გოგა ბითაძემ ნბა-ს კარიერის განმავლობაში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა და ამისთვის მას მხოლოდ 18:42 წუთი დასჭირდა. "ინდიანა პეისერსის" ქართველმა ცენტრმა ახალი ფორმატის ეგიდით ჩატარებულ მატჩში გამოიჩინა თავი, რომელში წაგებაც "ინდიანასთვის" სეზონის დასრულებას ნიშნავდა.

NBA-ს პლეი-ოფში პირდაპირი გზით თითო კონფერენციის 6-6 საუკეთესო გუნდი გავიდა. კონფერენციებში VII, VIII, IX და X ადგილებზე გასული გუნდები კი საკვალიფიკაციო რაუნდს თამაშობენ პლეი-ოფში დარჩენილი 2 ადგილის შესავსებად. ახალი ფორმატის თანახმად, VII და VIII ადგილებზე გასულ გუნდებს შორის გამარჯვებული პლეი-ოფში პირდაპირ გადის, ხოლო წაგებული პლეი-ოფის ბოლო საგზურისთვის IX და X ადგილებზე გასულებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

"ინდიანამ" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილი დაიკავა, პირველ საკვალიფიკაციო მატჩში მე-10-ზე გასულ "შარლოტ ჰორნეტსს" შეხვდა და 144:117 გაანადგურა. სწორედ ამ შეხვედრაში დააფიქსირა ბითაძემ ნბა-ს კარიერის საუკეთესო შედეგი. ქართველმა ცენტრმა 14 ქულა, 10 მოხსნა, 3 დაფარება, 1 პასი და 1 ჩაჭრა ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს.

14 ქულა ბითაძის პირადი რეკორდის გამეორებაა NBA-ში. პირველად მან 14 ქულა გასულ აპრილს, "მინესოტასთან" მოგებულ მატჩში მიითვალა. რაც შეეხება ორმაგ დუბლს, ქართველმა ცენტრმა ამერიკულ კარიერაში მეორედ გამოსახა 2 სტატისტიკური მაჩვენებელი ორნიშნა ციფრით. პირველად ეს მან თავის მე-3 საკარიერო მატჩში, 2019 წლის 2 ნოემბერს, "კლივლენდთან" 102:95 მოგებულ მატჩში მოახერხა, როცა 25 წუთში 10 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში გოგამ პირველად მიაღწია 10-მოხსნიან ბარიერს. კარიერაში კი მან ეს სტატისტიკური მაჩვენებელი ორნიშნა ციფრით მესამედ გამოსახა. დღევანდელ მატჩში ბითაძემ მეორე პერიოდში არასრული 7 წუთი ითამაშა, ხოლო ბოლო პერიოდში მთელი 12 წუთი იმყოფებოდა მოედანზე. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მან მეორე პერიოდში ლამელო ბოლსა და მალიქ მანკს დაუფარა, ხოლო მეოთხეში – ნიკ რიჩარდსს.

"ინდიანაში" საუკეთესო შედეგი დომანტას საბონისმა დააფიქსირა, რომელმაც ბითაძის მსგავსად, 14 ქულა, თუმცა 21 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. ბომბარდირი 23 ქულით ოში ბრისე გახდა, 21 ქულა დაგ მაკდერმოტმა მოაგროვა. მიუხედავად იმისა, რომ ინდიანელთა ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერი ტრავმირებულია, ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა.

"ინდიანას" პლეი-ოფამდე 1 ნაბიჯი დარჩა. ხვალ ბითაძის გუნდი "ვაშინგტონს" ხვდება, რომელმაც საკვალიფიკაციო მატჩი "ბოსტონთან" წააგო. "ბოსტონი" პლეი-ოფში გავიდა, ხოლო "ვაშინგტონი" პლეი-ოფში გასასვლელად "ინდიანას" 20 მაისს დაუპირისპირდება.

GBF

ვახო
გოგამ რასაც მიაღწია უკვე ძალიან მაგარია. ვაცადოთ ძმებო. აგერ გიორგი შერმადინი რა გვიან გაიხსნა და მგონი საუკეთესო კალათბურთელია საქართველოს ისტორიაში. გოგას დროც მოვა. მეტი მონდომება, ის ფოტო ზაიონის პრესკონფერენცია სახლში ყველა კედელზე, თავდაუზოგავი შრომა, და რაც მთავარია, მეტი თავდაჯერებულობა - შენ გაქვს სიმაღლე, პლასტკიკა, სროლა დისტანციიდან რაც ძალიან მაგარია და აუცლიებელია დღვანდელ კალათბურთში ცენტრებისთვის. (ტანისამოსს ნაკლები ყურადღეება ;)
გია
გაუმართლა გოგას, საბონისმა მალე მიიღო ფოლები და დაჯდა სკამზე. გოგამაც თავი არ შეირცხვინა, ისე ორი ძალიან მარტივი ბურთი ვერ ჩააგდო და +4 ქულა კიდევ თავისულად შეეძლო
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEO] მამუკელაშვილის პასი და ქუიკლის გასროლა - "ტორონტომ" "შარლოტი" ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილმა "შარლოტთან" 15 წუთი ითამაშა - "ტორონტო რაპტორსმა" ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
[VIDEO] ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად - "ოკლაჰომა" NBA-ის ჩემპიონი გახდა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ორლანდომ" "ინდიანა" 2 ქულით დაამარცხა
[VIDEO] NBA-ის ახალწვეულების საოცარი დაპირისპირება - კუპერ ფლეგის 49 ქულა "დალასისთვის" საკმარისი არ აღმოჩნდა
ბითაძეს სათამაშო დრო გაუზარდეს - "ორლანდომ" "შარლოტი" დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილის 13 ქულა და "ტორონტოს" მოულოდნელი მარცხი "შარლოტ ჰორნეტსთან"
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა