პოპულარული ესპანური გამოცემა "EFE" ლეგენდარულ ქართველ თავდამსხმელ ვლადიმერ გუცაევს "რეალის" შეთავაზებასა და არშემდგარ ტრანსფერზე ესაუბრა:

"1981 წელს პოლიტიკამ და "ვოლგამ" თბილისის "დინამოს" თავდამსხმელ ვლადიმერ გუცაევს "რეალის" ისეთ ვარსკვლავებთან ბარტერში შეუშალა ხელი, როგორებიც ხუანიტო და სანტილიანა იყვნენ.

"გაოგნებული და ამავე დროს, ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, მაშინდელ საბჭოთა კავშირში არსებული სიტუაციის გამო ეს შეუძლებელი გახლდათ", - გვითხრა გუცაევმა საქართველოს დედაქალაქში მოცემულ ინტერვიუში.

"დინამოს" მიერ ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგების 40 წლისთავის წინ გუცაევმა, რომელმაც ფინალში გოლი გაიტანა და გმირობა ჩაიდინა, "სანტიაგო

ბერნბეუს" ტურნირი გაიხსენა.

კონტრაქტის გაფორმების უშედეგო მცდელობა

"დინამო" "რეალთან" 2:4 დამარცხდა, მაგრამ ქართველმა ფორვარდმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და შტილიკესთან და კამაჩოსთან თავისი დიადი კლასი აჩვენა.

"მე ვთვლი, რომ მართლაც კარგი მატჩი ჩავატარე. დღემდე მახსოვს, როგორ კარგად ითამაშეს დელ ბოსკემ და შტილიკემ. ჩვენ დავმარცხდით, თუმცა რატომღაც ესპანელებმა ჩემში რაღაც დაინახეს", - ამბობს ის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მწვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა ფეხბურთელს აცნობა, რომ მადრიდელები მისი სამსახურით დაინტერესდნენ.

"მან მითხრა, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერი თანხა გადაიხადონ", - აღნიშნავს ვლადიმერი.

შურისძიების შიში

გუცაევმა, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი იყო, კარგად იცოდა, რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა მისთვის და მისი ოჯახისთვის დასავლურ კლუბთან ხელშეკრულების გაფორმებას.

"წინადადებას რომ დავთანხმებულიყავი და ესპანეთში დავრჩენილიყავი, "დინამო" და საქართველოში ჩემი ნათესავები დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდნენ. შეიძლება სამშობლოს მოღალატედაც კი გამოვეცხადებინეთ", - განმარტავს გუცაევი.

ფეხბურთელმა შეთავაზებაზე მადლობა გადაუხადა, უარი განუცხადა და თქვა, რომ სიყვარული სამშობლოსა და გულშემატკივრებისადმი ხელს უშლიდა მაშინდელი საბჭოთა კავშირის დატოვებაში.

ადრე საბჭოთა ხელისუფლებამ "რეალში" გადასვლის უფლება ლეგენდარულ ლევ იაშინს არ მისცა.

"ვოლგა" და ხუანიტოსა და სანტილიანასთან გაცვლის შეთავაზება

გუცაევი აღიარებს, რომ მადრიდელ მენეჯერთა გადასარწმუნებლად "საინტერესო" მიზეზის მოგონება მოუწია:

"მათ ვუთხარი, რომ სამშობლოში მარტო ოჯახი კი არა, არამედ საყვარელი ავტომობილი (ვოლგა) მელოდა. ესპანელები კარგა ხანი ცდილობდნენ გაეგოთ, ეს რა მანქანა იყო, რომელთანაც განშორება არ შემეძლო".

საუკეთესი საბჭოთა ავტომობილი "ვოლგა" მაშინ 16 ათასი რუბლი ღირდა, ეს კი იმ დროს დიდი თანხა იყო. გუცაევი თვეში 360 რუბლს გამოიმუშავებდა, თუმცა მნიშვნელოვანი გოლების გატანისას პრემიებსაც იღებდა. მაგალითად, როდესაც 1979 წელს თბილისში ჩემპიონთა თასზე "ლივერპული" ნოკაუტში ჩააგდეს (3:0).

