championat-ზე ჟურნალისტმა ანატოლი რომანოვმა რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელთა მომავალი ტრანსფერები მიმოიხილა და ფასები "გაბერილად" მიიჩნია. ავტორმა სიას სათავეში "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ჩაუყენა და მასში აგრეთვე ჯორდან ლარსონი (სპარტაკი), მატიას ნორმანი (როსტოვი), სერდარ აზმუნი (ზენიტი) და ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა) შეიყვანა:

20 მლნ ლარსონში, 30 - ხვიჩაში? ვის აპიარებენ რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე აქტიურად

ჩვენი ჩემპიონატის დონე დაეცა, ვარსკვლავების ფასები კი მატულობს. როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს?

"რამდენიმე დღეში ჩვენი ყურადღება საფეხბურთო მოედნებიდან სატრანსფერო ბაზარზე გადაერთვება. პრემიერლიგის კლუბებში ეკონომიკური სიტუაცია ისეთია, რომ უფრო საინტერესო გაყიდვებს უნდა ველოდოთ, ვიდრე ყიდვებს. უკანასკნელ თვეებში ზოგიერთი ვარსკვლავის მიმართ ბევრი პიარია. ძალიან ბევრი. ამ ფეხბურთელებზე ტოპ-კლუბებში შესაძლო გადასვლის კონტექსტში საუბრობენ, მათზე კი ფასები ლამის ყოველი ახალი ინფორმაციის გავრცელებისა და გატანილი გოლის შემდეგ იზრდება. მიხვდით, ვისზეა ლაპარაკი? აი, ეს მოთამაშეები:

ხვიჩა კვარაცხელია

პიარი: კვარაცხელიასათვის ევროპის ტოპ ლიგების დიდი კლუბები იბრძვიან - "ბაიერნი", "იუვენტუსი", "ინტერი", "ატალანტა", "ნაპოლი", "უდინეზე", "სასუოლო", "ტორინო", "ლიდსი", "სევილია", "დორტმუნდი" და "აიაქსი". ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში, ტურინული კლუბი მზადაა 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. "რუბინის" სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი აცხადებს, რომ ხვიჩას ფასი 30 მილიონია.

რეალობა: კვარაცხელია უდავოდ კაშკაშა დრიბლიორია, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. თუმცა, ეს ქართველი გარემარბის მხოლოდ პირველი წარმატებული წელია. გასულ სეზონში რომან შარონოვი ზურიკო დავითაშვილს კვარაცხელიაზე წინაც აყენებდა. ამას გარდა, ხვიჩას შედეგიანობაც არ გვხიბლავს: მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. 30 მილიონად ამ ასაკის უფრო შედეგიანი გარემარბის პოვნაც შეიძლება, მით უმეტეს ევროკავშირის პასპორტის გარეშე (ე.ი. ევროპაში ლიმიტში ხვდება).

კვარაცხელიას კიდევ ერთი ნაკლი უბურთოდ თამაშთანაა დაკავშირებული. ჩვენ ვხედავთ, როგორ უჭირს სერია А-ს მოთხოვნებთან ალეკსეი მირანჩუკს ადაპტირება, ტოპ ლიგების სკაუტებს კი რა თქმა უნდა, ესმით, თუ რამდენად გაუჭირდება ამ მხრივ "რუბინის" ვარსკვლავს. Transfermarkt-ი ქართველს 15 მილიონად აფასებს. როგორც ჩანს, სწორედ ამ თანხის იმედი უნდა ჰქონდეს ყაზანურ კლუბს, თანაც "ბაიერნისა" და "იუვენტუსისგან" შორს მყოფი კლუბებისგან".

გ
გაიშლიფოს არ გეკადრება ჟორა
ისიდორე
კვარაცხელიამ თუნდაც ერთი სეზონი ჩაატარა მაღალ დონეზე მაგრამ დიდ დინამოში ადგილი დაიმკვიდრა. ეს ბავშვი თამამად შეიძლება დავიყენოთ ჩვენ უდიდეს ფეხბურთელს მიხეილ მესხს.
Mesaflave.
მაშინაც ეგრე იძახოდნენ ლოკომოტივიდან რომ გააგდეს არავინ განსაკუთრებული არ არისო. ეგეთები სხვებიც გვყავსო. და საინტერესო იქნება ყურება რას იზავსო. "რას იზავსო" და მთელი რუსეთი ააფეთქა ესპანეთსაც გაუტანა მსოფლიო აალაპარაკა. ეხლა საინტერესოა თვითონ ისინი რას აკეთებენ ... რო ზიან ჩუმად და ხმას ვერ იღებენ იმარხებიან ალბათ.
xvicha
ar ewyinos erterti komentaris avtors ver davetanxmebi romelic ambobs rom statistika mtavaria. xvichas shemtxvevashi gansxvavebuladaa saqme. xvicha rubinis shetevebis 50 procents iwyebs aseve masze 2 fexburteli yoveltvisaa zustad esaa sivrceebis sheqmna. igive itqmis mesize romelzec minimum 2 kaci gadadis amit iqmneba sivce. da xvichas statistikac ar aqvs cudi. magalitad gnabris meti matchi aqvs wels chatarebuli vidre xvichas da 9 goli da 3 sagole gadacemaa mis angarishze. bavaria super shemtevi gundia gansxvavebit rubinisgan amitom xvichas statistika araa cudi. xvichas bevr rameze aqvs samushao magram didi fexburteli rom gaxdeba misi fexburtisadmi midgomashi chans...
გიო
სად მირანჩუკი და სად ხვიჩა.მირანჩუკის დედაც
დავით 67
მოკლედ რუბინს ხვიჩას გაყიდვა არ უნდა და ფასს ხელოვნურად ზრდის. ჯერ 15 იყო სავარაუდოდ მოინახა 20-ის გადამხდელი, ახლა 30-იო. ვერ ხვდებით რატომაა ეგრე? ისინი ვინც ამბობთ რომ ხვიჩა ნამდვილად ღირს 30 მილიონი, რას ეფუძნება თქვენი ვარაუდი, იმიტომ ხომ არა რომ ქართველია? ზოგისთვის აქ მეგრელია. ყველაფერში არაადეკვატურობა ??
dsag
მირანჩუკსა და ხვიჩას შორის განსხვავებას თუ ვერ პოულობ შენი ადგილი ფეხბურთთან დაკავშირებით ლაყაფში არაა. შეიძლება არ მოგწონდეს ერთერთი მაგრამ განსხვავებას უნდა ხედავდე.
ზაზა
რუსეთის პრემიერ ლიგა ნამდვილად დაბალი დონეა ტოპ ლიგებთან შედარებით თუმცა ევროპული მაშტაბით საშუალოზე მაღალი კლასის ჩემპიონატია რაც შეეხება ხვიჩას დახასიათებას ნაწილობრივ ვეთახმები,მაგრამ ბოლო პერიოდში ხვიჩამ ძალიან მოუმატა გაიტანა 2 გოლი ნაკრებში მერე კლუბში ჩავიდა და იქაც გაიტანა დროის მოკლე მონაკვეთში ასე რომ ძალიან სწრაფად პროგრესირებს ეს ბიჭი და ნამდვილად ღირს მასში დიდი ფულის გადახდა რადგან მას აქვს იმის რესურსი რომ მინიმუმ 1-2 წელიწადში თუ ამ ტემპით გაგრძელებს ზრდას გრანდების დონის ფეხბურთელი გახდეს და ნებისმიერ გრანდში ძირითადში ითამაშოს. რუსეთშში ნამდვილად გამოირჩევა თავისი თამაშით და ახლა ვფიქრობ რომ ევროპისკენაც უნდა გაიხედოს.
გელა
რუბინს ბოლო 6 წლის მანძილზე საუკეთესო სეზონი აქვს წელს გუნდს ამდენი წლების შემდეგ შანსი აქვს ევროლიგის საგზური მოიპოვოს და მაღალ პოზიცაზე დასრულოს ჩემპიონატი ბოლო წლებში ათეულში მოხვედრაც კი უჭირდა და იყო პერიოდები როცა გავარდნის კანდიდატიც იყო. ჩემი აზრით რუბინის ასე კარგად ათამაშებს და წარმატების მთავარი შემოქმედი ლეონიდ სლუცკია, რომელმაც ყველაფერი შეცვალა ამ კლუბში სლუცკის დიდი დამსახურება ის, რომ ხვიჩამ მოკლე მონაკვეთში ძალიან მოუმატა და დღემდე უმატებს თამაშიდან თამაშამდე ყველა საფეხბურთო კომპონენტში, რათქმაუნდა ის რუბინის საუკეთესო ფეხბურთელია და დიდი იმედი მაქვს მომავალ სეზონში უკეთეს ჩემპიონატში და უკეთეს გუნდში გადავა თუმცა თუ არ გამოჩნდება რეალური ვარიანტი სადაც ხვიჩა მიიღებს პირობას რომ მას მიეცემა ხშირი სათამაშო დრო ამ თუ რომელიმე კლუბს ეძვირა ის თანხა რასაც ითხოვს რუბინი ხვიჩაში. ჩემი აზრით თუ სათამაშო დროს გარანტირებულად არ მისცემენ და არ იქნება ეს კონტრაქტის ერთ ერთი მთავარი პირობა ისე გადასვლას ელემეტარულად აზრი არ აქვს რა გუნდიც არ უნდა იყოს. სკამზე ჯდომით ფეხბურთელი ვერ განვითარდება პირიქით რეგრესისკენ წავა და ფსიქოლოგიურადაც დაითრგუნება. ერთი სიტყვით თუ არ იქნება რეალური ვარიანტი ამ შემთხვევაში რუბინში რაჩენა თუნცაც ზამთრამდე არ იქნება ტრაგედია მითუმეტეს რომ კარგი პირობები აქვს ამ გუნდში აფასებენ ჰყავს კარგი მწვრთნელი ვის ხელშიც სწრაფად ვითარდება პროგრესირებს და უმატებს ძირითადში გარანტირებული აქვს ადგილი და გუნდი ფაქტიურად გასულია ევროლიგებზე ევროლიგებზე თამაში დიდი გამოცდილება ფეხბურთელისთვის.
დათო
პელე გარემარბი იყო? :)))
აზრი
არაა ლოგიკური შეფასება, სლუცკიმ შეაფასა ყველაზე ობიექტურად სიტუაცია. ბოლოს ინტერვიუზე კითხეს მაკაროვზე და კვარაცხელიაზე და მან აღნიშნა რომ როცა ესპანეთის ნაკრებს გოლს გაუტან და სანაკრებო დონეზე თამაშობს ფეხბურთელი ამას უფრო აფასებენ ვიდრე რუსეთის ჩემპიონატში მარტო კარგ თამაშსო და ამით აუხსნა რომ მაკაროვმა ნაკრებში უნდა ითამაშოს და იქ თავს თუ გამოიჩენს მერე მის მიმართ ინტერესი ექნებათო. რუსეთის ჩემპიონატში ხიმკისთან რომ იფრონო არაფერია. კვარას დათმობა ნაკლებად ფასად არ უღირს რუბინს და რა გასაკვირია არ მესმის.
Levani
სივრცეებს დრიბლიორი ფეხბურთელი არ ქმნის, სივრცე იქმნება და კარგი დრიბლიორი ამ მომენტს იყენებს. თუ დაცვა კომპაქტურია, და სივრცე არ იქმნება მაშინ მესისაც კი უჭირს ხშირად, აგერ მბაპესაც სიტიმ ფეხი არ გაანძრევინა. ამ ფეხბურთელებს დრიბლიორობის გარდა სხვა ღირსებებიც აქვთ. ცარიელი დრიბლიორების მეტი რა იყო ფეხბურთში და უკვლოდ გაქრნენ... ხვიჩამაც სხვა კომპონენტებში უნდა მოუმატოს, დამაგვირგვინებელ ფაზაში. სტატისტიკას უყურებენ დიდი გუნდები
kaxa
არა მგონია ხვალ ხვიჩამ ითამაშოს როტორთან, მაგდენი ქართველის გაყრა ისე ტეხავს, მაგრამ ალბათ ღირსებიც არიან...........
გიორგი
ხვიჩა ძალიან დიდი ტალანტია უდიდესი პოტენციალი აქვს რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს,მაგრამ ახლა ამ ეტაპზე ჩემი აზრით გრანდი მისთვის ადრეა ახლა დაუშვად წავიდა ზემოთ აღნიშნულ რომელიმე გრანდში რომელზეც იწერება ჩემი აზრით შეიძლება არ დამეთახმოთ მაგრამ ვფიქრობ ყველა ამ გუნდში მოუწევს სკლაზე ჯდომა ან მერე ხარისოვანი თამაშებზე თამაში მილანშიც იუვენტუსშიც ბაიერნშიც და ნაპოლიშიც ყველგან არის კოშმარული კონკურენცია მინიმუმ 2-4 წელი კიდევ უნდა ითამაშოს ისეთ კლუბში სადაც იქნება მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გუნდი რომელიც იქნება ტოპ ლიგის წევრი მაგრამ არაა გრანდი ვგულისხმობ საშუალოზე მაღალი დონის გუნდს მაგალითად ინგლისში ლიდსი, ასტონვილა იტალიაში სასულიო,ფიორენტიანა ესპანეთში ვალენსია სევილია ან გერმანიაში,ლევერკუსენი ვოლფსბურგი ნუ მოკლედ რომ ვთქვათ ტოპ ლიგის კარგი გუნდი სადაც მას ექნება მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მაღალ დონეზე რომ ბოლომდე გაიხსნას და გაცილებით მაღალი დონის ლიგაში წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები.
ზურა
შეფასება ნამდვილად ზუსტია. სამწუხარად ვერ აქვს ხვიჩას მაგარი სტატისტიკა. მახსოვს სანჩო დორტმუნდში 19 წლის, რომ იყო 15 გოლი და 18 საგოლე გადაცემა ჰქონდა თუ რაღაც ასეთი და გოლს პლუს პასით ლიდერი იყო ტოპ ლიგებში იმ წელს. საუბარია ბუნდესლიგაზე და არა რუსეთზე. ხოდა რუსეთში 4 გოლი, რამდენიმე საგოლე გადაცემა და მოპოვებული პენალტი - არ არის საკმარისი ტოპ გუნდებისთვის. იმათ ჭირდებათ ფეხბურთელი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილური იქნება და 10-ზე მაღლა აწევს გოლისა თუ საგოლე გადაცემის სტატისტიკას იმ უმაღლეს დონეზე. თუ ჩვენ გვინდა გადავიდეს და წინასწარ განწირული იყოს ყრუ სათადარიგოობისთვის მაშინ ხო... ახლა გამონაკლისები როგორ არ არსებობენ, მაგალითად რა ესაქმებოდა დემბელეს ბარსაში ხომ? დორტმუნდშიც ვერ იყო ლიდერი და 160 მილიონი გადაიხადეს მომავალი განვითარების იმედით და მერე მაინც ვერ განვითარდა, მაგრამ ასე გვინდა ჩვენ? საშუალო ევროპულ დონეზე უნდა დაგლიჯოს ხვიჩამ ყველაფერი, დრიბლინგები კარგია, მაგრამ სტატისტიკაა გადამწყვეტი. გოლებისა და საგოლე პასების სტატისტიკით ფასობს შემტევი და არა დრიბლინგების. რესურსი არის კი, მაგრამ უნდა მოუმატოს დარტყმის სიძლიერეს და გადამწყვეტ ფაზაში ცივსისხლინი უნდა გახდეს. ასევე ფიზიკაშიც. იმ ევროპაში ჯიგარი სლუცკი არ დახვდება და სეზონში 40 თამაში მოუწევს 90 წუთიანი და ამისთვის უნდა იყოს მზად...
ზურა
ეს რა არგუმენტია? უტანენ კი, როგორ არა, ხანდახან დიდი გუნდები 6-7 გოლს, რომ გაუტანენ მალტის და გიბრალტარის დონის გუნდებს, 1-ს საპასუხოდ ღებულობენ და ვიღაც ხომ იტანს იმ ერთ გოლს, არა? ხოდა სჯობს მართლაც ხვიჩას ძლიერ მხარეებს მივაწვეთ და არა იმას, რომ ესპანეთთან გატანილი გოლის გამო დასკვნები ვაკეთოთ
გენა
ფურია როხას გოლი კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელმაც გაუტანა, რომლის სახელიც არაფრისმთქმელია. ანუ ეგ ვერ იქნება საზომი. რეალობაში დაბრუნდით. ნუ აზვიადებთ კვარაცხელიას ამბავს. უდავოდ ნიჭიერია და მაღალ დონეზე ითამაშებს, მაგრამ ჯერ ადრეა ბაიერნი და იუვენტუსი. ჯერ თუ ივარგა მეორე დონის გუნდებში, მერე ვნახოთ.
კახა
ბევრი რომ არ გაატ...კოთ პირდაპირ გეტყვით ბიჭს თუ თავში არ აუარდება შანსიაქვსდიდი ფეხბურთი ყიფოს დონეზე გაქაჩოს წარმატებებს ვუსურვებ და მჯერა რომ მიაღწევს იმიტომ რომ კარგი ოჯახისშვილია უფალი გფარავდეს!
ჟორა გაბრიჭიძე
ხვიჩა ის ალმასია, რომლისგან ბრილიანტი უნდა გაიშლიფოს. რა თქმა უნდა, ერთი სეზონი არაა საკმარისი იმის სამტკიცებლად, რომ ტრანსფერზე ბრილიანტია წარმოდგენილი. რუბინი ევროთასზე გავიდა, ამას ნაკრებში თამაშები დაემატება და თვალნათლივ გამოჩნდება ხვიჩა 15 ღირს თუ 50 მილიონი. პირადად საიმანოვის ადგილზე რომ ვიყო გავრისკავდი და ერთი სეზონი შევინარჩუნებდი. დარწმუნებული ვარ გაისად ხვიჩას ფასი გაორმაგდება.
ზალიკო
ხვიჩა აუცილებლად გადავა კარგ კლუბში და დაგადუმებს ბოღმა რომანოვო
სოსო
გულშემატკივარი,ფასს სანახაობაში იხდის.კვარაცხელიას თამაში კი,სწორედ სანახაობაა.მას მაყურებელი მოჰყავს.
emigrant
დიახაც,ანტიმარგალჲ ჟურნალისტების ნაჯღაბნი არ დამანქხოთ აქ...
ბაჩი
ანტიმარგალჲ ჟურნალისტჲ
100%
ფურია როხას, ყოველი მეორე უტანს გოლს? მე არ ვლაპარაკობ ფასზე, (ფული სხვა თემაა) მე მინდა ვიცოდე ჩამოთვლილი გუნდებიდან რომელ ფეხბურთელზე (გარემარბზე) ნაკლებად თამაშობს, ხვიჩა.
გენა
ძალიან ზუსტი შეფასებაა. დაეშვით მიწაზე. ხვიჩა მაგარია, მაგრამ პელე არაა.
Ნიკოლოზი
მიუხედავად რუსების არაობიექტურობისა, ამ შემთხვევაში რეალობასთან ახლოა
kai kaco
shen tu statistika ginda mxolod eg sxva sakitxia magram gansakutrebit dribliori fexburtelebis deficitia amitomaa didi fasi. sheidzleba fasi koronas daegdo torem koronis gareshe 40 milionsac gadaixdidnen. kidev vityvi dribliori fexburtelebis deficitia msoflioshi. aighe siti an chelsi am gundebs saativit awyobili sistema aqvt da aseti gundebis dasamarcxeblad sivrceebia sachiro romelsac shemoqmedi fexburteli qmnis...
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს