ზურიკო ჯოჯუა MMA სტილის მებრძოლია 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში. Sportall.ge მას დაუკავშირდა და განვლილ გზასა და მომავალზე ესაუბრა:

- გამარჯობა, ზურიკო. პირველ რიგში, მოგვიყევი, როგორ გაჩნდა ინტერესი და რამ გიბიძგათ ამ სპორტისკენ?

- ბავშვობიდან ყოველთვის მქონდა ინტერესი ნებისმიერი სპორტის მიმართ, იქნებოდა ეს ფეხბურთი, ჭიდაობა თუ კარატე. ისტორია ასე დაიწყო: როდესაც 12 წლის ვიყავი, ერთ დღესაც ასეთი რაღაც მოხდა: მეზობელი მყავდა, რომელიც ხშირად მედლებით ბრუნდებოდა სახლში. დავინტერესდი და გამოვკითხე ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ სახლთან ახლოს ვარჯიშობდა. მეც არ დავაყოვნე და მალევე შევედი ქართულ საბრძოლო ხელოვნებაზე, სახელად "ხრიდოლი". პირველი ვარჯიშისას მივხვდი, რომ აქ დარჩენა ნამდვილად მინდოდა. ვფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს საბედისწერო გადაწყვეტილება იყო და ყველაზე სწორიც. პირველი ხელმძღვანელი ნუკრი მჭედლიშვილი იყო, ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი, და ასევე ტრენერები, რომლებიც ცალკეულ ვარჯიშებს ატარებდნენ.

- ხომ ვერ გაიხსენებდით პირველ და ყველაზე ემოციურ გამარჯვებებს?

- ყოველი თვის ბოლოს, ტრადიციულად, ტარდებოდა შიდა შეჯიბრებები. ერთი თვეც არ იყო გასული, რომ 4 შეხვედრაზე მომიწია ბრძოლა. ოთხივეზე წარმატებით ვიასპარეზე და პირველი ადგილი დავიკავე. ისეთი ბედნიერი ვიყავი, მაშინ ვიფიქრე, რომ სწორედ აქ იყო ჩემი ადგილი. არასდროს დამავიწყდება პირველი ემოციები და ოჯახის წევრების სიხარული, განსაკუთრებით, ძმის, რომლის გარეშეც ჩემი არც ერთი თამაში არ მახსოვს. მიუხედავად დიდი მანძილისა, ისინი დღემდე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან.

- ალბათ, ბევრს ახსოვს, როდესაც "ნიჭიერში" გამოჩნდნენ ახლგაზრდა ბიჭები, რომლებმაც დარბაზში ცეცხლი დაანთეს. მათ შორის თქვენც იყავით?

- დიახ, შემოგვთავაზეს მონაწილეობის მიღება და უარი არ გვითქვამს, საჩვენებელ დადგმას ისედაც ვატარებდით უცხოელი ტურისტებისთვის და მით უმეტეს, როდესაც ქართველები დაინტერესდნენ ჩვენი საქმიანობით, უარი არც გვითქვამს და მართლაც, ძალიან ბევრმა ადამიანმა სწორედ აქედან გაიგო ამ საბრძოლო ხელოვნების შესახებ.

- დაიწყო ხრიდოლით, რა იყო შემდეგი ნაბიჯები?

- ხრიდოლი უნივერსალური სპორტია. ვფიქრობ, რომ საბაზისო განათლება სწორედ აქ მივიღე. ყველა შეჯიბრებაში, რაც კი საქართველოში ტარდებოდა, ყველგან ვიღებდი მონაწილეობას. მათ შორის, ბრძოლა წესების გარეშე (MMA – შერეული ორთაბრძოლა), უშუ სანდა და სხვ. შემდეგი ნაბიჯი MMA დარბაზში გადასვლა იყო, წელიწად-ნახევარი აქ ვიყავი და შემდეგ, როდესაც ამოვწურე აქაური შესაძლებლობები, წავედი უკრაინაში, ცოდნისა და ტექნიკის გასაუმჯობესებლად. მივედი ერთ-ერთ კლუბში, სახელად "გერმესი" - აღმოჩნდა ძალიან კარგი კლუბი. მივიღე მონაწილეობა რამდენიმე შეხვედრაში და ქამარიც მოვიგე. ჩამოსვლისას, მალევე შემომთავაზეს Free Fight-ში მონაწილეობის მიღება, რომელიც ტარდება ყოველწლიურად. მივიღე მონაწილეობა ჩემს წონაში, 61 კილოგრამში, მომიწია 2 ბრძოლა, ფინალში გადასასვლელად და 1 თვის შემდეგ, ფინალურ შეხვედრაზე გავხდი Free Fight-ის ჩემპიონი. ჩემთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯილდოა. "ბაევოი სამბოს" შეჯიბრებებშიც მიმიღია მონაწილეობა, ფაქტობრივად, ყველაფერში, რაც კი რამე შეჯიბრება იმართება, ყველგან გავდივარ. როდესაც ახალი ჩამოსული ხარ, გაქვს განსაკუთრებული სურვილი - გინდა ყველას აჩვენო შენი მაქსიმუმი. ახლა უკვე ყველა გავიცანი და მუდმივად ვიღებ სხვადასხვა შემოთავაზებას. მხოლოდ ბრძოლა არაფერია, მთავარია დისციპლინა და ხელმძღვანელი. უკვე მესამე წელია, რაც ჩემი ხელმძღვანელი ფიოდორ ნიკალაევიჩია.

- რომელია ყველაზე ღირებული ჯილდო, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მიგიღიათ?

- ჩემთვის ყველაზე ღირებული პირველი მედალია, რადგან აქედან შევიგრძენი ამ სპორტის გემო. ძირითადად, სულ პირველ ადგილს ვიკავებ, მეორე და მესამე ადგილი არ არის ჩემთვის გამარჯვება. ამ შემთხვევაში კვარცხლბეკზე ასვლისას გული მწყდება, რადგან პირველი ადგილის გარდა, ჩემთვის ყველა დანარჩენი წაგებას უდრის. ყოველწლიურად ტარდებოდა საქართველოს, ევრაზიისა და კავკასიის ჩემპიონატი ხრიდოლში და სამივე მათგანი მოვიგე, მათ შორის, შიდა შეჯიბრებებიც. ასევე, ხშირად გავდიოდით უშუ სანდას შეჯიბრებებზე. მოგებული მაქვს თითქმის ყველა შეჯიბრება. პირველი ადგილი დავიკავე არაოფიციალურ MMA და მსოფლიო თასის ჩემპიონატის შეჯიბრებებზე. ამ დროს 17 წლის ვიყავი.

- ახლა, როდესაც პანდემია მძვინვარებს, რა ხდება ამ სფეროში და როგორ მიმდინარეობს ვარჯიშები?

- აქამდე არ შეიძლებოდა შეჯიბრებებისა და ვარჯიშების ჩატარება. ვვარჯიშობდით გარეთ, ტრენაჟორებზე, ინდივიდუალურად. შეჯიბრებები ინტენსიურად არ იმართებოდა, მაგრამ ახლა უკვე იმართება შიდა შეჯიბრებები.

- სამომავლო მიზნები და გეგმების შესახებ მოგვიყევი, ელით თუ არა ცვლილებებს?

- ამ ეტაპზე, ველოდები კონტრაქტს ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიო დონის ორგანიზაციიდან. ფაქტობრივად, ამისთვის ვიბრძვი ჩამოსვლის დღიდან და მიხარია, რომ უკვე განხილვას ექვემდებარება.

- დაბოლოს, რას ურჩევ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ სპორტით?

- არ დანებდნენ და იბრძოლონ ბოლომდე. შრომა ყოველთვის ფასდება. მთავარია, ყველაფერი გააკეთოს ადამიანმა საკუთარი ოცნებისთვის. ფარ-ხმალი არ დაყაროთ. ზოგისთვის მალე დგება შედეგი, ზოგისთვის - ცოტა გვიან, მაგრამ მთავარია სწორი ნაბიჯები და წინსვლისკენ სწრაფვა. გისურვებთ წარმატებებს ბრძოლის ველზე!

ბუჯანგა
კახა ზარნაძე იყო ხრიდოლის ფედერაციის პირველი პრეზიდენტიც და სულისჩამდგმელი...სამწუხაროა რომ ასეთი ადამიანი გულნატკენი და სიცოცხლეში დაუფასებელი წავიდა ამ ქვეყნიდან..ადამიანმა რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად უზარმაზარი შრომა გასწია ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიის შესწავლასა და სისტემატიზაციაში..
რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
"საქართველოში წასვლა ბოროტ საქმეს გაუკეთებს" - მახაჩევმა გარის არჩევანი არ მოუწონა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა