მართალია, სატრანსფერო ფანჯარა 1 ივლისს იხსნება, მაგრამ კლუბებს აქვთ იმის საშუალება, რომ თავისუფალ აგენტებთან ხელშეკრულებები გააფორმონ
სანამ ფანჯარა გაიხსნება

მართალია, სატრანსფერო ფანჯარა 1 ივლისს იხსნება, მაგრამ კლუბებს აქვთ იმის საშუალება, რომ თავისუფალ აგენტებთან ხელშეკრულებები გააფორმონ, ასევე, იჯარის წესით აიყვანონ მათთვის სასურველი მოთამაშეები. გამომდინარე აქედან, იტალიაში უკვე გახურებულია სატრანსფერო მიდი-მოდი და რამდენიმე მეტად საინტერესო გარიგებაც შედგა. ყველაზე მეტად “იუვენტუსის” მესვეურები აქტიურობენ, რომლებმაც უკვე მოასწრეს გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერება. თავისუფალი აგენტის სტატუსით, ტურინელებმა ანდრეა პირლო, მიკელე პაციენცა და რეტო ციგლერი დაიმატეს – დაგვეთანხმებით, სამივე მაღალი კლასის ფეხბურთელია და რაც ასევე მნიშვნელოვანია, “იუვეს” მათში ერთი ცენტიც კი არ გადაუხდია. ეს დიდი პლუსია და იმას ნიშნავს, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ, ტურინელები არანაკლებ აქტიურნი იქნებიან.

დიდ ამბებს გეგმავენ “რომას” მესვეურები, ჯერჯერობით კი მხოლოდ რამდენიმე ნაკლებად საინტერესო შეთანხმებას მიაღწიეს. უთუოდ უნდა აღვნიშნოთ ფილიპ მექსეს ‘ჯალორისიდან” “მილანში” გადაბარგება – ფრანგმა თავისი სურვილით დატოვა “ტრიგორია” და უახლოეს სამ წელს “მილანელოზე” გაატარებს. ჯერჯერობით, არც “მილანის” მესვეურები არიან განსაკუთრებულად აქტიურნი, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის და დიდად ამან არ უნდა გაგვაკვირვოს.

საინტერესო პროცესები უნდა წარიმართოს “ინტერში”, რომელიც ჯერ კიდევ უმწვრთნელოდ არის და კლუბის მესვეურთა მთავარი საზრუნავი სწორედ ლეონარდოს შემცვლელის მოძებნაა. თუმცა, მასიმო მორატის სხვა საფიქრალიც აქვს, მათ შორის წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება. ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების თანახმად, “ინტერი” შესაძლოა ლიდერებმა: სამუელ ეტოომ, დუგლას მაიკონმა და ვესლი სნეიდერმა დატოვონ. თითოეულ მათგანზე ევროპული ფეხბურთის გრანდებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული, თუმცა “ინტერის” პრეზიდენტის თქმით, ისინი ხელშეუხებელნი არიან. მოვუსმინოთ მორატის:

“ეტოოს, სნეიდერს და მაიკონს პირადად ვესაუბრე, მათგან მაქსიმალური ინფორმაცია მივიღე და ყველა წვრილმანი დეტალი გავარკვიე. სამივეს დიდი სურვილი აქვს, რომ კარიერა “ნერაძურიში” გააგრძელონ და პარარელურად არავითარ მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ. მათი გასხვისება აზრადაც არ მომსვლია, ანუ აზრთა სრული თანხევდრაა და შესაბამისად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი “ინტერში” რჩებიან”.

მოკლედ, ყველას თავისი გასაჭირი და საფიქრალი აქვს, ჩვენ კი უკვე შემდგარ ტრანსფერებს გადავხედოთ...

ატალანტა

წავიდნენ: დელვეკიო (კატანია), დალა ბონა (ნაპოლი).

მივიდნენ: ფურტუნისი (ასტერასი, საბერძნეთი), დეფენდი (გროსეტო), კოლომბი (იუვე სტაბია), კაზერტა (ჩეზენა), შელოტო (კატანია).

ბოლონია

წავიდნენ: ლუპატელი (ჯენოა), ესპოზიტო (ჯენოა), სილიგარდი (ინტერი).

მივიდნენ: სტოიანოვიჩი (ლუშტენაუ, ავსტრია), პაონესა (ჩეზენა), ბერნაჩი (ტორინო).

კალიარი

წავიდნენ: არავინ.

მივიდნენ: სივაკოვი (ვისლა, პოლონეთი), ელ კაბირი (მელბიუ, შვედეთი).

კატანია

წავიდა: შელოტო (ატალანტა).

მივიდნენ: დელვეკიო (ატალანტა), მორეტი (ასკოლი).

ჩეზენა

წავიდნენ: კაზერტა (ატალანტა), პელეგრინო (ატალანტა), პაონესა (ბოლონია), სამარკო (სამპდორია), დელაფიორე (პალერმო), ბუდანი (პალერმო), სანტონი (ინტერი), ფელიპე (ფიორენტინა), ფატიჩი (ჯენოა).

მივიდნენ: კალდიროლა (ინტერი), ტატინი (პავია), კიავარინი (დინამო ზ. ხორვატია), დე ფეუდისი (ტორინო), რანელა (გრასჰოპერსი, შვეიცარია).

კიევო

წავიდნენ: არავინ.

მივიდნენ: რიკლერი (პიაჩენცა), ფარიასი (ფოჯა), ხანინი (კროტონე).

ფიორენტინა

წავიდა: ნაპოლი (დონადელი, ნაპოლი).

მივიდნენ: ფელიპე (ჩეზენა), როციო (კავანეზე), რომიცი (რეჯინა), მარიტატო (რეჯინა), პაპა ვაიგო (გროსეტო), ლეპილიე (უეპენი, ბელგია), ნასტასიჩი (პარტიზანი, სერბეთი).

ჯენოა

წავიდნენ: რაფინია (ბაიერნი, გერმანია), პალოსკი (მილანი).

მივიდნენ: ლუპატელი (ბოლონია), ესპოზიტო (ბოლონია), ფატიჩი (ჩეზენა), ზიმა (სლავია, ჩეხეთი), ვინეტო (კროტონე), პარფაი (კროტინე), რუდოლფი (ბარი), ლაზარევიჩი (ტორინო), ჰალენიუსი (ლუგანო, შვეიცარია), ბენ ჯემია (ფროზინონე), აჩერბი (რეჯინა), პრატო (უნივერსიდადი, ჩილე), ბირსა (ოსერი, საფრანგეთი), სეიმური (უნივერსიდადი, ჩილე), კრაინიჩი (მარიბორი, სლოვენია), რიბასი (დიჟონი, საფრანგეთი), გრანკვისტი (გრონინგენი, ჰოლანდია), პაპასტატოპულოსი (მილანი), ბერეტი (მილანი), მერკელი (მილანი), ბოლცონი (სიენა).

ინტერი

წავიდნენ: კალდიროლა (ჩეზენა), ობინა (ლოკომოტივი, რუსეთი), მატერაცი (თავისუფალი აგენტი).

მივიდნენ: სილიგარდი (ბოლონია), სანტონი (ჩეზენა), მუნტარი (სანდერლენდი, ინგლისი), ბელეკი (კროტონე), კასტანიოსი (ფეიენოორდი, ჰოლანდია).

იუვენტუსი

წავიდა: რინაუდო (ნაპოლი).

მივიდნენ: პირლო (მილანი), პაციენცა (ნაპოლი), ციგლერი (სამპდორია), ტიაგო (ატლეტიკო, ესპანეთი), პასკუატო (მოდენა), ლანცაფამე (ბრეშა), ამაური (პარმა), მარონე (სიენა)

ლაციო

წავიდა: მეგნი (თავისუფალი აგენტი)

მივიდნენ: კლოზე (ბაიერნი, გერმანია), ლულიჩი (იანგ ბოიზი, შვეიცარია), მაკივა (ლარისა, საბერძნეთი), კავანდა (ტორინო).

ლეჩე

წავიდა: კოპოლა (პარმა).

მივიდა: დიამუტენი (პესკარა).

მილანი

წავიდნენ: მერკელი (ჯენოა), პაპასტატოპულოსი (ჯენოა), ბერეტა (ჯენოა), პირლო (იუვენტუსი), ვილა (ესპანიოლი, ესპანეთი), იანკულოვსკი (კარიერა დაასრულა).

მივიდნენ: პალოსკი (ჯენოა), ძიგონი (ფროზინონე), დონარუმა (პიაჩენცა), ონიევუ (ტვენტე, ჰოლანდია), მექსე (რომა), ტაივო (მარსელი, საფრანგეთი), დინიცი (ეუპენი, ბელგია), კოპოლა (სიენა).

ნაპოლი

წავიდნენ: პაციენცა (იუვენტუსი), ლუკარელი (პარმა).

მივიდნენ: დალა ბონა (ატალანტა), დონადელი (ფიორენტინა), რინაუდო (იუვენტუსი), ინსინიე (ფოჯა), ფერნანდესი (ესტუდიანტესი, არგენტინა).

ნოვარა

წავიდა: გონსალესი (პალერმო).

მივიდნენ: არავინ.

პალერმო

წავიდნენ: პაოლუჩი (სიენა), ლივერანი (თავისუფალი აგენტი).

მივიდნენ: დელაფიორე (ჩეზენა), ბუდანი (ჩეზენა), გონსალესი (ნოვარა), დი კიარა (რეჯინა), ველარდი (მოდენა), რუბინიო (ტორინო), რაჯი (ბარი), ჟოაო პედრო (ვიტორია, პორტუგალია), ზახავი (ჰაპოელი, ისრაელი), ლაბრინი (უაჩიპატო, ჩილე), მილანოვიჩი (ლოკომოტივი, რუსეთი), სიმონი (ხალადაში, უნგრეთი), პიზანო (ვარეზე), ბერტოლო (სარაგოსა, ესპანეთი), სეტო (ტულუზა, საფრანგეთი), დი მატეო (ვიჩენცა).

პარმა

წავიდა: ამაური (პარმა).

მივიდნენ: კოპოლა (ლეჩე), ლუკარელი (ნაპოლი), პერეირა (არისი, საბერძნეთი), მანდორლინი (პიაჩენცა), კასტელინი (რომა), პელე (ალკმაარი, ჰოლანდია), სანსონე (ბაიერნი, გერმანია), ბორინი (ჩელსი, ინგლისი).

რომა

წავიდნენ: კასტელინი (პარმა), მექსე (მილანი).

მივიდნენ: ოკაკა (ბარი), დალესანდრო (ლივორნო), სისინიო (ვილიარეალი, ესპანეთი), ბარუსო (ლივორნო), კრეშენცი (კროტონე).

სიენა

წავიდნენ: ბოლცონი (ჯენოა), მარონე (იუვენტუსი), კოპოლა (მილანი), კაპუტო (ბარი), კაჩატორე (სამპდორია).

მივიდნენ: პაოლუჩი (პალერმო), რადოი (სანტარკანჯელო), კოდრია (ბარი), დანტი (რეჯინა), პარავიჩინი (ლივორნო), ციოლისი (რასინგი, ესპანეთი).

უდინეზე

წავიდნენ: არავინ.

მივიდნენ: ხაიმე (ბარი), რომო (დე მერიდა, ვენესუელა), ობოდო (ტორინო), ნიომი (გრანადა, ესპანეთი), მურიელი (გრანადა, ესპანეთი), მენსა (გრანადა, ესპანეთი), გეიხო (გრანადა, ესპანეთი), დანი ბენიტესი (გრანადა, ესპანეთი), მოროზინი (ვიჩენცა), მაცარანი (მოდენა), მარინო (ასკოლი), ლაურიტო (ემპოლი), ფორესტიერი (ემპოლი), ალემაო (ვარეზე), დანილო (პალმეირასი, ბრაზილია), ფაბიანი (ემპოლი), ბრკიჩი (ვოივოდინა, სერბეთი).

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს