ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ჩელსიმ" "მანჩესტერ სიტი" 1:0 დაამარცხა და ისტორიაში ტურნირი მეორედ მოიგო.

თამაში ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დაიწყო, ორმხრივი იერიშებით, მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, უფრო ხშირად „ჩელსი“ და პირველი ტაიმის დასასრულს მეკარესთან პირისპირ გასულმა ჰავერცმა ანგარიში გახსნა. მას აქამდე ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში (12 ჩელსიში და 8 ბაიერში) გოლი გატანილი არ ჰქონდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „სიტიმ“ დიდი ძალებით შეუტია. უხიფათოდ. თან რიუდიგერთან ბურთზე ბრძოლაში ტრავმა დე ბრუინმა მიიღო, თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი და გაბრიელ ჟეზუსმა შეცვალა. შემდეგ გვარდიოლამ მოედანზე ბერნარდო სილვას ნაცვლად ფერნანდინიო შეუშვა. ტუხელის გუნდი თავს მშვიდად იცავდა, სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა და შეცვლაზე შესულმა პულიშიჩმა 74-ე წუთზე ახლო მანძილიდან ვერ დალაშქრა ედერსონის კარი.

პასიური სტერლინგი 76-ე წუთზე აგუერომ შეცვალა, თუმცა ამით თამაშის სურათი არ შეიცვალა. ბოლოს "სიტი" ქაოტურ შტურმზე გადავიდა, მარეზმა ზედ საფინალო სასტვენის წინ ბურთი კარს ააცილა და "ჩელსიმ" გაიმარჯვა.

პორტუ. „დრაგაო“

მანჩესტერ სიტი - ჩელსი 0:1

გოლი: ჰავერცი (42)

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნზი, დიაში, ზინჩენკო, ბერნარდო სილვა (ფერნანდინიო 64), გიუნდოგანი, ფოდენი, მარეზი, დე ბრუინი (გაბრიელ ჟეზუსი 60), სტერლინგი (აგუერო 76)

ჩელსი: მენდი, რიუდიგერი, ტიაგო სილვა (კრისტენსენი 39), ასპილიკუეტა, ჩილუელი, ჟორჟინიო, კანტე, ჯეიმსი, მაუნტი (კოვაჩიჩი 80), ჰავერცი, ვერნერი (პულიშიჩი 65)

- გერმანელი მწვრთნელის გუნდმა ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა: იურგენ კლოპი (ლივერპული), ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნი) და ტომას ტუხელი (ჩელსი).

- ორ თვეში ტუხელმა გვარდიოლას სამჯერ სძლია.

- გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგა 2011 წლის შემდეგ არ მოუგია.

- 10 გოლით ტურნირის ბომბარდირი ერლინ ჰოლანი (დორტმუნდი) გახდა.

- ინგლისურმა გუნდებმა ჩემპიონთა ლიგა მეთოთხმეტედ მოიგეს - ესპანელებს თვრამეტჯერ აქვთ მოგებული.

- პულიშიჩი პირველი ამერიკელი ფეხბურთელია, რომელმაც ფინალში ითამაშა.

- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კანტე დაასახელეს.

- მენდიმ 9 მატჩში მშრალად შეინახა კარი, რაც ტურნირის დებიუტანტ გოლკიპერთა შორის რეკორდია.

ლადო
აბა ფინალში გახვიდე და ეგრევე მოიგო არ გამიგია ეს ძველი დრო აღარაა! ჩელსიმაც ვერ მოიგო 2008 არა და მაგაზე მაგარი გუნდი არ იყო მაშინ!
hhh
რომელი ლიგაა არაა მისი. სადაც ამდენი ჩემპიონობა და თასები მოიგო?დდდ თუ ჩემპიონთა ლიგას გულისხმობ და ისეთ გუნდში უნდა წავიდეს, რომელიც ლიგაზე ვერ გადის?DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
jango
იმედი ვიქონიოთ რომ არისტოკრატებს წყალქვეშა ნავის მებრძოლები თავზე გადაახევენ ბურთს სუპერთასზე !
sddd
წამო პეპ წამო. არაა ეგ შენი ლიგა.
Milani
Damsaxurebulad moigo chelsim. Vinmes shemodgomaze rom etqva es xumrobstqo vityodi.
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო