ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ეროვნული ნაკრები მომდევნო ორშაბათიდან თბილისში შეიკრიბება და ივნისში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის, 31 მაისის ჩათვლით, დედაქალაქში საწვრთნელ შეკრებას გაივლის. რუმინეთთან და ნიდერლანდებთან შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, ეროვნული ლიგის 22 წლის ფეხბურთელი სერგო კუხიანიძე, რომელმაც მიმდინარე სეზონში წყალტუბოს "სამგურალის" მაისურით ხუთი გოლი გაიტანა. მომდევნო ორ შეხვედრაში ტრავმის გამო ნაკრებს კაპიტანი ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება. 2 ივნისს რუმინეთისა და საქართველოს მატჩს ქალაქი პლოიეშტი უმასპინძლებს. 6 ივნისს ქართველი ფეხბურთელები ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი),ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო).

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგერი, ავსტრია), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი).

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).

2 ივნისი(პლოიესტი) - რუმინეთი V საქართველო (22:45)

6 ივნისი(ენსხედე) - ნიდერლანდები V საქართველო (20:00)

წყარო: nakrebi.ge

შოთას
დავითაშვილი ფეხბურთელი არის? კი ითამაშა,ორჯერ კუთხური ჩამოაწოდა,ოთხჯერ პადი გააკეთა და ბოლოს ექვსი პიცა ჭამა..დავითაშვილის და კვირკველიას ნაკრებში გამოძახება დანაშაულია,,როტორი თამაშების გაყიდვით იყო დაკავებული და იქ თამაშობდა კვირკველია და დავითაშვილიც..სწორედ ასეთები არ შეიძლება ნაკრებში
არხიდის სმოქე
წარმატებები უსურვოთ და ვიღაცეები ეხლა სანიოლის ადგილს ნუ დაიკავებთ
შოთა
სავალდებულოა სულ მარჯვენაზე თამაშობდეს? ხომ გვყავს საბა ლობჟანიძე და ჯიღაური. ზურიკოსაც შეუძლია...
შოთა
დავითაშვილმა ბოლო ტურები ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და სიმბოლურშიც მოხვდა. ასე რომ ნამდვილად დაიმსახუმა გამოძახება.
ლევან მაღლაკელიძე
დაუშვილს და კვერკველიას რა უნდა ნაკრებში? მაგათ ტაბიძე და პარუნაშვილი არ სჯობდა? მითუმეტეს არც ჯაბა იქნება, იქნებ კი გაემართლებინა პარუნას, გამოცდილებას და ფიზიკას ვერ დაუწუნებენ. მამარდაშვილს მაინც მისცენ შანსი თუ მაკარიძეს არ იძახებ. ქვილოს არ გამოძახება ნაღდად მომეწონა, შეიძლებოდა შენგელიას და ზივზივაძის ნაცვლად სიჭინავას და ურიდიას მოსინჯვაც. მეტი ამხანაგური არაა და უფრო მეტი ახალი სახეებია სანახავი. დაცვაში კაია რომ ახალ ხალხს ნახულობს. ვნახოთ, წარმატებები.
გულშემატკივარი
დავითაშვილზე როგორც პიროვნებაზე არანაირი პრეტენზია არა მაქვს მაგრამ რა დამსახურებით არის ნაკრებში, ვინმეს ხომ არ გაქვთ პასუხი ? :D 2 სეზონში არც გოლი აქვს გატანილი და არც საგოლე :) ბერიძე და მამუჩაშვილი იმსახურებდა აშკარად გამოძახებას და იმედია არ დაჩაგრავენ გაისად
მინდია
შეტევაში ბურთის დაჭერა, რაღაცის მოფიქრება და გოლის გატანა ვისაც შეუძლია ესენია ხვიჩა, ვაკო და მიქაუტაძე, ნუ ბერიძეც კარგი ბიჭი სჩანს, თუმცა ამ ეტაპზე არ არის, პერსპექტივაში გვყავს ღმერთმა ქნას და ჩაკვეტაძე და წიტაიშვილი, ასე რომ შეტევაში არაფერი გვიჭირს, კიტეიშვილი კი უნივერსალია, ყველგან შეუძლია თამაში. შემოდგომაში თუ ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლება,მჯერა ბევრ გუნდს გავამწარებთ. ახალი ერა იწყება!
რობი
კვირკველიას გამოძახებას, დინამოში რომ ბენიო თამაშობს, ეგ რატომ არ გამოიძახა? პრაქტიკა მაინც აქვს
Agent
დაგეთანხმებოდი სხვა ალტერნატივა რომ გვყავდეს მათ ადგილას.
შოთა
მაგრამ რომ დაუფიქრდე, ბერიძეს არგამოძახების მიზეზი, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი და დავითაშვილის გამოძახებაა. ეხლა მაგათ ნახავს საქმეში და შემდეგში ბერიძესაც მიეცემა შანსი დარწმუნებული ვარ.

რამდენად ფიქრობთ კვარაცხელიას ცენტრში მოსინჯვას ??????????
გენა
ნაფტალინი არაა ქვილითაია

სამწუხაროა ასეთ ცრუ ინფორმაციას რომ ავრცელებთ, იანვარში შეკრების შემდეგ ნემსებით თამაშობდაა ფეხის გამო თუმცა რომ გაუარესდა ნემსებითაც ვეღარ შეძლო, და თუ ასე ადევნებ ზურისკოს თვალს იმასაც ნახავდი რომ მაგ პერიოდში როტორშიც ვერ თამაშობდა ტრავმის გამო .
ომბუცმენი
აბრეზას ვერ უტეხავენ ალბათ.
გენა
ქვილითაია????? რატო არაა???
ogafa
წოწონავა ფიზიკურად ძლიერი სწრაფი ნაკრებში უნდა იყოს
lado
კვირკველია და დავითაშვილი რატომ უნდა გამოიძახო ნაკრებში იქნებ თქვას ვინმემ,,ახალგაზრდულში გამოიძახეს დავითიაჯი და არ ჩამოვიდა ტრამვა მოიმიზეზა.ამ დროს ღადაობდა ბარში გართობის დროს ხო არ უბერავენ რა ახალგაზრდულიო,თანაც მთელი სეზონი გოლს ვინ ჩივის საგოლე არ აქვს გაკეთებული,კვირკველია კი კარგი ცომია,რომელიც ფეხბურთის გარდა ყველაფერს აკეთებს...ისე ფედერაცია როგორ ყავს ხელში ჯუღელს,მოგასმენინათ მაინც რას საუბრობს
მათე
დავითაშვილს და კვირკველიას ნაკრებში რომ იძახებ ეს უკვე ძალიან ცუდია,კვირკველია საკუთარ კარში გოლების დიდოსტატია,დავითაშვილი ჭამა-სმის ექსპერტი..ეროვნული ლოგა ორიდან გამოეძახა ამ ორის ნაცვლად ნებისმიერი მაინც აჯობებდა..
kaxi
ვუნ კვირკველია და დავითაშვილი? ხო არ ღადაობს?
niko
შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლებასავითაა ჩვენი ნაკრები, ანუ მწვრთნელთა გადდადგილებით ჯამი არ იცვლება. სანამ მწვრთნელი საქართველოში არ იცხოვრებს და ყურადღებას მიაქცევს ადგილობრივ ფეხბურთელებს მანამდე არაფერი შეიცვლება. რადგან ისევ ფედერაციის ნაკარნახები ფეხბურთელები არიან გამოძახებულნი.
niko
დამტვრეულია ზაპოროჟეცივით
ამი
ჩაკვე საქართველოს იმედად გამოჩნდა, დიდი მომავლის მქონე ტალანტად იქნა აღიარებული, მაქსიმალური შედეგიც დადო, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ადგილის დაკავებაში გადამწყვეტი ფეხბურთელი იყო. ნუთუ არ იმსახურებს, რომ მეტი ყურადღება ქონდეს სამშობლოდან და ქართველ გულშმატკივრებსაც მეტი ინფორმაცია მიეწოდებოდეს მის შესახებ?!
jjj
როგორც ჩანს კარგი არაფერი ხდება მის თავს და ცუდი კი მერამდენედ უნდა მოგვაწოდონ გასკდა გული.
Kaxa
დავიჯერო ურიდია არაა გამოსაძახებელი???
შოთა
ყველაფერი კარგია მაგრამ ბერიძის არყოფნა მაკვირვებს ცოტა...
თენო
ჩაკვეტაძე რაღაც ძალიან გასქიდუმლოებულია აშკარად რაღაც ხდება ჯადოს ხომ არ უკეთებენ ვისაც ეხებათ არარიან ვალდებულები გარკვევით გამოიძიონ და მოგვაწოდონ ცნობა მის შესახებ? ასეთი ფეხბურთელის ასე უყურადღებობა შეიძლება??? გულშემატკივრებსაც საერთოდ არ გვცემენ პატივს!
geoachi
ლობჟანიძე, ბერიძე, ქვილითაია, ტაბიძე, სადაა ეს ხალხი? მაკარიძე გასაგებია პლეი-ოფები ელის და ისევ კლუბის ინტერესები გავითვალისწინეთ ისევე როგორც თვითონ მაკარიძის მაგრამ დანარჩენებმა რა დააშავეს? ბევრი სხვისი მოწვევაც შეიძლებოდა ბოლოს და ბოლოს ამხანაგურებია და ენახა საქმეში. წარმატებები სანიოლსაც და ბიჭებსაც, იმედია გაგვახარებენ.
las
მე პირადად კვიპროსის ნაფტალინს ნაკრებს არ გავაკარებდი საერთოდ
სმ
ჟურნალისტებს პატარა საქმე მიეცათ წავა განხილვა ეს რატომ არ გამოიძახეს ის რატომ გამოიძახესო. აქმდე ამ ფეხბურთელის ცოლმა სურათი გადაიღო,იმ ფეხბურთელს ცოლი ღალატობს.მაგის წერას გადით და პატარა ბავშვებზე დაწერეთ ასობით ბავშვის ნიჭი რომ იკარგება, პროფესორობას მოეშვით.

რა პირველი და რა მეორე ნაკრები )) გამოაკელი საქართველოს “პირველ” ნაკრებს კვარაცხელია, კიტე და კანკავა და მიიღებ მეკრე ნაკრებს. რატომ ფიქრობთ რომ ვინც პირველ ნაკრებშია ისინი დაფრინავენ? ხომ არ დაგვავიწყდა რომ ერთი კაცი ნახევარ გუნდს უდრის ჩვენს ნაკრებში. ჯერ ჩაკვეტძემ მოიგო ჯგუფი და მერე ხვიჩამ გვათრია ფინალამდე და საბერძნეთი-ესპანეთანაც ხვიჩამ შეგვინარჩუნა სახე. თითქმის ერთი წელია კვარაცხელიას გარეშე ნაკრებს გოლი არ გაუტანია. რა პირველი და მეორე ნაკრები ))
ზურა222
მსუბუქი ვარჯიში დაიწყო და სექტემბრისთვის მზად იქნებაა
beqa
ძაან მაინტერესებდა წიტაიშვილი! ალბათ არმოურჩა თითი ისე ჟურნალისტებმა ტექსტების კოპირებას ჯობია თქვენც გაარკვიოთ რა ჭირს რატო არაა გამოძახებული!
Levani
თუ არ ვიპროფესორეთ აბა მარტო ხმის ჩასახლეჩადაა ფეხბურთი?
გ.ხ.
მიუხედავად იმისა , რომ ამხანაგურებია , იმედია თავს არ შევირცხვენთ. ყაზაიშვილისა და ოქრიაშვილის დაბრუნებაც გამიხარდა. წარმატებები ჩვენს ნაკრებს
ბაჩი
ვინც იტყვის ქვილითაიას და ბერიძის არყოფნა სამართლიანიაო უსამართლოა,დავითაშვილზე და კვირკველიაზე მეტი როლი ითამაშეს მათ ამ სეზონში თავიანთ კლუბებში
მახო
ქვილითაია არ არის?? გოლებს ლორია გაიტანს თუ ალისონი?? :) :) :)
რობი
მჯერა სიჭინავასაც მალე გამოიძახებენ! დესპოტას სტილის თავდამსხმელია! აი ნინუაზე მწყდება გული! დააკონსერვეს ბიჭი ბერძნებმა :(
გელა
ეს კაცი მუშაობს! ახალგაზრდა მწვრთნელია აქვს თავისი პირადი ამბიციები უნდა რომ წარმატებას მიაჰწიოს და თავის საქმეს სერიოზულად უდგება დადის ეროვნული ლიგის თამაშებზე ეძებს ფეხბურთელებს დიდ დროს ატარებს საქართველოში. მე პირადად ვერ ვიფიქრებდი კუხიანიძის გამოძახებას, მაგრამ ჩანს რომ მწვრთნელი და მისი ასისტენტები ხშირად აკვირდებიან ეროვნული ლიგის მოთამაშებს გარდა მაგისა გამოჩნდა, რომ ამ კაცისთვის არ არსებობენ ავტორიტეტები ნაკრებში, როგორც იყო ვაისის დროს. სამწუხაროდ ქეცბაიაც ძირითადად სანაკრებო თამაშების წინ ჩამოდიოდა და ძირითად აქცენტს ლეგიონერებზე აკეთებდა ქეცბაც კვიპროსში ცხოვრობდა ეროვნულ ლიგას დიდ ყურადღებას არ აქცევდა და თუ ლეგიონერებს ტრამვები ქონდათ მაშინ იძახებდა ეროვნული ლიგიდან. ვაისი კი მხოლოდ ლეგიონერებს უყურებდა, მაგრამ სანიოლის ამ სამი სანაკრებო თამაშიდან გამოჩნდა, რომ შეიძლება აქ მოთამაშე ფეხბურთელებზეც იფიქრო და გააკეთო მათზე აქცენტი იმის შიშის გარეშე, რომ შეიძლება არ გაამართლონ წარმატებები საქართველოს ნაკრებს.
Ziz
მარჯვენა ფრთაზე შენგელიას გარდა ვინ მოიაზრება? აი ეგეთ სულ რო მაგ პოზიციიდან თამაშობდეს
რობი
წიტაიშვილმა უკვე დაიწყო ვარჯიში
დემე
ნინუაზე დამწყდა გული.
შოთა
აბა წავიდა ეხლა "პროფესორებო" შემადგენლობის დაყენება და გამოძახებული ფეხბურთელების დაწუნება)))
aleksandre
წიტაიშვილის საქმე როგორ არის?
ა
ქვილითაია იოოხ?
Levani
კუხიანიძე-საღოლ(მოტივაციის ვარიანტში) ისე მგონია რო მამუჩაშვილი იმსახურებს შანსს(ჩემი არავინაა მარტო ტელევიზორში მყავს ნანახი) და მგონია დროა მეორე ნაკრების გაკეთების ეროვნული ლიგიდან,რომელიც ისპარინგებს სენტ კიტსებთან და ტაჯიკების დონესთან,რადგან ეროვნულ ლიგაში საკმაოდ ბევრი კაი ბიჭია,იგივე ბუღრიძე ვთქვათ-რომლებსაც პირველ ნაკრებში შანსი ალბათ ჯერ არ მიეცემათ და საქმეში ნახავდნენ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა