ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"გუნდი ფეხბურთელში 20 მილიონს იმიტომ იხდის, იჯარით რომ გაუშვას?!." - მამუკა ჯუღელი

"გუნდი ფეხბურთელში 20 მილიონს იმიტომ იხდის, იჯარით რომ გაუშვას?!." - მამუკა ჯუღელი

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ამბების მიმართ ქართველი გულშემატკივრების მხრიდან დიდი ინტერესია. ბოლო პერიოდში ჭორ-მართალი არაერთი გუნდის დაინტერესებაზე გავრცელდა.

კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელს როგორც ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე, ასევე სხვადასხვა საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ.

- სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, კვარაცხელიას მიმართ საუბრები იმატებს. თქვენგან გვინდა გავიგოთ, რა მდგომარებაა ახლა ხვიჩას ირგვლივ?

- პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ "რუბინში" არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. ისინი აქ გატარებულ დროს დადებითად მოიხსენიებენ და კლუბის პრეზიდენტ რუსტემ საიმანოვს ემადლიერებიან.

ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს. ყაზანელები ევრთასებზე გავიდნენ და დიდი გეგმებიც აქვთ. ლეონიდ სლუცკი ევროპაშიც დაფასებული სპეციალისტია და მასთან მუშაობა ხვიჩასაც ბევრს აძლევს.

ყველა ცდილობს, კვარაცხელია ტოპ-კლუბში გადაბარგდეს, მას ამისთვის გზა ხსნილი აქვს! ხვიჩას პროგრესს კლუბი არათუ ხელს არ შეუშლის, პრეზიდენტიდან დაწყებული, თითოეული წევრი მაქსიმალურად დაეხმარება.

კვარაცხელია კარგად ხედავს, როგორ ენდობა ხელმძღვანელობა; აფასებენ და უყვართ გულშემატკივრებს...

- განსაკუთრებით ასახელებენ "იუვენტუსს", "მილანსა" და "ლიდსს". შეგვიძლია თუ არა, კონკრეტული გუნდების ინტერესებზე უფრო მეტი გვესაუბროთ?

- იტალიისა და ინგლისის გუნდების საუკეთესო ხუთეული, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ჩემპიონატის გამორჩეული კლუბები - ხვიჩას თავისუფლად შეუძლია ამ დონესა და მასშტაბებზე იასპარეზოს.

კვარაცხელია უნდა წავიდეს მხოლოდ ტოპ-კლუბში! ნუ დაგვავიწყდება, რომ სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა, ეს მხოლოდ ინტერესებია და არა კონკრეტული წინადადებები.

ევროპული ჩემპიონატების დასრულებამდე ცოტა დროა. როცა ისინი დამთავრდება, წინადადებები უფრო გააქტიურდება.

დაინტერესება კი არაერთია - იტალიური, ინგლისური, ესპანური კლუბები. რუსული გუნდებიც მონდომებულები არიან, ხვიჩა სხვაგან არ გაუშვან. მაქსიმუმ 20-25 დღეში ყველაფერი უფრო კონკრეტულად გვეცოდინება.

სადაც უნდა ითამაშოს, ხვიჩა ყველგან მაქსიმალისტი იქნება. თუკი "რუბინთან" ერთად ევროტურნირზე იასპარეზებს, ეცდება, იგი მოიგოს. მაგრამ ერთ რამეს ხაზგასმით ვამბობ - კვარაცხელიას დაბალი დონის ჩეპიონატში არავინ გაუშვებს!

- კვარაცხელიასთან დაკავშირებით მოსაზრებას ბევრი გამოთქვამს. მაგალითად, უკანასკნელ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა: "როცა ახალგაზრდა ხარ, თამაშით სწავლობ, ხოლო როცა არ თამაშობ, კარგავ ფორმასა და დროს"...

- რა თქმა უნდა, რჩევას ყველასგან მივიღებთ, მაგრამ როცა "ლოკომოტივიდან" "რუბინში" გადავიყვანეთ, ზოგიერთს მაშინ ეგონა, რომ ხვიჩა დავღუპეთ. ახლაც, თუკი გრანდში მოხვდა, შეიძლება სათამაშო დროის გამო დაიწუწუნონ; შედარებით სუსტ გუნდში თუ გადაბარგდება, ამას ხომ ისედაც საუბრები მოჰყვება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - კვარაცხელია უნდა წავიდეს ტოპ-კლუბში! გარკვეული ადაპტაცია შეიძლება დასჭირდეს, მაგრამ მასაც იოლად დაძლევს.

- თქვენ, როგორც აგენტს, როგორ წარმოგიდგენიათ, მოლაპარაკებების დროს გათვალისწინებულ იქნეს მომავალ კლუბში კვარაცხელიას სათამაშო დროზე საუბარი?

- გუნდი ფეხბურთელში 20 მილიონს იმიტომ იხდის, იჯარით რომ გაუშვას?! ამას ემატება ხელფასები. ამ კლუბებისთვის კვარაცხელია ჩვენ ხომ არ შეგვითავაზებია? თვითონ ნახეს და ინტერესი გაუჩნდათ.

როგორ წარმოგიდგენიათ, ხვიჩამ "რეალის" წარმომადგენლებს ჰკითხოს - სათამაშოდ ხომ არ გჭირდებითო?! თუ დაამტკიცებს, რომ სხვაზე უკეთესია, დროს მიიღებს. ეს ასეც იქნება, კვარაცხელია მაქსიმალისტია და მასზე ამხელა იმედებს ამიტომაც ვამყარებ.

ხვიჩას ამ ასაკში ბადალი არ ჰყავს. ის ასახელებს საქართველოს და იქნება იმ დონეზე, როგორზეც ყიფიანი, გუცაევი, ქინქლაძე. ის, პირველ რიგში, დიდი ადამიანია და შემდეგ სპორტსმენი!

- რამდენიმე დღის წინ "როტორის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ბელორუსმა ხაცკევიჩმა განაცხადა, რომ კლუბიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს. მან აღნიშნა, რომ თქვენთან კონფლიქტი იმის გამო ჰქონდა, რომ კვირკველიას ძირითადში არდაყენების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდით. ასეთ საქმეებში აგენტები არ უნდა ჩაერიონო - თქვა მწვრთნელმა...

- ვოლგოგრადში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ერთ-ერთი ჩასვლა სწორედ კვირკველიას გამო იყო. საბას ეროვნულ ნაკრებშიც მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა და ამ დროს უთამაშებელი იყო. მე ვკითხე კლუბის ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს - რა არ მოგწონთ ჩემი ფეხბურთელის, რომელიც რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მცველი ორჯერ გახდა?!

ყველაფერი სწორად გავაკეთე, ჟარგონულად არ მისაუბრია. მიზეზებზე ვიკითხე და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ! მწვრთნელი ვარ და მე ვწყვეტო და მომდევნო ტურში ოთხი გოლი გაუშვეს.

თანაც, სეზონის წინ კვირკველიას წამყვანი თურქული და ბერძნული კლუბები იწვევდნენ, კლუბის ხელმძღვანელობამა და ხაცკევიჩმა კი გვთხოვეს, საბას კლუბი არ შეეცვალა.

- თქვენ "როტორში" მიიყვანეთ გიორგი არაბიძე, რომელიც უთამაშებელი იყო. ბოლო პერიოდში იგი კლუბში არ გამოჩენილა და მიზეზიც არ სახელდებოდა...

- არაბიძე ძალიან კარგი ფეხბურთელია. მას უბრალოდ არ გაუმართლა - ხშირად ტრავმიანობს, ვირუსის გამოც კი ბევრი უცდება.

"როტორი" რომ არ გავარდნილიყო, გიორგის გუნდში დასარჩენად ყველა ღონეს ვიხმარდი. მას რეკომენდაციას რუსეთის პრემიერლიგის ნებისმიერ კლუბში გავუწევდი!

- ზურიკო დავითაშვილზე წერენ, რომ თუკი კვარაცხელია "რუბინს" დატოვებს, ყაზანურ კლუბში დრო მხოლოდ ასე მიეცემა. მასზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? "როტორშია" ნიკა ყიფიანი, ჩარიცხვასთან ახლოს იყო ილია ბერიაშვილი...

- ზურიკო ძლიერი შემტევია, უბრალოდ, არ უმართლებს, გოლების გატანა ვერ მოახერხა - იქ მეკარემ წარმოუდგენელი ბურთი აუღო, ძელს მოარტყა და ა.შ.

დავითაშვილი დაბრუნდება "რუბინში" და სლუცკი მას აუცილებლად მისცემს სათამაშო დროს!

ყიფიანს აქვს ევროპული კლუბებისგან მიწვევები და კარგ გუნდშიც ვიხილავთ.

ილია ბერიაშვილი ყველას ძალიან მოეწონა, ლეგიონერების ლიმიტი შევსებული იყო და გუნდში ამიტომ ვერ დარჩა. სწორედ კვირკველია უნდა გადაბარგებულიყო ახალ კლუბში და ილიას ეთამაშა მის პოზიციაზე, თუმცა ზემოთ გითხარით, ეს რატომაც ჩაიშალა.

- ისევ თუ აკვირდებით ეროვნულ ლიგას და შეგიძლიათ თუ არა დაასახელოთ ფეხბურთელები, რომლებიც თქვენი ინტერესის სფეროშია?

- "თელავის" ფეხბურთელ გიორგი ხაბულიანით სერიოზულად ვართ დაინტერესებულები. ველოდებით, როდის გახდება სრულწლოვანი და მის ტრანსფერს აუცილებლად განვახორციელებთ.

ბათუმელი ირაკლი აზაროვი ძალიან კარგად გამოიყურება და დაინტერესებაც გვაქვს. საუბარია კიდევ ერთ თავდამსხმელზე, რომლის ვინაობასაც ჯერჯერობით ვერ დავასახელებ.

ბათუმის "დინამოსა" და "თელავში" ჩამოყალიბებული პრეზიდენტები არიან და მათთან კარგად ვთანამშრომლობ - არჩილ ბერიძე, ლადო დვალიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, სოსო გრიშიკაშვილი ის ხალხია, რომლებიც ლოგიკურად საუბრობენ.

- რამდენად თანამშრომლობთ სხვა ქართულ კლუბებთან და რა ურთიერთობა გაქვთ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობასთან?

- ზოგიერთი კლუბის პრეზიდენტთან საუბარიც კი არ შეიძლება, იმდენად არარეალური მოლოდინები აქვთ.

რაც შეეხება "დინამოსა" და რომან ფიფიას, კარგი საქმიანი ურთიერთობა ნამდვილად არ გვაქვს, განსხვავებული შეხდულებები გვაკავშირებს.

მაგრამ ეს არ მიშლის ხელს ვთქვა, რომ დასაფასებელი ადამიანია. ამისთვის მხოლოდ ის კმარა, "დინამოს" ამხელა და ძლიერი აკადემია რომ აქვს.

• მე

ხვიჩას ტრანსფერი არ შედგება! ჯუღელი თავს იზღვევს ყველა თავის ინტერვიუში.

• Georgia

Ashkarad shesacvlelia es kaci madloba naxvamdis:)

• Georgia

Gio es kaci reebs mied moedeba xom ver metkvit vinme? Mgoni kvarom jer agenti unda sheicvalos ar gadagvakola lokomotividan kazanis rubinshi gasakvanad? Madloba mas magram exla upro seriozulad aris saqme ra 2 weli ris Ori weli haerovit gvchirdeba kvaros uketes gindshi gadasvla mtels saqartvelos torem davrchit kites da Rijas imedze: )

• alexandre

"ევროპული ჩემპიონატების დასრულებამდე ცოტა დროა. როცა ისინი დამთავრდება, წინადადებები უფრო გააქტიურდება" - რაღაც ვერ გავიგე, მგონი რამოდენიმე კვირაა მძინავს. ამიხსენით, რომელი ევროპული ჩემპიონატი უნდა დასრულდეს?

• jano

ტაქსში მძღოლი სახეზე რო შეხედავს, ფულს წინასწარ ართმევს.

• ლევანი

იყიდე გაყიდე--ქარვასლაა? არა ტო 21-ე საუკუნის მონათა ბაზარია.

• სტალინი

სახეზე აწერია, რომ წარმოუდგენელი აფერისტია

• zura

ფიფიასთან იმიტომ ვერ თანამშრომლობს რომ ფიფია კაცურად იქცევა, ფეხბურთელებს არ ღუპავს და რუსულ კლუბებში არ უშვებს...

• beqa

ამ ადამიანს რო ვუსმენ ან ვხედავ 90იანების ბიზნესმენს მაგონებს აფერისტი ჩეკისტი.. მოძველბიჭო ელემენტებით დღემდე როვერ ხედავს გლობალიზაციას :P)

• აბა ბიჯო

ფიფიას რატო არ მოსწონხარ??? ერთნაირი აფერისტები და ფეხბურთის სცენარისტები ხართ... ერთი ისაა ხვიჩასნაირი ფეხბურთელი დღეს არ გვყავს ტეხნიკური და შეეშვით იყოს იქ სადაცაა... შეგუებულ შერწყმულია გუნდს

• კუ კობსონი

vin xvichia ipolite?

• არტ

აუ თუ მაგენი სკანდირებენ, რაღა გვიჭირს. ჯერ რუსეთი რომელი საფეხბურთო ქვეყანაა და მერე "რუბინი" რომელი ანგარიშგასაწევი გუნდი. ხვიჩა დროს კარგავს. ოცი წლის ფეხბურთელი პატარა აღარაა თანამედროვე ფეხბურთში. 17-18 წლის ბიჭები იმკვიდრებენ ადგილს ბარსაში, დორტმუნდში, სხვაგანაც. რუსეთში მაგის შემდგომი განვითარების და უფრო მაღალ საშემსრულებო დონეზე ასვლის შანსი ნაკლებადაა. ბევრი რამ აქვს სასწავლი კიდევ იმისთვის რომ ნამდვილ ვარსკვლავად ჩამოყალიბდეს, ამას კი მხოლოდ უმაღლესი დონის ჩემპიონატებში მოახერხებს. ეხლა შანსი აქვს და უნდა გამოიყენოს. არანაირი გარანტია არ არის, რომ ასეთი შანსები გაისადაც ექნება. ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ცხადია სწორად უნდა აირჩიოს გუნდი, ისე, რომ იქ სათამაშო დრო ქონდეს. ეს ცხადია. მაგრამ თუ რუსეთში ჩარჩა, რეგრესი გარანტირებულია და ჩამოყალიბდება ერთ უაზრო მატავისტად, ვარსკვლავად ქცევის ნაცვლად.

• ნიანია ბაკურიანი

ხვიჩაში პირველად მომწონს მისი თავდაბლობა,მოყვასისადმი სიყვარული,საქმისადმი ერთგულება და მუხლჩაუხრელი შრომა,მის დიდ ნიჭთან ერთად, ეს ყველაფერია ხვიჩაში,ამიტომ მჯერა მომავალში მისი დიდფეხბურთელობა,რადგან მუხლჩაუხრელი შრომის გარეშე მარტო ნიჭიერება ფუჭია და არაფრის მომტანი,სამწუხაროდ ამის უამრავი მაგალითები გვაქვს ქართულ ფეხბურთში.

• რომა

ეს რა ნაროდი ქართველები ხართ სად დაიბადეთ სად გაიზარდეთ??? აგენტს ვინ ეკითხება რო მივიდა ხაჩკევიჩთანო... აბა ისაა კაი ჩაკვე 24 საათი რომ სულ საოპერაციო მაგიდაზე ყავთ? და რო კიდიათ აგენტებს იშოვეს ორი კაპიკი და არიკლებენ არაფერს სულ არ კიდიათ დალშე ყველაფერი სანამ ის ფული გამოელევათ? მოკიდეთ ხელი მაგ ბიჭს და წაიყვანეთ დორტმუნდში მიხედავენ იქ და დააყენებენ ფეხზე. რო მიუყვანეთ ვაჭრუკანა ბელგიელებს?!!!!

• ხვიჩა

ამ კაცს რას ერჩით რაც შეუძლია აკეთებს, ძირითადად მუ\საობს რუსულ ბაზარზე. რა |ძალით წაიყვანა ვინმე? ან ფეხბურთის თამაში დაუშალა რომელიმეს? ნუ აბრალით წარუმატებლობას ცალკეულ პერსონებს, ეს სიტემური პრობლემაა.

• Solo

წელს ხვიჩია ალბათ არ დატოვებს რუბინს

• გიგი

სანამ რუბინი არ გამოვარდება ევრეტურნირიდან ხვიჩა იქ უნდა დარჩეს. მისი პროგრესი სლუცკის ხელში აშკარაა. რუბინის გულშემატკივრები სკანდირებენ : ბეზ გრუზინა ნეტ რუბინა! ეს კი დიდი რაღაცაა

• ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი

პირწავარდნილი კოჭოიაა. ამას რა უნდა გამოაპარონ?

• ქართველი გულშემატკივარი.

მაინც ვფიქრობ რომ დასაფასებელია ჯუღელის მუშაობა, დღეს არ არი ადვილი ასე ადვილად საქართველოდან ფეხბურთელების გასვლა,არ ვართ იმ დონეზე რომ ტაციაობა იყოს ფეხბურთელებზე, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო,წარმატებებს ვუსურვებ მასაც და ბიჭებსაც, მჯერა კვარა მაგარ გუნდში მოხვდება და კიდევ დიდხანს გაგვახარებს,ჯანმრთელობას ვუსურვებ და მშვიდობას მის ოჯახს,უფალი ფარავდეს ყველა ქართველს,მართლა დიდ საქმეს აკეთებენ,გაიხარეთ!

• davita

როდის მერე გახდა ეს ვინმე?დაძახილზე წინ და უკან დარბის,იცის მაგან..რესტორანი დობრო გსიხსენოს...

• მოსეხონელი

რა არ მოგწონს ქართველი ფეხბურთელის ბედით რომ ინტერესდება??ხო რატო არ უნდა ათამშოს რორტრის დონის გუნდმა კვირკველიას დონის მცველი??თან ნაკრების თამაშები მოდიოდაო.თქვენი მოსაწონს ხო ვერ იტყვის და გააკეთებს კაცი.

• კ ო მ ბ ლ ე

ჩემ ფეხბურთელსო? უკვე ისეა საქმე, რომ ჩემია და რასაც მინდა იმას ვუზამო? თუ ეგრე უნდა ყოფილიყო, აბა სტამბულის ბაზარს რას ერჩოდით?

• ჟორა გაბრიჭიძე

ჯუღელი ხაცკევიჩთან 100%-იანია. კაცი ლოკომოტივიდან სათამაშოდ გამოუშვეს და არა სათადარიგი სკამზე დასაჯდომად, სათადარიგოზე ლოკომოტივშიაც იჯდა, ანუ მათ პირველ რიგში იგნორი გაუკეთეს ლოკომოტივის ინტერესებს, რომ საბას ეთამაშა და ფორმა არ დაეკარგა.

• სოსო

ზურიკო დავითაშვილმა, მთელ ჩემპიონატში გოლი ვერ გაიტანა და ეს,შემთხვევითობაა?შეუძლებელია მთელი წელი შემთხვევითობები ხდებოდეს.მეტი ვარჯიშია საჭირო,დარტყმებზე.

• klimenti

ხაცკევიჩი ქართველი არაა და არ დამალა როგორ ერევა ჯუღელი მწვრთნელის საქმეებში.

• Gimzeri

სვირი - ჩემპიონ!

"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა

ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?

ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს

ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე

"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა

"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"დანაშაული" და სასჯელი - "ნაპოლი" ხვიჩას მიმართ ზომების გატარებას გეგმავს

დაინტერესება სერიოზულია - კვარაცხელია გვარდიოლას სიაშია და "სიტი" ოფიციალური შეთავაზებისთვის ემზადება

[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?