ერთადერთი პრივილეგია საბჭოთა ფეხბურთელებისთვის იმაში მდგომარეობდა, რომ მანქანის შესაძენად რიგში დგომა არ უწევდათ.

"იმედგაცრუებულმა მენეჯერებმა ტრანსფერის განხორციელების კიდევ ერთ ცდას მიმართეს - სანტილიანაში ან ხუანიტოში გაცვლას. ჩვენ ამ ვარიანტზეც უარი ვთქვით, თუმცა ესპანელები ვერ მიხვდნენ, რატომ", - იხსენებს გუცაევი.

გამოტოვებული ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატი

გუცაევმა თბილისის "დინამოში" თამაში გააგრძელა, რომლის შემადგენლობაში 1979 წელს საბჭოთა ლიგის ჩემპიონი გახდა, მაგრამ 1982 წელს ესპანეთში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანეს.

"ესპანელები გაკვირვებულები იყვნენ, ამბობდნენ: "რა მაღალი დონისანი უნდა ყოფილიყვნენ საბჭოთა ფეხბურთელები, როდესაც თვით გუცაევი არ იხმეს". ეს ძალიან განვიცადე".

ის ამბობს, რომ მაშინ საბჭოთა ლიგა ძალიან ძლიერი იყო და ვალერი ლობანოვსკის კიევის "დინამოს" გამოყოფს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ევროპაში ტელევიზიით სსრკ-ის ჩემპიონატის მატჩებს არავინ უყურებდა.

"ასე რომ არ ყოფილიყო, კიევის "დინამო" ევროპაში მნიშვნელოვან ტურნირებს ვერ მოიგებდა. მე დღესაც ვამაყობ მოპოვებული თასების მფლობელთა თასით. ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ, თუ როგორ შეუძლიათ პატარა საქართველოს ფეხბურთელებს თამაში. 40 წლის შემდეგ, დღესაც მაჩერებენ ქუჩაში, რათა მადლობა გადამიხადონ", - აღნიშნავს ვლადიმერი.

კიდევ ერთი ქართველი ოცნებობს მადრიდზე

გუცაევი ქართული ფეხბურთის მომავალს ოპტიმიზმით უყურებს, უფრო იმიტომ, რომ ნაკრების ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლი აქცენტს შემტევ ფეხბურთზე აკეთებს, რაც ქართველებს სისხლში აქვთ:

"ესპანეთს, რომელიც ახალ გუნდს აყალიბებს, თითქმის მთელი მატჩი თანაბრად ვეთამაშეთ".

ის დარწმუნებულია, რომ ახალი ქართველი ვარსკვლავი, "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ისეთ დიდ გუნდში განახორციელებს ნახტომს, როგორიც "რეალია":

"ხვიჩა ჩემს თავს მაგონებს. დიდი პოტენციალი გააჩნია: სისწრაფე, ინტუიცია და ტაქტიკური ინტელექტი და რაც მნიშვნელოვანია, ფეხბურთით ცხოვრობს. ბურთთან ერთად იღვიძებს და იძინებს".

კვარაცხელიამ გოლის გატანით ესპანელებს აგრძნობინა, რომ ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლიგაში საასპარეზოდ მზადაა.

ხვიჩათი რამდენიმე ევროპული გუნდია დაინტერესებული, ხოლო თავად "რეალის" გულშემატკივარია".

იბერიელი
ბატონო ვოვა ათასი წლის სიცოცხლეს გისურვებთ ჯანმრთელობას გისურვებთ ვამაყობთ თქვენით
ზურა222
არის იმ ბოლის ვიდეო ! 3-4 წლის წინ ვუყურე მატჩ ტვ ზე 2 საათიანი გადაცემა იყო იმ დიდ დინამოზე და ეს გოლიც აჩვენეს უმაგრესი გოლი იყო მარცხენა ფლანგიდან ზედ ხაზიდან გაიტანა არავითარი ჩახვევა და დატრიალება არ იყო პირდაპირ დაარტყა ძლიერად და გაუშვა კარში და გაგიჟებული რუსი ჟურნალისტები გაიძახოდნენ ეს როგორაა შესაძლებელიო (კაკ ტაკოე ვაზმოჟნაო)რამოდენიმეჯერ გაიმეორეს ! იქვე აჩვენეს ჩელეს რამოდენიმე პენალი და ბევრი იცინეს მეკარეების გავბთურებაზე D იქვე აჩვენეს პანენკას პენალი და დიდხანს ილსაპარაკეს რომელი პენალი ჯობდაო !
svanski
ღმერთმა დაგლოცოთ ბატონო ვოვა!!!
tngh
ჩემპიონები 1978 წელს გავხდით!!! ვოვამ ბოლო თამაშში მოსკოვის "ტორპედოსთან" სასწაული, ზღაპრული, ულამაზესი... გოლი გაიტანა... სამწუხაროდ, ის ვიდეო კადრი, ალბათ აღარ არსებობს.
tngh
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფლანგელი თავდასხმელი. სამწუხაროდ, ვოვას მსგავსიც კი, დღეს მსოფლიოში არ არის... ჯანმრთელობა, წარმატებები და დიდხან სიცოცხლე ჩვენს უსაყვარლეს ვლადიმერ გუცაევს!!!
ჟორიკა
ბატონ ვოვას ჯანმრთელობა,დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ.უდიდესი ფეხბურთელი იყო.ზოგჯერ თამაშის დროს ნაკლებს მოძრაობდა,არ ჩანდა მოედანზე,მაგრამ საკმარისი იყო ბურთი მიეღო და სასწაული დრიბლინგით არღვევდა ყველაფერს. რაც შეეხება კვარაცხელიას-თუ დროზე არ მოშორდება რუსულ ჭაობს(რომელსაც რატომღაც ფეხბურთს ეძახიან),მისი კარიერა მანდვე დასრულდება.არა და ეტყობა ჯუღელს არ გააჩნია არც სათანადო კავშირები თუ ნაცნობობები,არც ავტორიტეტი,რომ ამ ნიჭიერ ბიჭს ეხლა და სასწრაფოდ გზა გაუკვალოს.არც სხვისი შუამავლობა უნდა,რადგან ფულის გაყოფაზე წავა საუბარი.
შალვა 73
ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ბატონო ვოვა. მადლობა ყველაფრისთვის.
სტაჟიანი გულშემატკივარი
უდიდესი ფეხბურთელი!!!! წარმატებები ვოვა!
ქუთაისელი
ვოვა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე თქვენ ოჯახთან ერთად,ქართველთა და შენ პირად გულშემატკივართა გასახარად.
Oo
ესპანელები ეხლაც ვერ ხვდებიან რატომ არ უშვებებენ ქართველ ფეხბურთელს რუსები.
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
[VIDEO] "რეალმა" "სელტასთან" წააგო და "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩა
წიტაიშვილის 68 წუთი და "მეცის" ზედიზედ მესამე წაგება
კიტეიშვილის "შტურმმა" გრაცულ დერბიში გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგმა" "ვერდერს" მოუგო
[VIDEO] საგოლე პასების ჰეთ თრიკი - გულიაშვილის მაგარი მატჩი ბოსნიაში!
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ყოჩაღობს - გაიტანა და დადებითი შეფასებები დაიმსახურა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] "ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ... საქართველოს გაუმარჯოს!" - დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
"შოუს დადგმა ვცადე" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
"დინამო არენაზე" 13 მაისს "დინამო"-"კარლ ცაისის" მატჩის ჩვენება გაიმართება
38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]
ვლადიმერ გუცაევი: დიდი პატივისცემის მიუხედავად, პირდაპირ უნდა ვთქვა ჩემი აზრი
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...