქული “ქარშიაქა” 64:59 დაამარცხეს.

მაკფადენმა გადამწყვეტ შეხვედრაში 13:11 წუთი ითამაშა და 5 ქულა და 1 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და პასივში 1 შეცდომა და 3 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ რუსულ ნიჟნი-ნოვგოროდში გამართული ტურნირის (“რვათა ფინალი”) მეოთხედფინალში მაკფადენმა ებრაულ "ჰაპოელ ჰოლონს" ასევე 5 ქულა ჩაუგდო, ნახევარფინალში კი, ფრანგულ "სტრასბურგთან", რომელმაც მანამდე ბრძოლას გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფე" გამოთიშა, 12 ქულა მიითვალა.

ცნობისთვის, 33 წლის მაკფადენი ბურგოსელთა ღირსებას 2019 წლიდან იცავს, საქართველოს ნაკრების მაისურით კი ბოლოს გასული წლის ნოემბერში, ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს ითამაშა. ფინეთთან შეხვედრაში მისი მონაგარი 14 ქულა და 10 პასი იყო, შვეიცარიასთან კი – 24 ქულა და 6 პასი.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შერმადინი საუკეთესო იყო, მაკფადენი – გამარჯვებული
"სარაგოსაში" სადებიუტო მატჩში ანდრონიკაშვილმა მოედანზე გასვლიდან 4 წუთში ტრავმა მიიღო
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
მაკფადენის 20 ქულა და გასვლითი გამარჯვება "ფუენლაბრადასთან"
"მურსიას" თებერვლის შეხვედრების განრიგი
ანდრონიკაშვილის საუკეთესო მატჩი ლიგა ენდესაში