სამი ერის მორიგ შეხვედრაში ახალი ზელანდიის ნაკრები 7 აგვისტოს ქრაისთჩერჩში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. "ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ გუნდში ორი ცვლილება განახორციელა...

სამი ერის მორიგ შეხვედრაში ახალი ზელანდიის ნაკრები 7 აგვისტოს ქრაისთჩერჩში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. "ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ გუნდში ორი ცვლილება განახორციელა.

ტრავმირებული ცხრა ნომრის ჯიმი ქოუანის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში პირი ვიპუ ითამაშებს. სათადარიგოთა სკამზე კი მის ადგილს ალბი მეთიუსონი დაიკავებს. ჰენრიმ 22-კაციან განაცხადში არ შეიყვანა გარემარბი იზრაელ დაგი, მის ნაცვლად მან სტენლი ბენსონი გამოიძახა.

"მელბურნში ავსტრალიის ნაკრებთან გამარჯვებამ ძალიან გაგვახარა. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამჯერადაც, ქრაისთჩერჩში თამაშის იგივე დონე შევინარჩუნოთ." - თქვა "კივების" თავკაცმა.

ავსტრალიელებთან დაპირისპირებაში ახალზელანდიელთა შუამარბი მაა ნონუ 50-ე კეპს მოიხვეჭს. მას დებიუტი 21 წლისას 2003 წელს ინგლისის ნაკრებთან მატჩში ჰქონდა.

შერკინების ბურჯი ტონი ვუდკოქი კი 67-ედ მოირგებს ეროვნული ნაკრების კვართს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ახალზელანდიელ ბურჯთა შორის.

მგეზავი დენ კარტერი კი საერთაშორისო მატჩებში დაგროვილი ქულებით ჯონი ვილკინსონს წამოეწია. კარტერს 1094 ქულა აქვს მოპოვებული, ვილკინსონს კი - 1178.

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯო როკოთოკო, 10. დენი კარტერი, 9. პირი ვიპუ. 1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენკსი, 4. ბრედ თორნი, 5. ტომ დონელი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი

16. კორი ფლინი, 17. ბენ ფრენქსი, 18. სემ ვაითლოქი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. ალბი მეთიუსონი, 21. აარონ კრადენი, 22. ბენსონ სტენლი.

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო